გიორგი გახარია – ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს

0
267

ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“სრული პასუხისმგებლობით მინდა განგიცხადოთ, რომ ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისში ჩატარებულ ოპერაციასთან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქობულეთში ქალი დააკავეს. ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი.

SHARE