ყარსის აღება

0
203

Prime.ge მოგითხრობთ მე-19 საუკუნეში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების და ქართველი ერის მედგარი ბრძოლის ისტორიას საკუთარი ქვეყნისათვის, რუსულთურქული ომის ფონზე. სადაც ყოველ მხარეს თავისი ინტერესები ჰქონდა, ხოლო საქართველო ყველაზე მეტად ზარალდებოდა. ჩვენ შევეცადეთ იმ პერიოდის მოვლენები მაქსიმალურად ზუსტად და ობიექტურად გადმოგვეცა, არ დაგვეკარგა და მიუკერძოებლად მოგვეყოლა  (მათ შორის ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით)მაშინდელი მოქმედი სახელმწიფოების თუ ცალკეული ისტორიული პირების ნამოქმედარი საქართველოს წინაშე.

1853 წელს დაიწყო რუსეთ თურქეთის ომი, რომელსაც იმი გამო, რომ საბრძოლო ოპერაციები ძირითადად რუსეთის სამხრეთში – ყირიმში მიმდინარებოდა, ყირიმის ომს უწოდებენ. თურქეთის მხარეზე ამ ომში გამოვიდნენ ინგლისი, საფრანგეთი და ნეაპოლის სამეფო. საბრძოლო ოპერაციები, გარდა ყირიმისა, რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის კავკასიაშიც მიმდინარეობდა.

1853 წლის 15 ოქტომბერს ღამით თურქთა სამხედრო რაზმი თავს დაესხა გურიის საგუშაგოს შეკვეთილთან. მათ ამოწყვიტეს შეკვეთილის გარნიზონი და გურიას შეესივნენ. თურქებმა საზღვაო დესანტები გადმოსხეს ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიაში და სოხუმში.

საქართველოში თურქთა შემოსევამ მოსახლეობა ფეხზე დააყენა. ისტორიული მტრის წინააღმდეგ აღსდგა ხალხი. დგებოდა მოხალისეთა რაზმები და ფრონტისკენ მიეშურებოდა. ქართველ მოლაშქრეებს სათავეში ედგნენ ნაცადი მხედრები დავით ჯანდიერი, ნიკო ჭავჭავაძე, დავით ვახვახიშვილი, გიორგი ერისთავი, ქაიხოსრო მიქელაძე და სხვები. 75 წლის ქაიხოსრო მიქელაძემ მოგვარე თავადთაგან მთელი ასეული შეადგინა და ფიცი დადო, რომ უკანასკნელ გასროლამდე თავდადებით იბრძოლებდა.

1856 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე შექმნილი არამყარი წონასწორობა ამიერკავკასიასა და მცირე აზიაში ვერ გაგრძელდებოდა დიდხანს. თითოეულ მოწინააღმდეგე მხარეს ესმოდა, რომ კიდევ ერთ გამარჯვება, კიდევ ერთი წარმატება, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩენილიყო მთელი სამხედრო კამპანიის ბედისათვის. ყარსი ან თბილისი – ამ ქალაქების ბედი გადაიქცა კამპანიის სიმბოლოდ, რომლის დასრულებასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ომის საბოლოო რეზულტატზე.

ამ პერიოდისთვის ყარსი რუსების ალყაში იყო მოქცეული. თურქები შეეცადნენ მოეხდინათ ყარსის დებლოკირება, ტრაპიზონიდან, სადაც ოქტომბრის დასაწყისში გადმოსხეს თორმეტ ათასიანი თურქული კორპუსი, მაგრამ მათი მოძრაობა ბლოკირებული სიმაგრისაკენ შეჩერებული იყო რუსული ჯარების მიერ.

ყარსის ციხე-სიმაგრის გადასარჩენად თურქებმა დაგეგმეს დიდი საბრძოლო ოპერაცია, რომლის განხორციელება გენერალ ომერ-ფაშას დააკისრეს. საგანგებო მომზადების შემდეგ, ომერ ფაშამ სამხედრო ძალები გადმოსხა ბათუმში, სოხუმში და შავი-ზღვის პირა სხვა ნავსადგურებში. ომერ-ფაშას გადაწყვეტილი ქონდა საქართველოს გავლით ყარსამდე ჩაეღწია და ციხის გარნიზონს ალყის გარღვევაში დახმარებოდა.

მას შემდეგ, რაც ომერ-ფაშამ გაიგო ყარსის წარუმატებელი შტურმის შესახებ, მოკავშირეების მიერ ზღვით მიწოდებული დახმარებით შეტევა დაიწყო ქუთაისზე. თურქი მთავარსარდალი არ ჩქარობდა, სამოცდაათი ვერსტის მანძილი სწორ გზაზე მისმა ხელქვეითებმა 20 დღეში დაფარეს. მოწინააღმდეგე უტევდა 20 000 ჯარისკაცით, 37 საარტილერიო დანადგარით, 10 000 ჯარისკაცი დატოვებული ჰყავდა გარნიზონებისა და ზურგის უზრუნველყოფისთვის. გურიაში განთავსებული მებრძოლების რაზმი შედგებოდა 4 650 რუსი ქვეითისა და 28 საარტილერიო დანადგარისგან. ადგილობრივ მოხალისეებთან ერთან მებრძოლთა რიცხვი სულ 9 000 ადამიანს შეადგენდა და ამასთან, ეს ძალები არ იყო კონცენტრირებული ერთი მიმართულებით. ასეთ პირობებში, რაზმის უფროსი გენერალი ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი ცდილობდა თავიდან აეცილებინა გადამწყვეტი ბრძოლა, არ მიეცა მოწინააღმდეგისათვის ინიციატივა. გენერლის ბრძანებით სისტემატურად აფუჭებდნენ გზებსა და ხიდებს. ტყეებში აწყობდნენ ხერგილებს, ხდებოდა სოფლების გამაგრება და ასე შემდეგ.

თურქები ამაოდ მოუწოდებდნენ მოქმედებისაკენ შამილს. სულთანმა მას გაუგზავნა დროშა და განსაკუთრებული მედალი და ატყობინებდა, რომ თბილისის აღების შემდეგ იმამს მმართველობაში გადასცემდა ამიერკავკასიას. 19 (31) ოქტომბერს ომერ-ფაშა ჩავიდა სოხუმში, სადაც შეეცადა თავის მხარეს გადაებირებინა აფხაზეთის უხუცესები, თავადი მიხეილის გამორიცხვით, რომელსაც იგი საჯაროდ რამდენიმე სიტყვით გამოელაპარაკა და თანაც რუსულად. სარდლის ბრძანებით, თურქები ფულს იხდიდნენ პროდუქტებში. აფხაზებს სევასტოპოლთან ტყვედ აყვანილი 12 რუსი ჯარისკაცი წარუდგინეს. ომერი სიტყვებიდან საქმეზე გადავიდა. მან დაიწყო შეტევა გუბერნიის დედაქალაქზე ქუთაიასზე. 1855 წლის 25 ოქტომბერს (6 ნოემბერი) მდინარე ენგურზე თურქულ არმიას დახვდნენ ქართველი მებრძოლები (ძირითადად ადგილობრივი მეგრელები), 6 რუსული არმიის ასეული, 2 ასეული კაზაკი, 4 საარტელერიო დანადგარით. 2000 კაცი აჩერებდა 20 000-იან თურქულ არმიას, რომელიც ამასთანავე უკეთესად იყო შეიარაღებული. ბრძოლა მძვინვარე ხასიათს ატარებდა. 3 საარტელერიო დანადგარი მიტოვებული იყო იმის გამო, რომ ცხენები დაიხოცნენ. ჯარების მეთაურმა ბაგრატიონ მუხრანელმა უკანასკმელ მომენტში პირადად წამოიყვანა კაზაკები კონტრშეტევაზე, რამაც თურქები აიძულა, რომ შეეწყვიტათ შეტევა. მათ იფიქრეს, რომ მოწინააღმდეგესთან მოვიდა დამხმარე ძალა.

“სახელდობრ დაგვესახელებინა მამაცები, – წერდა ბაგრატიონ-მუხრანელი, – ნიშნავდა დაგვესახელებინა ბრძოლაში მონაწილე ყველა ოფიცერი. გენერალი დარწმუნებული არ იყო მოხალისეებში წინააღმდეგობის მოძრაობიდან, რომელთა დიდი ნაწილიც, ბრძოლის შემდეგ მართლაც მიმოიფანტა, ამიტომ უმჯობესად ჩათვალა, რომ უკან დაეხია. 7(19)ნოემბერს თურქებმა აიღეს ზუგდიდი, თუმცა აქ არ შეეგებნენ მოსალოდნელი სიხარულით. დაქვრივებული თავადის ქალი ეკატერინე დადიანი, რომელიც მართავდა სამთავროს შვილის მცირეწლოვანობის გამო, მტკიცე ნებისყოფის ქალი იყო. მისი დამსახურებაა, რომ თურქების შეტევა თბილისზე სულაც არ აღმოჩნდა იოლი. თავისი როლი ითამაშა თურქების დიდმა დანაკარგებმა ენგურთან. 25 ნოემბერს (7 დეკემბერი) ზუსად ერთი თვის შემდეგ ამ ბრძოლიდან, თურქული შეტევა შეჩერდა. თურქების წარმატებამ ენგურზე და დადიანების რეზიდენციის აღებამ, თავიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამთავროში. ადამიანები მასიურად გაურბოდნენ შემომტევ არმიას. ომერ-ფაშა შეეცადა წესრიგი დაემყარებინა ზუგდიდში. დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი ეკლესია, აიკრძალა ძარცვა. მიუხედავად ამისა, მოხალისე-ბაშიმუზუკებმა აფხაზეთიდან დაიწყედ გლეხობის ხოცვა და ბავშვების გატაცება, რომელთაც სოხუმში გასაყიდად აგზავნიდნენ. იმერეთშიც დაიწყო პანიკა. მკვეთრად დაეცა ქაღალდის ფულისა და უძრავი ქონების ღირებულება. გაიზარდა ფასები პროდუქტებზე.

ქართული ქვედანაყოფის გასაძლიერებლად მურავიოვმა ყველა თავისუფალი ძალა მუხრანელის დასახმარებლად მიმართა და გამოაცხადა სახალხო წინააღმდეგობის შეკრება. მეგრელების დაბნეულობა შეწყდა, როცა წინააღდმეგობის სათავეში მათი მთავარი ეკატერინე დადიანი და მისი შვილები დაინახეს. სამეგრელოს ტყიან მთიანეთში, მეგრულმა დაჯგუფებამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია თურქებს. ეკატერინე დადიანმა უარი განაცხადა თურქების და მათი მოკავშირეების წინადადებაზე შეერთებოდა მათ და “დამოუკიდებელი” სამეგრელის მეთაური გამხდარიყო, ის საქართველოს დიდ პატრიოტად რჩებოდა (უნდა აღინიშნოს, რომ იგი გაბრაზებული იყო ბაგრატიონ-მუხრანელის მოქმედებებით, რომელიც ყველაფერს ანადგურებდა თურქების მოძრაობის მარშუტზე). გურულები და იმერლებიც მტკიცენი იყვნენ თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში.

სხვათა შორის, საქართველოში 1841 წელს მოხდა ამბოხი. ამის მიზეზი იყო რუსული ადმინისტრაციის გაუაზრებელი გადაწყვეტილება კარტოფილის დასათესად იძულებით შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლიტურად არ იყო საჭირო მოცემულ კლიმატურ პირობებში, ასევე ნატურალური გადასახადის შეცვლა ფულადი მოსაკრებლებით – რაც აბსოლუტურად უაზრო ზომაა ვაჭრობის არარსებობის დროს. ეს აჯანყება რუსების მიერ სწრაფად იქნა ჩახშობილილი. საქართველოს მოსახლეობა იღებდა იარაღს და აგრძელებდა ბრძოლას თურქების წინააღმდეგ. თურქები ამ დროისათვის იძულებულნი იყვნენ, რომ შეჩერებულიყვნენ.

ცუდი გზები, წვიმები, ტალახი, ციებცხელების ეპიდემიები და ტიფი, ყოველივე ეს თურქების სარდლის ადიუტანტის სიტყვებით, გამორიცხავდა სწრაფი გადაადგილების საშუალებას. ომერის მიერ არჩეული გზა, ანუ მოძრაობა, რომელიც სოხუმიდან გამოყოფილია ყარსიგან, გაუვალი ქედით და არა ტრაპიზონიდან, დაარწმუნა რუსი გენერალი იმაში, რომ თურქები ცდილობდნენ მისი ყურადღების გადატანას ყარსის ალყიდან. ადგილობრივი პირობები გამორიცხავდნენ თბილისისთვის რეალური საფრთხის შექმნის საშიშროებას. რუსული ჯარების წასვლა ყარსიდან გარდუვალს არ ხდიდა მის შეხვედრას ომერ ფაშასთან, რადგან თურქეთს შეეძლო დაეხია პორტებისაკენ და ევაკუაცია მოეხდინა რუსების მოსვლამდე. საბოლოო ჯამში მურავივოვმა გადაწყვიტა, რომ გაეგრძელებინა ყარსის ალყა.

რაც შეეხება ომარ-ფაშას, ის ქუთაისიდან 25 ვერსტში გაჩერდა, რომელიც თავიდან არანაირად დაცული არ ყოფილა. ბაგრატიონ-მუხრანელმა შეძლო, რომ სწორედ გამოეყენებინა დრო, მალე აქ მოვიდა მაშველი ძალა გენერალი ბაბუტოვის მეთაურობით. პატარა ქალაქი (მაშინდელი ქუთაისი 3 500 მოსახლეს ითვლიდა), გაივსო შეიარაღებული ხალხით. ქუთაისთან თავი მოიყარა დაახლოებით 28 ათასმა კაცმა, 30 საარტილერიო დანადგარით, რაც სრულიად საკმარისი იყო თურქების შესაჩერებლად. ამასთან, ომერ-ფაშა არ ჩქარობდა. მისი შტაბის ერთ-ერთი ევროპელი ოფიცრის ხუმრობანარევი შენიშვნის მიხედვით, სწორ გზებზე მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარის მიხედვით, რომელზეც თურქებს არ შეხვედრიათ წინააღმდეგობა (მხედველობაშია გზა სოხუმიდან – ენგურამდე), მათ დასჭირდებოდათ 3 თვეზე მეტი, რათა გაევლოთ 215 ვერსტი ოჩამჩირედან ყარსამდე. ზურგის დაცვის სიმჭიდროვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 20 ვერსტის შემდეგ თურქ სარდალს გვერდით ერთი ჯარისკაციც აღარ დარჩებოდა. რეალური საფრთხე ქუთაისს, მითუმეტეს თბილისს არ ემუქრებოდა. ამავდროულად გარნიზონში და ყარსის მაცხოვრებელთა შორის დაიწყო ღელვა. ლაზები, ჯარისკაცები სირიიდან და ანატოლიიდან ჯგუფებად ცდილობდნენ ციხესიმაგრიდან თავის დაღწევას და სახლებში წასვლას. 1855 წლის 15 (27) ნოემბერს ციხესიმაგრემ კაპიტულაცია გამოაცხადა.

ეს იყო თავისი მნიშვნელობით უდიდესი გამარჯვება, რომელმაც სტრატეგიულად შეცვალა მდგომარეობა კავკასიაში. ამაზე რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორესადმი იმდროინდელი მეფისნაცვლის 16 (28) ნოემბერს გაგზავნილი წერილის შინაარსიც მეტყველებს:  “თქვენო საიმპერატორო აღმატებულებავ! – უპატაკებდა მეფისნაცვალი ალექსანდე მეორეს – ღვთის წყალობითა და თქვენი ლოცვა კურთხევით შედგა ჩვენი საქმე, ყარსი თქვენი აღმატებულების ფერხთაა. დღეს ტყვედ ჩაბარდა ამ მცირე აზიის შიმშილითა და გაჭირვებით ძალაგამოცლილი გარნიზონი. ჩვენს ტყვეთაა ოცდაათ ათასიანი ანატოლიის გამქრალი არმიის მთავარსარდალი მუშირ კარიფ-ფაშა; მას გარდა რვა ფაშა, ბევრი შტაბის და ობერ ოფიცერი, მათთან ერთად ინგლისელი გენერალი უილიამსი, მთელი მისი შტაბით. აღებულია ას ოცდაათი ზარბაზანი და მთელი შეიარაღება. მაქვს ბედნიერება თქვენი აღმატებულების ფერხთ გავფინო თურქული პოლკების 30 დროშა, ყარსის ციხესიმაგრის დროშა და ციტადელის გასაღები.”

ცნობამ კაპიტულაციის შესახებ დიდი სიხარული გამოიწვია თბილისსა და ქუთაისში. ცნობა გუბერნიის დედაქალაქში მივიდა 20 ოქტომბერს (1დეკემბერს). მეორე დღეს თბილისში დაიწყო უზარმაზარი ზეიმი. აღტაცება იყო საყოველთაო,  ყველას ესმოდა, რომ ამიერკავკასიის ომში მოხდა გარდატეხა. ცნობა ამ გამარჯვების შესახებ პეტერბურგში 2 (14) დეკემბერს ჩავიდა, ხოლო ორი დღის შემდეგ პეტრე-პავლეს სიმაგრიდან ქალაქის ქუჩებში მტრისგან წართმეული დროშები ჩამოატარეს. “ცნობა ჩვენი ძალების მიერ ყარსის აღებისა – აღნიშნავდა 1856 წლის იანვარში ჟურნალი “ოტეჩესტვენნიე ზაპისკი”,- იყო ყველაზე საინტერესო, ყველაზე სასიხარულო რუსეთისა და პეტერბურგის ცხოვრებაში გასულ თვეში”.

დანებების წინ თურქულმა გარნიზონმა დაიწყო საბრძოლო მასალის ხარჯვა. 15 (27) ნოემბერს დილით ციხე სიმაგრიდან გახსნილი იყო ხმაურიანი, მაგრამ სრულიად უსარგებლო ცეცხლი კაპიტუალციის წინ ვილიამსმა ითხოვა წასვლის უფლება მიეცათ თურქული არმიის მომსახურე უნგრელებისათვის, პოლონელებისა და იტალიელებისათვის, – ასეთი აღმოჩნდა 11 კაცი მათ უფლება მისცეს რუსული ბანაკის გავლით გამგზავრებულიყვნენ ერზერუმში.

სრულ წესრიგში მოაბიჯებდა არაბსტანის პოლკი და მსროლელთა ორი ბატალიონი, დანარჩენი თურქული ბატალიონი თავის ოფიცრებს ემორჩილებოდა მექანიკურად, ჯარისკაცები ფეხებს ძლივს მოათრევდნენ. ციხესიმაგრიდან გამოსულები ისინი გზაზე ყრიდნენ იარაღსა და ამუნიციას. მთელი გზა მოფენილი იყო მჭიდებით, ჩანთებით, ბარაბნებით და ასე შემდეგ. ძალაგამოცლილები, გზაზე დაცემულები იყინებოდნენ –  მათი ამხანაგები არ ზრუნავდნენ მათზე. ამ გზაზე 18 კაცი მოკვდა დაუძლურებისაგან. ბანაკამდე მიღწეული ტყვეები თავდაპირველად გამომწვევად იქცეოდნენ, მაგრამ შეიარაღებისა და რუსი ქვეითების ნახვამ ისინი დააშოშმინა. ჩაბარებულთათვის ბანაკში მომზადებული იყო სუპი და პური, ტყვეები “საჭემლს გაშმაგებით ანადგურებდნენ”, მშიერი ადამიანები თქავდნენ საკვებს, ზოგიერთი რამდენიმე საათის შემდეგ კრუნჩხვებით დაიღუპა.

“ამგვარად – აცნობებდა იმავე დღეს სამხედრო მინისტრ თავად დოლგორუკოვს მურავიოვი, – ყარსის დაცემით გაქრა ანატოლიის არმიის ნარჩენები, რომელშიც ივნისში 30 ათასი კაცი იყო; ზოგიერთნი ბრძოლაში დაიღუპნენ, ნაწილი გაშვებულია, ბევრი გაიქცა, უფრო დიდი რიცხვი ავადმყოფობით და შიმშილობით დაიხოცა და 10 ათასამდე ჩვენს ტყვეობაში მოხვდა”. 30 ათასიანი ანატოლიური არმია გაქრა, 8 677 ადამიანი ტყვედ ჩაბარდა (მათ შორის 12 ფაშა და 665 ოფიცერი) 6500 კაცი სახლებში გაუშვეს, 8500 დაიღუპა ალყის დროს, 2000 გამოიქცა რუსებთან, 2000 იმყოფებოდა ჰოსპიტალებში და მხოლოდ 3 000-მა მოახერხა ერზერუმში გაქცევა. სიმაგრეში აღებული იქნა 136 საარტილერიო დანადგარი, 18 ათასი თოფი, 1 ათასი ინლისური და ფრანგული წარმოების შტუცერი, 20 ათასი ფუთი თოფის წამალი. ოფიცრებს, ვილიამსისათვის მეტად სასიხარულოდ, დაუბრუნდა პირადი იარაღი. ტყვეებს ინგლისელი ოფიცრებისა და ექიმების მოწმობით ეპყრობოდნენ ფრიად რბილად და ყურადღებით.

მოგვიანებით, საზეიმო მიღებისას ლონდონურ კლუბში ვილიამსმა გაიხსენა ამის შესახებ და მხარი დაუჭირა სადღეგრძელოს მურავიოვის პატივსაცემად. მან თქვა: “ესაა უკეთილშობილესი, უპატიოსნესი, უმამაცესი და საუკეთესო ადამიანებს შორის.”ავადმყოფ და შიმშილით გაწამებულ ჯარისკაცებს, რომელთაგან ზოგიერთს ძალა არ შესწევდა მისულიყო რუსულ ბანაკამდე აჭმევდნენ და მკურნალობდნენ. ნაკლებად გაუმართლა მათ, ვინც არ გაუშვეს. დაუძლურებული ჯარისკაცები თურქების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იყვნენ უზრუნველყოფილი საკვებით. სოღანლუღის უღელტეხილამდე მათ ლუიბკარაბინიერების ბატალიონი აკონტროლებდა, შემდეგ კი ისინი თვითონ მიდიოდნენ. უღელტეხილებზე იყო თოვლი. ერზერუმამდე მიაღწია დაახლოებით 200-მა ადამიანმა. უფრო მეტად გაუმართლათ დარჩენილებს. ქალაქში მომენტალურად დაიწყო სანიტარული უსაფრთხოების სამუშაოები – ყარსს ათავისუფლებდნენ ადამიანთა გვამებისა და ცხოველთა ლეშისგან. ბაზრებზე გამეფებული იყო სიძვირე ყველაფერზე. მოშიმშილე ადამიანები იმალებოდნენ. ქალაქში მეფობდა სამარისებური სიჩუმე, – იხსენებდა რუსი ოფიცერი – ადამიანები, რომლებსაც კიდევ ჰქონდათ რაიმე ჩუმად სახრავი, არ ჩნდებოდნენ ქუჩებში”.

ყარსის ოლქის უფროსად დანიშნეს პოლკოვნიკი მ. ტ. ლორის-მელიკოვი. ქალაქის ახალი ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ქალაქის პროდუქტითა და ფურაჟით მომარაგება. ამის გაკეთება არ იყო ადვილი – თოვლიანი ზამთარი ხელს უშლიდა გადაზიდვებს. გზების გაწმენდამ ხელი შეუწყო ამ პრობლემის მოგვარებას. უაღრესად პრობლემური იყო ურთიერთობები სხვადასხვა თემებს შორის. ყველაზე მეტი საჩივარი შემოდიოდა ქურთებზე და ყარაპაპახებზე, თურქებისა და სომხების მხრიდან. აუცილებელი იყო წესრიგის აღდგენა. ლორის-მელიკოვმა ამას წარმატებით გაართვა თავი.1856 წლის 26 ივლისს ქალაქისა და მხარის თურქეთის ხელისუფლებისათვის გადაცემის დროს, მან ქალაქის მუფტის თავკაცობით მაცხოვრებლებისაგან მიიღო სამადლობელი წერილი, რომელში ნათქვამი იყო: “მხარის მმართველობაში ჩაბარების დროიდან, ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს, უყურადღებოდ არ ტოვებდნენ მის უმაღლესობამდე მისულ არც ერთ თხოვნას”. მადლიერება გამოთქვა აგრეთვე ციხესიმაგრის ჩამბარებელმა ანატოლიის არმიის მუშირმა: “ეს მდგომარეობა (მოსახლეობის მიმართვა) ამტკიცებს როგორც თქვენს კაცთმოყვარეობას, ასევე თქვენი მოვალეობების მაღალ და ზუსტ ცოდნას”.

ციხე-სიმაგრის აღება და ანატოლიის არმიის განადგურებამ, ძირეული გავლენა მოახდინა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. უკვე 1855 წლის 28 ნოემბერს (10 დეკემბერს) გენერალმა ი. კ. ბაგრატიონ-მუხრანელმა ვ. ო. ბაბეტოვს უპატაკა: “25 ნოემბერს თურქმა მთავარსარდალმა უეცრად შეცვალა თავისი მოქმედების გეგმა. არტილერია, სამთოს გარდა პონტონების პარკი და ყველა სიმძიმეები უდიდესი აჩქარებით გაგზავნილ იქნა უკან ტეხურას გაღმა: იქით იქნა მიმართული მთავარი ძალებიც, ქვეითი არიერგარდებისა და მეშტუცერეების გარდა; რამდენიმე სამთო საარტილერიო დანადგარითა და კავალერიის რაზმით, რომლებიც აბაშაში დატოვეს. მიღებული მონაცემებით, ამ შეტევამ რეზულტატების გარეშე ჩაიარა, ხოლო შემდგომა აჩქარებით უკან დახევამ  გაუვალ ტალახში თურქული გადამზიდი საშუალებები ზღვრულ მოშლილობამდე მიიყვანა: ადამიანები პროვიანტის, თბილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უკმარისობისგან სრულ დაძაბუნებამდე მივიდნენ”.

ომერ-ფაშას ასეთი მოქმედების მიზეზი ყარსის დაცემის ცნობა გახდა. “ეს უკან დახევა – წერდა მისი ინგლისელი მონაწილე, – ხდება სრულ უწესრიგობაში: ყველა გარბოდა ზღვის ნაპირისკენ, ამასთან ფაშებმა გამოავლინეს ისეთი სილაჩრე, როგორსაც მათში მანამდე ვერავინ იეჭვებდა. უწესრიგობა იყო საშინელი და სულ რაღაც 1000 მოწინააღმდეგის გამოჩენა ამ უკან დახევას სულ დამარცხებად გადააქცევდა”. კიდევ 18 (30) ნოემბერს მურავიოვი სწერდა გენ. ბაბეტოვს: “ყარსი კი არ იქნება ომერ-ფაშაზე დამოკიდებული, არამედ ომერ-ფაშა ყარსზე”. ახლა ეს სიტყვები საქმით დამტკიცდა.

ყარსის სიმაგრეში დატოვებულ იქნა მცირე გარნიზონი, ჯარის ძირითადი ნაწილი გამოყვანილ იქნა ზამთრის ბინებზე. მალე თურქებმა უკან დაიხიეს შავი ზღვის სანაპირომდე. მათ კვალდაკვალ მიჰყვებოდა მცირერიცხოვანი რუსული კავალერია. ეს იყო კოალიციის სერიოზული დამარცხება, “ნამდვილი თავსლაფი მოკავშირეთათვის”, როგორც ამას უწოდა დედოფალმა ვიქტორიამ.

თუმცა ყირიმის ომი დასრულდა პარიზის საზავო ხელშეკრულებით. დამარცხებული რუსეთი იძულებული გახდა დაეთმო ყარსის ციხე, ყირიმის ნახევარკუნძული რომ შეენარჩუნებინა. ამ ომით ცარიზმმა კავკასიაში თავისი მფლობელობა განიმტკიცა იმით, რომ ევროპის ქვეყნებმა აღიარეს მისი დაპყრობა.

 

SHARE