ბელორუსი თუ ყაზახეთი, ვინ იქნება რუსეთის შემდეგი მსხვერპლი?

0
252

 

სამი წლის წინ, ყირიმის ოკუპაციის დასაწყისში, რუსულმა პროპაგანდამ არა მხოლოდ რუსი მოსახლეობის 86 % გააკვირვა. პოსტ საბჭოთა სივრცეში, თავისუფალი რადიომაუწყებლობის წყალობით, მოსკოვის ტყუილის გავლენა, მათ შორის რუსული ფედერაციის უახლოეს “მოკავშირეებზეც” დიდია, პირველ რიგში ბელარუსის და ყაზახეთის მაცხოვრებლებში. არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია, რომ გულგრილად მოისმინოს ცრემლიანი ისტორია “ჯვარცმული სლავი ბიჭის”, “ხუნტის”, “სადამსჯელო” ჯგუფების მხეცობაზე და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების სხვა “დარღვევების” შესახებ.

თუმცა, რუსული აგრესიის ფონზე ყირიმსა და დობნასში, თანდათან გამოფხიზლება მიმდინარეობს. ერთის მხრივ, ბელარუსი და ყაზახეთი იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ “ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ” ბრენდის ქვეშ, იმალება რუსეთის შენიღბული სადამსჯელო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ. მეორეს მხრივ, ამ ქვეყნის მოსახლეობა სვამს კითხვას, თუ რამდენი დრო დასჭირდება, რომ რუსული Zombie TV-ის ეთერში გამოჩნდნენ ყაზახი ბანდები და ბელორუსი ნაციონალისტები? მათი შიში სულაც არ არის უსაფუძვლო.

თუმცა, ლუკაშენკოპუტინის დისკუსია თემაზე, თუ ვის ვისი მართებდა, რუსი პროპაგანდისტებისთვის საფრთხის მიზეზი გახდა: გაისმა ბრალდებები ანტირუსულ რიტორიკზე და.. ბელარუსული ენის აღორძინებაზე

მინსკისა და მოსკოვის შემდეგი დავა ერთი შეხედვით გამოჩნდა, რუსული ენერგორესურსების განსაკუთრებული ფასის გამო. გასაგებია, რომ ლუკაშენკო “სახელმწიფოთა კავშირში” იმყოფება იმიტომ, რათა აპირებს კრემლის მაქსიმალურად გამოყენებას, რათა მიიღოს სასურველი პრემია. “მოძმე” ქვეყნების ურთიერთობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. რუსეთი ყოველთვის, შუაგულ ზამთარში, ნათესავური გრძნობებით, უთიშავდა გაზს ბელარუსებს, ასევე აკრძალა ბელორუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი. კნუტისა და ნამცხვრის მეთოდით მიიყვანა ის “სიყვარულამდე”, რეზულტატში კი “აახია” ბელორუსული გაზ-სატრანსპორტო სისტემა.

თუმცა, ლუკაშენკო-პუტინის დისკუსია თემაზე, თუ ვის ვისი მართებდა, რუსი პროპაგანდისტებისთვის საფრთხის მიზეზი გახდა: გაისმა ბრალდებები ანტირუსულ რიტორიკზე და.. ბელარუსული ენის აღორძინებაზე.

როგორც არ უნდა გვინდოდეს “უკრაინული სცენარის” გამეორება ბელორუსში, რომელსაც არ უნდა, რომ ბელორუსი დავუძახოთ. “უკრაინული სცენარი” – ეს არის რუსული ტანკები თქვენს მიწაზე, რომლებიც თქვენ არ დაგიპატიჟებიათ. სხვათა შორის, უკრაინაზე თავდასხმის წინ, ასევე იყო ეკონომიკური დავა. კრემლს არ მოსწონდა უკრაინა-ევროკავშირის ასოციაცია. ბევრი ითქვა იმაზე, თუ რამდენი მილიარდი დოლარი დაკარგა რუსეთმა, როცა მთელს ევროპაში ყველაზე ძვირად უკრაინაში ყიდდა გაზს. ახლა ბელორუსისთვისაც არის ანგარიში წარდგენილი. აღმოჩნდა, რომ მათ მოსკოვმა ათობით მილიარდი დოლარი აჩუქა, ხოლო შედეგად, რუსი რადიკალები ფიქრობენ ბელორუსის რუსეთის ფედერაციასთან “შეერთებას”, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური კი საზღვრებს აძლიერებს.

ლუკაშენკოს მძაფრი და ემოციური შეშფოთების ფონზე, ფაქტიურად უყურადღებოდ დარჩა რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიები ყაზახეთის მიმართ – ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი პავლე შპეროვის მიერ. თითქოს ცოტაა “რუსული გაზაფხულით” შეწუხებული და დიდების მაძიებელი დეპუტატები დუმაში, რომლებსაც არ ჰყოფნით სასიცოცხლო სივრცე? რუსეთის პარლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელმა საეთაშორისო საკითხებში, ლეონიდ სლუცკიმ სცადა “პატრიოტი”-ს მხარდაჭერა, უკრაინული მედიის “ტყუილებსა” და “კონტექსტიდან სიტყვების ამოღებაში” დადანაშაულებით. ამ შენიშვნაზე ამხანაგმა შპეროვმა რეაგირება “რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის” დასაბუთებით გააკეთა. დაარწმუნა საკუთარი თავი და სხვები, რომ “საზღვრები სამუდამო არ არის” და “პოლიტიკური რუკა ყოველწლიურად იცვლება”.

ყველა ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ხვალ რუსეთის არმია შვებულებაში წავა და გაემგზავრება რუსების გადასარჩენად ბელარუსსა და ყაზახეთში

ჯერჯერობით, ოფიციალური ყაზახეთი ცდილობს, რომ თავისი აღშფოთება საჯაროდ არ გამოხატოს, თუმცა დიპლომატიური არხების მეშვეობით რუსეთის “სტრატეგიულ პარტნიორებს” მოუწოდებს, რომ “გონს მოეგონ” და გაიხსენონ, თუ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები. ასევე ახსენებს ქვეყნებს შორის დადებულ ხელშეკრულებას “ყაზახეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის” შესახებ. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში თითქოს ამაზე არ დაობენ, განმარტავენ, რომ ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ პრეზიდენტს, პრემიერსა და სამინისტროს ხელმძღვანელს შეუძლია, ასევე “მათ მიერ უფლებამოსილ პირებს”. საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სპიკერმა გამოთქვა ტერიტორიული პრეტენზია ყაზახეთის მიმართ და გამოხატა რუსეთის “ელექტორატის” აზრი. პრობლემა იმაშია, რომ დონბასში მორბენალი სეპარატისტი აქტივისტები, ასევე რუსეთის “ელექტორატიდან” იყვნენ, ეს განმარტება ყირიმში მყოფ რუსეთის ჯარისკაცებზეც ვრცელდება.

ყველა ეს განცხადებები არ ნიშნავს, რომ ხვალ რუსეთის არმია შვებულებაში წავა და გაემგზავრება რუსების გადასარჩენად ბელარუსსა და ყაზახეთში. ამ ქვეყნებს მრავალი წლის განმავლობაში მართავს ხალხი, რომლებსაც გააჩნიათ ერთპიროვნული მმართველობა და იციან, თუ როგორ უნდა იცეკვონ “კრემლის დათვთან”. თუმცა, ლიდერები მუდმივად არ არიან, ამიტომ რაც დღეს შეუძლებლად გვეჩვენება, ხვალ შეიძლება განხორციელდეს. მთავარია, რომ რუსეთმა არ უარყოს იდეა, კვლავ დაიპყროს ეს ტერიტორიები და საჯაროდ მოახდინოს ამის დემონსტირება. საჭიროების შემთხვევაში, მოიძებნება განმარტება, თუ რატომ არ შეიძლება შესრულდეს ხელშეკრულება სუვერენიტეტის გარანტიის შესახებ. საკმარისია დააჭირო სასურველ ღილაკს ტელევიზორის პულტზე. უკრაინის დემოკრატიისთვის ომი ამის მაგალითია.

 

SHARE