რატომ ღალატობენ ქალები ქმრებს?

0
637

მცდარია თუ არა ის აზრი, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ვიდრე ქალები?! კვლევების თანახმად ორივე სქესის წარმომადგენელი ერთნაირი სიხშირით ღალატობს, განსხვავებულია მხოლოდ ღალატის მიზეზები.

ქალები ღალატობენ, როდესაც მათ უჩნდებათ ემოციური კავშირი სხვა მამაკაცის მიმართ,მათი ღალატი განპირობებულია გრძნობებით, ხოლო მამაკაცები ღალატობენ მხოლოდ სექსუალური თავგადასავლების მისაღებად. ბიოლოგ-ანთროპოლოგის ჰელენ ფიშერის მიერ რატგერსის უნივერსიტეტში  ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 34%, ხოლო მამაკაცების 56% ღალატობდა ‘’ბედნიერ ქორწინებაში’’ ყოფნის მიუხედავად, ქალების დანარჩენი 66 %-ის ღალატის მიზეზი კი იყო, რომ თავს უბედურად გრძნობდნენ და ბედნიერებას და სიყვრულს „გვერდზე“ ეძებდენ. ერთ-ერთი ბრიტანული გაცნობითი საიტის კვლევის შედეგებით, ქალების 57%-მა განაცხადა, რომ გააჩნდა გრძნობები თავისი საყვარელის მიმართ, მაშინ როდესაც მამაკაცების მხოლოდ 27 % აღიარა ასე.

სიყვარული სოციალურ ქსელში

უნდა აღინიშნოს, რომ ღალატის ხელშეწყობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოციალური ქსელის პოპულარიზაციას. ადრე ღალატისთვის ნაკლები პარტნიორები იყვნენ, სანაცნობო წრე მხოლოდ მეზობლებით,მეგობრებით და კოლეგებით შემოიფარგლებოდა. დღეს, შესაძლებლობები გაცნობის საიტების საშუალებით უფრო გაიზარდა. კვლევების მიხედვით, სოციალურ ქსელში უფრო მეტად ქალები აქტიურობენ ,დებენ უამრავ ფოტო,რაც იწვევს ემოციურ სტიმულაციას მამაკაცებში, ისინი უფრო გულწრფელები და გახსნილები არიან ახალი ურთიერთობებისთვის. ისინი ეძებენ სიყვარულს და ემოციურ კავშირს პარტნიორებთან. ხოლო მამაკაცები მხოლოდ სექსუალური მრავალფეროვნებისთვის ეძენებ ახალ პარტნიორებს სოციალურ ქსელში. თუმცა ქალების უმრავლესობას მაინც ურჩევნია არ დაანგრიოს ოჯახი და იყვნენ ფარულ ურთიერთობებში,ყოველშემთხვევაში მანამ მაინც სანამ ეს ახალი კავშირი მყარი არ გახდება. სწორედ ამ მიზნით ეშლი მედისონმა შექმნა გაცნობის საიტი მხოლოდ ფარული ურთიერთობებისთვის,სადაც დღეისათვის მილიონამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული.

რატომ ღალატობენ?

ღალატის მიზეზების შესასწავლად უამრავი კვლევაა ჩატარებული.ერთერთი კვლევა ფსიქოლოგიის პროფესორთა გუნდმა ლუსი სალივანის ხელმძღვანელობით ჩატარა.მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრს საუბრობენ ქალების ღალატის ემოციურ მიზეზებზე, გამოვლინდა კიდევ რამდენიმე მიზეზი:

  1. დაბალი თვითშეფასება

ქალს როდესაც აქვს დაბალი თვითშეფასება,მოუგვარებელი ფინანსური პრობლემები ოჯახში ან ბავშვობის ტრავნები ,დეპრესია, ის შვებას პოულობს რომანტიულ ურთიერთობებში, სადაც თავს გრძნობს ‘’საჭიროდ’’ და ‘’მნიშვნელოვნად’’

  1. შურისძიება

ხშირია ღალატი ქალის მხრიდან შურისძიების მიზნით, ანუ, როცა მას საყვარელი მამაკაცი უღალატებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამას იშვიათად მოაქვს ქალისათვის შვება, რადგან ის ამაზე სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის, რითაც ცდილობს, იგივე მდგომარეობაში ჩააყენოს მისი უკვე ყოფილი პარტნიორი.

  1. მარტოობა

როდესაც ქალი არ არის თვითრეალიზებული, დაკავებულია მხოლოდ დიასახლისობით და ბავშვების მოვლით .ის თავს მარტოდ გრძნობს, ამიტომ ამ სიცარიელის შევსებას ღალატით ცდილობს.

  1. მოწყენილობა

მძაფრი შეგრძნებების წყურვილი- ზოგჯერ ქალები ღალატზე ერთფეროვანი ყოველდღიური და სექსუალური ცხოვრების გამო მიდიან. ბევრ ქალში იღვიძებს ახალი, განუმეორებელი შეგრძნებებით ტკბობის სურვილი და ქვეცნობიერში დიდი გადატრიალება ხდება და იმდენად დიდია ახალი შეგრძნებებისა და დაუვიწყარი სექსუალური თავგადასავლების სურვილი, რომ ამან შეიძლება ღალატამდეც მიიყვანოს.

  1. ინერტულობა

ხანდახან პარტნიორულ ურთიერთობებში ქალი უფრო ტემპერამენტიანი და აქტიურია,კაცი შედარებით ინერტული.შესაბამისად, ქალი ცდილობს სხვასთან დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები.

  1. ძლიერი ემოციური კავშირი

მაშინაც კი როდესაც ქალი სექსუალური მხარე  დაკმაყოფილებულია,მაგრამ არ აქვს ემოციური კავშირი და გრძნობები თავისი მეუღლის მიმართ,ის მიდის სხვასთან ამ ემოციების მისაღებად.

  1. იმედგაცრუება

როდესაც ქორწინება წარუმატებელია. ამ შემთხვევაში ქალი აცნობიერებს, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა. თუ მამაკაცმა მისი მოლოდინები ვერ გაამართლა,დაპირდა,მოატყუა და ვერ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები და საჭიროებები, ფსიქოლოგიურად ის უკვე მზად არის ღალატისთვის და  ეძებს ისეთ პარტნიორს,ვისაც შეუძლია მისი სურვილების გამოცნობა და შესრულება.

  1. ურთიერთობის დასრულების სურვილი

ზოგიერთი ქალის აზრით,უფრო მარტივია ურთიერთობის დასრულება, თუ არსებობს კარგი მიზეზი, მაგალითად ღალატი და ამ მეთოდით ცდილობენ ძველი ურთიერთობის დავიწყებას და დასრულებას. მაგრამ არსებობენ ქალები რომლებიც არ მიდიან,მანამ სანამ ახალ მყარ ურთიერთობას არ ააშენებენ,რის გამოც ღირს წინა ურთიერთობის დასრულება.

ავტორი:  ნანა  ახალაია

 

SHARE