სიმპსონების გავლენა ამერიკულ კულტურაზე

0
377

1989 წლის 17 დეკემბერს ტელეარხ FOX -ზე (აშშ) გავიდა მულტფილმ “სიმფსონების” პირველი სერია.

მულტფილმის იდეა, რომელიც ყველაზე გრძელ მულტისერიალად იქცა ამერიკის ისტორიაში, ეკუთვნის მეთიუ გროუნიგს, იგი იმ დროისთვის ცნობილი იყო, როგორც კომიქს “ცხოვრება ჯოჯოხეთში” – ს ავტორი. მეტი შეამჩნია სატელევიზიო პროდუსერმა ჯეიმს ბრუკსმა, რომელიც პატარა მოკლემეტრაჟიანებისთვის ანიმატორს ეძებდა, ტრეისი ულმანის შოუსთვის და შესთავაზა მას თავისი ძალები ეცადა ანიმაციაში. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ მოკლემეტრაჟების პერსონაჟები დაფუძნებულნი იქნებოდნენ კომიქსების პერსონაჟებზე, თუმცა გროუნდინგმა რაიმე ახლის შექმნა გადაწყვიტა. ნაჩქარევად შექმნილი ტიპიური ამერიკული ოჯახის, მომავალი პერსონაჟების, რომდენიმე მონახაზს გროუნინგმა არც თუ ისე დიდი ხნის ფიქრის შემდგომ თავისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახელები დაარქვა.

2 წუთიანი მინი სერიების ჩვენება 1987 წელს დაწიყეს. პერსონაჟები და მოკლე სიუჟეტები ისე მოეწონათ ტელემაყურებლებს, რომ FOX ის პროდუსერებმა გადაწყვიტეს ცალკე სერიალის შექმნა და არც შემცდარან. პირველი მოკლემეტრაჟიანი კლიპის გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ შოუმ ატომური ბომბის აფეთქების ეფექტი იქონია და მომენტალურად ნამდვილ ჰიტად იქცა.

1997 წლის 9 თებერვალს “სიმფსონებმა” გადაფარეს “ფინსტოუნები”, როგორც ყველაზე ხანგრძლივმა მულტიპლიკაციურმა სერიალმა ამერიკაში. 2004 წელს “სიპსონებმა” უკან ჩამოიტოვეს “Scooby Doo” სერიების რაოდენობით.

მულტფილმის გმირები გამუდმებით ხვდებოდნენ სხვადასხვა ჟურნალების ყდებზე. ჟურნალმა Time – მა 1998 წელს სიმფსონებს მეოცე საუკუნის საუკეთესო სატელევიზიო სერიალი უწოდა. ჟურნალი Rolling Stone – ის 2002 წლის გამოშვებაში, ბარტი გამოსახულია ნირვანას ალბომ “Nevermind” – ის ყდაზე არსებული ახალშობილის მსგავსად. მარჯი 2007 წელს მოხვდა ამერიკული ჟურნალ “Maxim” – ის, ხოლო 2009 წელს კი Playboy – ის ყდაზე, სიმფსონებსი 20 წლისთავის აღსანიშნავად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიმფსონების ისტორია ახლაც გრძელდება, გამოდის ახალი სეზონები და სერიები. თუმცაღა შოუს აღმასრულებელმა პროდუსერმა გამოხატა პირადი აზრი და თქვა, რომ შოუ დასრულდება 30-ე სეზონამდე. მულტფილმის შემქმნელმა მეტ გროუნინგმა არაერთხელ აღნიშნა, რომ “ფუტურამა”, ბევრად უფრო მეტად უყვარს და მოხარული იქნებოდა თუ

“ფუტურამა” გახდებოდა “სიმფსონების” შთამომავალი და საბოლოოდ გადაფარავდა მას. ასეა თუ ისე, დღეს სერიალი “სიმფსონები” ცოცხლობს, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილის დაკავებით ამერიკულ ტელევიზიაში, ხოლო ნორმებს, რომლებიც გვხვდება ამ სერიალში და ასევე მის სატირას დიდი გავლენა აქვს ამერიკულ საზოგადოებაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საოჯახო ფასეულებები

ხშირად “სიმფსონები” იღებენ კრიტიკულ შეფასებებს იმის გამო, რომ ახდენენ მშობლებისა და ბავშვების ნეგატიური საროლო მოდელების დემონსტრირებას. ამ მხრივ სერიალის მაღალი რეიტინგი ნაწილობრივ მეტყველებს აშშ-ს ოჯახებში , საოჯახო ფასეულობებისა და მორალის დავარდნაზე. ერთხელ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა “სიმფსონები” დაადანაშაულა საზოგადოების ყველა უბედურებაში: “ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მცდელობას ამერკული ოჯახების გასაძლიერებლად, რათა ისინი მეტად ჰგავდნენ “უოლტონებს” და რაც შეიძლება ნაკლებად “სიმფსონებს”, ასევე ბუშმა თქვა, რომ ამერიკული ოჯახები არ უნდა ემსგავსებოდნენ “სიმფსონებს” და მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება საყმაროს ბედნიერება. მიმსმა მეუღლემ, ბარბარა ბუშმა 1990 წელს სერიალს უწოდა “ყველაზე სულელური რამ, რაც კი ოდესმე უნახავს’’. “სიმფსონების” შემქმნელებმა ბარბარა ბუშს მისწერეს წერილი თეთრ სახლში, პერსონაჟ მარჯ სიმფსონის სახელით:

ძვირფასო პირველო ლედი!

ცოტა ხნის წინ მე გავეცანი თქვენს კრიტიკას ჩემი ოჯახის მიმართ. რამაც საშინლად იმოქმედა ჩემს გრძნობებზე. ცანი ხედავენ, ჩვენ შორს ვართ იდეალურობისგან და გულახდილად, რომ ვთქვათ ნორმალურობამდეც ვერ ვაღწევთ. მაგრამ როგორც დოქტორი სიუს – ი ბრძანებს “ადამიანი ადამიანია”. მე ჩემს შვილებს ბარტს, ლიზას, და პატარა მეგისაც კი ყოველთვის ვასწავლი, რომ არ ილაპარაკონ ხალხზე ცუდი. რთულია მათთვის ამ რჩევის მიღება, როდესაც ქვეყნის პირველი ლედი გვეძახის არა მხოლოდ სულელებს, არამედ “ყველაზე სულელებს”…”

მოვიდა საპასუხო წერილიც:

“ძვირფასო მარჯ! რა სასიამოვნოა, რომ მომწერეთ…

გულახდილად, რომ ვთქვათ თქვენ კარგ მაგალითს აძლევთ ჩვენს ქვეყანას.

გთხოვთ, მაპატიოთ ჩემი დაუმორჩილებელი ენის გამო.

საუკეთესო სურვილებით,

ბარბარა ბუში”

მაგრამ ამის გარეშეც, სიმფსონების ოჯახის ქცევის და მოდელის მიმართ კრიტიკა საკმაოდ მაღალი რჩება, და ხშირად ნეგატიური შეფასება საბოლოო ჯამში სერიალის სატელევიზიო ისტორიის კონტექსტიდან ამოვარდნილია.  მთელი თავისი ფორსირებით, “სიმფსონები” გვაჩვენებენ საოჯახო ინსტიტუტის და ფასეულბების ნორმას, ამერიკის საზოგადოებაში.

ჰოლივუდის მცდელობებმა, შეექმნათ ახალ-ახალი პროექტები ათწლეულების განმავლობაში, ჩაატარა ვარიაციული ექსპერიმენტები არატრადიციული ოჯახის თემასთან დაკავშირებით, ოჯახები ერთი მშობლებით ან საერთოდ მშობლების გარეშე. არაიდეალური ოჯახი ბევრად უკეთესია ვიდრე მისი არ არსებობა – ასეთი გზავნილი მოდიოდა “სიმფსონებისგან”. ზოგიერთი ცვლილებებით “სიმფსონებმა” ბევრი რამ გადმოიღეს ძველი მულტფილმებიდან,  საოჯახო ფასეულებების მტკიცებით, ისეთები როგორებიცაა “ფლინსტოუნები” და “ჯეტსონები” – ასევე საკმაოდ მისაღები მულტსერიალის პერსონაჟები ამერიკული ღირებულებებისთვის და კულტურისთვის. თავნება და ბუნტისთავი ბარტი – ტომ სოიერის თანამედროვე განსახიერებაა. კაცმა, ოჯახის მამამ, “სიმფსონებში” განიცადა ის ცვლილებები, რაც ყველა სხვა ჰოლივუდის პროექტებში. ჰომერის ოჯახის მიმართ სიყვარული, სულელურობა, კაცთმოყვარეობა და ბავშვური გულუბრყვილობა მსგავსია თანამედროვე ამერიკული საზოგადოების პერსონაჟისა – ფორესტ გამპისა. იუვენალური იუსტიციის თემაც ასევე გახსნილია “სიმფსონებში”. ერთ-ერთ სერიაში ოჯახი ეხვევა მომდევნო უსიამოვნებაში. გომერი თავის მეუღლესთან ერთად მიემგზავრება კურორტზე და სიჩქარეში მარჯი ვერ ასწრებს თეფშის გარეცხვას. ამავდროულად ბარტს გადმოედება ტილები თავისი მეგობრის მაიმუნისგან, ლიზა კი სკოლაში ფეხსაცმლის გარეშე აღმოჩნდება, რადგან მისი სასმენოს ფეხსაცმელი მოიპარეს. ისე, როგორც ჩვეულებვრივ, იუვენალურ პრაქტიკაში ხდება, პრობლემა არ გახდა ოჯახის დახმარების მიზეზი არამედ პირიქით, დანგრევის: ისმება ბარტისა და ლიზას სხვა მშობლებისთვის გადაცემის საკითხი. თუმცა საბოლოოდ “სიმფსონების” ოჯახს გამოსდის ხელახალი გაერთიანაბეა. სწორედ ეს არის სერიის ჰეფი ენდი და ჩვენება ამერიკელი მაყურებლისთვის საზოგადო ნორმისა.

პოლიტიკური ღირებულებები.

აშშ-ში ცხოვრების ნეგატიური მხარეები მულტფილმში ფართოდაა შემკული სატირით. არსებობს ხუმრობები, რომლებიც აშკარას ხდიან ამერიკული სიმფსონების ნამდვილ რაობას. მაგალითად, მერ კუიმბის კაბინეტში აშშ-ს გერბზე ზეთისხილის თაიგულის ნაცვლად ფსოვი და ისრების თაიგულია გამოსახული, უჭირავს ფულის შეკვრა და მარტინი. ეპიზოდში “Moe’N’ Lisa” – ამერიკული ჰიმნის შესრულების წინ ის ყვირის: “გამორთეთ ეს ჰიპური საშინელება!”.

სატირითა და იუმორით აღსავსე “სიმფსონების” სამყარო, მაგალითად ამერიკული საზოგადოებისთვის გვევლინება არა მხოლოდ საოჯახო საკითხებში, ის დემონსტრირებს მთელი ამერიკის “სპრინგფილდის” ღირებულებებს, ჩაკლულს თავის პროვინციალურ შეზღუდვებში, დაწყებული შტატ მენიდან კენტუკით დამთავრებული. ერთ-ერთი სერია ეძღვნება პლატონური უტოპიის მშენებლობას სპრინგფილდის ტერიტორიაზე. ისე თითქოს, ეს არ არის შტატების შემადგენელი ქალაქი – ის ცალკე სახელმწიფოა. სერიის ბოლოს, ამ უტოპიის მშენებლობა არა მხოლოდ კრახით მთავრდება, არამედ ხელისუფლების უფრო სულელური, მოქალაქეთა კოლექტიური გრძნობების, ინდივიდუალიზმის მტკიცებით, თავისსა და ინტელექტუალ-განმანათლებლებს შორის კავშირის ვერ პოვნით. ამრიგად, პატარა სპრინგფილდში არსებული პოლიტიკური ნორმის მსგავსად, თანამედროვე ამერიკული სატირაც იმაზე მეტყველებს , რომ ის (არა მხოლოდ “სიმფსონებში” არამედ “სამხრეთის პარკში”, “გრიფინებში”, კომიკოსების გამოსვლებში და ასე შემდეგ), ჭრილია მთლიანად თანამედროვე შეერთებული შტატებისა.

 

SHARE