7 პროდუქტი, რომელიც დაბერებას უშლის ხელს

0
270

სილამაზე შინაგანად მოდის. ბაზარზე დღესდღეობით უამრავი “სასწაულმოქმედი” კოსმეტიკური საშუალებაა, თუმცა კოსმეტოლოგი თქვენ გეტყვით, რომ კანის უჯრედებს შეუძლია აღიქვას ყველაზე ძვირადღირებული და ეფექტური დაბერების საწინააღმდეგო კრემების კომპონენტების მხოლოდ 15%. მაგრამ, იმისათვის რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი სახის კანი და თავიდან აიცილოთ ასაკობრივი ნაოჭები, მნიშვნელოვანია, რომ სწორად იკვებოთ. საბედნიეროდ, ბუნება სავსეა პროდუქტებით, ანტიოქსიდანტების შემცველობით, რომლებიც გეხმარებიან ებრძოლოთ და შეაჩეროთ დაბერების პროცესი. Prime.ge აქვეყნებს ზოგიერთი მათგანის სიას.

კურკუმა (ინდური ზაფრანა)

ცხარე სანელებელი, რომელიც მიღებულია იგივე სახელწოდების მცენარისგან, ინდოეთში კანონიერად უკავია წამყვანი ადგილი სიბერის საწინააღმდეგო საშუალებებს შორის. მასში დიდი რაოდენობით ვიტამინები და მიკროელემენტებია, რომლებიც საჭიროა ჩვენი ორგანიზმისათვის: კალციუმი, რკინა, ფოსფორი და იოდი, ვიტამინები В1, В2, ВЗ, С და K. კურკუმა ასევე შეიცავს სხვადასხა ზეთებს: ეთერულსა და ცხიმოვანს, ასევე ფენოლურ ნაერთებს, რომლებიც მცირე დოზით მნიშველოვნად ასუსტებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, მოლეკულების, რომლებიც ანადგურებენ ჯანსაღ უჯრედებს.

კუსკუსი

ამ მარცვლეულის მხოლოდ ერთი ულუფა საუზმეზე, ან სადილზე, ბევრად გაახალგაზრდავებს თქვენს ორგანიზმს. კუს-კუსის გამოყენებისას ორგანიზმი ჯერდება ისეთი ამინომჟავებით, როგორებიცაა გლუტამინის მჟავა, გლიცინი, პროლინი, არგინინი, ლეიცინი, ლიზინი, ასპარაგინული მჟავა და სხვები, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება გაახალგაზრდავებაში. პროდუქტი მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მისი რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ თავი აარიდოთ დეპრესიას, ნერვულ აშლილობას, უძილობას. თქვენ ნაკლებად იგრძნობთ დაღლილობას, თავს უკეთ იგრძნობთ და გაიძლიერებთ იმუნიტეტს.

ნიორი

ნიორი ყველასათვის ცნობილი და ხელმისაწვდომი პროდუქტია, ის ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას, შეიცავს მრავალ მიკროელემენტს, ეთერზეთებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებს მემბრანის მუშაობას. ეს მცენარე ჩვენს ორგანიზმს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულადაც: ნიორი ამცირებს “მავნე” ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს სისხლის ბუნებრივ გათხელებას, ანადგურებს ანტისკლეროზულ ბალთებს არტერიის კედლებზე. ნიორში გენერირებულია გოგირდის შემცველი ნივთიერება იზოტიოციანატი, რომელიც კიბოს უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელს.

ცხიმიანი თევზის ჯიშები

ორაგული, სკუმბრია, კალმახი, სარდინები, ქაშაყი და თინუსი ომეგა-3-ის შეუცვლელ წყაროდ ითვლებიან. კარგად ცნობილია, რომ ამ ცხიმოვან მჟავებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები და აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას, ასევე ეხმარება უჯრედებში სისხლის მიმოქცევას. შედეგად, ეპიდერმისი ხდება უფრო რბილი და შესაბამისი. ზღვის პროდუქტების მიღება ასევე იცავს კანს მზის სხივებისგან, რომლის ეფექტმა შესაძლოა კანის კიბოს განვითარებას შეუწყოს ხელი.

გოგრის მარცვალი

გოგრის მარცვალები ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალების საწყობია. ისინი შეიცავენ ფოსფორს, მაგნიუმს, ნიაცინს, ფოლიუმის მჟავას, მცირე რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე A, C, D და k-ს. თუმცა, ყველაზე მეტად მათში ვიტამინი E-ა, ეფექტური ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდობის გახანგრძლივებას.

გოგირდის მარცვლებში ასევე არის თუთია, იგი ხელს უწყობს მნიშვნელოვანი მიკროელემენტის, კოლაგენის გამომუშავებას და საჭიროა კანის უჯრედების განახლებისთვის. ის ინარჩუნებს კანის ელასტიურობას, თმებისა და ფრჩხილების გაჯანსაღებას. და კიდევ, ზრდის ორგანიზმის დამცავ თვისებებს, ებრძვის ვირუსებს და პათოგენურ ბაქტერიებს, ასევე ითვლება ბუნებრივ იმუნომოდულატორად.

ბუნებრივი პამიდვრის წვენი

ახალგაზრდობის გახანგრძლივებასა და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ასევე დაგეხმარებათ მწიფე პამიდვრის წვენი. ანტიოქსიდანტები, რომლებითაც მდიდარია ეს მცენარეული სასმელი, დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ნაოჭების ნაადრები გაჩენა. პამიდვრის წვენი ასევე ხელს შეუწყობს, თავიდან აიცილოთ პიგმენტური ლაქები და სხვა ნაკლოვანებები სახის კანზე.

სპეციალისტები გვირჩევენ დღეში ერთი ჭიქა პამიდვრის წვენის მიღებას, რომელიც შეიცავს სასარგებლო ნივთიერებას ლიკოპინს, წითელ პიგმენტებს, რომელიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს.

კაკაო

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ ამ არომატულ სასმელს, ბევრად უფრო ნელა ბერდებიან. კაკაო ხელს უწყობს სახის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას და ინარჩუნებს მის ახალგაზრდობას. კაკაო ერთ-ერთი ყველაზე ვიტამინებით გაჯერებული სასმელია, რომელსაც მხოლოდ ბუნებაში შეიძლება შევხვდეთ. იგი შეიცავს ვიტამინებს A, PP, E და B, ასევე მინერალებს: კალციუმს, რკინას, თუთიას, ფტორს, მაგნიუმს, კალიუმს და სხვა.

კაკაო აშეიცავს მელანინს, რომელიც კანს იცავს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივების უარყოფითი ეფექტისგან. ხოლო ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომელსაც კაკაოს ფხვნილი შეიცავს, ხელს უწყობს შეინარჩუნოს მთელი ორგანიზმის ტონუსი.

ჩვენ ბევრი გვსმენია ავოკადოს, ზეითუნის ზეთისა და სხვა სასწაულებრივი თვისებების მქონე პროდუქტებზე, რომლებიც ჩვენი სილამაზის დამხმარეებად ითვლება, თუმცა არ ღირს არ დავაფასოთ “უხილავი ფრონტის მებრძოლები”, რომლებიც, როგორც წესი ყოველ სამზარეულოში ინახება. ალბათ, თქვენ ჯერ კიდევ ვერ მოასწარით, შეგეფასებინათ ის ეფექტი, რომელიც მათ თქვენს ორგანიზმზე მოახდინეს. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ყველა პროდუქტი სასარგებლოა, მხოლოდ ზომიერად. თუ თქვენ მათ გამოიყენებთ კომბინაციაში ბუნებრივ ნიღაბთან, კრემებთან და გაიკეთებთ მასაჟს, თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ნაადრევი ნაოჭების გამოჩენა და შესაძლოა მოიშოროთ უკვე არსებულიც კი.

 

SHARE