ლარში გაცემულ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 3,3%-ით გაიზარდა

0
227

მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის ლარში გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 3,3%-ით მოიმატა და 27%-ს შეადგენს (სექტემბერში – 23,7%). უცხოურ ვალუტაში კი ზრდა მხოლოდ 0,1% იყო. 1-ლი ოქტომბრისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტები 6,5% დაფიქსირდა.

რაც შეეხება ლარში გაცემულ გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი მცირედით – 17,8%-დან 17,9%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი ისევ 10,4% დარჩა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემული იყო 3,788 მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხი, რაც 6 მლნ ლარით მეტია წინა თვესთან შედარებით, 1-ლი სექტემბრისთვის სულ გაცემული იყო 3,783 მლრდ ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.

SHARE