როგორ დავძლიოთ მღელვარება მნიშვნელოვანი მოვლენის წინ

0
1294

პანიკის უეცარი შეტევა, რომელიც თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ხდებაეს ნორმალურია. ეს ემართებათ მუსიკოსებს კონცერტის წინ, სპორტსმენებს შეჯიბრების წინ, ასევე ოფისის თანამშრომლებს დირექტორებთან ახალი პროექტის პრეზენტაციამდე. შიში ხშირად მთელ საქმეს აფუჭებს, შემდეგ კი სინანულის გრძნობა გვეუფლება, რადგან უკეთ შეიძლებოდა ყველაფრის ჩატარება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე უნდა დატოვოთ, როგორც არის. პირიქით, უნდა შეეცადოთ და დაამარცხოთ თქვენი შიშები, რომ მეტს აღარ გირთულებდნენ ცხოვრებას. ამის გაკეთებაში კი, ქვემოთ მოყვანილი რამოდენიმე ფსიქოლოგიური ხერხი დაგეხმარებათ:

  1. უბრალოდ ისუნთქეთ

ეს ყველაზე მარტივი ტექნიკაა, რომელიც შესანიშნავადაა განვითარებული ზოგიერთ რელიგიურ კულტში. მისი არსი იმაშია, რომ ჩასუნთქვის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს ამოსუნთქვის ხანგრძლივობას. ასე, რომ სანამ ამოისუნთქავთ, დაითვალეთ ოთხამდე, ასევე ჩასუნთქვამდეც. სუნთქვა — ეს ორგანიზმის ერთადერთი ავტონომიური სისტემაა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ შეცვლით საკუთარი სუნთქვის ტემპს და სიღრმეს, თქვენ შეძლებთ საკუთარი განწყობის შეცვლასაც. სხვათაშორის, როდესაც განწყობა გვეცვლება, გვეცვლება სუნთქვაც. ასე, რომ მნიშვნელოვანი მოვლენის უშუალოდ დაწყების წინ, მაგალითად, სახალხო გამოსვლა, კონცენტრირება მოახდინეთ ნელ და გაწონასწორებულ სუნთქვაზე — ეს დაგვეხმარება დავწყნარდეთ.

  1.  დაელაპარაკეთ საკუთარ თავს

ეს რჩევა შესაძლოა ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სხვადასხვა სახის ცხოვრებისეული ციტატები, რომლებსაც საკუთარ თავს ხმამაღლა ვეუბნებით, მართლაც ახდენენ დადებით ეფექტს განწყობაზე. მაგრამ იმისათვის, რომ «მანტრამ» იმოქმედოს, პირველ რიგში თქვენ უნდა ირწმუნოთ მისი. მაგრამ ამაში რთულია რწმენა, თუკი ასეთ სიტყვებს ზერელედ მიუდგებით, ხოლო თუ რეალურ აზრს მისცემთ, ის მართლაც ფასს შეიძენს. თქვენ ყოველთვის უნდა გამოიყენოთ დადებითი სიტყვები. მაგალითად, თუ საკუთარ თავს ეტყვით: «მე ვიცი ამ საკითხზე ყველაფერი და მე ყველაფერი გამომივა», შესაბამისად საკუთარი აზრების კონცენტრირებასაც დადებითზე მოახდენთ. მაგრამ თუ საკუთარ თავს შთააგონებზთ: «ამით რა უნდა გავაფუჭო ისეთი», თქვენი ტვინი უარყოფითზე იქნება კონცენტირებული, რაც მღელვარებას კიდე უფრო გააძლიერებს.

  1. ენდეთ საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას

იმისათვის არ გისწავლიათ და გიწვალიათ მეთელი ცხოვრება, რომ გადამწყვეტ დღეს დანებებოდით და ყველაფერი წყალაში ჩაგეყარათ. თქვენ გაქვთ გამოცდილება, ცოდნა, რომელიც არა აქვს სხვას. ამასთან რადგან მიიღეთ გამოწვევა, მაშინ შინაგანად თავიდანვე იცოდით, რომ შეგეძლოთ მისი დაძლევა. ის მანდრაჟი, რასაც ამ წუთას გრძნობთ – ნორმალურია. ყველაზე ცუდია, როდესაც თქვენს მისამართით ქილიკურ რეპლიკებს გრძნობთ, რაც ხელოვნურად გაგრძნობინებთ საკუთარ უსუსურობას. აქ ერთადერთი და სწორი გამოსავალია – ყურადღება არ მიაქციოთ ამ ყველაფერს. გააგრძელეთ რასაც აკეთებთ და რაც უნდა გააკეთოთ.

  1. იცოდეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეებ

თუ საქმე ეხება გარკვეულ შეჯიბრებითობას. მაგალითად, მიდიხართ გასაუბრებაზე, სადაც კიდე ათამდე თქვენნაირი იქნება, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მოახდინო კონცენტრირება საკუთარ ღირსებებზე, ასევე სასურველია შეისწავლოთ სხვისი სუსტი მხარეები. თუკი კარგად გააანალიზებთ ყველაფერს, ბევრად მარტივად მიაღწევთ მიზანს. ასეთი მიდგომა ჭეშმარიტია ნებისმიერი შეჯიბრებითობის მომენტისათვის. თუკი კონცენტრირებული იქნებით, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე, ეს ყველაფერს გაგიმარტივებთ და აღელვებაც უკანა პლანზე გადავა.

  1. შეიყვარეთ თქვენი მღელვარება

ეს შეიძლება ერთი შეხედვით აბსურდად მოგეჩვენოთ, თუმცა აქ ძალიან ღრმა აზრია. საქმე იმაშია, რომ როდესაც  ნერვიულობთ, თქვენს სხეულში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი სხეული იდეალურ მდგომარეობაშია. ფოკუსი იმაშია, რომ გამოიყენო ეს კრიტიკული მდგომარეობა შენს სასარგებლოდ და არა პირიქით. დასაწყისისათვის საკმარისია აღელვების, როგორც რაიმე პოზიტიურის, იმგვარად ინტერპრეტირება. ჩათვალეთ, რომ ეს მუხტია, რომელიც დაგეხმარებათ ჩანაფიქრის შესრულებაში.

  1. იცოდეთ თქვენი მიზანი

თუ თქვენ მიდიხართ რაღაც მნიშვნელოვან, გადამწყვეტ, საბედისწერო საქმეზე და ამავე დროს არ იცით თქვენი ნამდვილი მიზანი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რაღაც არ გამოგივათ. მიზნის არ ცოდნა, თავში წარმოშობს შიშებს და ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: «რატომ ვაკეთებ ამას?»; «რა მინდა აქ?»; «რატომ არ დავეტიე სახლში?». ეს აპათიაა, რომელმაც შესაძლებელია ყველაფერი აგირიოთ და გაგიფუჭოთ, ხოლო მისგან ერთადერთი და მარტივი წამალია: ჩამოაყალიბეთ საკუთარ თავში მომავალი მოვლენის და აქ მოსვლის მიზეზების, შედეგების და მიზნების სრული სურათი. თუ გაათვითცნობიერებთ, რატომ აკეთებ ამას, მაშინ თქვენ გექნებათ ფუნდამენტი, რომელზეც შეგიძლიათ მყარად იდგეთ.

  1. მოახდინეთ კონცენტრირება იმაზე, რაც თქვენს თვალწინაა

და ბოლოს, ერთერთი ყველაზე სასარგებლო რჩევა: მოახდინეთ კონცენტრირება ამოცანებზე, რომლებიც ამ წუთას თქვენდ წინაშე დგანან. არ არის საჭირო ძალიან შორს ყურება, ეს ზედმეტად განერვიულებთ. მაგალითად, თქვენ უნდა გამოხვიდეთ დიდი აუდიტორიიდ წინაშე. არ იფიქროთ იმაზე, რომ ეს შეიძლება სასაცილოდ გამოგივიდეთ ან ენა დაგებათ. იფიქრეთ თქვენს ჩაცმულობაზე. იფიქრეთ დარბაზთან კომუნიკაციის მეთოდზე. იმეცადინეთ გამოსვლის სცენარი. ისწავლეთ იმპროვიზირება. დაივიწყეთ რა იქნება შემდეგ, ამ შემთხვევაში თქვენი ტვინი აღარ ინერვიულებს, ვინაიდან ის უკვე დაკავებული იქნება სხვა საქმეებით.