მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ციხეები

0
87

 

შავი დელფინი” – რუსეთი

ИК-6-ის (სპეცზონის ოფიციალური დასახელება) წინამორბედი იყო ციხე, რომელიც გადასახლებული მძარცველებისათვის ააგეს 1773 წელს, იმპერატორ ეკატერინეს ბრძანებით, პუგაჩოვის აჯანყების შემდეგ.

2000 წლის დასაწყისში “შავმა დელფინმა” მიიღო არაოფიციალური სახელწოდება, ეზოს ფანტანში აღმართული საზღვაო ცხოვრების სიმბოლოს აღმნიშვნელი დელფინის ძეგლის გამო, რომელსაც ციხის პატიმართა ცხოვრების გამომხატველი სტატუსი მიენიჭა. აქ თითოეულ საკანში მოთავსებულია 2-4 ადამიანი, რომლებიც მკაცრად იზოლირებულნი არიან ერთმანეთისგან. საკნიდან გამოსვლისას, თითოეულ პატიმარს თან ახლავს ზედამხედველი ძაღლით.

პატიმრების დღე დილის 6 საათზე იწყება. შემდეგი 16 საათის განმავლობაში საწოლზე დაწოლა კატეგორიულად აკრძალულია. თუ მსჯავრდებულები “შავი დელფინის” მეორე კორპუსში გადადიან, მათ თვალები აქვთ ახვეული. ამას გარდა, თითოეულ მათგანს თან ახლავს გაძლიერებული დაცვა. მორიგეები “შავ დელფინში” 4.5კვ.მ-ის ფართობის საკნებს ყოველ 15 წუთში ამოწმებენ.

ვლადიმირის ცენტრალი” – რუსეთი

მუსიკოსი მიხეილ კრუგისათვის ციხე “ვლადიმირის ცენტრალი” რუსეთში თავისუფლების აღკვეთის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ადგილს წარმოადგენს, რომელიც განკუთვნილია ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის.

ციხე ეკატერინე მეორის ბრძანებით მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს აშენდა. მე-20  საუკუნეში “ვლადიმირის ცენტრალი” იღებდა ისეთი დონის პატიმრებს, როგორებიც იყვნენ ჰიტლერის დაცვის ხელმძღვანელები, თუმცა აქ ასევე იმყოფებოდა მწერალი დანიელ ანდრეევი, მომღერალი ლიდია რუსლანოვა, მსახიობი ზოია ფედოროვა და ვასილი სტალინიც კი. ცნობილი სახეები ციხეში ისხდნენ ჯაშუშებთან, დივერსანტებთან და ტერორისტებთან ერთად. რაც შეეხება მიხაილ კრუგს, მომღერალი 90-იან წლებში არაერთხელ გამოვიდა “ვლადიმირის ცენტრალში” და პირადად იცნობდა როგორც მის ხელმძღვანელს, ასევე “ბინადრებსაც”. აქ ხშირად ხვდებოდნენ ხელოვანის ნაცნობები, რომელთა მოსანახულებლადაც ის მოდიოდა.

თეთრი გედი” – რუსეთი

როგორც ციხე, “თეთრი გედი” 1938 წლიდან ფუნქციონირებს. სტალინის რეპრესიების დროს, აქ მოყავდათ პოლიტიკური პატიმრები, ძირითადად კი მღვდელები. 1955 წელს მოხდა ციხის რეორგანიზაცია, რის შემდეგ, აქ  მთელი საბჭოთა კავშირიდან მოჰყავდათ “უარყოფილები”, ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს რეჟიმზე და ხელი არ მოაწერეს სხვადასხვა დოკუმენტებს. მძიმე პირობები მსჯავრდებულების გატეხვას ისახავდა მიზნად. პატიმრებს აიძულებდნენ, რომ ციხეში ხელებით ზურგზე, წელში მოხრილები გადაადგილებულიყვნენ.

იმ პატიმრების სიცოცხლის პერიოდი, რომელთაც მძიმე დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიესჯებათ, როგორც წესი, სამიდან შვიდ წლამდე გრძელდება.

“თეთრი გედის” პატიმრებს მუდმივად უთვალთვალებენ კამერებით. თუ ისინი მიუახლოვდებიან ფანჯარას, ჩაირთვება სირენა, ხოლო როცა საკნის ჭუჭრუტანა გაიხსნება, ისინი ვალდებულნი არიან, ხელებ აწეულნი სახით კედლისკენ დადგნენ.

“თეთრი გედის” ცნობილ პატიმრებს შორის იყვნენ კანონიერი ქურდი ვასილ ბაბუშკინი, რომელმაც ბანაკში თითქმის 40 წელი გაატარა და ტერორისტი სალმან რადუევი.

ჯვრები” – რუსეთი

რუსეთის ჩრდილოეთის დედაქალაქის, სანქტ-პეტერბურგის ყველაზე ცნობილი ციხე აშენდა 1884-1892 წლებში. სახელი “ჯვრები” რიცხვი XIX-ის კლასიკური ჯვარედინი ფორმის გამო მიიღო. ციხის კომპლექსის შენობა, წითელი აგურის ნაგებობები, ეკლესია და ცაში ასული მილები, მდინარე ნევის ნაპირის მხრიდან სულაც არ გამოიყურება საშინლად.

მიუხედავად ამისა, “ჯვრები” ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ადგილია პეტერბურგელთათვის. აქ იყო დაპატიმრებული ანა ახმედოვას შვილი ლევ გუმილევი, პოეტი ნიკოლაი ზაბოლოცკი, მსახიობი ჯორჯ ჟენოვი და მომავალი მარშალი კონსტანტინ როკოსოვსკი. აქ გარდაიცვალა ცნობილი მწერალი დანიელ ხარმსი.

თუმცა, დღეს არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად ციხის მაღალი ავტორიტეტის, სიბნელისა და სიცივისა, ის შეიძლება უფრო კომფორტული აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა მსგავსი დაწესებულებები. ამბობენ, რომ “ჯვრების” ერთ-ერთ პატიმარს ნება მისცეს საკანში საყვარელი იგუანა ჰყოლოდა, ხოლო სერიოზულ კრიმინალურმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მოახერხა, რომ ციხეში რამდენჯერმე მოეწყო წვეულება.

ალკატრასი” – აშშ

გასული საუკუნის 20-იან წლებში კუნძულ ალკატრასზე აშენებული ციხე არაერთხელ გამხდარა რომანებისა თუ ჰოლივუდური ფილმების მოქმედების ადგილად. აქ დაკავებულნი იყვნენ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები, მათ შორის ცნობილი ალ კაპონე.

“კლდე” ციხის მეორე სახელწოდებაა, რომელსაც ეძახიან იმიტომ, რომ აქედან გაქცევა შეუძლებელია. სან-ფრანცისკომდე 2,4 კილომეტრის მანძილზე ძლიერი დინებაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ხელი შეუშალო პატიმრებს თავისუფლების გზაზე.

თუმცა, 1962 წლის 11 ივნისს, სამმა პატიმარმა მოახერხა გაქცეულიყო აშშ-ს ყველაზე დაცული ციხიდან. მათ ალკატრასის დატოვება სამაშველო ჟილეტებისა და გასაბერი ნავის დახმარებით შეძლეს. მას შემდეგ ისინი არავის უნახავს და დღემდე დაკარგულებად ითვლებიან. გაქცევიდან 12 თვის შემდეგ ალკასტარი დახურეს.

გიტარამა” – რუანდა

ციხე, რა თქმა უნდა უსიამოვნო ადგილია, თუმცა “გიტარამა”, რომელიც რუანდის დედაქალაქ კიგალში მდებარეობს, მსოფლიოში სასჯელაღსრულების ყველაზე საშინელ ადგილად შეიძლება ჩავთვალოთ. ის 500 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა რეალურად, აქ დამნაშავეთა გაცილებით დიდი რაოდენობაა. 1994 წელს, რუანდის გენოციდის დროს, “გიტარამაში” დაახლოებით 7 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

დაპატიმრებულები სასჯელს იხდიან უსახურავო შენობაში, რომლის ფართი ერთი კვადრატული მეტრია. მსჯავრდებულებს იატაკზე სძინავთ, რადგან საკმარისი საწოლები საკნებში უბრალოდ ვერ დაეტეოდა. ზოგჯერ შიმშილი პატიმრებს კანიბალიზმისკენ უბიძგებს, ხოლო სასოწარკვეთისას თვითმკვლელობისაკენ.

შეუძლებელია “გიტარამას” ვუწოდოთ ციხე, მოწესრიგებული და კონტროლირებადი თავისუფლების აღკვეთის ადგილი, როცა აქ  მოქმედებს პრიმიტიული წესები და გადარჩენა მხოლოდ ძლიერს შეუძლია.

ბანაკი 22” – ჩრდილოეთ კორეა

ბანაკი 1965 წელს დაარსდა. ის იყო ერთადერთი ადგილი, სადაც სამხედრო ტყვეები და ხელისუფლების კრიტიკოსები მოჰყავდათ. დამნაშავეებთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ციხეში მათი ოჯახის წევრებიც რჩებოდნენ. არაოფიციალური მონაცემებით, “ბანაკ 22”-ში დისიდენტების 3 თაობა შეიძლება იმყოფებოდეს.

ერთ-ერთი ყოფილი დაცვის თანამშრომლის თქმით, პატიმართა 30%-ს ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები, ხოლო ზოგიერთ მათგანს კიდურებიც კი დაკარგული. “ბანაკ 22”-ში ბავშვებიც ხვდებიან, თუმცა ისინი , როგორც წესი არასრულფასოვანი კვების გამო 10 წლამდეც კი ვერ ცოცხლობენ. მძიმე ავადმყოფობები ამ ადგილისთვის სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს. დაავადებულ პატიმრებს კარანტინში ათავსებენ და ყოველგვარი დახმარების გარეშე ტოვებენ.

ამ ყველაფრის გარდა, “ბანაკ 22”-ში პატიმრებს აწამებენ და სამედიცინო ექსპერიმენტებსაც კი ატარებენ მათზე, რის შემდეგაც გადარჩენა ძალიან რთულია.

“La Sabaneta” – ვენესუელა

სამხრეთ ამერიკაში მდებარე ეს ციხე, დედამიწაზე არსებულ ჯოჯოხეთად შეიძლება ჩაითვლოს. კოლონია 15 ათას ადამიანზეა გათვლილი, თუმცა იქ 25 ათასი პატიმარია განთავსებული, რის გამოც, ზოგიერთ მათგანს ჰამაკში ძილი უწევს.

“La Sabaneta”-ში 150 ადამიანზე ერთი მცველია გათვლილი, რომელთაც ძალიან მცირე ხელფასი აქვთ. შედეგად, პატიმრებს თავის დაცვა საკუთარი ძალებით უხდებათ. 1994 წელს ციხეში გაჩნდა კომფლიქტი ორ კონკურენტ დაჯგუფებას შორის, რის გამოც ცოცხლად დაწვეს და მაჩეტეთი დაჭრეს 100-ზე მეტი პატიმარი.

ციხეში არ არსებობს სამედიცინო მომსახურება, რის გამოც “La Sabaneta”-ში გავრცელებულია საშიში დაავადებები. მხოლოდ ქოლერამ 700-მდე ადამიანი იმსხვერპლა. შანსი იმისა, რომ პატიმრები გათავისუფლებამდე გადარჩნენ ძალიან მინიმალურია.

“Carandiru” – ბრაზილია

ცნობილი ბრაზილიური ციხე 1920 წლიდან 2002 წლამდე არსებობდა. 90-იან წლებში, იქ დაკავებული იყო 8 ათასამდე პატიმარი, რომელთაგან ყოველი ხუთი აივ-ინფექციით ავადდებოდა. მსჯავრდებულებს მეთვალყურეობდა 1000 დაცვის თანამშრომელი. “Carandiru” გამოირჩეოდა პატიმრებისადმი სასტიკი და არაადამიანური მოპყრობით. ციხეში პრაქტიკულად აკრძალული იყო პირველადი სამედიცინო დახმარება, ხოლო ქირურგიული ოპერაციის დროს, პაციენტს ანესთეზიას არც თუ ყოველთვის უკეთებდნენ. ამ ყველაფერმა 1992 წელს გამოიწვია აჯანყება, რომლის ჩახშობის დროს 102 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ფაქტს საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა, რის გამოც, 2002 წელს ციხე საბოლოოდ მიწასთან გაასწორეს.

“Florence” – აშშ

ციხის არაფორმალური სახელი “მთის ალკასტარია”, სადაც 1994 წლიდან საშიში დამნაშავეები არიან დაკავებულნი, რომელთა შორისაცაა “ალ-ქაიდას” წევრები, ნარკოკარტელის ხელმძღვანელები და დამნაშავე სინდიკატები.

439 მსჯავრდებული დღე-ღამეში 23 საათს თავის საკანში ატარებს, მხოლოდ ერთი საათია განკუთვნილი ფიზიკური ვარჯიშისთვის, თუ უბრალოდ სეირნობისთვის. ისინი არ კონტაქტობენ ერთმანეთთან და დაცვასთან.

საკნები, რომლებიც 2.1×3.7 მ. ფართობისაა, აღჭურვილია ფოლადის კარითა და გისოსებით. ფანჯრის ზომა 1.2×1.2 მ. ისეა შექმნილი, რომ პატიმარი ვერ მიხვდეს თავის მდებარეობას ციხის კომპლექსში. ისინი ხედავენ მხოლოდ სახურავსა და ცას, ეს ხელს უწყობს გაქცევის შანსის შემცირებას.

ციხეში დამონტაჟებულია უამრავი მოძრაობის სენსორი და კამერები. სივრცე კაბელებსა და კედელს შორის კონტროლდება ლაზერული სხივებით, წნევის სენსორებითა და მებრძოლი ჯიშს ძაღლებით.

ყველა პატიმარი როდი უძლებს მკაცრ იზოლაციას. “Florence”-ის ციხეში დაფიქსირდა 4 სუიციდის შემთხვევა და დიდი რაოდენობით თვითმკვლელობის მცდელობა.

 

SHARE