სწორად მოთხოვნის და სასურველის მიღების ფსიქოლოგიური ტექნიკა

0
922

ცხოვრებაში ხშირადაა სიტუაციები, როდესაც რაღაც საკითხში სხვაზე ხარ დამოკიდებული და სხვისთვის გიწევს რაიმის თხოვნა. ამასთან, თხოვნის სწორად ჩამოყალიბება კი უკვე შენზეა დამოკიდებული. გასაგებია ისიც, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი მიიღო ის, რაც გინდა.  და ვინ შეიძლება დაადანაშაულო, როდესაც რაიმე არ გამოგდის? მხოლოდ საკუთარი თავი. თუ უფრო ზუსტნი ვიქნებით — სწორად მოთხოვნის ტექნიკის არ ცოდნა. აი ესაა მთავარი პრობლემა! ხშირად შენი თხოვნის ფორმა ცუდადაა გათვლილი, და ამიტომ ხშირად საპასუხოდ იღებ წინააღმდეგობას, რომელიც ტრანსფორმირდება შეუვალ «არა»-დ. რა უნდა გააკეთო? რა თქმა უნდა, წაიკითხო ჩვენი ჟურნალი და ყურადღებით მომისმინო ))

1. თხოვნა უნდა იყოს გონივრული

არ შეიძლება ადამიანისაგან მოითხოვო ის, რაც მას არ ძალუძს გააკეთოს. მაგალითად, არ შეიძლება თხოვო ნაცნობ პოლიციელს ცოტა ხნით გათხოვოს ტაბელური იარაღი, თუმცა შეიძლება მას თხოვო კონსულტაცია, თუ როგორ მოიპოვო იარაღის ტარების უფლება. ვფიქრობ განსხვავება გასაგებია? სწორად უნდა შეაფასო მდგომარეობა, შენი და სხვისი შესაძლებლობები.

2. არაა საჭირო ათეულობით მიზეზი

ფსიქოლოგმა დარტმუტ ფეილერმა, 2012 წელს ჩაატარა კვლევა, რომელიც ეხებოდა საქველმოქმედო შემოწირულობების მიზეზებისა და რაოდენობების თემას. დარტმუტი იკვლევდა რა მიზეზებით ხდება ყველაზე მეტი ფულის შეგროვება (ალტრუისტული და ეგოისტური) საქველმოქმედო ასოციაციებისათვის. გაირკვა, რომ დიდი სხვაობა არ არსებობს. თუმცაღა შემოწირულობების რაოდენობა მკვეთრად მცირდება იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსაცდელს უყვებიან რამოდენიმე მიზეზის შესახებ, ერთის ნაცვლად. ასე, რომ საჭიროა ერთი ძლიერი მიზეზის პოვნა, რატომაც უნდა შეასრულონ შენი თხოვნა. არა ათი, არა ხუთი, არამედ ერთი. გააკეთე აქცენტი მასზე და შენი შანსები გაიზრდება.

3. შეისწავლე საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება

პრობლემა იმაშია, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება შენ თხოვნის მომენტში უცნაურად და არაადეკვატურად გაგრძნობინებს თავს. ეს მდგომარეობა ნეგატიურად მოქმედებს და ამცირებს მიზნის მიღწევის შანსებს. რა შეიძლება გააკეთო? შეისწავლო საკუთარი შიშები, გაიგო მათი ბუნება, ნახო გზები, როგორ აიცილო პრობლემები — ეს ყოველივე რთული პროცესია, თუმცა ნებისმიერი ფორმის თხოვნის წინ შენ უნდა იყო კონცენტრირებული და დარწმუნებული იმაში, რომ იმსახურებ იმას, რასაც ითხოვ.

4. ჩაწერე შენი მოთხოვნის ბაზისი

სრულად უნდა გაერკვე იმაში, რაც გსურს. ამ «ბაზისში» არ უნდა იყოს არაფერი რთული — ეს არ უნდა იყოს «ათასწლეულის გამოცანა», არამედ უბრალო თხოვნა. ყველაფერი კარგად უნდა დაალაგო თავში, მიაქციო დიდი ყურადღება მთავარ და დამატებით მიზეზებს. თუკი არა ხარ დარწმუნებული საკუთარ მოთხოვნაში, გააცანი მისი შინაარსი მეგობარს ან მას ვისაც ენდობი. მოისმინე და გაითვალისწინე მისი შენიშვნები.

5. გაითვალისწინე სხვისი მოთხოვნები

არც ერთ ჩვენგანს არ გვწამს, რომ უცხო ადამიანს შეუძლია ჩვენთვის რაღაც ისე, უანგაროდ გააკეთოს. ამასთან, ყოველთვის არსებობენ მიზეზები, რის გამოც ადამიანი დააკმაყოფილებს შენს მოთხოვნას. ეს მიზეზი შეიძლება იყოს ფული, უბრალი სიმპატია, ინტერესების დამთხვევა და სხვა. უკეთესია ადრევე გაიაზრო ეს მომენტი, რათა შენი თხოვნის საწყისშივე იდოს, ვისზეც არის მიმართული თხოვნა, მისი ინტერესი და სარგებელი.

6. იყავი კეთილგანწყობილი

თხოვნა უნდა ითქვას ღიმილით და პატივისცემით. ეს აუცილებელი პირობაა. თუ თხოვნა გამოიხატება უხეშად, პირღუშად, ცხვირჩამოშვებულად – შანსი არა გაქვს. სხვათაშორის ეს ეხება, როგორც ზეპირ, ასევე წერილობით თხოვნასაც. პატივისცემით მიმართე ადრესატს — ეს არ არის მლიქვნელობა, არამედ ეტიკეტია. აუცილებლად წაიკითხე ხმამაღლა შენუ დაწერილი, ასე უფრო კარგად გააანალიზებ რა არის მასში შეუსაბამო. განსაკუთრებით ყურადღების მიქცევა ჭირდება ამ პუნქტს დღესდღეობით, რადგან დღეს ადამიანებს ძალიან უყვართ “გულის მოსვლა”.

7. იყავი გულწრფელი

ბევრი უშვებს შეცდომას, როდესაც უდგებიან თავიანთ თხოვნას თანმიმდევრობით, ნელ-ნელა, ეშინიათ არ დააფრთხონ ადრესატი. მათ ეჩვენებათ, რომ აგდებენ ანკესს, რათა დაიჭირონ დიდი თევზი. შესაძლებელია, ასეთმა ტაქტიკამ იმუშაოს ხალხის მასასთან, თუმცა არა კონკრეტულ ადამიანთან კონკრეტულ შემთხვევაში. თუკი დაიწყებ თხოვნის “გაწელვას”, ხალხი იფიქრებს, რომ მათ ატყუებ. თხოვნის შინაარსი უნდა გადმოცე სრულად, გულწრფელად, შელამაზების გარეშე. ამისათვის კი, სიმამაცეა საჭირო, მაგრამ იცოდე, ხალხს მოსწონს გულწრფელი ადამიანები.

8. დაუტოვე ადამიანს უკან დახევის საშუალება

არ არის საჭირო თანამოსაუბრის ჩიხში მოქცევა შენი თხოვნით. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს «არას» თქმის საშუალება. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? თხოვნა გამოთქმული ულტიმატუმის სახით, არც ერთ შემთხვევაში იქნება არ შესრულებული. იფიქრე იმაზე, რომ ამ ადამიანთან კიდევ შესაძლოა მოგიწიოს საქმის დაჭერა, ხოლო ულტიმატუმი მასთან სამუდამოდ გაგიფუჭებს ურთიერთობას.

9. არ გაბრაზდე, გული არ მოგივიდეს, არ იყო მეწვრილმანე

დიახ, შენ შესაძლებელია უარი გითხრან. მაგრამ ეს არაა მიზეზი, რომ ყველასგან მიტოვებულ მეფე ლირად გადაიქცე. გახსოვდეს ასევე, თუკი შეგეტყობა გაბრაზება, გულის მოსვლა, ან რაიმე მიუღებელი წამოგცდება, ეს ადამიანი შენთვის სამუდამოდ დაკარგული გამოვა, ხოლო შენზე კი არცთუ სახარბიელო შთაბეჭდილება და მოგონება დარჩება — ის დაიმახსოვრებს შენს მოღუშულ სახეს და არა თუ მეტჯერ შენთან საქმეს აღარ დაიჭერს, არამედ სხვებთანაც ცუდ იმიჯს შეგიქმნის. მაგრამ თუკი თავს შეგნებულ, რაციონალურ და ზრდასრულ ადამიანად წარმოაჩენ, მაშინ უარის თქმის შემდეგაც შენს თხოვნას გარკვეული შანსები ისევ რჩება, რამდენადაც სასიამოვნოდ დასრულებული დიალოგის შემდეგ, ადრესატმა შესაძლოა თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს.

ერთი სიტყვით, ყველა სიტუაციაში თავი გეჭიროს ღირსეულად და მოიქეცი, როგორც ჯენტლმენი.