ბაზარზე პროდუქტის კონტროლის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

0
2514

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა, რომელიც ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურების დაჩქარების და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, პროდუქტის ამოღების, გამოთხოვის, განადგურებისა და შესაბამისი სანქციების პროცედურების დროულად ამოქმედებას ისახავს მიზნად.

პროექტის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ნორმები 2019 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2018 წლის 5 ნოემბრიდან ამოქმედდება.

ასევე მთავრობამ 5 ნოემბრამდე (ნაცვლად 2019 წლის პირველი იანვრისა) უნდა დაამტკიცოს პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესი.

ცვლილებების პროექტი დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა მოამზადა.