7 მთავარი ქალი კასტროს ცხოვრებაში

0
789

კუბელებმა თავიანთ კომენდანტს ტყუილად არ უწოდეს ელ-კასტრო-ულაყი. არაოფიციალური ბიოგრაფიული ინფორმაციით, კასტროს 35 ათას ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა მხოლოდ შვიდმა მათგანმა დატოვა კვალი მის ცხოვრებასა და კუბის ისტორიაში.

  1. მირტა დიასმალარტი

ქერათმიანი მწვანეთვალება ქალბატონი, კუბის შინაგან საქმეთა მინისტრის ქალიშვილი, კასტროს ერთადერთი ცოლი იყო. მათ ერთმანეთი ჰავანის უნივერსიტეტში გაიცნეს, როცა ფიდელი მეხუთე კურსზე იყო.

“მას ისე უყვარდა ცეკვა! ყველა კუბელს აუწერელი რიტმის გრძნობა აქვს, თუმცა მირტა მათ შორის ყველაზე სრულყოფილი იყო. ამბობენ, რომ ქერათმიანის პირველივე ნახვისას კასტრომ თქვა: მე აუცილებლად მოვიყვან მას ცოლად. კასტროს დასცინეს და უთხრეს, რომ არცერთი ლამაზმანი არ ისურვებდა ისეთი ბიჭის ცოლობას, რომელსაც ორივე ფეხი მარცხენა ჰქონდა და არავითარი იუმორის გრძნობა არ გააჩნდა”. – თავის რომანში წერდა ჟურნალისტი ჯეკ სკელი.

1948 წლის 12 ოქტომბერს კასტრო მირტაზე დაქორწინდა. ამ დროს ის ოთხი თვის ფეხმძიმე იყო. მალე ფიდელის ერთადერთი კანონიერი შვილი ფიდელ ფელიქს კასტრო დაიბადა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამწუხაროდ, ქორწინება მხოლოდ 7 წელს გაგრძელდა, მირტამ განქორწინება გადაწყვიტა, როდესაც გაიგო, რომ ქმარმა, რომელიც სასჯელს იხდიდა, ციხეში საყვარელი გაიჩინა.

კანონიერი მეუღლის ხელში კასტროს სასიყვარულო წერილი ჩავარდა. თუ ის ფიდელისგან კრიტიკულ წერილებს და შენიშვნებს იღებდა ბავშვის აღზრდაზე, საყვარელს მთელი რომანტიკული მტვერი ხვდებოდა.

მშობლებმა მირტას დიდი ხნის წინ წაუყენეს ულტიმატუმი: ან ნათესავები, ან ქმარი, რადგან მისი ოჯახი და ფიდელი რევოლუციური ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ღალატი მას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. შვილთან ერთად მირტა ამერიკაში გაემგზავრა. ფიდელი გაბრაზებული იყო, თუმცა არა ცოლის განქორწინების გამო, არამედ თუ როგორ გაბედა მან, მისი შვილის თან წაყვანა. თუმცა ახალმა სიყვარულმა და რევოლუციამ, დიდხანს მწუხარების საშუალება არ მისცეს.

  1. ნატალია რევუელტა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სწორედ ეს ლამაზმანი გახდა ფიდელისა და მირტას განქორწინების მიზეზი. ამბობენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ფიდელის გამო ნატალიამ თავისი ბრილიანტები გაყიდა და ფული რევოლუციის საკეთილდღეოდ მისცა. როდესაც ის კასტროს ლორითა და შემწვარი ანანასით კვებავდა, მან ეს მომენტი მთელი ცხოვრების მანძილზე დაიმახსოვრა.

ვინ იცის, ნატალიას რომელმა ქმედებამ მიიყვანა ის კასტროს გულამდე, მაგრამ მათ შორის გაჩენილი ვნება არ უშლიდა ხელს არც მის ქმარს და არც ფიდელის ცოლს.

საყვარლებს მხოლოდ ერთი რამ აშორებდათ, მათი პირველი შეხვედრის შემდეგ კასრტო მალევე დააპატიმრეს და ციხეში გაგზავნეს. ასე გადაიზარდა მათი რომანი წერილებში.

“ძვირფასო ნატალია, გიგზავნი ნაზ სალამს ციხიდან. მე მუდმივად მახსოვხარ და მიყვარხარ, თუმცა დიდი ხანია შენზე არაფერი მსმენია. მივიღე შენი ლამაზი წერილი და ყოველთვის შევინახავ მას ჩემში. გახსოვდეს, რომ მე სიამოვნებით დავთმობ სიცოხლეს შენთვის და შენი ბედნიერებისთვის” – წერდა კასტრო თავის საყვარელს.

მათ შეხვედრა 21 თვის შემდეგ მოახერხეს და საყვარლები გახდნენ. თუმცა ნატალიას მოსვენებას არ აძლევდა ფიდელის ურთიერთობები სხვა ქალებთან. ის არაერთხელ წაწყდომია ნაცნობ, თუ უცნობ ქალებს კასტროს თავქარიანი ცხოვრებისთვის განკუთვნილ სახლში, თუმცა ფიდელი მას მშვიდად უხსნიდა, რომ ის მაღალი ზნეობრივი ნორმების ადამიანი იყო და არასდროს მისცემდა საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას.

რევუელტას ფეხმძიმობამ ფიდელი ვერ აიძულა, რომ მისთვის ცოლობა შეეთავაზებინა. როცა ნატალიამ გოგონა გააჩინა, კასტრომ ახალგაზრდა დედა დასთან გაგზავნა, რათა დარწმუნებულიყო მის მამობაში.

დამ ახალშობილი აღიარა, რომელსაც ალინა დაარქვეს და მამის საჩუქარი, პლატინის საყურეები გადასცეს. ამ დროს, თავად ფიდელი უიმედოდ ცდილობდა თავის ცოლთან ურთიერთობის აღდგენას, ხოლო როცა გაიგო, რომ ის მეორედ გათხოვდა, ახალი რომანი დაიწყო.

  1. ისაბელ კუსტოდიო

მათ ერთმანეთი მექსიკაში გაიცნეს, სადაც კასტრო პოლიტიკური მოტივების გამო იყო გადასახლებული. გოგონამ ნაცნობ ჟურნალისტს სთხოვა, რომ მასთან ერთად წავიდოდა ფიდელთან ინტერვიუს ჩასაწერად ციხეში. იქ მათ მხოლოდ რამდენჯერმე შეხედეს ერთმანეთს, თუმცა ციხიდან გამოსვლისას კასტრომ გადაწყვიტა, რომ ნაცნობობა უნდა გაეგრძელებინა.

მათ ურთიერთობაში ცოტა რაოდენობით იყო ფიზიკური ვნება, თუმცა ჭარბობდა რევოლუციური პათოსი. კასტრომ თავიდანვე აცნობა ისაბელს, რომ როგორც კი კუბაში დაბრუნდებოდა, მასზე დაქორწინებას აპირებდა. მანამდე კი მათ ბევრი უნდა ემუშავათ, რათა ხელისუფლება შეეცვალათ.

კუბელების ვნებით მოხიბლული გოგონა, სწავლობდა იდეოლოგიურად სწორ ლიტერატურას, შეყვარებულთან ერთად გაიქცა თავდასხმის დროს და სროლისას დაიჭრა კიდეც.

თუმცა, ის იძულებული იყო ფიდელის ახლობლებისგან მოეთმინა განკიცხვა და ანტიპატია.

ყველაზე მეტად კი გუევერა იყო აღშფოთებული. ის დარწმუნებული იყო, რომ გოგონა მათ უბედურებას მოუტანდა. თუმცა, კასტრო არავის უსმენდა და მყარად იდგა დაქორწინების აზრზე.

ისაბელის მიზანდასახულობა კი დღითიდღე დნებოდა. მას ეშინოდა, როგორც ფიდელის ასევე საკუთარი თავის გამო, და არა უსაფუძვლოდ! ქალი კასტროს მოწინააღმდეგეებმა გაიტაცეს. როცა ფიდელმა მოახერხა მისი მოძებნა, ისაბელი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. მან თავისი საცოლის საწოლთან ხუთი დღე გაატარა, მანამ, სანამ ის გონს არ მოეგო.

“ჩემს შიგნით თითქოს რაღაც გატყდა – აღიარა მან 50 წლის შემდეგ. – მე ვგრძნობდი, რომ ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო”.

კუსტოდიომ ჩაშალა ნიშნობა და დატოვა მექსიკა, ხოლო ფიდელმა თქვა:” ახლა მე ძალიან ლამაზი საცოლე მყავს – რევოლუცია!”.

  1. სელია სანჩესი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კასტრომ დიდი ხნით ვერ შეასრულა დაპირება. მის ცხოვრებაში ძალიან მალე გამოჩნდა ახალი სიყვარული – სელია სანჩესი. ის ფიდელზე ხუთი წლით უფროსი იყო, არ გამოირჩეოდა მიმზიდველი გარეგნობით და მშვიდი ხასიათით. თუმცა, მან მოახერხა არა მხოლოდ კომენდანტის თანამებრძოლი ყოფილიყო, არამედ მარჯვენა ხელი, საყვარელი და როგორც ამბობენ ცოლიც კი.

“სელია ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მასზე გავლენის მოხდენა შეეძლო, ეთქვა: ეს არაფრად ვარგა! არ გააკეთო! ის ხშირად კარნახობდა კუბის საგარეო პოლიტიკის კურსს”. – იხსენებს კასტროს ერთ- ერთი მხარდამჭერი ჰუბერ მატოსი.

ამას გარდა, სელია მანიაკალური დაჟინებით იცავდა კასტროს სხვა ქალებთან ურთიერთობისგან. იქნებოდა ეს საქმიანი, მეგობრული, თუ სასიყვარულო შეხვედრა.

რევოლუციის შემდეგ კასტრომ ფანტასტიკური პოპულარობა მოიპოვა. ქალები ქუჩაში აჩერებდნენ და ეუბნებოდნენ “შენგან შვილი მინდა”. ისიც მოურიდებლად იყენებდა თავის დიდებას. თუმცა, იგი თვლიდა, რომ არ ჰქონდა უფლება თავისი ძვირფასი დრო ფიზიკურ სიამოვნებაზე დაეხარჯა, ამიტომ ის ამას სწრაფად და გაუხდელად აკეთებდა, ამ დროს კი კარს უკან დაცვა მორიგეობდა.

სელია მამაცურად იტანდა ამ ყველაფერს და თვალს ხუჭავდა. ის კასტროსთან სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. 1980 წელს კი ფილტვების კიბოს დაავადებით გარდაიცვალა (მეორე ვერსიით, მან თავი მოიკლა).

ყველაზე მეტად სელიას ფიდელი და რევოლუცია უყვარდა, და რა ღირდა მისი მფრინავი ინტრიგები, მის ღრმა გრძნობებთან შედარებით? თუმცა ერთ-ერთი მისი გატაცება თითქმის სიცოცხლის ფასადაც კი გაუჯდა კომენდანტს.

  1. მარიტა ლორენცი

ეს კვლავ ერთი შეხედვით შეყვარება იყო, სხვანაირად ფიდელის ცხოვრებაში არც მომხდარა. ის გერმანელ ლამაზმანს ჰავანის პორტში შეხვდა. მათ ერთად მხოლოდ ერთი დღე გაატარეს, როცა გოგონა კვლავ ნიუ-იორკში უნდა წასულიყო, თუმცა კასტრო სატელეფონო ზარებით თავს “დაესხა” და დაბრუნება სთხოვა. მარიტა კუბაში ჩავიდა და ფიდელის ერთ-ერთი მდივანი გახდა, ამავე დროს კი მისი საყვარელიც.

ფიდელი და მარიტა იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ყოველ მათ პაემანს ის დღემდე თრთოლვით იხსენებს.

ერთ დღეს მარიტას ცხოვრება სრულიად შეიცვალა. როცა ის ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, საუზმისას მოულოდნელად ცუდად იგრძნო თავი. მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მხოლოდ ის ახსოვს, რომ სადღაც მიჰყავდათ, ძალიან ტკიოდა. გონს კი უცნობ სასტუმრო ნომერში, საკუთარ სისხლში მყოფი მოეგო. ხელებით მუცელს შეეხო, თუმცა ბავში უკვე აღარ იყო.

მარიტას გადარჩენა სასწაულებრივად მოხდა. კუსტარულად გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, მას სისხლის მოწამვლა დაეწყო და ჰავანიდან შეერთებულ შტატებში გადასვლა მოუხდა. იქ მას უშიშროების თანამშრომლებმა მიაკვლიეს და ფიდელზე შურისძიება შესთავაზეს: მოეწამლათ იგი. გოგონა მათ დათანხმდა. ..თავის კრემის ქილაში ორი შხამიანი კაფსულა იყო დამალული. ის მათ იღებდა, რათა წყალში გაეხსნა, ამ დროს კი ოთახში კასტრო შემოვიდა. “შენ ჩამოხვედი, რათა მე მომკლა?” – ამ სიტყვებით მან გოგონას იარაღი დაუმიზნა. მარიტამ გადაყარა კაფსულები, გამოართვა იარაღი და ფიდელის მკლავებში მოექცა.

“სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა” – მრავალი წლის შემდეგ განმარტა მან.

  1. დალია სოტო დელ ვალე

“როცა ფიდელს დალია გააცნეს, მას ის შეუყვარდა და თავისთან წამოიყვანა. იგი სხვას აღარავის უნახავს”. – ამბობს ლაზარო ასენსიო, ჟურნალისტი, რევოლუციური ძალების ყოფილი მეთაური.

დაზვერვის ყოფილი აგენტის, დელფინა ფერნანდესის თქმით, დალია ფიდელთან ერთად დაკეტილ რეზიდენციაში 20 წელი ცხოვრობდა. სელიას გარდაცვალების შემდეგ კი კასტრო მასთან გადავიდა.

“მას ყოველთვის მეორე პლანზე უწევდა ყოფნა”. ფიდელის თხოვნით, ის საჯარო გამოსვლას ერიდებოდა. მას უხდებოდა ჩუმად აეტანა კასტროს ღალატი, რის შესახებ საბედნიეროდ მხოლოდ ახლო მეგობრების ვიწრო წრეში იყო ცნობილი”. – ამბობს ფერნანდესი დალიაზე.

კუბის ლიდერის პირადი ცხოვრების საიდუმლო მისმა ქალიშვილმა ალინამ გამოამჟღავნა. მან პრესას აცნობა, რომ დალიამ ფიდელს 5 შვილი გაუჩინა: ანხელი, ანტონიო, ალეხანდრო, ალექსისი და ალექსი. ცნობილია, რომ ყველა მათგანმა განათლება ჰავანაში მიიღო, ჰყავდათ პირადი დაცვა და თავიანთ წარმომავლობას უახლოესი მეგობრებისგანაც კი მალავდნენ.

  1. მარია ლაბორდე

თუ ინფორმაციამ დალიას შესახებ პრესაში გაჟონა, მარისასა და ფიდელის ისტორია ყველაზე საიდუმლოებით მოცულად რჩება.

იმის შესახებ, რომ კასტროს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა, ხორხე ანხელი, მისი პირადი მცველის მეშვეობით გახდა ცნობილი. ხუან რეინალდო სანჩესი კუბიდან ამერიკაში გაიქცა, სადაც თავის მოგონებებზე წიგნი დაწერა.

მისი თქმით, ხორხე ანხელი 1949 წლის 23 მარტს დაიბადა – ექვსი თვით ადრე, თავის ძმა ფიდელ ფელიქსამდე. კასტროს უფროსი შვილის დედა კამაგუეის პროვინციიდან იყო.

ის, რომ მის გარემოცვაში არავის არ გაეგო მარიას, მეტსახელად ამპაროს შესახებ, კასტრომ განსაკუთრებულად იზრუნა.  ამ დროს იგი მირტასთან ქორწილისთვის ემზადებოდა, ხოლო ამბავს საყვარელსა და ახალდაბადებულ ბავშვის შესახებ, მისი გეგმების ჩაშლა შეეძლო.

ყოფილი მცველი აცხადებს, რომ მარიასთან ფიდელი მხოლოდ 3 დღე იყო, ხოლო შვილი თითქმის არასდროს გახსენებია, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის შესახებ იცოდა. ახლა მარია ლაბორდე ცოცხალი აღარაა, მათი ურთიერთობის საიდუმლოს კი ვერასდროს გავიგებთ.

 

SHARE