ფილიპ ბრიდლავი – თუ პუტინი საზღვრის იქით გაიხედება, მიხვდება იქ ნატოა, ხოლო თუ საზღვარზე გადავა, ნატო-სთან ექნება საქმე

0
401

რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში საკუთარი ძალები უნდა განალაგოს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა ესტონური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თუ პუტინი საზღვრის იქით გაიხედება, მიხვდება რომ იქ ნატო და არა რომელიმე ქვეყანა, ხოლო საზღვარზე თუ გადავა ნატოსთან ექნება საქმე“ – განაცხადა ბრიდლავმა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის ქმედებებს უნდა აკვირდებოდეს, რადგან პუტინი არმიაში ინვესტირებასა და სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს.ფილიპ ბრიდლავის მოსაზრებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ძლიერი არმიის შექმნა შეძლო. მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რობერტ უორკმა განაცხადა, რომ პენტაგონი აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების გაზრდას გეგმავს, კერძოდ, რეგიონში მძიმე ჯავშანტექნიკა და 4 200 სამხედრო განლაგდება.

პენტაგონის მოსაზრებით, ეს ზომა აუცილებელია აღმოსავლეთ ევროპის რუსეთის „მზარდი“ აგრესიის დასაცავად, თუმცა გეგმა ჯერ აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

 

SHARE