7 კრიტიკული შეცდომა, რომელსაც დიეტის დროს უშვებთ

0
521

მოდით დასაწყისშივე ვაღიაროთმე არ მიყვარს დიეტა.

მე არ მიყვარს მკაცრი შეზღუდვები, სხვა და სხვა პროდუქციის აკრძალვები, პორციის სიგიჟემდე შემცირება, იმ 4 გრამი შვრიის გადაყრა, რომელიც გეგმაში მითითებულ ციფრს არ მოერგო.

მკაცრი გეგმები ყოველთვის დაძაბულობის ქვეშ გამყოფებენ. მთელი შენი დღე საჭმლის გარშემო იწყებს ტრიალს. რა უნდა ვჭამოთ, როდის უნდა ვჭამოთ,  რამდენი ცხიმი და ნახშირწყლები უნდა იყოს მასში. ასეთ მიდგომას ყოველთვის საბოტაჟამდე მივყავართ. ითმენ სანამ შეგიძლია და შემდგომგამარჯობა, „აფეთქება”!

ეს არ მუშაობს

შენ ან ასრულებ ასეთ დიეტას, ან მუდმივად ცხოვრობ მისიტ – ზღუდავ შენს თავს ნამდვილი სიამოვნებისაგან.

მოდით ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ გასახდომი დიეტები და ვილაპარაკოთ თვითონ სიტყვა დიეტა-ზე. რა არის ეს? პროდუქტების კრებული, რომელსაც შენ ყოველდღე მიირთმევ, ასეა?

თუ კი შენ ცდილობ, რომ შეცვალო შენი კვების ჩვეული რაციონი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ დიეტას აირჩევ. მთავარია, რომ ამ დიეტამ მოგცეს მასთან გამკლავების სტიმული. მთავარია მოირგო ის შენს თავზე, იგრძნო რამდენად შეგესაბამება იგი და რა შედეგს გაძლევს და არა უბრალოდ, ბრმად მიჰყვე რაღაც ინსტრუქციებს და შეზღუდვებს.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ დიეტას აირჩევ: პალეო-დიეტას, კეტო-დიეტას, დაბალ-ნახშირწყლოვანს, ვეგეტარიანულს, ვეგანურს თუ უბრალოდ სუფთა კვებას.

მთავარია შეამჩნიო, თუ შენი ორგანიზმი გეწინააღმდეგება და ხშირად „ფეთქდები“. თუ ეს ასეა მაშინ მე გთავაზობ გადახედო 7 კრიტიკულ შეცდომას, რომელიც შენ შეიძლება დიეტის დროს დაუშვა.

მიირთვი მეტი საკვები

ვთქვათ მკაფიოდ და გარკვევით, მიირთვი მეტად ჯანმრთელი საკვები. გასახდომი დიეტების უმრავლესობა გვაიძულებენ შევამციროთ კალორიები და ვჭამოთ რაც შეიძლება ცოტა. ამას პირდაპირ მივყავართ სიგიჟემდე. ასეთი დიეტები სრულდება გაშმაგებული ჭამითა და წონის დაბრუნებით, მხოლოდ იმიტომ, რომ საკვების რაოდენობა იყო ზედმეტად ცოტა.

თუ შენ ჯერ კიდევ შეძელი ამ დრომდე თავის შეკავება, შენს ორგანიზმში ირთვება სტრესული დაცვითი რეაქცია, ეს რეაქცია გამოწვეულია ინსტიქტით, რომელიც შიმშილისას აიძულებს ჩვენს ორგანიზმს, გადაინახოს თითოეული ჩვენს პირში მოხვედრილი ნამცეცი ცხიმად.

ზუსტად ამიტომ გჭირდება, რომ გაზარდო შენი ულუფა და დაამატო მას სუფთა, ჯანმრთელი პროდუქტები. როდესაც ჭამ საკმარისს დღის პირველ ნახევარში, შენი სხეული დაკმაყოფილებულია, შიმშილის ჰორმონები დაბალასნებულია, შენი მადა ბუნებრივი მეთოდებით რეგულირდება და საღამოს გინდება ნაკლების ჭამა. ეს ნორნალურია, რადგან ყველაზე მაღალი მეტაბოლიზმი ხდება 12 სა და 13:00 საათებს შორის, როდესაც მზე ძლიერია.

დარწმუნდი, რომ ზედმეტად არ ამცირებ მიკრონუტრიენტებს

ძალიან ბევრი დიეტა გთავაზობს შეამცირო გარკვეული მიკრონუტრიენტების მოხმარება (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები). დასაწყისში მსგავსი დიეტა გაგახდუნებს, თუმცა პერსპექტივაში წონა საკმაოდ მალე დაბრუნდება.

მსგავსი დიეტები მთავრდება ან გაცხოველებული ჭამით, როდესაც ეცემი იმას რაც აქამდე აკრძალული გქონდა, ან გერღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემა, შიმშილი, მადა, ენერგიის გამომუშავება.

ცხიმების უკმარისობის ნიშნებია: საჭმლის მონელების შემდეგ დაღლილობა, შენელება, წონის დაკარგვის შეუძლებლობა, გამუდმებული შიმშილის გრძნობა, შემწვარი ან ცხიმიანი საკვების სურვილი, ნერვოზი.

ნახშირწყლების უკმარისობის ნიშნები: ხშირი ან გამუდმებული შიმშილის შეგრძნება, დაბალი კონცენტრაციის უნარი, არაენერგიულობა, ტკბილეულისკენ სწრაფვა.

კონცენტრირდი კვების ძირითად პრინციპებზე

ყოველთვის მიიღეთ საკვები დროულად. არასდროს დაუშვათ გქონდეთ მოუთმენელი შიმშილის გრძნობა. ასეთ მდგომარეობაში შენ მიირთმევ ძალიან ბევრს, რადგან გერთვება თვითგადარჩენის რეფლექსი. ქვეცნობიერს მიჰყავხარ მაცივართან, საუკეთესო შემთხვევაში კი აღმოჩნდები პიცის ცარიელი ყუთის წინაშე.

თუკი გამუდმებული გიჟური შიმშილის გრძობა თან დაგსდევს – მოიშორე. სხვა შემთხვევაში გარდაუვალია ნერვული შეტევა და გაშმაგებული ჭამა.

დაიტოვე ადგილი სიამოვნებისთვის

როდესაც კვების რაციონიდან მთლიანად ამოიღებ იმ პროდუქტს, რომელიც გიყვარს, შენ ავტომატურად რთავ საბოტაჟის რეჟიმს.

აუცილებლად მიეცი შენს თავს ნება, ყოველგვარი დადანაშაულების გარეშე, კვირაში რამდენჯერმე მიირთვა ის, რაც გიყვარს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კვირაში ხუთჯერ მიიღო ის.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  1. როდესაც შენს თავს უკრძალავ მიიღო ის საკვები, რომელიც გიყვარს, ეს იწვევს სტრესს, ეს უკანასკნელი კი უკონტროლო შიმშილსა და წონაში მატებას.
  2. სიამოვნება იწვევს შენს მოდუნებას, რომლის შედეგი წონის დაკლებაა.
  3. იცი, რომ აკრძალული ხილი ტკბილია? ამის ახსნა, ალბათ არ უნდა გვჭირდებოდეს.

სხვათა შორის, ჯანსაღი საკვებიც შეიძლება იყოს გემრიელი. ეცადეთ, რომ თითოეულმა ნაჭერმა შენში გამოიწვიოს ემოცია “mmmmmm”

შეწყვიტე მუდმივად ციფრებზე ფიქრი

სასწორი შენზე ზეგავლენას ახდენს?

როდესაც ყოველდღე იწონები და სასურველ შედეგს ვერ ხედავ, ეს შენს გაღიზიანებას იწვევს. ეს დაბალი ინტენსივობის სტრესია, რაც ხელს უშლის კორტიზოლის გამოყოფასა და შენი წონის შემცირებას.

აირჩიე კვირის, ან უმჯობესია თვის განმავლობაში ერთი დღე, როცა აიწონები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ დაინახო შენი წონის დინამიკა.

გვერწმუნეთ, ვერავინ ვერ გეტყვით ისეთ ციფრს, რომელიც იდეალური იქნება შენი სხეულისთვის, რადგან, როგორც იცით კუნთები საკმაოდ მძიმეა და 55 კილოგრამის ადამიანები, შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყურებოდნენ.

შეავსე შენი ემოციური ცხოვრება

ემოციური შიმშილი ისეთივე ძლიერია, როგორც ფიზიკური.

თუ შენ ვერ შეძლებ შინაგანი სურვილების დაკმაყოფილებას, ვერც ერთი დიეტა ვერ დაგეხმარება, რადგან თუ ვერ მიიღებ იმას, რაც ნამდვილად გჭირდება ემოციურ დონეზე,  ვერ შეძლებ მოიკლა შინაგანი წყურვილი და შიმშილი, რომელიც შენი სულის სიღრმეში გადავა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა გჭირდება შენ ზუსტად. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ შენ იცი, ეცადე მოუსმინოთ საკუთარ თავს.

დამშვიდდი და ისწავლე მიიღო შენი თავი ისეთი როგორიც ხარ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი თავი ბოლომდე მიიღო ისეთი, როგორიც ხარ. იმისათვის, რომ მიაღწიო ნებისმიერ მიზანს, უნდა განსაზღვრო საწყისი A წერტილი და B, რისი მიღწევაც გსურს.

დავუშვათ A წერტილი შენი სხეულია დღეს, რომელიც მუშაობდა და მხარს გიჭერდა მთელი ეს წლები. შეიძლება გსურდეს, რომ ის გამოიყურებოდეს უკეთესად, ეს ასეც იქნება, ვიცით, რომ ამას აუცილებლად შეძლებ, თუმცა კონკრეტულ მომენტში, შემ გჭირდება დამშვიდება და შენი თავის ბოლომდე მიღება. დიახ, დიდი მუცლითა და თეძოებით.

სანამ შენ თავს არ მიიღებ, ისეთს როგორიც ხარ, B წერტილს ვერ  მიაღწევ.

საბოტაჟი

ძალიან რთულია მივაღწიო მუდმივ წარმატებას, როცა მძიმე და გრძელვადიან შეზღუდვების გზას ადგახარ. ასეთი ცხოვრება ნებისმიერს გადაჭარბებულ ჭამამდე და დანგრევამდე მიიყვანს.

რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანების მცირე რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ მთელი ცხოვრება გაუძლონ ასეთ მძიმე დიეტას. თუმცა მათ შემხედვარეს გაგიჩნდებათ კითხვა: ბედნიერები არიან რომ ისინი?

სიმართლე გითხრათ, მათ ვერ შეამჩნევთ, რომ სიცოცხლისუნარიანნი და ბედნიერები არიან. მაშინ რაშია ცხოვრების აზრი?

აიღე ნებისმიერი კვების პრინციპი, რომელიც შენ  შთაგაგონებს, დაუკავშირე ის ზემოთ მოყვანილ 7 მარტივ წესს და უბრალოდ უყურე, როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება.

 

SHARE