პაბლო ესკობარი: ფულისა და სამართლიანობის სახელით

0
226

რომ არა სპეციფიკური საქმიანობა, პაბლო ესკობარი შესაძლოა სასწავლო წიგნებშიც კი მოხვედრილიყო, როგორც პიროვნული ზრდის სრულყოფილი მაგალითი. ადამიანი, რომელმაც წარმატებას ბევრი შრომის შედეგად მიაღწია. ერთ-ერთი დაპატიმრების დროს, პოლიციამ მას ამერიკული ბესტსელერის “პოზიტიური აზროვნების ძალის” ესპანური თარგმანი ამოაცალა, თუმცა პაბლოს აზრები სულაც არ იყო პოზიტიური.

2016 წლის პირველ დეკემბერს პაბლო ესკობარს 67 წელი შეუსრულდებოდა. ნარკობარონი, რომელიც კაშკაშა ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველაზე ცნობილი კოლუმბიელი იყო (გაბრიელ გარსია მარკესს თუ არ ჩავთვლით), 1993 წელს დაიღუპა. მან წააგო ომი, რომელიც თავადვე გამოუცხადა მთავრობას. თუ როგორ გახდა ღარიბი ბიჭი კოლუმბიის ყველაზე მდიდარი მოქალაქე და შემდეგ სახელმწიფოს მთავარი მტერი, ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

დედა, ცოტაც მოიცადე

ის ღარიბი ფერმერის ხესუს დარი ესკობარისა და მასწავლებლის ჰემილდი გავირიას ოჯახში დაიბადა. “მამა ყოველთვის მეუბნეობდა, რომ არასდროს უნდა დამვიწყებოდა, უბრალო ოჯახიდან რომ მოვდიოდით, ის არასდროს არაფერს ელოდა პოლიტიკოსებისგან. იგი ამბობდა, რომ საჭიროა გაჭირვებულთა დახმარება და მათთვის თავმოყვარეობის დაბრუნება”. – ამბობდა პაბლო ესკობარმა.

პაბლო ესკობარები შვიდშვილიანი ოჯახიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც სიღატაკეში ცხოვრობდა. ერთხელ მომავალი ნარკობარონი მასწავლებელმა იმის გამო გამოაგდო კლასიდან, რომ ის სკოლაში ფეხშიშველი მივიდა. სახლში ფული არ იყო, ამიტომ ჰემილდმა შვილისთვის ფეხსაცმელი მაღაზიიდან მოიპარა, თუმცა წარუმატებლად, ის სხვადასხვა ზომის აღმოჩნდა. მომტირალ დედას სანუგეშებლად პაბლო დაჰპირდა: “არ იტირო დედა. ცოტაც მოიცადე, მე გავიზრდები და მოგცემ ყველაფერს, რაც დაგჭირდება”.

გაზრდისა და გამდიდრების იდეა ესკობარის ცხოვრების მიზანი გახდა. როგორც მისი ძმა რობერტო იხსენებს, პაბლო ჩაკეტილი ბავშვი იყო, თითქმის არ მონაწილეობდა მათ თამაშებში და ყოველთვის რაღაცას თავისთვის ფიქრობდა. მოგვიანებით, მომავალმა ნარკობარონმა აღიარა, რომ ის საკუთარ თავს დაჰპირდა: თუ 30 წლის ასაკში მილიონ პესოს არ გამოიმუშავებდა, თავს მოიკლავდა. პაბლო ხედავდა, თუ როგორ საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდა ხალხი და ეძებდა სამართლიანობას.

ის შეიძლება სოციალისტი გამხდარიყო, მაგრამ ეს ძალიან საშიში იყო. გარშემო სამოქალაქო ომი მძვინვარებდა — La Violencia, რომელმაც 200 ათასი ადამიანი შეიწირა. როცა პაბლოს 9 წელი შეუსრულდა, ომი დასრულდა. მათ ვისაც სამართლიანობა სურდა, სელვაში წავიდა, ხოლო როცა ახალგაზრდა ესკობარი გაიზარდა, არავის შეეძლო შეერთებოდა. სოციალისტები იარაღით ტყეში იბრძოდნენ, ხოლო სამოქალაქო ომის დამწყები ლიბერალები და კონსერვატორები ეროვნული ფრონტის რიგებში გაერთიანდნენ.

ქუჩების ლეგენდა

ესკობარს ცხოვრების გზაზე დედის მიერ ბაბუის – რობერტო გავირიას შესახებ მონათხრობმა მიუთითა. მან ქონება ვისკის კონტრაბანდით დააგროვა. პაბლომ სოციალური სამართლიანბის მიღწევის საკუთარი კონცეფცია მოიფიქრა – ბანდიტიზმი, რომელიც გამოსახავდა რეპრესიული საზოგადოებისადმი წინააღმდეგობას. ეს კონცეფცია შესანიშნავად ერწყომდა მისწრაფებას, გაქცეულიყო სიღარიბიდან.

პაბლომ სკოლა მიატოვა და შეუერთდა ქუჩის ბანდას. ის ოცნებობდა, რომ გამხდარიყო იდეალური დამნაშავე, როგორც ალ-კაპონე და დონ კორლეონე “ნათლიმამადან”. მან თავისი თავი ყველაფერში გამოსცადა, ლატარიის ბილეთების გაყალბებაში, კონტრაბანდით ვაჭრობაში, მანქანების მოპარვაში, ძარცვაში, ყოველთვის ცდილობდა “სრულყოფილებისთვის” მიეღწია. ის აგრეთვე იპარავდა ძეგლებს სასაფლაოებიდან, შლიდა წარწერებს და ისე ყიდდა. ამავე დროს, პაბლო მარიხუანას მოწევას მიეჩვია, ის თვლიდა, რომ ეს ფიქრში ეხმარებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

20 წლის პაბლო მედელინის ქუჩების ლეგენდა გახდა. ის ძარცვავდა ბანკებს, იტაცებდა მანქანებს და ოსტატურად გაურბოდა სამართალდამცველებს. ახალგაზრდა ესკობარი თამამი და თავდაჯერებული იყო, ყოველთვის ერთი-ორი ნაბიჯით უსწრებდა პოლიციას. ახალგაზრდა ბანდიტის ძლიერი ხიბლი ხალხს მისკენ იზიდავდა. რაღაც მომენტში პაბლომ გადაწყვიტა, რომ უფრო მარტივი იქნებოდა ეყიდა პოლიცია, ვიდრე მას გაქცეოდა. ეს მოულოდნელად მარტივი აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება ცოტათი უფრო ძვირი დაუჯდა. ესკობარის დევიზი გახდა ფრაზა Plata о Plomo – “ვერცხლი, ან ტყვია”: აიღე ქრთამი, ან მიიღე ტყვია. პაბლოს ტყვიები არ ენანებოდა. ყველა, ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, ან ეჭვს შეიტანდა მის ლიდერობაში, რისკავდა ყუთში აღმოჩენილიყო. როგორც მოგვიანებით თავად ესკობარმა ახსნა, შიში ყველაზე იაფი და ეფექტური PR სტრატეგია აღმოჩნდა, რომელმაც მას სწრაფად შეუქმნა სასურველი რეპუტაცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტომობილების ქურდობიდან პაბლო გამოსყიდვის მიზნით გატაცებაზე გადავიდა, მიუხედავად იმისა, იხდიდნენ თუ არა ტყვეებისთვის თანხას, მათ ერთი დასასრული, ტყვია ელოდათ. თავად ესკობარი თავის თავს სამართლიანობისთვის მებრძოლად თვლიდა: “ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ღარიბებს კლავენ, ხოლო მე სიკვდილი დემოკრატიად ვაქციე”. პაბლოს ყველაზე ცნობილი აქცია ოლიგარქი-მაგნატის დიეგო ეჩავარის მოტაცება იყო, რომელიც ყველა მედელინელ გაჭირვებულ ადამიანს სძულდა. მის საწარმოებში ხალხი არაადამიანურ პირობებში, ღარიბულ ხელფასზე მუშაობდა. ის ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ასობით მუშას ათავისუფლებდა, გლეხებს მიწებს ართმებდა და მკაცრად უსწორდებოდა მათ, ვინც შეწინააღმდეგებას ცდილობდა. ეჩელინის გვამი მისმა ოჯახმა მედილინთან ახლოს, ორმოში იპოვა, რომლის გამოსასყიდად 50 ათასი პესო გადაიხადეს. მომდევნო დღეს, რომცა ესკობარი სახლიდან გამოვიდა, ყოველი შემხვედრი თაყვანს სცემდა და მისთვის ხელის ჩამორთმევას ცდილობდა. მას შემდეგ პატივისცემის ნიშნად  “დოქტორ ესკობარს” უწოდებდნენ. ის მხოლოდ 22 წლის იყო.

ხალხი თეთრ ფხვნილზე გაგიჟდა

პაბლო თავის ქონებას სიგარეტის, ვისკისა და ტანსაცმლის კონტრაბანდით ქმნიდა, მაგრამ სიმდიდრე ნელა იზრდებოდა. მას უფრო მეტი სურდა. პანამის მორიგი რეისიდან დაბრუნებულმა კურიერებმა მას აცნობეს, რომ ისინი დაინტერესებულნი იყვნენ კოლუმბიაში კოკაინის არსებობით. პაბლო უცბად ვერ მიხვდა, რომ ეს შანსი იყო, თუმცა მან მოგვიანებით შეაგროვა ინფორმაცია და ამერიკაში კოკაინის აქტიური მოხმარების შესახებ გაიგო. თეთრ ფხვნილს კაზინოს მოთამაშეები, მსხვილი კოპრორაციის ადვოკატები, ექიმები, ბანკირები და პროფესორები მოიხმარდნენ.

პაბლომ კონტაქტი დაამყარა პერუს გლეხებთან უალაგის ველიდან, სადაც კოკაინი ძალიან იაფი იყო. ნარკოტიკების პირველი პარტია მან პირადად გადაიტანა პანამაში. ასე დაედო საფუძველი ესკობარის კოკაინის იმპერიას. კონკურენტებს ის ან იშორებდა, ან იძულებით თავის მხარეს გადმოჰყავდა, მან სწრაფად ჩამოიშორა ამერიკულ ბაზარზე მთავარი კონკურენტი – კუბური მაფია. პაბლოს ერთ-ერთი ყოფილი მოწინააღმდე, რომელიც მოგვიანებით მისი მომხრე გახდა, ხორხე ოჩოა იხსენებს: “სიმართლე გითხრათ, მან შეგვაშინა ჩვენ, როგორც ბევრი სხვა მედელინში, კალსა და ბოგოტაში. თუმცა მან შეაშინა მთელი კოლუმბია და შეერთებული შტატები. რაც კი მას მოუნდებოდა აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო, სხვისი აზრი კი არ აინტერესებდა”.

პოლიტიკაში გადასვლა

პაბლო ესკობარის მიერ 1976 წელს დაარსებული მედელინის კარტელი ყველაზე ძლიერი იყო ლათინურ ამერიკაში. მკაცრი დისციპლინა და დაუნდობელი ტერორი განდგომილთა და მოღალატეთათვის და წარმატებულმა ბიზნეს გადაწყვეტილებებმა მიიყვანა იქამდე, რომ მალე კარტელი ამერიკაში კოკაინის ექსპორტის მონოპოლისტი გახდა, ხოლო მსოლიოში კოკაინის ბაზრის 80%-ს ფლობდა. ყოველდღიურად აშშ-ში სხვადასხვა გზებით ის 15 ტონა კოკაინს აგზავნიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კარტელის ხელმძღვანელები დღეში 60 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდნენ. პაბლო ესკობარი 1986 წლის  Forbes-ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ყველაზე ფრთხილი გამოთვლებით, მისი ქონება ყოველწლიურად 30 მილიარდი დოლარით იზრდებოდა. მისი ახლობლების თქმით, მხოლოდ ფულის პაკეტების შესაკრავ რეზინებში ის წელიწადში 2.5 ათას დოლარს იხდიდა.

პაბლოს მდიდრული ცხოვრება უყვარდა. მას ჰქონდა 141 სახლი, 142 თვითმფრინავი, 20 ვერტმფრენი და 32 იახტა. ქონებას სპეციალურად მომზადებული და კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლები იცავდნენ. თუმცა ესკობარს არ დავიწყებია გაჭირვებულები. მან ააშენა სკოლები, საავადმყოფოები, პარკები, სტადიონები, ხიდები, გზები, ხსნიდა ეკლესიებს და აფინანსებდა უფასო საკვებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მას შემდეგ, რაც პაბლო ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა, გადაწყვიტა პოლიტიკაში წასულიყო. ამ დროს, კოლუმბიამ ამერიკასთან დადო ხელშეკრულება ნარკობარონების ექსტრადიციაზე, რომლებიც კოკაინის ექსპორტს აწარმოებნენ შტატებში. ეს ესკობარის ინტერესებს პირდაპირ ეხებოდა. “მე მირჩევნია ვიწვე საფლავში კოლუმბიაში, ვიდრე ვიჯდე აშშ-ს ციხეში” – თქვა მან ერთხელ. პაბლომ ხელისუფლებას შესთავაზა კანონის შეცვლა და დაჰპირდა საგარეო ვალის გადახდას – საცოდავ 10 მილიარდ დოლარს, თუმცა მან უარი მიიღო. ასე რომ, მას მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით მოქმედება დარჩა.

1982 წლეს, ესკობარი ტრიუმფარულად გავიდა კოლუმბიის კონგრესში, იმ ღარიბთა მხარდაჭერით, რომელთათვისაც აშენებდა სკოლებსა და საავადმყოფოებს. 32 წლის ასაკში ის გახდა შემცვლელი კონგრესმენი, ანუ მიიღო უფლება ხმა მიეცა დეპუტატის არ ყოფნის დროს. კოკაინის ფულმა,  ხალხში პოპულარობამ და კავშირებმა თავისი საქმე გააკეთეს. ფერმერის შვილმა სერიოზულად დაისახა პრეზიდენტობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

დარტყმა და შურისძიება

პაბლო ესკობარმა დატყმა ზურგში მიიღო. იუსტიციის მინისტრმა როდრიგო ლორა ბონილიამ მის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო და მიაღწია იმას, რომ პაბლო სამარცხვინოდ გააძევეს კონგრესიდან. ესკობარის პოლიტიკური კარიერა სამუდამოდ დაინგრა, ხოლო პრეზიდენტობაზე ფიქრის დავიწყება მოუხდა.

პაბლო მიჩვეული არ იყო წაგებას. მან ტერორით უპასუხა: მისმა ხალხმა ჩაცხრილეს ბონილია, ხოლო სპეციალური ჯგუფები სახელად – “ლოს ექსტრადიტაბლეს”, უსწორდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და პოლიციელებს მთელს ქვეყანაში. ესკობარი მემარცხენე პარტიზანებთანაც კი გავიდა კონტაქტზე. უზრუნველყო, რომ მათ აეღოთ მართლმსაჯულების სასახლე. ქალაქში გამოჩნდა ტანკები სისხლიანი აჯანყების შედეგად დაიღუპა 100-მდე ადამიანი, მათ შორის 11 ყველაზე დაუმორჩილებელი მოსამართლე. ამ დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად კი, დაიწვა ყველა დოკუმენტი, რომელიც მედელინის კარტელის ექსტრადაციას ეხებოდა.

“სრული და აბსოლუტური ომი” კარტელსა და მთავრობას შორის 9 წელი გაგრძელდა. კოლუმბიის საიდუმლო პოლიციის თანამშრომლები ერთიმეორეზე მიყოლებით ახდენდნენ ესკობარის ახლობლების ლიკვიდაციას, ან დაპატიმრებას. საპასუხოდ ბანდიტები ტერაქტებს აწყობდნენ. ყოველდღიურად კარტელის შეიარაღებული პირები მთელი ქვეყვის მასშტაბით ათობით ადამიანს კლავდნენ. 1989 წლის აგვისტოში პრეზიდენტობის კანდიდატი ლუის კარლოს გალანიც კი ჩაცხრილეს, რომელმაც პირობა დადო, რომ დაასრულებდა კოკაინით ვაჭრობას. ნოემბერში ესკობარის ხალხმა ააფეთქა თვითმფრინავი, რომლითაც მომავალ პრეზიდენტს სეზარ გავირია ტრუჰილიოს უნდა ემგზავრა. ბორტზე მყოფი 110 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მათ შორის Trujillo არ იყო.

ციხე საკუთარი ხელებით

1990 წელს ტრუჰილიო პრეზიდენტი გახდა, მან ნარკობარონებს დანებება შესთავაზა და დაჰპირდა, რომ ამერიკაში მათ ექსტრადირებას არ მოახდენდა. იმ დროისთვის, ესკობარმა გააცნობიერა, რომ ომს აგებდა. მის წინააღმდეგ არმია, სპეცსამსახურები, კონკურენტი ნარკოკარტელები, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლები და ულტრამემარჯვენე ბოევიკები გაერთიანდნენ. მისი ბანდიტების მიერ მოკლულთა ნათესავებმა შექმნეს ორგანიზაცია “Los Pepes”. ისინი კლავდნენ ყველას, ვისაც ესკობართან რაიმე კავშირი ჰქონდა. თავად პაბლოზე განსაკუთრებული სამძებრო ჯგუფი ნადირობდა, მისი წევრები არმიისა და პოლიციის საუკეთესო თანამშრომლები იყვნენ.

პაბლო ესკობარი დანებდა. მან აღიარა რამდენიმე წვრილმანი დანაშაული, ამის გამო კი სხვა დანარჩენი აპატიეს. ციხე მან თვითონვე აიშენა, უზარმაზარი კომპლექსი “La Catedral”-ის სახელწოდებით, რომელიც მის მშოლბლიურ მედელინთან ახლოს მთებში მდებარეობს. ის უფრო ფუფუნების სასახლეს ჰგავდა,  ბარით, დისკოტეკით, საცურაო აუზით, საუნითა და ფეხბურთის მოედანით. ესკობარს, როცა მოინდომებდა, ნებისმიერი სტუმრის მიღება შეეძლო, ასევე “La Catedral”-ის დატოვებაც არ იყო პრობლემა. საპყრობილის ზედამხედველები ძირითადად ესკობარის დაცვით იყვნენ დაკავებულნი, მათგან, ვინც მის მოკვლას მოინდომებდა. პაბლო ციხიდან ხელმძღვანელობდა თავის კოკაინის იმპერიას, გასცემდა ბრძანებებს კონკურენტების რეპრესირების შესახებ, ზოგიერთ მათგანს თვითონაც სჯიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერთი წლის შემდეგ ხელისუფლების მოთმინების ფიალა აივსო. პრეზიდენტმა ტრუჰილიომ ბრძანა, რომ ესკობარი ნამდვილ ციხეში გადაეყვანათ. პაბლო წინასწარ გააფრთხილეს, ნარკობარონმა დატოვა ფუფუნების ციხე და ომიც თავიდან დაიწყო. თუმცა, ამ შემთხვევაში ის დიდხანს არ გაგრძელებულა. 1993 წელს სადაზვერვო სააგენტომ დააფიქსირა ესკობარის შვილის ზარი და გაქცეული ნარკობარონის ადგილსამყოფელის დადგენა შეძლო. 2 დეკემბერს, სახლი სადაც ის იმალებოდა, სპეცრაზმით იყო გარშემორტყმული. პაბლო ესკობარმა შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსა, ხოლო შემდეგ სახურავიდან გაქცევაც სცადა, თუმცა ის სნაიპერმა მოკლა, ამ დროს ის 44 წლის იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

პაბლო ესკობარის დაკრძალვაზე 25 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ზოგიერთს სურდა პატივისცემა და მადლიერება გამოეხატა ნარკობარონის მიერ გაჭირვებულებზე ზრუნვის გამო. ზოგი “კოლუმბის რობინ ჰუდს” გლოვობდა. ზოგი კი ყოფილ ბოსს ემშვიდობებოდა, რომლის სინდისზე “კარიერის” ბოლოს 4 ათასი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა იყო.

6 წლის შემდეგ მედელინის კარტელის ნაშთები საბოლოოდ იყო ლიკვიდირებული.

 

SHARE