რომან გოცირიძე ევა გოცირიძის კანდიდატურაზე – ეს ბოლო წერტილია საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილების, პოლიტიზაციის და დეგრადაციის

0
96

ეს უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილებისა და პოლიტიზაციის ბოლო წერტილი, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენას.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლების ნებისმიერი წინადადების განმხორციელებელი პიროვნება მიდის.
„ეს უკვე არის ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილებისა და პოლიტიზაციის, ვიტყოდი, დეგრადაციის. ეს არის მესამე ტალღა, პირველად ჩაინერგა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები, მეორე, დეპუტატები გადავიდნენ ამ შენობიდან საკონსტიტუციო სასამართლოში და მოირგეს მოსამართლის მანტია და მესამე ეს უკვე აშკარად ხელისუფლების ნებისმიერ წინადადების შემსრულებელი პიროვნება გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაკარგა ყველა ის რეპუტაცია და ხიბლი, რაც ამ ორგანოს ჰქონდა რაღაც პერიოდის განმავლობაში. ეს ძალიან ცუდი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

SHARE