რა არის შიზოფრენია და რატომ შეიძლება ის დაემართოს ნებისმიერს

0
371

სტატისტიკის მიხედვით 100-დან 7 ადამიანი დეპრესიითაა დაავადებული, 3 ბიპოლარული დარღვევით, 1 სოციაპატია, 1 კი შიზოფრენიკი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი დიაგნოზის მიუხედავად ცხოვრობს, რასაც საზოგადოებაში უწოდებენ ნორმალური ცხოვრებით. შიზოფრენია ყველაზე მეტად გავრცელებულია დიდი ქალაქის მაცხოვრებლებში.

ისტორია 

შიზოფრენიის სიმპტომები მედიკოსების ინტერესს, დიდი ხანია, ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან იწვევდნენ. ფრანგმა ფსიქიატრმა ბენედიქტ მორელამ მას მისცა სახელი démence précoce («ადრეული დემენცია», მოხუცთა დემენციის საპირწონედ – დღეს ალცგეიმერის სახელით ცნობილი), შოტლანდიელმა თომას კლოუსტონმა გამოიყენა ტერმინი «მოზარდული სიგიჟე». მხოლოდ 1899 წელს თანამედროვე ფსიქოლოგიის მამამ ემილ კრეპელინმა გააერთიანა სხვადასხვა სიმპტომები ერთ დაავადებად — dementia praecox. კრეპელინმა პირველმა ივარაუდა, რომ განსხვავებული სიმპტომები დამოუკიდებელ დაავადებას წარმოადგენდნენ. მან ყურადღება მიაქცია სხვადასხვა შემთხვევებისათვის დამახასიათებელ საერთო სურათს, რაც დღეს შიზოფრენიის «ბირთვად» ითვლება, — პიროვნების გახლეჩვა და რეალობის აღქმის დამახინჯება. ის დარწმუნებული იყო, რომ დაავადებები უნდა დაყოფილიყო წარმოშობის მიხედვით — ბიოქიმიური და ნეიროლოგიური, და არა გარეგანი გამოვლენებების მიხედვით. კრეპელინი ვარაუდობდა, რომ მომავალში შესაძლებელი იქნებოდა დაავადებების განსაზღვრა ნოზოლოგიურად (ანუ გაგება, როგორ მუშაობს ესა თუ ის პროცესი და ზუსტად რა დაზიანდა). თუმცა 100 წლის გასვლის შემდეგაც მეცნიერებს შეუძლიათ მხოლოდ ზოგადად განსაზღვრონ, ტვინის რა ნაწილებში არის «უწესრიგობა». ამიტომ, დღეისათვის ფსიქოლოგები კვლავ ხელმძღვანელობენ ძირითადად სიმპტომებით.

შევეიცარელმა ფსიქოლოგმა იუჯინ ბეილერმა გააგრძელა კრეპელინის საქმე. მან დაყო სიმპტომები ძირითად და დამატებით, ასევე შემოიღო ტერმინი «შიზოფრენია», რომელიც 1952 წლამდე ტერმინ dementia praecox პარალელურად გამოიყენებოდა. შემდგომი 40 წელი გრძელდებოდა მეთოდოლოგიური და ტერმინოლოგიური კამათები — მეცნიერები და ექიმები ცდილობდნენ შეთანხმებულიყვნენ, როგორ მოეხდინათ შიზოფრენიის კლასიფიკაცია, როგორ გაერჩიათ სხვა დაავადებებისაგან, რომელი სიმპტომები მიეწერათ მისთვის და არსებობს თუ არა ის ბოლოს და ბოლო როგორც ცალკე დაავადება.

«ნელა პროგრესირებადი შიზოფრენია» და დამსჯელი მედიცინა 

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაავადების საზღვრები იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ სხვადასხვა ექიმს შეეძლო ერთი და იგივე პაციენტი ჩაეთვალა მძიმე ავადმყოფად ან პირიქით, სრულიად ჯანმრთელად. 1966 წელს ფსიქიატრი ანდრეი სნეჟნევსკის მიერ შემოღებული ტერმინი «ნელდინებადი შიზოფრენია» გულისხმობდა სიმპტომების სუსტ გამოვლინებას. საბჭოთა კავშირში შიზოფრენული ტიპის დაავადებების მთელი სპექტრის არსებობა გამოიყენებოდა დისიდენტების საზოგადოებისათვის სახიფათოდ ცნობის და მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსების საფუძვლად. ამ შემთხვებაში ის მოიცავდა ისეთ სიმპტომებს, რაც დამახასიათებელი იყო სხვა დაავედებებისთვისაც. მაგალითად  «საკუთარი ღირსების ამაღლებული გრძნობა» შესაძლებელი იყო ჩათვლილიყო – განდიდების მანიად, ხოლო რეფორმების სურვილი — ზეიდეად. დღეისათვის დიაგნოზი «ნელდინებადი შიზოფრენია» ამოღებულია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან, ხოლო მისი თანამედროვე ანალოგი — «შიზოტიპიური დარღვევა» — არ არის რეკომენდირებული ფართო გამოყენებისათვის, მისი ბუნდოვანების გამო.

1987 წელს გაჩნდა დიაგნოსტიკის უფრო ობიექტური მეთოდი — ბრიტანელმა პიტერ ლიდლმა წარმოადგინა სამფაქტორიანი მოდელი, რომელიც საშუალებას იძლეოდა უფრო ზუსტად გამიჯნულიყო შიზოფრენიის სიმპტომები სხვადასხვა კატეგორიებად და შესაბამისად შერჩეულიყო მკურნალობა, ამისათვის გამოიყენებოდა მათემატიკური ინსტრუმენტები. მოგვიანებით ეს მოდელი რამოდენომეჯერ იყო ვალიდირებული და მიჩნეული წარმატებულად, თუმცა 100 პროცენტით საიმედო არც ისაა. ის სრულჰყვეს, და ახლა შიზოფრენიის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება სიმპტომების რვა ჯგუფი.

პიკასო თავში 

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია დაავადების სიმპტომებს ჰყოფს «დიდ» და «პატარად». დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ერთი დიდი ან ორი პატარა, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გამოიკვეთა.

დიდ სიმპტომებს მიეკუთვნება:

აზრების «მატერიალიზაცია» — შეგრძნება, რომ გარშემომყოფნი ან კითხულობენ ავადმყოფის აზრებს (ან, შესაძლოა, მათ იპარავენ), ან, პირიქით, უდებენ თავიანთ აზრებს მას თავში.

ზემოქმედების ბოდვა — შეგრძნება, რომ ადამიანის მოქმედებებს და აზრებს ვიღაც გარედან აკონტროლებს.

ხმები თავში — სმენითი ჰალუცინაციები, რომლებიც განიხილავენ პაციენტის მოქმედებებს ან კომენტარებს უკეთებენ მათ. გამოჰყოფენ ფსევდოჰალუცინაციებს, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ ხმები მხოლოდ მის ცნობიერებაშია და სხვებს ის არ ესმით, და ნამდვილ ჰალუცინაციებს, როდესაც ხმები ავადმყოფს ობიექტურ რეალობად ეჩვენება.

ბოდვითი იდეები — ადამიანი ჩაციკლულია გრანდიოზულ და არარეალურ იდეებზე, მაგალითად, აიგივებს საკუთარ თავს ღმერთთან, ეძებს რაიმე საიდუმლო შიფრებს დოსტოევკის თხზულებებში ან სწამს თავისი უნარის აკონტროლოს ბირჟის ინდექსები.

მცირე სიმპტომები:

განმეორებითი ჰალუცინაციები, რომლებსაც დაჰყვება არამდგრადი ბოდვა მკაფიო აფექტური დარღვევების გარეშე, — განსხვავებით «დიდი» სიმპტომებისაგან ბოდვითი აზრები არ მოიცავს ყოველივეს. ისინი მეტ-ნაკლებად ჰარმონიულად არიან ადამიანის ხასიათში ჩამჯდარი და შესაძლოა გარემოს ადეკვატურნიც იყვნენ, მაგრამ ჰქონდეთ ჰიპერბოლიზირებული ხასიათი — ვთქვათ, სურვილი ყველაფრის მიუხედავად დაამტკიცონ ერდეშის ჰიპოთეზა, რის გამოც ადამიანი მზადაა უარი თქვას ოჯახზე, სამსახურზე და ა.შ.

ნაკლებად დაკავშირებული მეტყველება — ამოგლეჯილი, ნაკლებადგასაგები მონოლოგები მრავალი ნეოლოგიზმით, უადგილო პაუზებით.

კატატონიური ქცევა — უმიზნო აღგზნება, ან პირიქით, სრული გაშეშება, სრული ჩამოცილება გარესამყაროსაგან — მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავად არ მოძრაობს, და ამასთან ინარჩუნებს რაღაც, თუნდაც მოუხერხებელ პოზას.

აპათია — ღარიბი მეტყველება, ემოციონალური რეაქციის «ბუნდოვანება», როდესაც ადამიანი თითქოსდა სრულად გულგრილია თავისი ბედის მიმართ. ამასთან მოცემული სიმპტომი არ წარმოადგენს დეპრესიის ან ბიპოლარული დარღვევის შედეგს.

დაავადება თავდაპირველად იწყება, როდესაც გამოვლინდება შიზოფრენიის «ნეგატიური» სიმპტომების ნაკრები (ჩვეული ყოფიერების პირობებში). ადამიანს უვლინდება პრობლემები მახსოვრობისა და კონცენტრაციის კუთხით, ის ცდილობს ურთიერთობებისათვის თავის არიდებას, მათ შორის ახლობლებთან, კარგავს საყვარელი საქმიანობის  ინტერესს. შემთხვევების 90 პროცენტში ადამიანი ვარდება დეპრესიაში. ზოგჯერ ავადმყოფს უვლინდება მისტიკური განცდები, უცნაური წამოწყებებისაკენ მიდრეკილება. ის უკვე ხვდება, რომ «რაღაც ისე არ არის», თუმცა როგორც წესი მალავს ამას გარშემომყოფთაგან. 15–დან 25 წლამდე — შიზოფრენიის სიმპტომების გამოვლენის ჩვეული ასაკია, ამიტომ გარშემომყოფნი არ ანიჭებენ ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას, ხსნიან რა ამას რთული გარდამავალი ასაკით.

ამის შემდეგ იწყება გარშემომყოფთათვის ყველაზე შესამჩნევი ფაზა — გამწვავება, როდესაც ავადმყოფი ფსიქოტურ მდგომარეობაში გადადის. ადამიანი იწყებს უცხოპლანეტელების ხმების გაგონებას, ესაუბრება ცნობილ, მაგრამ გარდაცვლილ პიროვნებებს, ან უბრალოდ იკეტება თავის თავში. საშუალოდ ფსიქოზი წელიწადში ერთხელ ემართება 3,3 ადამიანს 1000-დან და ერთხელ მთელი ცხოვრების მანძილზე — 7,2 ადამიანს 1 000 387-დან. ძირითადი პიკი მოდის 30 წლამდე მამაკაცებზე და 35 წლამდე ქალბატონებზე, მეორე პიკი კი 60 წელს შემდეგ ხდება.

თავს გადატანილ შეტევას ასე აღწერს არნჰილდ ლაუვენგი, მწერალი და ფსიქოლოგი, რომელიც შიზოფრენიით იყო ავად: «მე შემეცვალა სივრცის და პერსპექტივის ჩვეული აღქმა, ისე რომ მე ვცხოვრობდი თითქოსდა პიკასოს და სალვადორ დალის სიურეალისტური ნახატების სამყაროში. ეს ძალიან მტანჯველი და საშიში იყო. ერთხელ სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე მე ნახევარი საათი ვიდექი გადასასვლელთან, და ვერ ვბედავდი გზის გადასვლას. მე არ შემეძლო სწორად შემეფასებინა, რა მანძილზე იყვნენ ჩემგან დაცილებული მანქანები, ტროტუარის კიდე კი უფსკრულის კიდედ მეჩვენებოდა, სადაც გადაბიჭების შემთხვევაში მე გადავიჩეხებოდი».

ამბივალენტობა, რეალობის და ფანტაზიის შეგრძნებების ნარევი, — შიზოფრენიის ერთერთი მთავარი ნიშანია. გავრცელებული წარმოდგენის საწინააღმდეგოდ, ავადმყოფები არასოდეს გადადიან თავიანთ გამოგონილ სამყაროში სრულად. გასული საუკუნის შუაში ფრანგი ფსიქიატრი გაეტა კლერამბო ვარაუდობდა, რომ ჰალუცინაციები და ბოდვა, რომლებიც ახასიათებთ ავადმყოფებს, — არა მიზეზი, არამედ მხილოდ შიზოფრენიის შედეგებია. პაციენტი თავდაპირველად კარგავს უნარს იაზროვნოს ლოგიკურად და განუწყვეტლივ აწყდება წინააღმდეგობებს. მათი კომპენსირებისათვის, ორგანიზმი გამოიმუშავებს კოგნიტიური დისონანსის გადაწყვეტის თავისებურ მეთოდებს — ბოდვითი იდეები, ჰალუცინაციები და ა. შ. ამის დამადასტურებლად გამოდგებოდა ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივ მწვავე ფაზაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება უფრო ინტენსიური სიმპტომები, აღელვების და შფოთვის დონე იკლებს. საინტერესოა, რომ ამ ლოგიკით შიზოფრენიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, პირველ რიგში მიმართულია სიმპტომებთან ბრძოლისაკენ, ამძიმებს ავადმყოფის ტანჯვას. მას კვლავ უწევს იმ დისონანსთან გამკლავება, რომლისგანაც ის იმალებოდა თავის გამოგონილ სამყაროში. აღსანიშნავია, რომ კლერამბოს თეორია არ იქნა სრულად დადასტურებული, თუმცა არც საბოლოოდ უარყოფილი, ის თანამედროვე მეცნიერებაში არ არის პრიორიტეტული.

გვერდიდან რთულია გაიგო, როგორაა შესაძლებელი ცოტა ხნის წინ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს ყველაზე წარმოუდგენელი რაიმის. მაგრამ რეალისტურ ჰალუცინაციებს, შერწყმულს შესუსტებულ კრიტიკულ აზროვნებასთან, შეუძლია ძლიერი დარტყმა მიაყენოს ყველაზე დიად ტვინსაც კი. «წარმოიდგინეთ, რომ, გაიღვიძეთ რა დილით, თქვენ აღმოაჩინეთ, რომ თქვენს საწოლთან ზის რაღაც არსება, რომელიც ამტკიცებს, რომ მარსიდან გესტუმრათ» — ასე აღწერს თავის შიზოფრენულ გამოცდილებას მწერალი ბარბარა ო’ბრაიენი წიგნში «არაჩვეულებრივი მოგზაურობა სიგიჟეში და უკან». — მოგაშტერდათ რა თავისი სამი თვალით, სტუმარი გაფრთხილებთ, რომ არავინ უნდა გაიგოს მისი არსებობის შესახებ, სხვა შემთხვევაში ის გაგანადგურებთ. თავდაპირველად იფიქრებთ, რომ თქვენს თავში რაღაც წესრიგში არაა. მაგრამ თქვენ ნათლად ხედავთ ამ არსებას და გესმით მისი ხმა გარკვეულად. ეფუძნებით რა ინფორმაციას, რომელსაც აღიქვამთ მხედველობით და სმენით, თქვენ, მიუხედავად ფაქტების არარეალურობისა, იძულებულნი ხართ დათანხმდეთ, რომ ყველაფერს რასაც ხედავთ შეესაბამება «სინამდვილეს». ამასთან, უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილი მხედველობითი ჰალუცინაციების შესაძლებლობა შიზოფრენიის დროს დღემდე კამათის საგანია — არსებობს აზრი, რომ ამ დაავადების დროს წარმოიქმნება მხოლოდ ილუზია (დაშენება რეალურად არსებული გამოსახულების — მაგალითად, მედდას ეზრდება ეშვები ან ქურქი გადაიქცევა მგლად), წარმოსახვითი ბოდვა (პაციენტის თავში წარმოიქმნება სურათები, რომლებიც მოწყვეტილია რეალობისაგან — მაგალითად, პაციენტი ზის, ხოლო მას ეჩვენება, რომ ის მინდორში სეირნობს) ან ფსევდოჰალუცინაციები (პაციენტი ხედავს ანგელოზებს «შინაგანი მხედველობით», ამასთან ხვდება, რომ გარშემომყოფნი მათ ვერ ამჩნევენ). ამიტომ ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში შიზოფრენიის სიმპტომებში მხედველობითი ჰალუცინაციები არ შედის.

ფსიქოზის გამოვლინების შემთხვევების 70 პროცენტს მივყავართ ჰოსპიტალიზაციამდე. თუმცაღა, სტატისტიკის მიხედვით «საგიჟეში» ხალხს სამუდამოდ არ კეტავენ. საშუალოდ ეს პერიოდი სამ კვირას შეადგენს. მიახლოებით ყოველი მეოთხე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება (უფრო ზუსტად, ავადმყოფობის რემისია ხდება, რადგან დაავადება ქრონიკულად ითვლება). კიდე მესამედს პერიოდულად უმწვავდება ავადმყოფობა, თუმცა ძირითადად ჩვეული ცხოვრებით აგრძელებენ ცხოვრებას. 15 განიცდიან რემისიას, მაგრამ ჯანმრთელ ცხოვრებას ვერ უბრუნდებიან. ყოველი მეათე კი საავადმყოფოში დიდი ხნით რჩება, ხოლი მათი მდგომარეობა დროთა განმავლობაში უმნიშვნელოდ უმჯობესდება. მათი 10 პროცენტი კი სამწუხაროდ იღუპება (ძირითადად სუიციდის გამო).