თავისუფლება თუ ლიბერალური დიქტატურა?

0
992

ალბათ უმეტესობა ჩვენგანი ცოტათი გაკვირვებულნი ვართ, იმ მოვლენებით რაც მსოფლიოში ხდება (აქ არ იქნება საუბარი პანდემიაზე). მაგალითად, როგორ შეიძლება ყაჩაღი, რეციდივისტი და ნარკომანი, ვინც იარაღით ემუქრებოდა ორსულ ქალს (თუმცა ქალი რადგან თეთრკანიანი იყო ეს უკვე პოლიტკორექტულია – უკაცრავად ირონიისათვის), და რომელიც სინამდვილეში ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა, გახდეს ე.წ. „ლიბერალური“ საზოგადოების ეროვნული გმირი? როგორ შეიძლება ლონდონის პაკისტანელმა მერმა, გადაწყვიტოს დემონტაჟი გაუკეთოს ინგლისის 60 ისტორიულ ძეგლს? ინფორმაციისათვის ეს ძეგლები ლონდონის და ინგლისის ისტორიულ ფიგურებს ეკუთვნით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ ინგლისის ძლევამოსილ ისტორიას. დღეს კი ეს ძეგლები “არაპოლიტკორექტულია”. როგორ შეიძლება მსოფლიოში ყველაზე წაკითხვადი მწერლის, ჯ.კ. როულინგის დაბულინგება, მხოლოდ იმის გამო, რომ მან ტრანსგენდერულ იდეოლოგიაზე საკუთარი აზრი გამოთქვა? დღეიდან კინემატოგრაფიის შედევრიც, რომ გადაიღო მას ოსკარზე აღარავინ წარადგენს, თუკი მასში არ მონაწილეობს ჰომოსექსუალი ან ფერადკანიანი?!! და ამ სიგიჟეთა სია დაუსრულებელია …

თუმცა ამ სიგიჟესაც თავისი სისტემა აქვს

უილიამ შექსპირი

რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ამას ერთი სიტყვით აღვწერდი – „ლიბერალური რევოლუცია“, თუმცა ამ ყოველივეს ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან, რა თქმა უნდა არაფერი საერთო არ აქვს. აი დიქტატურას კი, უფრო სწორად აზრების, ფიქრების, გაგებების დიქტატურას ძალიან წააგავს.

„ლიბერალებმა“ აღმოაჩინეს ახალი “რევოლუციური კლასი” – ყველა უმცირესობა: რასობრივი, ეროვნული, რელიგიური, სექსუალური, თუნდაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებიც. ლამის ყველა ქალიც კი უმცირესობად გამოცხადდა. ახლა კი საჭიროა რევოლუციის სამიზნე და ხალხის მტრის ხატის შექმნა. ვინ არის ის? რა თქმა უნდა ცივილიზებული სამყაროს საყრდენი: ფიზიკურად – თეთრკანიანი ქრისტიანი მამაკაცი, ხოლო იდეურად ყოველივე ის ფუნდამენტალური ღირებულებები, რაზეც საზოგადოება დგას – ტრადიცია, ეკლესია, ოჯახი, მეგობრობა და ადამიანებს შორის ჩვეული ურთიერთობა. დღეს ეგრეთ წოდებულმა „ლიბერალებმა“ გააცოცხლეს რასიზმი, უფრო სწორად კი უკურასიზმი. ხოლო ამ შემთხვევაში მათი სამიზნე უკვე თეთრი რასაა.

მოდი ვთქვათ სიმართლე, ყველაფერი რაც კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია, 80 პროცენტი თეთრი რასის შექმნილია. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ კაცობრიობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ჩინელმა და იაპონელმა ერებმა. თუმცა არც ერთი ამ უკანასკნელი ორიდან თავს დაჩაგრულს არ უწოდებს და სხვის ხარჯზე თავისი ადგილის დასამკვიდრებლად არ იბრძვის და არც პრეტენზიას გამოთქვამს. მაშ ვისა აქვს პრეტენზია? რა თქმა უნდა მათ, ვისაც არასოდეს არაფერი შეუქმნია და არც არაფერი ღირებულის შექმნას არც აპირებს. მათ ვისაც უბრალოდ სხვისი შექმნილი ცივილიზაციის მიტაცება სურთ და ამ ცივილიზაციის ნაყოფით სარგებლობა უნდათ, მისი შემქნელების დისკრიმინაციის და უფლებების შეზღუდვის ხარჯზე. და როგორ უნდა მოახერხონ ეს? რა თქმა უნდა ჩაგრულის და მსხვერპლის იმიჯის მორგებით. მერე რა, რომ არ უნდათ მუშაობა, ნორმალური ცივილეზებული სამყაროს წესებით ცხოვრება, მერე რა რომ მიუხედავად უმცირესობისა, მათზე მოდის კრიმინალის უდიდესი პროცენტი. ყველაფრის თავდაყირა დასაყენებლად საჭიროა რევოლუცია, ოღონდ უკვე არა თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობისათვის (როგორიც საფრანგეთის რევოლუციის მთავარი სლოგანი იყო), არამედ უმცირესობის დომინანტობისათვის.

ჯერ კიდე ჯორჯ ორუელი გენიალურად აღწერდა ამ ყოველივს თავის უკვდავ „1984“-ში. ე.წ. “ლიბერალებმა” გამოიგონეს Newspeak (ახალი სალაპარაკო ენა – ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ) და ყველაფერს ახალი სახელები დაარქვეს. გამოცხადდა თეთრი შავად, კეთილი ბოროტად, ამორალურობა თავისუფლებად, გარყვნილება ნორმად, ათასნაირი გადახრის მქონე და ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანები კი უმცირესობებად და სოციალური უსამართლობის მსხვერპლებად შერაცხეს. იმის მაგივრად, რომ ამ კატეგორიის ხალხს დაეხმარონ, როგორაც შესაძლებელია, მათი ახალ გმირებად წარმოჩენა ხდება, თითქოს ყველა ასეთები უნდა ვიყოთ. ხოლო ვინც ამ იდეოლოგიას არ იწონებს და ახალ თავს მოხვეულ დოგმებს არ ეთანხმება, პირდაპირ ფაშისტებად ცხადდებიან.

უთანხმოების ნებისმიერი შემთხვევისათვის, „ლიბერალებმა“ მოიგონეს ახალი სიტყვები Newspeak-ის საუკეთესო ტრადიციებში: ”ქსენოფობია”, ”ჰომოფობია”, ”სექსიზმი”, ”რასიზმი”, ”ისლამოფობია”, ”თეთრი სუპრემატიზმი” და ა.შ. აქ ისევ ორუელის „1984“-ის აზრის პოლიციამდე მივდივართ. მართალია არ არსებობს ცალკე აღებული ორგანო ასეთი სახელწოდებით, თუმცა მისი ფუნქციები წარმატებით აქვთ გადანაწილებული სხვადასხვა ე.წ. „ლიბერალურ“ ტელევიზიებს, გაზეთებს, პარტიებს, არასამთავრობოებს თუ ცალკეულ ვითომ უფლებადამცველებს. რომლებიც ეგრევე ადამიანის ბულინგს და შეურაცხყოფას იწყებენ განსხვავებული აზრისა თუ შეხედულებების გამო.

აი მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ, თუკი მე არ მიყვარს შავი შოკოლადი, მაშინ მე ცალსახად შავი შოკოლადოფობი ვარ. იქმნება იმის ილუზია, რომ ეს გაკიცხვადია და მე საზოგადოების ნორმებს ვარღვევ. ისმება შეკითხვა რატომ ვარ ვალდებული რაიმე მიყვარდეს, თუკი სინამდვილეში ეს არ მიყვარს? საინტერესოა მაქვს იმის თავისუფლება, რომ რაიმე ან ვინმე არ მიყვარდეს? აქ არ არის საუბარი ვინმეს უფლებების ან კანონის დარღვევაზე. უბრალოდ საინტერესოა ადამიანს აქვს სიყვარულის არჩევის თავისუფლება? თუ ამას სხვა უნდა გვაიძულებდეს თავს მოხვეული სხვადასხვა დოგმებით? განვმარტოთ სიტყვა ”რასიზმი”-ს აზრი Newspeak-ის მიხედვით. ეს არის ადამიანი, ვისაც სხვა კანის ფერის ან რასის ადამიანები არ უყვარს. თავიდანვე ვიტყვი შორსა ვარ იმ შეხედულებებისაგან და ჩემს ირგვლივაც არავინ მეგულება ისეთი ადამიანი, ვისაც კანის ფერის გამო სხვა, რომ ეზიზღებოდეს. მაგრამ მიჩნდება კითხვა, რატომ ვარ ვალდებული იგივე კანის ფერის ან სექსუალური ორიენტაციის ან სხვა რაიმე ნიშნის გამო ვინმე მიყვარდეს? საინტერესოა, არ მაქვს უფლება არ მიყვარდეს, თუნდაც ჩემი კანის ფერის ან რასის ადამიანი, ან მეზობელი, ან ნათესავი, ან რომელიმე პროფესიის წარმომადგენელი (დავუშვათ ადვოკატები ან აღმასრულებლები – ეს ხუმრობით, თორე არავის მინდა ვაწყენინო). და თუ დავუშვათ ადვოკატები არ მიყვარს, ესე იგი აუცილებლად ადვოკატოფობი ვარ და საზოგადოებისაგან უნდა გავირიყო?

კარგი საილუსტრაციო მაგალითია, ახალი სიტყვა პოლიტკორექტულობა. ჩემი აზრით რეალურად ის მიზნად ისახავს ადამიანის განსხვავებული აზრის ჩახშობას და წინააღმდეგობის გაწევის ნების განადგურებას. ამ სიტყვის მიხედვით, ვინც აბსოლიტურად არ იზიარებს თავს მოხვეულ ახალ დოგმებს ის არაპოლიტკორექტულია. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ იდეოლოგიურმა ტერორმა თავისი შედეგი გამოიღო: ნორმალური ხალხი დაშინებულია და ხმას ვეღარ იღებს, რათა ყველაფერს თავიანთი სახელი დაარქვან. მათ ეშინიათ „არაპოლიტკორექტულობაში“ არ დასდონ ბრალი.

და რა არის გამოსავალი? პასუხი აქაც ცალსახაა, როგორც ყველა სახის მანიპულაციას, ამ ე.წ. „ლიბერალურ მანიპულატორებსაც“ მხოლოდ საღი აზრის გამოთქმით და საკუთარი შეხედელებების დაცვით თუ მოვუგებთ უსამართლო ბრძოლას. ასე, რომ ჩემს საყვარელ ფრაზას გავიმეორებ:

ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ

რენე დეკარტე