ფსიქოლოგიის მიმართულებები, კონცეფციები და სკოლები

0
2167

ამ ნაშრომში შევეცდები წარმოგიდგინოთ ფსიქოლოგიის მიმართულებები და სკოლები, ასევე მოვიყვანო მათი მოკლე აღწერა, დაწყებული პირველი ფსიქოლოგიური სწავლებების გაჩენიდან, დამთავრებული მისი თანამედროვე მიმდინარეობებით. თან ეს ყველაფერი ისე, რომ მასალა მაქსიმალურად გასაგები და აღსაქმელი იყოს (რამდენადაც ეს ზოგადად შესაძლებელია ამ სფეროში) ჩვეულებრივი მკითხველისათვის და ფართო აუდიტორიისათვის. ზოგიერთი მიმართულება უფრო ფართოდაა წარმოდგენილი, ზოგი კი ნაკლებად, გამომდინარე იქიდან თუ რა კვალი დატოვა ფსიქოლოგიის მეცნიერების ისტორიაში.

თავისი არსებობის მანძილზე ფსიქოლოგიის მეცნიერებამ არც თუ მცირე მიმართულებები, კონცეფციები და სკოლები წარმოშვა. დამოკიდებულებები მათ მიმართ განსხვავებულია. ფსიქოლოგიური მოვლენების შესწავლის და ინტერპრეტაციის უამრავი განსხვავებული მიდგომა არსებობს. ზოგი მათგანი უნიკალურია, ზოგიც კი ერთდროულად რამოდენიმეს შერწყმის ან სახეცვლილების შედეგადაა შექმნილი.  ასეთი “შემოქმედება” მეცნიერებაში გამართლებულია, თუ მხედველობაში მივიღებთ გამოსაკვლევი საგნის განსაკუთრებულ სირთულეს, ფაქტორთა რიცხვს, რომლებიც ამა თუ იმ ფსიქიკურ მოვლენაზე მოქმედებენ.

მოკლე ისტორია

„ფსიქოლოგიას ხანგრძლივი წარსული აქვს, მაგრამ მოკლე ისტორია“- წერდა ჰერმან ებინგჰაუსი.

და ეს მართლაც ასეა, ფსიქოლოგიის საწყისები ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩაისახა, თუმცა როგორც მეცნიერება, ის მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს მოძღვრება „სულის შესახებ“, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა „რატომ“, ამ კითხვის ადრესატი როგორც წესი, ფსიქოლოგიური კვლევის საგნად იქცეოდა.

ფსიქოლოგია — მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება. ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და „თვითს“ (Self) ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.

ინტროსპექტიული ფსიქოლოგია

ის მოიცავს მიმართულებების რიგს, რომელთაც საერთო ის აქვთ, რომ ყველა ისინი ფსიქიკის შესწავლის ძირითად მეთოდად იყენებენ – თვითდაკვირვების მეთოდს, ანუ ადამიანის დაკვირვებას საკუთარ ცნობიერებაზე.

ინტროსპექტიული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს სწავლება “შინაგან გამოცდილებაზე”, რომლის პოზიციებიდანაც ფსიქიკური მოვლენები შეიცნობა პრინციპულად სხვა მეთოდით, ვიდრე მატერიალური (ჯონ ლოკი (1632 – 1704), რენე დეკარტე (1596-1650) და სხვანი).

ინტროსპექცია — ადამიანის მიერ საკუთარი ფსიქიკური აქტივობების, ისეთი, როგორიცაა აზროვნება, შეგრძნება, წარმოსახვა, გრძნობა, განცდა, სიღრმისეული გამოკვლევა და შეცნობაა. ინტროსპექტიული ფსიქოლოგია უნდა მივიჩნიოთ მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად. ბოლოს და ბოლოს, თითქმის ყველა თანამედროვე ფსიქოლოგი ცნობიერებას მიიჩნევს ფენომენების ერთ მთლიანობად, რომელთა ნაწილი შესაძლოა შესწავლილ იქნას თვითდაკვირვების გზით, ანუ ინტროსპქციით (ლათინურიდან introspectare – ვიხედები შიგნით).

ასოციატიური ფსიქოლოგია 

თავის საწყისს ძველი ფილოსოფიიდან იღებს. ამ მიმართულების ფარგლებში ფსიქიკური მოვლენები უმეტესწილად აიხსნებოდა ასოციაციების მეშვეობით.

გაიხსენეთ, ბოლოს როდის ცდილობდით რაიმე რთულის დამახსოვრებას ან გაზეპირებას და რა მეთოდს იყენებდით ამისათვის. ბევრი უპასუხებს: «ასოციაციებს ვიშველიებდიო.»

ჩვ. წ. 4 – 18 საუკუნეები. ამ ეტაპზე წარმოიქმნა ასოციატიური მეცნიერების პირველი სწავლებები. ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში არისტოტელემ და პლატონმა აღწერეს მისი მუშაობის პრინციპები და გამოთქვეს აზრი, რომ ფსიქიკური მოვლენები ერწყმიან ერთმანეთს, შინაარსით, მსგავსებით და კონტრასტულობით. ასოციაციის პრინციპებს იყენებდნენ დეკარტე (ყოველი პიროვნების მისწრაფებების უკეთესად გასაგებად), ჰობსი (ახალი უნარების და გამოცდილების შესაძენად), სპინოზა (ადამიანის აზრების თავისებურებების გაგების მიზნით), ბერკლი (სივრცის და მსოფმხედველობის უკეთ გაგების მიზნით). დროის ამ პერიოდში ლოკი აფუძნებს ცნებას «ასოციაცია».

ასოციატიური ფსიქოლოგიის ნათელი წარმომადგენლები არიან ასევე ჰარტლი, იუმი, ჰერბარტი, და პრისტლი. მე-19 საუკუნეში მათი მიმდევრები გახდნენ ციენი, მიულერი, ებინგჰაუზი და ჯონ მილი. ეს მიმართულება ფსიქოლოგიაში საკმაოდ დიდხანს არსებობდა. უფრო გვიანდელმა კვლევებმა ბიძგი მისცა მისი აბსოლუტიზაციის უარყოფას, განსაკუთრებით მის აზროვნებასთან და სწავლების ფსიქოლოგიურობის დასაბუთებასთან დამოკიდებულებაში. დამტკიცებულ იქნა, რომ ასოციატიურ თეორიაზე აგებული სწავლება იძლევა რეპროდუქტიულ ცოდნას. თუმცა, ასოციატიური ფსიქოლოგიის წარმომადგენლების შრომები ნაყოფიერად გამოიყენება თანამედროვე ფსიქოლოგიაში, მაგალითად, მახსოვრობის მექანიზმების ახსნისას ფსიქოანალიზში.

ზოგიერთი ამ მიმართულების წარმომადგენელი მხარს უჭერდა “ელემენტარულობის” თეორიას, რომლის მიხედვითაც ცნობიერება შედგება უბრალო ელემენტებისაგან (შეგრძნება, მახსოვრობა და სხვა), ხოლო ეს ელემენტები გაერთიანებულია ასოციაციის კანონებით.

ასოციანიზმის ძირითადი პრინციპებია:

  1. სული აღიქმება, როგორც ცნობიერება.
  2. სულიერი ცხოვრების საფუძველი – უბრალო ელემენტები, შეგრძნება, გრძნობები.
  3. ეს ელემენტები პირველადია და ხასიათდებიან მგრძნობიარობით. მეორადია გრძნობა, აზრი და წარმოდგენა.
  4. ასოციაციის პრინციპების საფუძველზე მარტივები წარმოშობს რთულ წარმონაქმნებს.
  5. მიღებული ასოციაციების ჩამოყალიბება განპირობებულია მათი განმეორების სიხშირით.
ფსიქოანალიტიკური მიდგომა

ის შეიმუშავა ზიგმუნდ ფროიდმა (1856-1939)  XIX-ის დასაწყისსა და  XX დასასრულს, თავდაპირველად ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ , ხოლო შემდგომ გამოიყენა ფსიქოლოგიის ჰიპოთეზებისა და თეორიების აგებისათვის. კერძოდ, არაცნობიერის როლის ახსნისათვის ადამიანის ცხოვრებაში. ფროიდი მიისწრაფოდა არამხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ფილოსოფიური ხასიათის განზოგადებისაკენ, შეექმნა ფსიქოანალიტიკური ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის ორიგინალური თეორიები. ფროიდის მიხედვით ფსიქიკის სამი ინსტანცია არსებობს: იდი (ის), ეგო (მე) და სუპერეგო (ზე-მე), ანუ არაცნობიერი, ქვეცნობიერი და ცნობიერი. სამი კაცუნა, რომელიც ჩვენში ცხოვრობს. არაცნობიერი “ის”, ფროიდის აზრით, ადამიანური ორგანიზაციის მემკვიდრეობა იყო, მისი ცნობიერების სიღრმისეული ფენა, ადამიანების დაუმორჩილებელი მისწრაფებების, “ინსტიქტების მდუღარე ქვაბი”. იდი (ის) ერთადერთი შრეა, რომელიც ადამიანში დაბადებიდანვე არსებობს, სწორედ ის უზრუნველყოფს ჩვილის სურვილებს, მაგალითად: თუ ბავშვი მშიერია ან არაკომფორტულად გრძნობს თავს, ის ტირის სანამ მისი მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდება, იდი მოქმედებს  მხოლოდ მე მინდას პრინციპით, რომელიც ილტვის ყველა სურვილის დაკმაყოფილებისაკენ და მთლიანად სიამოვნების მიღებაზეა ორიენტირებული. მას შეიძლება ვუწოდოთ „ადამიანში არსებული ცხოველი“. ქვეცნობიერი ეგო (მე) წარმოადგენს შუამავალს “ის” და გარესამყაროს შორის. “მე” ასრულებს ამ სამყაროს არაცნობიერ “ის”-ზე ზეგავლენის ფუნქციას. სუპერეგო (ზე-მე) ანუ ცნობიერი – კი საზოგადოებრივი ნორმების და ქცევის სტანდარტების ინტერნალიზირებული ვერსიაა. ადამიანის განვითარების მაქსიმალური ევოლუციის შედეგია, მასში თავს იყრის მთელი ჩვენი შეძენილი და შეთვისებული მორალური სტანდარტები და იდეალები, თუკი იდი ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებს, სუპერეგო მხოლოდ ადამიანს.

ფროიდის მიხედვით, “მე” ცდილობს დაიმორჩილოს “ის”, ხოლო თუ ეს არ გამოდის, “მე” ემორჩინება “ის”-ს, ქმნის რა თავის მასზე უპირატესობის მოჩვენებითობას. “ზე-მე”-ს, ასევე შეუძლია “მე”-ზე ბატონობა,  გამოდის რა სინდისის ან ქვეცნობიერი დანაშაულის გრძნობის როლში. ამდენად, ფროიდის მიხედვით, “მე” თითქოს შებოჭილია მრავალი წინააღმდეგობით. “მე”, აღნიშნავს ფროიდი, გარე სამყაროს, “ის” აღშფოთების და “მე”-ს სუვერენობის მხრიდან საფრთხის ქვეშაა.

ფროიდის ფსიქოანალიზმა დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადა – წარმოიქმნა ნეოფროიდიზმი. დღეს ის თანამედროვე ფსიქოლოგიის, ფსიქოანალიზის, ფილოსოფიის და სოციოლოგიის მიმართულებაა. ერთ-ერთი მისი წარმომადგენელია ამერიკელ-გერმანელი ფსიქოლოგი ერიხ ფრომი (1900-1980), რომელმაც უარყო ბიოლოგიზმი, გადახედა არაცნობიერის სიმბოლიკას, გადაიტანა რა აქცენტები სექსუალურობის დათრგუნვიდან კონფლიქტურ სიტუაციებზე, რომლებიც გამოწვეული იყო სოციალური მიზეზებით. მან შემოიღო ცნება “სოციალური ხასიათი”, განმარტავდა რა მას, როგორც დამაკავშირებელ რგოლს ინდივიდის ფსიქოლოგიასა და საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას შორის. თავის წიგნში «გაქცევა თავისუფლებისაგან» (1941) ფრომი იკვლევდა რთულ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდა დასავლური კულტურის ადამიანი, სადაც მისწრაფებას ინდივიდუალიზმისაკენ ის მიყავს მარტოობის, საკუთარი თავის არარაობის და უძლურების შეგრძნებისაკენ.

ანალიტიკური ფსიქოლოგია

დაარსებულია შვეიცარელი ფსიქოლოგის და ფსიქიატრის კარლ გუსტავ იუნგის მიერ (1875-1961). ის ინდივიდის ფსიქიკური განვითარების პროცესს განმარტავდა, როგორც პირადი ცნობიერების და კოლექტიური არაცნობიერის ასიმილაციას.

იუნგის მოძღვრების მიხედვით, ფსიქიკის ცენტრს წარმოადგენს არქეტიპი “თავად” (არქეტიპი – ბერძ. – საწყისი სახე, იდეა). ცნებას “თავად” იუნგი იყენებს, როგორც კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპი. პიროვნების განვითარება მისი ინდივიდუალიზაციის პროცესში მიმდინარეობს ცნობიერიდან პიროვნულ არაცნობიერამდე, ხოლო შემდეგ – კოლექტიურ არაცნობიერამდე, რომლის ცენტრსაც წარმოადგენს “თავად”. იუნგი აღნიშნავს, რომ მითებში, ზღაპრებში, სიზმრებში “თავად”-ს სიმბოლოებად ხშირად გამოდის ბრძენი მოხუცი, ჯვარი, წრე, კვადრატი და მთლიანობის სხვა სიმბოლოები. ისინი იყენებენ ამ გაგებას თვითრეალიზაციის, კოლექტიური არაცნობიერის დასაბუთებისათვის. ინდივიდუალური განვითარების საბოლოო მიზანს პირადი განუმეორებლობის მიღწევა წარმოადგენს. იუნგის მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა თავის თავში სხვადასხვა არქეტიპებს აერთიანებს. ყველანი ისინი განიხილება, როგორც სიღრმისეული, პირველსაწყისი წარმოსახვები, რომელსაც ადამიანი აღიქვამს მხოლოდ ინტუიტიურად და რომელიც არაცნობიერი საქმიანობის შედეგად აღმოჩნდება “ცნობიერების ზედაპირზე” სხვადასხვა წარმოსახვების ფორმით, სიმბოლოებით – ფანტაზიის, წარმოსახვის მნიშვნელოვანი ქვეტექსტებით.

ვადა ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში გამოიყენება სუბიექტური შინაგანი ხედვების შესაფასებლად, რომლებიც წარმოექმნება სუბიექტს თავის თავზე, გრძნობებზე, ჩანაფიქრებზე და ა.შ. ასევე გამოიყენება ცნება “საკუთარი სიღრმისეული”. ის გულისხმობს ადამინის ცოდნის მთლიანობას თავისი შინაგანი სამყაროს შესახებ, რომელიც დამოკიდებულია გარე რეალობაზე.

იუნგმა შემოიღო ცნება კომპლექსი (ინგ. complex და ლათინ. complexus – კავშირი, შეხამება) –  ურთიერთდაკავშირებული, ემოციურად დამუხტული იდეების ერთიანობა. ფსიქოანალიზში კომპლექსი განიმარტება როგორც არაცნობიერი ფსიქიკური წარმონაქმნი, რომელიც წარმოიქმნება ცნობიერებიდან იდეის გამოდევნით, რომლებიც დაკავშირებულია ინდივიდისათვის მნიშვნელოვან განცდებთან. გავრცელებულია “არასრულფასოვნების კომპლექსის”, “უპირატესობის მინიჭების კომპლექსის” და სხვა ცნებები. კომპლექსი – ტერმინი, ზოგადად ფსიქოლოგიაში გამოიყენება საკუთარი არასრულფასოვნების მტკივნეული გაცნობიერების გამოსახატად.

ცნობილი ფსიქოლოგები (მარცხნივ ზიგმუნდ ფროიდი, მარჯვნივ გუსტავ იუნგი)
ბიჰევიორიზმი
ბიჰევიორ (ინგლ. behaviour – ქცევა) – მიმართულება ამერიკულ ფსიქოლოგიაში, მისი წარმომადგენლები უარყოფენ ცნობიერებას, როგორც ფსიქოლოგიის საგანს. ამ მიმართულების ფუძემდებელია ჯონ ბროდეს უოტსონი (1878 – 1958). ის გამოვიდა ფსიქოლოგიის წინააღმდეგი, როგორც მეცნიერების უშუალო სუბიექტური მოვლენების შესახებ. ამის მაგივრად, მან შემოგვთავაზა ფსიქოლოგიის საგნად ჩათვლილიყო უშუალოდ ქცევა. გაგება, წარმოსახვები, აზროვნება, გრძნობები და ა.შ. უოტსონმა ისინი შეცვალა ცნებებით, სეკრეტორული და კუნთოვანი რეაქციები.

უოტსონმა შემოგვთავაზა სქემა “სტიმული – რეაქცია” (S – R), რომელიც ნიშნავს, რომ ყოველ სიტუაციაში სტიმულ S შეესაბამება R-ს გარკვეული ქცევა ან რეაქცია. ის მიიჩნევდა, რომ ამ სქემის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ნებისმიერი ქცევის ახსნა. სტიმულს წარმოადგენს ყოველი ფიზიკური, ქიმიური ან მექანიკური აგენტი, რომელსაც შეუძლია გააღიზიანოს კანის, თვალის, ყურის, ცხვირის ან ენის რეცეპტორები. თუმცაღა, ასეთი შეხედულებები შეზღუდული აღმოჩნდა, და ბიჰევიორიზმის შემცვლელად მოგვევლინა ნეობიჰევიორიზმი.

ნეობიჰევიორიზმი

წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში, გადაიღო რა ბიჰევიორიზმის ძირითადი პოსტულატები, რომელთა თანახმადაც ფსიქოლოგიის საგანს წარმოადგენს გარე სტიმულზე ორგანიზმის რეაქციაზე ობიექტური დაკვირვება (სქემა S – R). თუმცა, ნეობიჰევიორიზმის წარმომადგენლებმა საერთო სქემაში შეიყვანეს “შუალედური ცვლადი” – დამაკავშირებელი რგოლი “სტიმულს” და “რეაქციას შორის” (S – О – R), ისინი მიიჩნევენ, რომ ცნება “შუალედური ცვლადი” (О) განსაზღვრავს ქცევის ცნობიერ და მოტივაციურ კომპონენტებს. ამ მიმართულების მომხრეებმა დაასაბუთეს “ეფექტის კანონი” (“სარგებლის კანონი”), განიხილავდნენ პიროვნულ ქცევას, როგორც “ზეგავლენას” (რეაქციას) გარკვეული “ჯილდოსათვის” (სტიმული), რომელსაც იღებს ადამიანი. ისინი თვლიან, რომ შუა რგოლი (О) არ ექვემდებარება ანალიზს ობიექტური მეთოდების მეშვეობით.

ნეობიჰევიორიზმის ერთერთი ცნობილი წარმომადგენლი ამერიკელი ფსიქოლოგი ბერეს ფრედერიკ სკინერი იყო (1904-1990), რომელიც ცნობიერების, თვითშეცნობის ფენომენების, მორალური ფასეულობების და მოტივების, ადამიანის სუბიექტურობის ახსნას ცდილობდა ქცევის მოტივაციით. ადამიანის საქმიანობის მიზანი, ამტკიცებდა ის, მდებარეობს ინდივიდს მიღმა, ობიექტურ ზეპიროვნული სტრუქტურის სფეროში.

გეშტალტფსიქოლოგია

(გერმან. gestalt – მთლიანი ფორმა, სახე) – XX საუკუნის 20-30-იანი წლების ფსიქოლოგიის ერთერთი მიმართულება, შექმნილი მაქს ვერთჰაიმერის (1880-1943), ვოლფგანგ კელერის (1887-1967), კურტ კოფკას ( 1886 – 1941) და სხვა გერმანელი ფსიქოლოგების მიერ. ისინი გამოდიოდნენ მთლიანის ნაწილებზე, ფორმის მატერიალზე უპირატესობის პოზიციიდან. გეშტალტთათვის დამახასიათებელია საკუთარი მახასიათებლები და კანონები, კერძოდ,  დაჯგუფების კანონი», «დამოკიდებულების კანონი» (ფიგუტა/ფონი). გეშტალტის ფსიქიკის საწყის და მთავარ ელემენტად ითვლება არა შეგრძნება, არამედ მთლიანი წარმოსახვა – გეშტალტი. ეს წარმოსახვები წარმოიქმნებიან ინდივიდის ცნობიერების მისწრაფების შედეგად შექმნას უბრალო, გაწონასწორებული, სიმეტრიული და ჩაკეტილი ფიგურები, რომელთაც ახასიათებთ მუდმივობა და მდგრადობა. გეშტალტისტებმა გადაიტანეს ტერმინი “გეშტალტი” აზროვნებასა და კულტურულ წარმონაქმნებზე, როგორც მთლიანზე, რომელთა ელემენტები გაერთიანებულია ერთიან სტრუქტურაში.

სტრუქტურული ანუ ლინგვისტური ფსიქოანალიზი

დაკავშირებულია ჟაკ ლაკანის (1901-1981) სახელთან. 30-იან წლებში ლაკანი სერიოზულად სწავლობდა ფილოსოფიას, ხელოვნებას, ლიტერატურას. მედიცინის და ჰუმანიტარული ცოდნის სინთეზირების შედეგი გახდა მისი სადოქტორო დისერტაცია “პარანოიდალურ ფსიქოზზე და მის დამოკიდებულებაზე პიროვნებისადი” (1932). ამ ნამუშევრის დასკვნები ფართოდ გამოიყენება კულტურის მოღვაწეების მხრიდან (კერძოდ, სალვატორ დალის “პარანოიდალური კრიტიკა”).

ეს მიმართულება დაფუძნებულია ენის მნიშვნელობაზე არაცნობიერის, ქვეცნობიერის დახასიათებაში, ასევე ფსიქონევროლოგიური დაავადებების თერაპიისათვის. ლაკანი თავისებურად აღიქვამს დეკარტეს cogito ergo sum (ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ), თვლის, რომ აზროვნების და არსებობის სუბიექტები სხვადასხვა დონეზეა განლაგებული. მაგალითისათვის ის ჩუქნის თავის პარიზელ სტუდენტებს სპილოს პატარა ფიგურებს. რა შუაშია აქ სპილო? სიტყვა სპილო, მისი აზრით, არათუ უტოლდება ნამდვილს, არამედ უფრო რეალურიცაა. ენის სიმბოლური თვისებების გამო პარიზის აუდიტორიაში შესაძლებელია ნებისმიერ წამს “შემოვიდნენ” სპილოები. რამეთუ იფიქრო ნიშნავს, შეცვალო ნამდვილი სპილო სიტყვიერით. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, წარმოდგენა ცვლის საგანს.

“რეალური – წარმოსახვითი- სიმბოლური” ლაკანის აზრით, ყოფიერების პირველსაწყისია.

სტრუქტურული ფსიქოლოგია შეისწავლის სიმბოლურს და მის გამოვლინებას – ენა, მეტყველება და ხელოვნება. “სიმბოლური პირველადია რეალურის და წარმოსახვითის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს მისგან”, ასკვნის ის. სიმბოლური, როგორც ყოფიერების და ფიქრის პირველსაწყისი განსაზღვრავს აზროვნების სტრუქტურას, გავლენას ახდენს საგნებზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ადამიანი ხდება “ადამიანური”, როდესაც ღებულობს სახელს ანუ ამყარებს მუდმივ სიმბოლურ კავშირს უნივერსუმთან. ენის სიმბოლური ფუნქცია ყველაზე კარგად გამოიხატება ადამიანის არსებობის დადასტურებაში. მიუხედავად იმისა, რომ მეტყველება ამბივალენტურია, ის ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებას იძლება. ამასთან, თუ მეტყველების სიმბოლური ბუნება მჟღავნდება მის მეტაფორულობაში, ხელოვნების სიმბოლური ბუნების მახასიათებელია – წარმოსახვითობა: “ეს ადამიანის სამყაროსთან სიმბოლური დამოკიდებულების ახალი წესია”.

ლაკანი მხატვრულ ქმნილებებს სამ ნაწილად ჰყოფს: რეალური, წარმოსახვითი და სიმბოლური. ლაკანის იდეებმა არაცნობიერი სურვილების სტრუქტურის, მისმა ორიგინალურმა კონცეფციამ არაცნობიერის და ენის ურთიერთდამოკიდებულების, დეცენტრირებული სუბიექტის შესახებ, ბიძგი მისცა ახალ, მოდერნისტულისაგან განსხვავებულ, მხატვრული შემოქმედების ინტერპრეტირებას.

ობიექტური ფსიქოლოგია

ეს არის ფსიქოლოგიის სკოლა, რომელიც მიმართულია ანალიზის ობიექტური მეთოდების გამოყენებაზე, დაფუძნებულს ფსიქიკური მოვლენების ფიქსაციის კონვენციულ წესებზე. ასეთ გამოვლინებებს მიაკუთვნებენ ქცევას, რეაქციას, რეფლექსებს და ა.შ. ობიექტური ფსიქოლოგია თავისი მეთოდოლოგიური საფუძვლებით განსხვავდება სუბიექტური ანუ ინტროსპექტიული ფსიქოლოგიისაგან. ამ სკოლისაგან იღებენ სათავეს ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებები.

სიღრმისეული ფსიქოლოგია

ამ მიმართულებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არაცნობიერ კომპონენტებს, რომელიც მოთავსებულია ადამიანის ფსიქიკის “სიღრმეებში”, ჩამალულს ცნობიერების ზედაპირის ქვეშ. დინამიური ფსიქოლოგია – თუმცა ტერმინი დინამიური წარმოადგენს სიღრმისეული მიდგომის კერძო შემთხვევას (ეკონომიკურ და ტოპოგრაფიულთან ერთად), ის აღწერს ფსიქიკურ ფენომენებს არა სტატიკურ, არამედ დინამიურ ასპექტში — როგორც არაცნობიერი მისწრაფებების შეჯახების და დაჯგუფების რეზულტატს.

ეკონომიური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის მეცნიერების ნაწილია, ადამიანის ეკონომიკურ ქცევასა და ფსიქოლოგიურ პროცესებზე, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის და მომსახურების წარმოებასთან, განაწილებასთან, ვაჭრობასა და მოხმარებასთან. მისი შესწავლის საგანს წარმოადგენს ეკონომიკური ქცევის ფსიქოლოგიური კანონზომიერებანი, ასევე ადამიანებს, როგორც ეკონომიკურ სუბიექტება შორის ურთიერთობანი.

პირველად ცნება  «ეკონომიკური ფსიქოლოგია» შემოღებულ იქნა ფრანგი სოციოლოგი და კრომინალისტის გაბრიელ ტარდომის მიერ თავის ნაშრომში «ეკონომიკური ფსიქოლოგია» (La psychologie économique) 1903 წელს. ზუსტად ის, ამერიკელ ჯორჯ კატონ და უნგრელ ლასლო გარაისთან ერთად ითვლება ამ ფსიქოლოგიური დისციპლინის დაამაარსებლად.

ტოპოგრაფიული ანუ სტრუქტურული ფსიქოლოგია – მიმართულება, რომელიც ფსიქოლოგიის საგნად მიიჩნევს ცნობიერების ელემენტებს და მათ შორის სტრუქტურულ კავშირებს, რომლებიც მჟღავნდება სპეციალურად მომზადებული ინტროსპექციის (თვითდაკვირვება) მეშვეობით. მიმართულება წარმოიშვა XX-ის დასაწყისში, მისი დამფუძნებელია ვ. ვუნდტი, თუმცა განსაკუთრებული სკოლის სტატუსი ამერიკელი ფსიქოლოგის ე. ტიტჩენერუს და მისი მიმდევრების სროს მიიღო. ცნობიერების სტრუქტურაში განირჩევა ელემენტების სამი კატეგორია: გრძნობა (როგორც უბრალო პროცესი, რომელსაც გააჩნია ხარისხი, ინტენსიურობა, გამოკვეთილობა და განგრძობითობა), წარმოსახვა და გრძნობა (ელემენტარული ფორმით). სტრუქტურული ფსიქოლოგია გაკრიტიკებულ იქნა გეშტალტფსიქოლოგიის მიერ, ცნობიერების, როგორც “აგურისა და ცემენტისაგან” მოწყობილობისათვის მიკუთვნებისათვის, ხოლო ფუნქციონალური ფსიქოლოგიისაგან – ადამიანის რეალური ცხოვრების ორგანიზაციაში ცნობიერების მოქმედი როლის იგნორირებისათვის.

პერსონალიზმი

(ლათინ. persona – პირი) – მიმართულება ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს რუსეთში, უკრაინასა და აშ.შ.-ში წარმოიქმნა. პერსონალიზმის წარმომადგენლები იყვნენ უკრაინელი და რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი (1874-1948), ამერიკელი ფილოსოფოსი ბორდენ პარკერ ბოუნი (1847-1910), ფრანგი მოაზროვნე ემანუელ მუნიე (1905-1950) და სხვა. მათ გამოაცხადეს პიროვნება პირველად შემოქმედებით რეალობად, ხოლო მთელი სამყარო “უმაღლესი პიროვნების” – ღმერთის შემოქმედებით აქტიურობად. აღნიშნული მიმართულების წარმომადგენლების აზრით, პიროვნების განვითარების შესწავლა – ყველა ფსიქიკური მოვლენის შესწავლის საფუძველია.

ჰუმანისტური ფსიქოლოგია

წარმოიქმნა XX ასწლეულის 50-იან წლებში. ამ მიმართულების ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ – ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ (1908-1970) და კარლ როჯერსი (1902-1987) და სხვა. მიმართავდნენ თავის ყურადღებას ავტონომიურობაზე, თვითაქტუალიზაციაზე, თვითსრულყოფაზე, არჩევნის თავისუფლებაზე, გასუხისმგებლობაზე, ადამიანის მისწრაფებაზე მაღალი ფასეულობებისადმი და ა.შ.

ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ყურადღების ცენტრში იყო – პიროვნების, მისი განვითარების პრობლემები. ფსიქოანალიზის საპირწონედ ამ მიმართულების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ ცნობიერების და თვითცნობიერების როლს ადამიანის მიზეზობრივ განპირობებაში. მაგალითად, როჯერსი განიხილავდა ემპათიას, როგორც  “კლიენტებზე ცენტრირების” ფსიქოთერაპიის ძირითად მეთოდს, რომელშიც ფსიქოლოგი პაციენტთან ღრმა კონტაქტში შედის და ეხმარება მას შეიცნოს თავისი თავი სრულყოფილ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა თავისი პირადი პრობლემების გადაწყვეტაზე. ამ მიმართულების ფსიქოლოგებს აინტერესებდათ ადამიანის ცხოვრების მამოძრავებელი მოტივები.

კოგნიტიური ფსიქოლოგია

(ლათინ. cognitus – ცოდნა, შეცნობა) – თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება. კოგნიტიური ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა კვლევები დაკავშირებულია ინდივიდის სააზროვნო საქმიანობის სხვადასხვა ასპექტების ანალიზთან. კოგნიტიური ფსიქოლოგიის პრინციპს ეკუთვნის ადამიანის, როგორც მოქმედ, პიროვნული ინფორმაციის აქტიურად აღმქმელ სუბიექტად აღიარება, რომელიც ხელმძღვანელობს გარკვეული გეგმებით, წესებით და სტატეგიებით. ამ სკოლის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელია კვლევების მიმართულება რთული ფენომენის გაგებიდან მარტივისაკენ. მნიშვნელოვანი გავლენა კოგნიტიური ფსიქოლოგიის გაგებითი აპარატის განვითარებაზე მოახდინა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინფორმაციულობის თეორიამ და კვლევებმა.

ეგზისტენციალური ფსიქოლოგია 

(ლათინ. existentia – არსებობა) – მიმართულება, რომელიც დაფუძნებულია ჰუმანისტური ფსიქოლოგიისა და ადამიანის ყოფის აზრის პრინციპებზე, რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებულია სტრესისა და განგაშის პრობლემებთან.

ამ მიმართულების წარმომადგენლები თვლიან, რომ ფსიქოლოგიაში მთავარი ადგილი უკავია ადამიანის დროის, ცხოვრების და სიკვდილის პრობლემებს; მის თავისუფლებებს, პასუხისმგებლობებს და არჩევანს; ურთიერთობას, სიყვარულს და მარტოობას; ცხოვრების აზრს და მის ძიებას. ეგზისტენციალური ფსიქოანალიზი მიმართულია ადამიანის ყოფიერების განხილვისაკენ, ადამიანის რეალობის გააზრებას მომავლის მეშვეობით და არა წარსულის.

ფუნქციონალური ფსიქოლოგია

ორიენტირებულია ფსიქიკის ადაპტირებადი ფუნქციების კვლევაზე. ის გაჩნდა აშშ-ში XIX საუკუნის ბოლოს. შედეგად მოხდა მისი დიფერენცირება და დაიყო რამოდენიმე მოძრაობად, რომელთაც სათავეში უდგნენ საფრანგეთში – ტეოდიულ რიბო (1839-1916), უკრაინაში – ნიკოლაი ლანგე (1858 – 1921) და სხვა. ყველა ისინი განსაზღვრავდნენ ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას ცნობიერების ფუნქციების შესახებ.

ფენომენოლოგიური ანალიზი

მოიცავს ფსიქოანალიტიკურ შეხედულებებს და კონცეფციებს, რომლებიც მიმართულია ფენომენოლოგიური შემადგენლის გაფართოებაზე ფსიქოანალიზში და მათ ბაზაზე ცნობიერების ფენომენოლოგიური კონცეფციების გადაფასებაზე, ანუ კონცეფციების, რომელთა მიხედვითაც ცნობიერების სულიერი შემადგენელი არ არის დამოკიდებული ადამიანის რეალურად არსებობაზე და მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე.

პროექციული ფსიქოლოგია 

აგებულია მოძღვრებებზე პიროვნების ერთიანობის, როგორც ერთიანი “ორგანიზმის”, პიროვნების სოციალური გარემოსაგან განუყოფლობის შესახებ. მის განხილვაზე, როგორც თვითრეგულირებად სისტემაზე, რომლის მიზანსაც ადაპტაციის ამოცანების შესაბამისად, სუბიექტური გამოცდილების ორგანიზაცია წარმოადგენს.

ტოპოლოგიური ფსიქოლოგია

ეს გეშტალტფსიქოლოგიის განშტოებაა, რომელიც შეიმუშავა გერმანელ-ამერიკელმა ფსიქოლოგმა კურტ ლევინმა (1890 – 1947), მის თანახმად ადამიანის ქცევის აღწერა გარესამყაროში შესაძლებელია ტოპოლოგიის მათემატიკური ცნებების მეშვეობით, თუმცა მათემატიკის იმ განყოფილების მიხედვით, რომელიც  შეისწავლის ფიგურების თვისებებს, რომლებიც არ იცვლება არანაირი დეფორმაციების დროს.

ერების ფსიქოლოგიის კონცეფცია

სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა. წარმოიშვა გერმანიაში XIX საუკუნის შუაში. ამ კონცეფციის მიხედვით ისტორიის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ერი, “მთლიანის სული”, რომელიც გამოხატავს თავის თავს ხელოვნებაში, რელიგიაში, აღზრდაში, ენაში, მითებში, ლეგენდებში, წეს-ჩვეულებებში და ა.შ. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები გამოდიან იქიდან, რომ ინდივიდუალური ფსიქიკა, პიროვნების ცნობიერება წარმოადგენს მთლიანის ნაყოფს, რგოლს სოციალურ-ფსიქოლოგიურ კავშირში. ერების ფსიქოლოგიას ისინი თვლიან ცალკე მეცნიერებად. ამ კონცეფციის ცნობილი წარმომადგენლები არიან, გერმანელი ვ. ვუნდტი (1832-1920), უკრაინელი – ალექსანდრ პოტებნია (1835-1891).

ეპისტემოლოგია

დაფუძნებულია შვეიცარელი მეცნიერის ჟან პიაჟეს (1896-1980) მიერ. ბავშვის ინტელექტუალური განვითარების მთავარ ფაქტორად ის მიიჩნევდა სოციალიზაციის პროცესს. ინტელექტუალური განვითარების წყაროს პიაჟეს მიხედვით წარმოადგენს საგნებით მოქმედება.

პიაჟეს აზრით, ფსიქიკა ფუნქციონირებს და ვითარდება ინდივიდის ქცევის სქემებთან ადაპტაციის, ასევე ამ სქემების კონკრეტულ სიტუაციებთან მისადაგების (აკომოდაციის) ფარგლებში. ობიექტის და სუბიექტის გაწონასწორების უმაღლეს ფორმას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ოპერაციული სტრუქტურების წარმოქმნა. ოპერაციის ქვეშ აღიქმება მოქმედება, რომელიც კოორდინირებს ოპერაციებთან ანსამბლის სტრუქტურაში. პიაჟე იყენებდა ცნებას სქემა, რომლითაც აღნიშნავდა ორგანიზებული მოძრაობების ერთობას (ჩაჭიდება, ხელის კვრა და სხვა), რაც ახასიათებთ ბავშვებს დაბადებიდან და ოპერაციები, რომლებიც ვითარდება გარესამყაროსთან ურთიერთქმედების შედეგად (ანალიზი, კლასიფიკაცია, გათვლა და სხვა).

პიროვნული ურთიერთობების კონცეფცია

შემუშავებულია უკრაინელი ფსიქოლოგი ალექსანდრ ლაზურსკი (1874-1917) და რუსი ფსიქოლოგი ვლადიმერ მიასიშევი (1892-1972) მიერ. მის თანახმად პოროვნების ბირთვს წარმოადგენს მისი განზრახვით-არჩევითი დამოკიდებულება რეალობისადმი.

გონებრივი ქმედებების ეტაპობრივი ფორმირების კონცეფცია

შექმნილია რუსულ-უკრაინელი ფსიქოლოგის პიოტრ გალპერინის (1902 – 1988) მიერ; დაკავშირებულია სწავლებასთან, თუ როგორ წარმოექმნება ადამიანს მოქმედებები, წარმოდგენები და წარმოსახვები.

ფსიქოანალიტიკური ჰერმენევტიკა

ერთ-ერთი მეცნიერული მიმდინარეობაა, რომელშიც განიხილება ტექსტების აზრობრივი განმარტება ფსიქიანალიტიკური კვლევების დროს.

ბიოფსიქიზმი

ეს არის თეორია, რომლის მიხედვითაც ფსიქიკა მიეწერება ყველა არსებას,  მათ შორის მცენარეებს.

ქმედების ფსიქოლოგია

შემოთავაზებულია უკრაინელი ფსიქოლოგი ვლადიმირ რომენეცის (1926-1998) მიერ. თანამედროვე ეტაპზე წარმოგვიდგება როგორც კონცეფცია, რომელშიც ავტორი ცდილობდა ჰუმანისტური იდეების იმ იდეებთან შერწყმას, რომლებიც უფრო ადრე წარმოიშვნენ.

ლოგოთერაპია

ზოგადად მიმართულია ცხოვრების აზრის პოვნისაკენ.

ფსიქოსომატიკა

მიმართულება მედიცინაში, დაფუძნებულია პაციენტის ავადმყოფობის წარმოშობასა და განკურნებაში ფსიქიკური ფაქტორების განსაკუთრებული პრივილეგიის როლის აღიარებაზე.

ნეოფსიქოანალიზი

მიმართულება ფსიქოლოგიაში, ფსიქოანალიზსა და ფსიქოთერაპიაში.

ფსიქოლოგიური სკოლა საბჭოთა კავშირშიც არსებობდა, და ის დაკავშირებული იყო სამოღვაწეო მიდგომასთან. ეს სკოლა შედგებოდა განვითარების, საგნობრიობის და ისტორიზმის პრინციპებზე. ამ სკოლის წარმომადგენლები შემოქმედებითად ამუშავებდნენ უცხოელი მეცნიერების იდეებს, კერძოდ, შვეიცარელი ლოგიკოსის და ფილოსოფოსის ჟან პიაჟეს იდეებს ინტელექტის ოპერაციულ კონცეფციაზე. მიუხედავად საბჭოთა ცენზურისა, ჩემი აზრით, ამ სკოლის წარმომადგენელთა ნაშრომებს გარკვეული სამეცნიერო ფასეულობა მაინც გააჩნია. არ დაუკარგავს თავისი აქტუალურობა სერგეი რუბინშტეინის “გარეგანი შინაგანის მეშვეობით” და ალექსეი ლეონტიევის “შინაგანი გარეგანის მეშვეობით” ფორმულებს, გრიგორი კოსტიუკის მიხეილ ტკაჩენკოს დეტერმინიზმის პრინციპებს, გრიგორი კოსტიუკის აზრებს ფსიქილოგიური კანონების ობიექტების შესახებ.

ქართული ფსიქოლოგია დიდი ისტორიით და მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, მიუხედავად ამისა, ის გარკვეულწილად საბჭოთა პერიოდის ფსიქოლოგიური მიმართულებების მემკვიდრეა. გამომდინარე აქედან, საქართველოში ფსიქოლოგიაში არის საერთო ხედვა ფსიქიკაზე, როგორც ტვინის ფუნქციაზე, რომელიც წარმოადგენს ობიექტური რეალობის ასახვას. გამოიყოფა ფსიქიკური ქმედებების თვითდეტერმინიზაცია, ადამიანის ცნობიერების საზოგადიებრივი განსაზღვრულობა, ცნობიერების და ქმედებების ერთობა.

ცნობილი ქართველია ფსიქოლოგი იყო დიმიტრი უზნაძე. 1941 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. დღეს ეს ინსტიტუტი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი მთელ მსოფლიოში, მის სახელს ატარებს.

დ. უზნაძე თავისი თეორიის ფარგლებში აშუქებს ბავშვის თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიურ ბუნებას და ფუნქციას. უზნაძის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. არ არის აუცილებელი, რომ ცოცხალი ორგანიზმის ასამოქმედებლად მასზე რაიმე გამღიზიანებელი ზემოქმედებდეს. ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურებაა მასში არსებული ძალების მოქმედება, აქტივობა. ამ თავისებურებას უზნაძის განმარტებით ფუნქციონალური ტენდენცია ჰქვია. დ. უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს. კერძოდ, ბავშვი არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების შემდგომ ეტაპებზე. ბიოლოგიურად აუცილებელი ფუნქციები მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იმპულსით მოქმედებს, ხოლო ძალების მეორე ჯგუფი მოქმედებს ფუნქციონალური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა.