65 წელი ტახტზე: ელისაბედ II -ის ცხოვრება და მმართველობა

0
460
LONDON, UNITED KINGDOM - MARCH 07: Queen Elizabeth II attends a service for the Order of the British Empire at St Paul's Cathedral on March 7, 2012 in London, England. (Photo by Geoff Pugh - WPA Pool /Getty Images)

1952 წლის 6 თებერვლიდან ელისაბედ ალექსანდრა მერი უკვე 65 წელია, რაც დიდ ბრიტანეთს მართავს.

მეფური ბავშვობა

მისი უდიდებულესობა ინგლისის დედოფალი ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა ლონდონში. ამ პერიოდში სამეფოს მისი ბაბუა ჯორჯ V მართავდა. დაბადებისას, მომავალ დედოფალს ელისაბედ ალექსანდა მერი უინძორი ეწოდა. ის ჯორჯ იორკის უფროსი ქალიშვილი იყო, რომელიც მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა.

ელისაბედ II-ს ბავშვობიდანვე ზრდიდნენ, როგორც პრინცესას. მას აქვს შესანიშნავი განათლება, რომელიც დედოფალს საუკეთესო პედაგოგებმა და კერძო მასწავლებლებმა მისცეს. უფრო მეტიც, ბევრი წყაროდან ცნობილია, რომ გოგონა თვითონ ეწაფებოდა ცოდნას, ფაქტობრივად დამოუკიდებლად ისწავლა ფრანგული ენა და სხვა საგნები.

ახალგაზრდობა ომის დროს

1939 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ელისაბედ II 13 წლის იყო. 1940 წლის შემოდგომაზე ის გამოვიდა რადიოში, მიმართა ბავშვებს, რომლებიც გერმანული ჯარის დაბომბვის შემდეგ დაზარალდნენ.

მოგვიანებით, ელისაბედ ალექსანდრა მერი სასწრაფო დახმარების მანქანების მძღოლ-მექანიკოსი გახდა. ომის დროს, მას გადაჰყავდა ავადმყოფი და დაჭრილი ჯარისკაცები. 1945 წელს, მომავალი ინგლისის დედოფალი მუშაობდა ქალთა სათადარიგო ტერიტორიულ სამსახურში. ომის დასრულებისას მას უკვე ჰქონდა უმცროსი მეთაურის წოდება.

ერთი ნახვით შეყვარება მთელი ცხოვრების მანძილზე

მომავალი მეუღლე ელისაბედ II-მ ომის დაწყებისას სამეფო სამხედრო-საზღვაო კოლეჯში გაიცნო, სადაც ჯორჯ VI ქალიშვილებთან ერთად იმყოფებოდა, რათა სტუდენტები გაეცნო. სწორედ ამ ვიზიტის დროს, მომავალმა დედოფალმა დაინახა საბერძნეთის პრინცი ფილიპი, რომელიც 5 წლით დიდი იყო მასზე და ამ სკოლაში სწავლობდა. ახალგაზრდა ყმაწვილი და გოგონა მხოლოდ რამდნიმე საათით საუბრობდნენ, თუმცა ელისაბედისთვის ეს დრო საკმარისი იყო, რომ ფილიპი შეჰყვარებოდა.

ყველა სირთულის მიუხედავად, მაგალითად ის, რომ გოგონასთვის შეუფერებელი იყო მისი რჩეულის წარმომავლობა და განსჯა სამეფო კარზე, ომის დასრულების შემდეგ ელისაბედმა ფილიპს დაქორწინება შესთავაზა. შედეგად, 1947 წლის 20 ნოემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში მომავალი ინგლისის დედოფლისა და მისი შეყვარებულის გრანდიოზული საქორწილო ცერემონიალი გაიმართა.

ელისაბედისა და ფილიპის ოჯახში 4 ბავშვი დაიბადა. უფროსი შვილი და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი, უელსის პრინცი, პრინცესა ანა ელისაბედ ელის ლუიზა, პრინცი ენდრიუ ალბერტ კრისტიან ედვარდი, იორკის ჰერცოგი და ედვარდ ენტონი რიჩარდ ლუისი უესექსის გრაფი.

2010 წლის 29 დეკემბერს, ელისაბედ II პირველად გახდა დიდი ბებია. ამ დღეს, მის უფროს შვილიშვილს, პრინცესა ანას უფროს შვილს პიტერ ფილიპსა და მის ცოლს, კანადელ ოტამ კელის ქალიშვილი შეეძინათ. გოგონა ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგით 12 მემკვიდრე გახდა.

კორონაცია და მეფობა

მომავალმა დედოფალმა მონარქის ვალდებულებების გაცნობა ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ გახდა ელისაბედი სახელმწიფო საბჭორს წევრი და იმავე დროს მოუხდა შეეცვალა ჯორჯ VI, რომელიც ფრონტის შესამოწმებლად წავიდა.

1952 წლის 6 თებერვალს მეფე ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა, ხოლო ელისაბედ II, რომელიც ამ დროს ქმართან ერთან კენიაში ისვენებდა, დიდი ბრიტანეთის დედოფლად გამოცხადდა. ერთი წლის შემდეგ, 1953 წლის 2 ივნისს ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში ბრიტანეთის ახალი მონარქის ოფიციალური კორონაცია გაიმართა.

ელისაბედ II-ს მმართველობის ეპოქა ინოვაციურ ეპოქად ითვლება, ასევე დედოფალიც ბევრ რამეში იყო პირველი, ის მარტივად იღებდა ყველაფერ ახალს. სწორედ მან მიიღო ბუკინჰემის სასახლეში პირველი კოსმონავტები, გახდა პირველი ინგლისელი მონარქი, რომელიც ჩინეთს ესტუმრა და მიიღო რომის პაპი, 41 წლის წინ მან გააგზავნა თავისი პირველი Email და 65 წლიანი მმართველობის პერიოდში თანამშრომლობდა 10-ზე მეტ პრემიერ-მინისტრთან, რომელთაგან პირველი კონსერვატორი უინსტონ ჩერჩილი იყო.

ყველაზე დიდხანს მმართველობის რეკორდსმენი

აბსოლუტური რეკორდი, ბრიტანეთის ტახტის ყველაზე ხანგრძლივად დაკავებაში ელისაბედ II-მ 2016 წლის 9 სექტემბერს დაამყარა. ამ დროს მას დედოფლად ყოფნის 63 წელი და 217 დღე შეუსრულდა, ზუსტად ერთი დღით მეტი, ვიდრე დედოფალ ვიქტორიას.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, ელისაბედ II-ის 60 წლის მეფობის საპატივცემულოდ Big Ben-ს ოფიციალურად ელისაბედის კოშკი ეწოდა.

ხუთი საინტერესო ფაქტი ელისაბედ II- შესახებ

  • როცა ელისაბედი პატარა იყო, მას არ შეეძლო ეთქვა თავისი სახელი, ამიტომ საკუთარ თავს ლილიბეტს ეძახდა, ბავშვობაში ეს მის მეტსახელად გადაიქცა.
  • დედოფალი რაღაც პერიოდის განმავლობაში გატაცებული იყო ცურვით, მას მაშველის სერთიფიკატიც კი აქვს მიღებული.
  • ელისაბედ II-ს არ აქვს პასპორტი.
  • მონარქი არასდროს არ ატარებს თან ფულს. გამონაკლისად ითვლება მხოლოდ კვირა, როცა ის ეკლესიაში მიდის და თან მიაქვს 5, ან 10 ფუნტი ტაძრისთვის შესაწირად. ამავე დროს, ბუკინჰემის სასახლეში მისი უდიდებულესობისთვის პერსონალური ბანკომატი დგას.
  • ელისაბედ II-ს ძალიან უყვარს ცხენები და ძაღლები. პირველი პონი დედოფალს ჯერ კიდევ ბავშვობაში ბაბუა ჯორჯ V-მ აჩუქა. ძაღლებიდან მას მოსწონს კორგი. ამ ჯიშის ძაღლი – სახელად სიუზანი – ელისაბედს მამამ აჩუქა, როცა სრულწლოვანი გახდა. ელისაბედ II-ს მმართველობის პერიოდში სასახლეში 30-ზე მეტი კორგი ცხოვრობდა. სხვათა შორის, მონარქმა შექმნა ახალი ჯიში დორგი. ეს შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ერთ-ერთი კორგი პრინცესა მარგარეტის ტაქსას პიპკინს დაუმეგობრდა.

 

SHARE