ა(ა)იპ ”ბუღალტერთა კავშირის” თანადგომა covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზე მომუშავე ადამიანებს

0
931

ა(ა)იპ ”ბუღალტერთა კავშირი” უფასოდ შეასწავლის ბუღალტრის პროფესიას covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზე მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრებს

ა(ა)იპ ”ბუღალტერთა კავშირის” დირექტორის ტატა ბერიძის თქმით, ბუღალტერიის შესწავლის შესაძლებლობა უფასოდ მიეცემა ექიმ-ინფექციონისტების, რეანიმატოლოგების, სასწრაფო დახმარების ექიმების, სამედიცინო პერსონალის, მაშველების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ოჯახის წევრებს (შვილები, მეუღლე, და-ძმა ), მათ ვისაც კარანტინის პირობებში სახლიდან გაუსვლელად ექნებათ ბუღალტრის პროფესიის შესწავლის სურვილი.
კურსის მსვლელობისას მონაწილეები შეისწავლიან ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას მცირე და საშუალო საწარმოებში.
ეს არის ჩვენი „ბუღალტერთა კავშირის“ თანადგომის და სოლიდარობის გამოცხადება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ქვეყანაში covid 19-ით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად აგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას. იმედს ვიტოვებთ რომ ბევრი ადამიანი გამოიყენებს ახალი პროფესიის შეძენის შესაძლებლობას და კარანტინის დამთავრებისას მოახერხებს მიღებული უნარების რეალიზებას. განაცხადა ა(ა)იპ ”ბუღალტერთა კავშირი”-ს დირექტორმა ტატა ბერიძემ

კურსზე რეგისტრაცია დაიწყება 27 აპრილიდან ბუღალტერთა კავშრის გვერდზე. თვალი ადევნეთ გვერდს https://bit.ly/2Vr0iUo

SHARE