ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმი თბილისში   

0
65

2016 წლის 2-4 ნოემბერს, თბილისში “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) “გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია” გაიმართა. გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-მდე სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობდა.

ამ ტიპის ღონისძიებები ადასტურებს, რომ საქართველოს მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება. პრაქტიკულად, ამ ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის ძალიან მაღალი დონის დელეგაცია იყო ჩამოსული.

გლობალური ფორუმის პლენარული სესიის საქართველოში ჩატარება, იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელიც ქვეყანამ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში განახორციელა.

საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება, რათა გახადოს იგი უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული და მარტივად ადმინისტრირებადი. მხოლოდ ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კოორპორაციის ერთობლივი პროექტის Doing business-ის 2017 წლის რეიტინგში, კერძოდ გადასახადოს გადახდის კომპონენტში, საქართველოს, რეკორდული, 22-ე ადგილი უკავია.

საქართველო გლობალურ ფორუმში გაწევრიანებულია 2011 წლიდან. ქვეყანამ წარმატებით გაიარა გლობალური ფორუმის შეფასების ორივე ფაზა. გლობალური ფორუმის შეფასებით, საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ასევე, ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ კუთხით, საიმედო პარტნიორი ქვეყანაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, საქართველო რეგიონის ერთ-ერთი სამაგალითო და ლიდერი სახელმწიფოა.

3 დღიანი ფორუმის დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

“ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” მთავარი ამოცანა მათი მაქსიმალურად გამჭვირვალობაა, მეტიც, მიზანი, რომლისკენაც “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია” მიილტვის, მათი გადასახადებით დატვირთვაა.

 

SHARE