ცნობილი სპორტული ავიაკატასტროფები

0
237

2016 წლის 29 ნოემბერს კოლუმბიის პროვინციის ანტიოქიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 81 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის “Chapecoense”-ის წევრებიც იმყოფებოდნენ, ისინი ნაციონალური ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში იღებდნენ მონაწილეობას. ქვემოთ მოყვანილია სხვა კატასტროფები, რომლებმაც მთლიანი სპორტული გუნდის სიცოცხლე შეიწირეს.

ტორინო”,  1949 წლის 4 მაისი

ტურინის “ტორინო” იმ დროისთვის იტალიის ფეხბურთში ერთ-ერთ წარმატებულ გუნდად ითვლებოდა. კლუბის მფლობელი ფერუციო ნოვომ გუნდი პროფესიონალი ფეხბურთის ტალანტებით დააკომპლექტა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამჯერ მოიგეს ეროვნული ჩემპიონატი.

ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ტურინელები ლისაბონიდან ბრუნდებოდნენ, სადაც ამხანაგური მატჩი ჩაატარეს ადგილობრივ “ბენფიკასთან”. სამძრავიანი თვითმფრინავი Fiat G.212CP პილოტის შეცდომის გამო ჩამოვარდა, მან ცუდი ამინდის გამო კონტროლი დაკარგა. დაშვებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, როცა თვითმფრინავის ფრთა სუპერგას ბაზილიკას შეეხო, შემობრუნდა და დიდი სიჩქარით დაეცა მიწაზე. ბორტზე მყოფი ოცდათერთმეტივე ადამიანი გარდაიცვალა. გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან გადარჩა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, ლაურო ტომი, რომელიც ტრავმის გამო არ გაფრინდა.

მანჩესტერ იუნაიტედი”, 1958 წლის 6 თებერვალი

ბრიტანული ავიაკომპანიის British European Airways-ის ავიალაინერის  Airspeed AS.57 Ambassador-ის ბორტზე იმყოფებოდნენ ინგლისური კლუბის “მანჩესტერ იუნაიტეტის” ფეხბურთელები, როცა ის მიუნჰენის აეროპორტში ჩამოვარდა. თვითმფრინავში სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა – ფეხბურთელები, მწრთვნელები და ჟურნალისტები.

გუნდი ბელგრადიდან ბრუნდებოდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩი ჩაატარა ადგილობრივი “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ. თვითმფრინავი საწვავის შესავსებად მიუნჰენში შეჩერდა, თუმცა დიდთოვლობის გამო ორჯერ ვერ შეძლო აფრენა. კაპიტანმა გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ ეცადა, თუმცა ამ დროს თვითმფრინავმა ვერ მიაღწია საჭირო სიჩქარეს, გადავიდა საფრენი ბილიკის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხის ფარდულს, რომელშიც საწვავით სავსე სატვირთო მანქანა იდგა. მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც 21 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

პახტაკორი”,  1979 წლის 11 აგვისტო

1970-იანი წლების ბოლოს ტაშკენტის “პახტაკორი” საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პოპულარული გუნდი იყო. 1979 წლის 11 აგვისტოს “აეროფლოტის” თვითმფრინავი ТУ-134, რომლის ბორტზე 14 ადამიანი, ფეხბურთელები, მეორე მწრთვნელი, ადმინისტრატორი და ექიმი იმყოფებოდა, ასრულებდა რეისს ტაშკენტი-მინსკი. “პახტაკორს” СССР-ის ჩემპიონატის მატჩი ჰქონდა მინსკის “დინამოსთან”.

ტრაგედია მოხდა ცაში, დნეპროძერჟინსკის თავზე. გამოუცდელმა ავიადისპეჩერმა გვიან შეამჩნია, რომ ბორტი სახიფათოდ უახლოვდებოდა სხვა ТУ-134-ს, რომელიც ჩელიაბინსკიდან კიშინევში მიემართებოდა. პილოტებს უბრძანეს ერთმანეთს გარიდებოდნენ, თუმცა მათ ვეღარ მოახერხეს რეაგირება. ერთი თვითმფრინავის ფრთა დაეჯახა მეორეს ფიუზელაჟს და ორივე მათგანი ჰაერში აფეთქდა. ორივე რეისის 178 მგზავრი გარდაიცვალა, მათ შორის იყვნენ “პახტაკორი”-ს 17 ფეხბურთელი.

ტრაგედიიდან 12 დღის შემდეგ გადარჩენილმა ფეხვურთელებმა ჩემპიონატში მონაწილეობა გააგრძელეს, დაღუპული თანაგუნდელების საპატივსაცემოდ.

ზამბიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 1993 წლის 27 აპრილი

ზამბიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურიდან ბრუნდებოდა, რომელიც 1994 წელს სენეგალში ჩატარდა. დაფინანსების შემცირების გამო, გუნდი იძულებული იყო დაექირავებინა Buffalo DHC-5D, რომელიც Air Force ზამბიას ეკუთვნოდა. როცა თვითმფრინავი გაბონის სანაპიროს თავზე მიფრინავდა, ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი წაეკიდა, კონტროლი დაკარგა და ზღვაში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ოცდაათივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 18 ფეხბურთელი იყო.

ტრაგედიამ გააერთიანა ზამბიის გუნდი. მათ 1994 წელს ვერცხილს მედალი მოიგეს, ხოლო 1996 წელს აფრიკის ერთა თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ლოკომოტივი”, 2011 წლის 7 სექტემბერი

იაროსლავის “ლოკომოტივი” ჰოკეის კონტინენტური ლიგის მატჩზე მიფრინავდა მინსკში, სადაც ადგილობრივ “დინამოს” უნდა შეხვედროდა. თამაში 8 სექტემბერს იყო დანიშნული, რომელიც იაროსლაველთათვის ახალ სეზონში პირველი იყო.

თვითმფრინავი ЯК-42 ასრულებდა ფრენას ტუნოშნას აეროპორტიდან. ლაინერმა ვერ შეძლო უსაფრთხო სიმაღლის მიღწევა, ასაფრენი ბილიკიდან 435 მეტრში შუქურის ანტენას დაეჯახა და ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 45 მგზავრიდან 43 ადგილზე გარდაიცვალა.

26 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე გალიმოვი და ავიაციისა და რადიოელექტრონული ტექნიკის ინჟინერი ალექსანდრ სიზოვი სალონის კუდში ისხდნენ, ორივე მათგანს ღვედი შეკრული არ ჰქონდა  და ჩამოვარდნის დროს  მდინარე ტუნოშონკაში ჩავარდნენ. როცა სპორტსმენი აღმოაჩინეს, მას გონება დაკარგული არ ჰქონდა და შეძლო პოლიციელთათვის საკუთარი სახელის თქმა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს სხეულის 90%-ის დამწვრობით. ხუთი დღის შემდეგ კი გარდაიცვალა.

სიზოვი საავადმყოფოში სხეულის 15%ის დამწვრობით, ორივე ბარძაყის მოტეხილობით, ტვინის შერყევით, ნეკნებისა და გულმკერდის არეში დაზიანებებით გადაიყვანეს.

ამ შემთხვევის შემდეგ ის გამოჯანმრთელდა და მუშაობა საავიაციო ტექნიკოსად განაგრძო.

“ლოკომოტივი” იძულებული გახდა ერთი სეზონი ჰოკეის უმაღლეს ლიგაში ყოფილიყო, ხოლო შემდეგ კვლავ დაბრუნდა კონტინენტალურ ლიგაზე.

 

SHARE