როგორ გახდე თვითკმარი და საინტერესო საკუთარი თავისათვის

0
536

ყველას გვსმენია ალექსანდრე მაკედონელის და ბერძენი ფილოსოფოს დიოგენეს შორის გამართული საუბრის შესახებ. როდესაც ალექსანდრე ინდოეთის დასაპყრობად მიელაშქრებოდა, გზად, საბერძნეთში მან მოინახულა ხის კასრში მცხოვრები, იმ პერიოდის უდიდესი ფილოსოფოსი დიოგენე, რომელიც მზეს ეფიცხებოდა. ალექსანდრეს შეკითხვაზე, თუ რა შეეძლო გაეკეთებინა მისთვის, დიოგენემ უპასუხა ცოტა გვერდზე ჩაწეულიყო, რათა მზე არ დაეჩრდილა.

თუმცა, ბევრმა არ იცის ამ საუბრის გაგრძელების ისტორია. ალექსანდრემ ამის შემდეგ წარმოთქვა: «ჩემი ნება, რომ იყოს, შემდეგ ცხოვრებაში დიოგენეთ გავჩნდებოდიო». რაზეც დიოგენემ ასე უპასუხა: «რა გიშლის ხელს ამ ცხოვრებაშივე იყო დიოგენეო?». ალექსანდრეს პასუხი შემდეგი იყო: «მე მისია მაქვს, მთელი მსოფლიო უნდა დავიპყრო, ახლა ინდოეთის დასაპყრობად მივდივარ». «და ამის შემდეგ რა უნდა გააკეთოო?», — ჰკითხა დიოგენემ. ალექსანდრემ მიუგო: «აი შემდეგ დავისვენებო». დიოგენემ გაიცინა და უპასუხა: «ჰოდა მე ახლა ვისვენებ, თუმცა მსოფლიო არ დამიპყრია და ვერც ვხედავ ამაში აზრსო. და თუკი ბოლოს აპირებ დასვენებას, რა გიშლის ხელს ეს ახლავე გააკეთოო? ან ვინ გითხრათ, რომ იქამდე სანამ დასვენებას გადაწყვეტ, აუცილებლად მსოფლიო უნდა დაიპყროო? თუკი ახლა არ დაისვენებ, ამას ვერასოდეს მოახერხებ. როგორც ყველა, შენც მოგზაურობის შუაში დაიღუპები». კასრში მცხოვრებმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა, იცოდა რას ნიშნავდა თვითკმარობა. ის უბრალოდ კმაყოფილი იყო თავისი თავით და არავის აზრი არ აინტერესებდა.

თვითკმარობა — ეს უმოკლესი გზაა ბედნიერებისა და უშფოთველი ცხოვრებისაკენ. ასე ვთქვათ, იცხოვრო სიამოვნებით, ზედმეტი პრობლემების და თავსმოხვეული წესების და სტერეოტიპების გარეშე.

როგორ? შევეცდები აგიხსნათ

იპოვე აზრი მარტოობაში

ოდესღაც ბლეზ პასკალმა თქვა: «კაცობრიობის ყველა პრობლემა წარმოიშვება იქიდან, რომ ადამიანს არა აქვს უნარი ოთახში წყნარად იჯდეს». აზრი იმაშია, რომ თუკი მარტო არსებობა არ შეგვიძლია, მაშინ არც დამოუკიდებელნი შეგვიძლია ვიყოთ. ნიცშე თავის მონუმენტალურ ნაწარმოებში «ასე ამბობდა ზარატუსტრა» წერდა, რომ მარტოობა, როგორც მინიმუმ აუცილებელია, იმისათვის, რომ საკუთარი «მე»-ს ხმა გაიგონო. ხოლო თუკი შენ მუდმივად სხვების გარემოცვაში ხარ, თანდათანობით ივსები მათი აზრებით და ცხოვრების წესებით. მარტოობა ბევრ რაიმეს სცემს პასუხს, მათ შორის რა გსურს სინამდვილეში. ამ შემთხვევაში მიზანია არა მარტო დარჩე სამუდამოდ, არამედ აღადგინო კავშირი შენს აზრებთან. საკუთარ თავში რაღაც დროით “წასვლა”, არამხოლოდ შემოქმედ ადამიანებს სჭირდებათ. ეს ყველას ეხება, დაწყებული მაღაზიის გამყიდველიდან დამთავრებული ბიზნესმენით. უკანასკნელნი ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი, მოუსმინონ შინაგან ხმას. მაგალითად, როდესაც ბილ გეიტსი Microsoft-ზე მუშაობდა, საკუთარ თავს პირობა მისცა, წელიწადში მინიმუმ ორი კვირა აეღო დაფიქრებისათვის, და დღემდე ამ წესს იცავს. ის გარკვეული დროით სცილდება ოჯახის წევრებს, მეგობრებს, სამუშაოს, რათა წაეკითხოს, იფიქროს და გააანალიზოს კომპანიის მომავალი განვითარების სტრატეგია.

მიიღე საკუთარი თავი, ისეთად როგორიც ხარ

როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უარყოფს, მისი სული მახინჯდება. გახსოვდეთ, ხელოვნურად ჩანერგილ სურვილებს და მიზნებს არავითარი დაკმაყოფილება არ მოაქვს. თვითკმარი და დამოუკიდებელი ადამიანი იმით განსხვავდება, რომ არ აძლევს საშუალებას საკუთარ «მე»-ს ჩაიკარგოს ირგვლივმყოფთა მასაში. ის მიჰყვება თავის გზას, და არ ცდილობს მოექცეს სხვების გავლენის ქვეშ. ასეთი ადამიანები დარწმუნებულნი არიან საკუთარ უნიკალურობაში და თვლიან, რომ შეუძლიათ ერთტიპიური, ერთმანეთის მიმბაძველი ნაცრისფერი მასის გამრავალფეროვნება საკუთარი პერსონით.

იყავი უბრალო

ჩვენი სამყარო სულ უფრო რთული ხდება, ამ დროს კი, წარმატების მიღწევის საუკეთესო საშუალებაა, იყო უბრალო. დღეს ვერავის გააოცებ შენი ოდიოზურობით, ალბათ უფრო გააცინებ. ხალხი ახლა უბრალოებას სცემს პატივს. ასევე, იყავი უბრალო შენს მოქმედებებში, ყველა გეგმა და მოქმედება ლაკონური და უბრალო შინაარსით დატვირთე. რაც უფრო მეტად ჩახლართავ გეგმას, მით მეტი შანსია თავადვე გაება მასში.

მოახდინე თვითანალიზი

ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც თავისი თავის და ქმედებების ანალიზი შეუძლია. ამასთან, ადამიანი ზეადამინად იქცევა მაშინ, როდესაც გარემო მისგან ითხოვს ზეადამიანურ ძალისხმევას. როდესაც სამყარო შენგან ითხოვს “იფრინო”, ყველაზე დიდი შეცდომაა ახვიდე სახლის სახურავზე და გადმოფრინდე. ვიღაც რა თქმა უნდა მოინახება. შენ კი ამ შემთხვევაში ჩართე გონება, დაფიქრდი როგორ? რა ხერხებით? რის ხარჯზე? რა შედეგი მოჰყვება? დაფიქრდი, გააკეთე ანალიზი – საკუთარი თავის, სურვილების, შესაძლებლობების და შანსების. და ეს უნდა მოხდეს ობიექტურად.

იცოდე შენი მიზანი

თუკი შეეცდები ითამაშო კალათბურთი საფეხბურთო მოედანზე, ცხადია, რომ არაფერი გამოგივა. შენ ცალსახად უნდა იცოდე – რას აკეთებ, როგორი წესებით მოქმედებ და რა შედეგს ელი. იმისათვის, რომ თვითკმარი იყო, თავს დამოუკიდებელ ადამიანად უნდა გრძნობდე. დამოუკიდებლობა უარყოფს საზოგადოებისთვის ჩვეულ ნორმებსა და წესებს, აყალიბებს მოქმედების საკუთარ კოდს და მისი შეფასების ინდივიდუალურ შკალას. ყველა სიტუაციისათვის სასურველია გქონდეს შემუშავებული გეგმა. ტაქტიკური -მოკლე და საშუალო ვადიანი, მიზნის მიღწევის საშუალებები. და სტრატეგიული ანუ გრძელვადიანი, რაც თავად დასახულ მიზანს გულისხმობს.

იცხოვრე შენი საკუთარი კანონებით

გათვითცნობიერებულად უარი თქვი საზოგადოებრივ კანონებზე, რათა შეგნებულად შექმნა და იცხოვრო საკუთარის შესაბამისად. თავის თავად, ეს მარტივი არ არის. ისინი უნდა შეესაბამებოდნენ საღ აზრს, არ არღვევდნენ სახელმწიფოებრივ კანონებს და ამასთან შეესაბამებოდნენ შენს მიზნებსა და მისწრაფებებს. საკუთარი გზის არჩევაზე ბევრად რთულია, საკუთარი გზის გაყვანა. როგორც კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, ნებისმიერი ვინც მიჰყვება საკუთარ გზას, ადრე თუ გვიან საზოგადოებისაგან იზოლირებული ხდება. მაგრამ თუკი არ გადაუხვევ არჩეული გზიდან და ბოლომდე მოითმენ, საბოლოოდ აუცილებლად დაგიფასდება. უბრალოდ უნდა გწამდეს, რომ ეს შენ გჭირდება. იგივე იუნგი ამტკიცებდა, რომ ცხოვრების აზრი ესაა — მიისწრაფოდე ინდივიდუალური თვითრეალიზაციისაკენ. ამისათვის ადამიანს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ცხოვრების აზრი სრულად. მაგრამ თუკი თავს აღიქვამ, როგორც უბრალოდ არსებად, მაშინ ბევრი ფიქრიც აღარაა საჭირო. ამ შემთხვევაში, შეგიძლია საკუთარ თავზე არ იძალადო და მიჰყვე დინებას.

აღიქვი საკუთარი თავი სერიოზულად

თუკი საკუთარ თავს და საკუთარ სურვილებს თავად არ აღიქვამ სერიოზულად, ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს სხვებმა გააკეთონ. უმრავლესობა, ვინც იწყებს საკუთარი ცხოვრების შეცვლას, იწყებს დაფიქრებას საკუთარ მოქმედებებზე. თავში მოდის ერთი აზრი: «ვინ ვარ ასეთი, საკუთარი წესები, რომ მოვიგონო, ყველაფერი ხომ ისედაც გამოგონილია?». მაგრამ საქმე იმაშია, რომ შენ ეჭვი შეგაქვს სხვის იდეებში. ფიქრობ იმაზე, თუ რითი ხარ სხვებზე ნაკლები, მათზე ვინც საკუთარი წესებით გაიძულებენ იცხოვრო? შენში შესაძლოა ბევრად მეტი დადებითი თვისებები იყოს, ვიდრე მათში.

დააფასე შენი ცხოვრებისეული გამოცდილება

ყველა ჩვენგანს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს, რათა საკმაოდ დამოუკიდებელნი ვიყოთ სხვის აზრებზე. თვითკმარი ადამიანი პირველ რიგში პატივს სცემს საკუთარ გამოცდილებას. ამასთან არაა საჭირო უარყო საზოგადოდ მიღებული ნორმები, უბრალოდ არაა აუცილებელი მათი მიხედვით იმოქმედო. მითუმეტეს, როდესაც ხვდები, რომ ეს არავითარ სარგებელს არ მოგიტანს. მაგრამ ბევრი რაიმის შეცნობა ზუსტად გამოცდილების საფუძველზე ხდება, და დროთა განმავლობაში საკუთარი თავის რწმენაც გამოცდილებას მოაქვს. გამოცდილება ერთ დღეში არ ყალიბდება, ეს მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია. მოვიტანოთ მაგალითი. ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის, როდესაც ქუჩაში მინუს 5 გრადუსია, მოდური დაფლეთილი ჯინსებით გასვლა იდიოტიზმია. და შენ ათვითცნობიერებ რამდენად უაზრობაა ეს, ივიწყებ მოდას და იწყებ უბრალოდ თბილად ჩაცმას. ამის გაცნობიერებას აუცილებლად იწყებ დროთა გასვლასთან ერთად. ამიტომ იყავი საკუთარი გამოცდილების ერთგული.

გარე გამაღიზიანებლებს იმდენი ყურადღება დაუთმე, რამდენსაც იმსახურებენ

დღევანდელ სახელმწიფოს და მასობრივ კულტურას ერთი საერთო მახასიათებელი აქვს — მათ ძალიან უყვართ ხალხის ტვინის არევა. ნორმალური ადამიანი ამ პროდუქციას იმდენ ყურადღებას აქცევს, რამდენსაც ის იმსახურებს. ის არ ჩქარობს გააკრიტიკოს, გალანძღოს, არამედ მიიღოს ყველა სახის სიახლე ობიექტურად.

დაივიწყე შური

სხვისი შურის შესაბამისად მოქმედება აუცილებლად აგირევს გეგმებს. ალექსანდრე დიდს შურდა დიოგენესი, ხოლო, როგორც ამბობენ ალექსანდრესი შურდა იულიუს კეისარს. ამბობენ, კეისარი შურით სკდებოდა, როდესაც თავის და ალექსანდრეს მიღწევებს ადარებდა. ალექსანდრეს უპირატესობა ჰქონდა. რაში? – ის არ განიცდიდა არასრულფასოვნების კომპლექსს და შურს. ასე, რომ ორიენტაცია აიღე საკუთარ თავზე და არ მიაქციო ყურადღება სხვებს. დამიჯერე ასე ყველაფერი ბევრად უკეთ გამოგივა.