ოთხი შემთხვევა, როდესაც სამყარო ბირთვული ომის ზღვარზე იყო

0
2882

 

ცრუ განგაშის შემთხვევა სარაკეტო თავდასხმის შესახებ – სიტუაციები როდესაც მსოფლიო იმყოფებოდა გლობალური ბირთვული ომის ზღვარზე. დღეისათვის კარიბის კრიზისის გარდა ცნობილია 4 ასეთივე  შემთხვევა. აქედან ორი დაკავშირებულია საბჭოთა სისტემის გამაფრთხილებელ სამუშაოებთან სარაკეტო თავდასხმის შესახებ და ორიც ამერიკულ წინასწარგამაფრთხილებელ სისტემასთან.

პირველი შემთხვევა

პირველი შემთხვევა 1979 წლის 9 ნოემბრს 9:00 საათზე, ჩრდილოეთ ამერიკის ნაციონალური ცენტრის კოსმოსური თავდაცვის (NORAD) კომპიუტერებზე (განთავსებულია შაიენიის მთების ბუნკერში), პენტაგონის ნაციონალურ მართვის ცენტრმა და ფორტ-რიჩის სარეზერვო მართვის ცენტრმა დაინახა შეტყობინება, რომ საბჭოთა კავშირმა დაიწყო მასიური ბირთვული დარტყმა, იმ მიზნით რომ გაენადგურებინა მართვის სისტემა და აშშ-ს ბირთვული ძალები დაენგრია. სასწრაფოდ სამივე პუნქტიდან გამოცხადნენ მაღალი თანამდებობის მქონე სამხედრო პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სასწრაფო თათბირში. სპეციალურ მოწყობილობებზე მბრ „მინიტმენზე“ შემოვიდა ბრძანება, რომ გასაშვებად მზადყოფნაში ყოფილიყვნენ. განგაში გამოცხადა მთელ საჰაერო თავდაცვის სისტემაში, მინიმუმ ათი თვითმფრინავი დაუყოვნებლივ აიმართა ცაში, ასევე ჰაერში აიწია საჰაერო თავდაცვის პრეზიდენტის თვითმფრინავი, თუმცა თავად პრეზიდენტის გარეშე.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების შემოსვლის შემდეგ, რამოდენიმე წუთში, გადამოწმებული იყო მონაცემები იმ თანამგზავრებზე, რომლებიც აშშ-ს ტერტორიის გარშემო მდებარეობს, აღმოჩნდა რომ არც ერთ მათგანზე არ იყო აღმოჩენილი თავდასხმის ნიშნები, ამიტომაც განგაში გაუქმდა. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდების მიზეზი კომპიუტერული თამაში გახდა, რომელიც შეცდომით იყო ატვირთული მორიგეობაში მყოფი ჯარისკაცის კომპიუტერში.

მეორე შემთხვევა

1980 წლის 3 ივნისს აშშ-ს არმიამ ისევ მიიღო გაფრთხილება სარაკეტო თავასხმის შესახებ. თავიდან მოხდა გამშვები მოწყობილობების მობილიზება და ეკიპაჟმა თავისი ადგილი დაიკავა ბომბდამშენ თვითმფრინავებში, მაგრამ ამ ჯერად კომპიუტერები არ იძლეოდნენ ზუსტ და ნათელ სურათს თავდასხმაზე, როგორც პირველად. ამის მაგივრად ეკრანზე ჩანდა მუდმივად ცვალებადი ციფრები გაშვებული რაკეტებისა. ასევე სხვადასხვა სამართავ პუნქტებზე ეს ციფრები ყოველთვის არ ემთხვეოდნენ. ბევრი ოფიცერი ამ ინციდენტს სერიოზულად არ აღიქვამდა, როგორც წინაზე, თუმცა მაინც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რათა შეეფასებინათ იმის ალბათობა, თუ რამდენად რეალური იყო თავდასხმა. ისევ იქნა შემოწმებული ინფორმაცია თანამგზავრიდან და რადარებიდან. და ისევ არც ერთი სისტემა არ ამტკიცებდა სარაკეტო თავდასხმის ფაქტს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამის მიზეზი იყო ერთი მიკროსქემის ფუნქციის მოშლა კომპიუტერში, რაც ასახავდა გაშვებული რაკეტების შემთხვევით ციფრებს.

მესამე შემთხვევა

1983 წლის 26 სექტემბერს (სხვა მონაცემებით ივლისში) საბრძოლო მორიგეობაზე დაყენებული საბჭოთა სისტემის თანამგზავრულმა ეშელონმა, ამერიკის სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. თანამგზავრები, რომლებიც მდებარეობდნენ ელიფსურ ორბიტაზე, აკვირდებოდნენ ამერიკული რაკეტების ბაზებს იმ კუთხით, რომ ისინი იმყოფებოდნენ დედამიწის ხილული დისკის ზღვარზე. ეს შესაძლებელს ხდიდა აღმოეჩინათ სტარტზე მდგარი რაკეტები ბნელი სივრცის ფონზე, ამგვარად ადგენენ რაკეტების გაშვების ფაქტს, ინფრაწითელი გამოსხივებით, რომელიც მუშაობს სარაკეტო ძრავზე. ასეთი კონფიგურაცია შეირჩა, რათა შეემცირებინათ თანამგზავრის სენსორების გამონათება, რომელიც ღრუბლებზე ირეკლებოდა, ან თოვლზე მზის სხივებით.

თუმცა, ამ დღეს, შუადღის შემდეგ, თანამგზავრი, ამერიკული რაკეტების ბაზების რაიონი და მზე მოხვდნენ ისეთ განლაგებაში, რომ მზის სხივი ღრუბლებზე ძლიერ ირეკლებოდა, რომელიც ძალიან მაღლა მდებარეობდა. ალბათ, ეს იყო პირველი შემთხვევა, რომელიც მიღებული იყო ერთი წლით ადრე შეიარაღებულ სისტემაში. თანამგზავრმა გადასცა ცნობა რამოდენიმე რაკეტის გაშვებაზე, ამერიკის კონტინენტიდან. თუმცა, რადარული დაკვირვებები არ ადასტურებდნენ ამას, რადგან რაკეტები ძალიან შორს იყვნენ განლაგებულნი. შესაძლოა, საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობამ იმიტომ არ გასცა ბრძანება განეხორციელებინათ საპასუხო ბირთვული დარტყმა, რადგან ითვლებოდა, რომ ამერიკის შეტევას უნდა ჰქონოდა მასიური ხასიათი, რათა მწყობრიდან გამოეყვანა საბჭოთა ხელმძღვანელობა და გაენადგურებინა ქვეყნის ბირთვული პოტენციალის დიდი ნაწილი. რამოდენიმე რაკეტის გაშვება არ ჯდებოდა ამ სურათში.

1998 წელს ცნობილი გახდა, რომ 26 სექტემბრის განგაში მიღებული იყო, როგორც ცრუ გადაწყვეტილება მორიგე ოპერატორის ვიცე-პოლკოვნიკის პეტროვის მიერ.

მეოთხე შემთხვევა

1995 წლის 25 თებერვალს დილით ადრე, ნორვეგიელმა სწავლულმა ამერიკელების დახმარებით გაუშვა აქამდე ყველაზე ძლიერი მეტეოროლოგიური რაკეტა ანოიას მხრიდან, ნორვეგიის ნაპირებიდან. რაკეტის დანიშნულება იყო ჩრდილოეთის ციალის შესწავლა, რომლის კონსტრუქციაშიც გამოიყენებოდა პირველ საფეხურზე მყოფი ამერიკული ტაქტიკური რაკეტა “honest john”. იგი აფრინდა 580 კილომეტრის სიმაღლეზე. დაკვირვებისას რაკეტის ფრენის ტრაექტორია აღმოჩნდა ამერიკული რაკეტის «TRAIDENT» D-5 ის შესაფერისი, რომელიც გაშვებულ იქნა წყალქვეშა გემის ბორტიდან. ასეთი რაკეტა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მაღალი ატომური აფეთქებისთვის, რაც მწყობრიდან გამოიყვანდა საბჭოთა გამაფრთხილებელ რადარებს. ასეთ სიმაღლეზე აფეთქება განიხილებოდა, როგორც ამერიკელების მასიური ბირთვული შეტევა. ნორვეგიული რაკეტის გაშვებამ მსოფლიოს რუსეთიდან აშშს მიმართ საპასუხო ბირთვული დარტყმის საფრთხე შეუქმნა. მეორე დღეს პრეზიდენტმა ბორის ელცინმა განაცხადა, რომ პირველად აამოქმედა თავისი “ბირთვული ჩემოდანი” მებრძოლებთნ საგანგებო კონტაქტისათვის, ამ ვითარების განსახილველად. გარდა ამისა, 1990-x წლებში რუსეთის კოსმოსური ეშელონი მოქმედებდა მთელი დატვირთვით, რათა ხარისხიანად უზრუნველეყო მოწინააღმდეგის რაკეტების გაშვების აღმოჩენა. ამ ყველაფერთან ერთად, ვიქტორ ბარანცის მოგონებების მიხედვით, ნორვეგიული რაკეტის გაშვება “სიახლე” მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტისთვის იყო, ამასთან დაკავშირებით გაფრთხილება ოსლოდან გენერალურ შტაბში 3 კვირით ადრე მოვიდა. ეს გენშტაბის უფროსმა მიხეილ კოლესნიკოვმაც დაადასტურა.

 

SHARE