„საქართველოს ბანკი“ საბანკო აქტივს ყიდის და მფლობელები სხვა ბიზნესში მიდიან“

0
649

როგორც Prime Georgia-სათვის გახდა ცნობილი „საქართველოს ბანკი“ გაიყო, აპირებს გაყიდოს საბანკო აქტივები და გადის საბანკო სისტემიდან. სავარაუდოდ, მეპატრონეები გადიან საბანკო სისტემიდან და გადადიან სხვა ბიზნესში.

შეგახსენებთ, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), რომლის მფლობელობაშიც სხვა ბიზნესებთან ერთად „საქართველოს ბანკიც“ შედიოდა, გაიყო და ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით აგრძელებს. ერთი კომპანია საბანკო (Bank of Georgia Group), ხოლო მეორე – საინვესტიციო ბიზნესის (BGEO Investments) მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ გაყოფის პროცესის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ირაკლი გილაურმაც დატოვა. გაყოფის შედეგად კომპანიებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი საინვესტიციო ჯგუფიდან BGEO ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 კომპანიაა წარმოდგენილი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ (Bank of Georgia Group), „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG Healthcare).

საინვესტიციო ჯგუფმა BGEO-მ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად გაყოფის თაობაზე 2017 წლის 3 ივლისს განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ კომპანიის აქციონერთა საბჭომ 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა.

SHARE