რა არის სინამდვილეში ჰიპნოზი

0
341
ერთნი მას აღწერენ, როგორც ნევროზებისა და ფობიებისაგან სამკურნალო ტრანსს, მეორენი კი ახსენებენ თაღლითებს, რომლებიც ადამიანების ნდობით ბოროტად სარგებლობენ. არსებობს თუ არა ჰიპნოზი? და რა არის რეალობა და რა მითი.

“მე დაფვრინავდი”

ბევრი ადამიანი ჰყვება, რომ გამოსცადეს ტრანსი და განიკურნენ მისი მეშვეობით, მხოლოდ სპეციალისტთან საუბრით. აი სხვადასხვა მომხმარებლის შეფასება ერთი და იგივე პროცედურის შესახებ: “რეზულტატი იყო გამაოგნებელი. მე ვგრძნობდი მოდუნებას და კონცენტრირებას ერთდროულად, ვგრძნობდი ძალას შემეცვალა ჩემი ცხოვრება. მქონდა შეგრძნება, რომ დავფრინავდი”…

Гол после гипноза
ფეხბურთელს გააქვს ცხრიანში ჰიპნოზის შემდეგ

“მე ვესწრებოდი ყველა სეანსს. ჰიპნოლოგი და პაციენტი მშვიდად საუბრობდნენ, იცინიან, ჰიპნოლოგი ყვება რაღაც ისტორიებს, ზღაპრებს… არაფერი განსაკუთრებული. არავის ვურჩევ”…

“მივმართე სპეციალისტს, რამდენადაც პანიკურად მეშინოდა ფრენის. მე ვიჭექი დახუჭული თვალებით, ხოლო ჰიპნოთერაპევტი წყნარი ხმით მთხოვდა წარმომედგინა ესა თუ ის წარმისახვა. ხან, შევდივარ წყალში, ხან დავფრინავ, როგორც ფრინველი… სურათები ერთი მეორეს ცვლიდნენ, თითქოს სიზმარში ვცხოვრობდი. თითქოს მეძინა და მეღვიძა ერთდროულად. ხოლო როდესაც წარმოვიდგინე ფრენა, პირველად ცხოვრებაში არ განმიცდია შიში”…

ჰიპნოზის ისტორია ტრანსში

ბევრმა არ იცის ჰიპნოზის წარმოშობის რალური და საინტერესო ისტორია. პირველი ადამიანი, რომელიც XVIII საუკუნეში ევროპაში ჰიპნოზზე ალაპარაკდა იყო, კათოლიკე ბერი, გოაში. დაბადებული აბატი ფარია, რომელიც უკვდავქმნილია ალექსანდ დიუმას რომანში “გრაფი მონტე-კრისტო”.

რეალური აბატი ფარია — შეთქმულების მონაწილე, რევოლუციონერი და კოლონიზატორებთან მებრძოლი — სამჯერ მოხვდა ციხეში, აქედან ორჯერ გაიქცა, ამასთან მოასწრო პარიზში გამოექვეყნებინა რამოდენიმე ნაშრომი ჰიპნოზზე, ანუ “ცხოველურ მაგნეტიზმზე”, რის ტექნიკასაც ჯერ კიდე მონასტრულ სკოლაში დაეუფლა ინდოეთში. ის ამტკიცებდა, რომ, ყოველი ადამიანი რეგულარულად გადაეშვება ხოლმე ტრანსში, ხოლო ექიმის ამოცანა – მომენტის დაჭერაა, და უბრალოდ მისი გაძლიერება.

ის ამტკიცებდა, რომ ჰიპნოზი არ არის დაკავშირებული არანაირ ზებუნებრივ ძალებთან, მისი მიზეზი ადამიანის ფსიქოლოგიაშია. თავად ტერმინი “ჰიპნოზ” (ბერძნული “ჰიპნოს” — ძილი) შემოღებულ იქნა ინგლისელი ქირურგის ჯეიმს ბრეიდერის მიერ, რომელიც თვლიდა, რომ ჰიპნოტური მდგომარეობა ბუნებრივი ძილის მსგავსია და შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფიზიკური და სიტყვიერი ზემოქმდებით.

ანატოლი კაშპიროვსკის ჰიპნოზის სეანსები

ალკოჰოლი და ჰიპნოზი

არის აზრი, რომ “ჰიპნოზით მკურნალობა, როგორც ასეთი არ არსებობს. არის ფსიქოთერაპიის სახე — ჰიპნოსუგეთიური თერაპია (სიტყვიერი შთაგონებით მკურნალობა). და ამაში არ არის არავითარი ჯადოქრობა და მისტიკა”.

Сеанс гипноза
ეს კომპლექსური თერაპიული მკურნალობის შემადგენელი ნაწილია, და განსაკუთრებით ეფექტურია ნევროზების, ფობიების და დამოკიდებულებების მკურნალობისას. ამასთან, ჰიპნოზი ყველაზე არ მოქმედებს — ადამიანები, რომლებიც შთაგონებას ექვემდებარებიან სამყაროში არც თუ ისე ბევრია 10-12%. “სამაგიეროდ, ალკოჰოლიკებში მათი რაოდენობა 80-85%-ია.

თუმცა, თუნდაც ალკოჰოლოზმის ეფექტურმა მკურნალობამ ჰიპნოზის მეშვეობით, არასასურველ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. როგორც წესი, ჰიპნოზის შედეგი რამდენიმე თვე ან წელი გრძელდება, ამის შემდეგ კვლავ საჭირო ხდება სეანსებისთვის მიმართვა. ეს ზოგიერთის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება და ისინი უფრო ჩაკეტილები ან აგრესიულები ხდებიან.

მითები

ფილმებში და წიგნებში ფართოდაა გავრცელებული მითები იმის შესახებ, რომ ჰიპნოზის ზემოქმედებით ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს ნებისმიერი რამ, თუნდაც მკვლელობა. ეს ფანტასტიკის სფეროდანაა. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები როდესაც ადამიანი ჰიპნოზის ქვეშ დაარწმუნეს გაეცა ძვირფასეულობა. მაგრამ ეს შესაძლოა მოხდეს ჩვეულებრივი მდგომარეობის დროსაც, როდესაც ადამიანს არწმუნებენ, რომ ეს აუცილებელია რაღაცისთვის.

ამასთან, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მიდრეკილია ჰიპნოზის ზეგავლენისადმი, მაგრამ ტრანსში ჩაშვების წინააღმდეგია, ჰიპნოზი მასზე არ იმოქმედებს. იმისათვის, რომ თაღლითმა შეძლოს ადამიანის გაძარცვა ჰიპნოზის მეშვეობით, მას ჯერ უნდა მოუსმინონ. ასე, რომ ეს ნაკლებად რეალურად გამოიყურება. იყო ასეთი კრიმინალური შემთხვევა, 2000-ანი წლების დასაწყისში იყო ჯგუფი, რომელიც ძარცვავდა საბანკო პუნქტებს. ჯგუფის ერთი წევრი შედიოდა პუნქტში, იწყებდა საუბარს თანამშრომელთან და ტრანსში შეჰყავდა. ამ დროს შემოდიოდა ინკასატორის ფორმაში ჩაცმული მეორე წევრი, ხოლო თანამშრომელს უნერგავდნენ თავში აზრს, რომ მისთვის ფული მიეცა.

ჰიპნოზის ქვეშ მყოფ ადამიანს შეუძლებლია გააკეთებინო ის, რასაც ის ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ გააკეთებდა – ამტკიცებენ ფსიქოთერაპევტები.

მათი სიტყვებით, ჰიპნოზი — ესაა ადამიანის მდგომარეობა, რომელშიც მას თავად შეჰყავს საკუთარი თავი. ამიტომ არავითარ პიროვნების დათრგუნვას არა აქვს ადგილი. თერაპევტი აქ მხოლოდ დამხმარეა. ამ მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია რაღაც გაიხსენოს, იფიქროს თავის პრობლემებზე, მოდუნდეს და ა.შ. “მაგალითად, როდესაც ადამიანი უარს ამბობს ალკოჰოლზე ჰიპნოზის ზემოქმედებით, ის სინამდვილეში თავად უკრძალავს მას საკუთარ თავს”, — ხსნიან ექსპერტები.

თუმცა ადამიანისათვის ბევრად სახიფათო, ზემოქმედების სხვა საშუალებებია. “ადამიანზე ბრბოს ზემოქმედება ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჰიპნოთერაპევტის. ჯერ კიდევ ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ბრბო — ეს ადამიანთა სიმრავლეა ჰიპნოზში. ტრანს ბრბოები — ბევრად უფრო ძლიერი მოვლენაა. თუმცა მისი ადამიანებს არც თუ ისე ძალიან ეშინიათ, ხოლო ეშინიათ ჰიპნოთერაპევტების”.

სექტანტების სამსახურში

ზოგიერთ დესტრუქციულ სექტებში ჰიპნოზი გამოიყენება ადეპტებზე ზემოქმედებისათვის. თუმცა, მისი ეფექტი მოკლევადიანია. ტრანსი მხოლოდ რამოდენიმე საათი გრძელდება. ჰიპნოზი სექტებში გამოიყენება, როგორც ზემოქმედების მხოლოდ ერთ ერთი საშუალება. არსებობენ ზემოქმედების ბევრად უფრო საშიში ფსიქოლოგიური მეთოდები.

ხშირად, როდესაც ვინმეს არ სურს პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ საქციელზე, ატკიცებენ, რომ ჰიპნოზის ქვეშ მოქმედებდნენ. სინამდვილეში ჰიპნოზი აქ გამორიცხულია. ეს ვერაფრით ვერ ხსნის, წლების განმავლობაში სექტების შემადგენლობაში ყოფნას. თავიანთი რიტუალების დროს სექტების ხელმძღვანელებს ადეპტები ინდუიცირებულ მასობრივ ისტერიაში შეჰყავთ (ჯგუფური აშლილობა), ამ დროს ადამიანები იწყებენ ერთობლივად რაიმის შეძახილს ან მოქმედებას. თუმცა ეს მდგომარეობა მხოლოდ რამოდენიმე საათი გრძელდება. ბევრს ეს მოსწონს კიდეც, რადგან ასეთ მდგომარეობაში მათი ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს (“ბედნიერების ჰორმონი”, რომელიც ამცირებს ტკივილს და იწვევს ადამიანში ეიფორიას). შემდეგ სექტანტებს უყალიბდებათ ენდორფინული დამოკიდებულება, ამიტომ სურთ ამ სახის ტრანსების გამეორება

ცუდი ჰიპნოტიზიორი

სასულიერო პირებს ამ დრომდე არ აქვთ ცალსახა პოზიცია ჰიპნოთერაპიის მიმართ: ის ვარირებს უნდობლობიდან სრულ მიუღებლობამდე. დაკავშირებულია ეს იმასთან, რომ სეანსის დროს ექიმის და პაციენტის სულები ერთმანეთთან “შეხებაშია”, ამასთან ამ კონტაქტის შედეგი სრულად ექიმზეა დამოკიდებული.

ჰიპნოთერაპია – ეს არის მეთოდი, რომლის დაუფლება ნებისმიერ ფსიქოთერაპევტს შეუძლია. ზოგი ამას ეფექტუტად გაუმკლავდება, ზოგიც ვერა. ზუსტად ეს აშფოთებს სასულიერო პირებს.

ჰიპნოზი — ესაა ჯოხი ორი ბოლოთი. თუკი ხდება ადამიანის სხეულში ქირურგიული ჩარევა, ექიმის სუბიექტური როლი, არც თუ ისე დიდია. ხოლი ფსიქიატრსა და პაციენტს შორის პირადი კონტაქტის დროს, ყველაფერი სპეციალისტზეა დამოკიდებული.

SHARE