ბაზრის ფიასკო  და სახელმწიფოს როლი საბაზრო ეკონომიკაში

0
770

განვითარებულ საზოგადოებაში ბაზარი– ეს სულაც არ არის კონკრეტული ადგილი. კომუნიკაციისა და ტრანსპორტის თანამედროვე საშუალებათა მეშვეობით გარიგების განხორციელება ხდება მყიდველთან უშუალო კონტაქტის გარეშე. ეს არის ადგილი, სადაც მარტივად, რომ ვთქვათ ურთიერთობენ მყიდველები და გამყიდველები, უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ამ პროცესში ?! ეკონომიკის “ქართული მოდელი” ჯერ არ არსებობს, მაგრამ იმედია, რომ ჩვენ ამ მოდელის ჩამოყალიბებას მაინც შევძლებთ!

ბუნებრივია, რომ ეკონომიკის, როგორც გადამეტებული რეგულირება, ისე თვითდინებაზე მიშვება, არის წამგებიანი.

არსებობს ეკონომისტების ერთი ნაწილის მოსაზრება, რომ  გლობალიზაციის ეპოქაში სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა მსოფლიო სამეურნეო კავშირებში მისი ეფექტიანი ჩართვის უზრუნველყოფა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება გლობალური მასშტაბით. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე სახელმწიფოს როლი მეტად მნიშვნელოვანია. მხოლოდ მას შეუძლია გლობალური ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მისი კონიუნქტურის შესაბამისი ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურის შექმნა.

არსებობს მეორე ნაწილის მოსაზრება,  რომ ’’უხილავი ხელის პრონციპი’’კონკურენტული გარემოს შექმნას პირიქით ხელს უშლის ,თუმცა როდესაც ბაზარზე სრულყოფილ კონკურენციაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ, რომ სახელმწიფო განზე უნდა იდგეს და საერთოდ არ მონაწილეობდეს  ბაზრის ფუნქციონირებაში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს აუცილებელიც არის, ინფორმაციის ასიმეტრიულობითა და უარყოფითი გარეგანი ეფექტებით გამოწვეული საბაზრო ჩავარდნის (market failure) თავიდან ასაცილებლად.

ერთი შეხედვით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდამჭერი ისეთი პროგრამა, როგორიცაა “აწარმოე საქართველოში” – არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მიუხედავათ იმ შეღავათების, რომლებიც ეხება სესხების “პროცენტულ კომპენსაციას” და საგარანტიო უზრუნველყოფაში სახელმწიფოს 50%-ან თანამონაწილეობას – მაინც ბოლო სიტყვა ეკუთვნის ბანკს და ბანკების ხისტი მოთხოვნები ყველასათვის კარგათ არის ცნობილი.

ის, რომ სახელმწიფომ “კეთილი განზრახვით“ დაურიგა ხუთ-ხუთი ათასი ლარი “რაიონულ გამგეობებთან დაახლოვებულ“ მეწარმეებს – ეს იყო საბიუჯეტო თანხების უბრალოდ გაფლანგვა!

ამიტომ  საზოგადოება  უკვე განხორციელებული რეფორმების ხარისხის, ფორმების და რეალიზაციის მეთოდების მიმართ  საგულისხმო და სამართლიან პრეტენზიებს გამოთქვამს, უარყოფით შეფასებას აძლევს განსახელმწიფოებრივებისა და პრივატიზაციის ფორმებს და შედეგებს. არსებითი უზუსტობები იყო საგადასახადო სისტემის რეფორმირებისას. სახელმწიფოსათვის დიდი მატერიალური დანაკარგების ფასად მოხდა საგარეო ვაჭრობის სისტემის რეფორმირებაც.

სახელმწიფოს ეკონომკურ როლზე თანამედროვე პირობებში ორი უმნიშვნელოვანესი პროცესი ზემოქმედებს: გლობალიზაცია და პოსტინდუსტრიული საზოგადოების (ეკონომიკის) ჩამოყალიბება. პირველი გამოიხატება იმაში, რომ საგრძნობლად იზრდება, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოთა მთავრობების ურთიერთდამოკიდებულება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, ისე მათი დამოკიდებულება ზეეროვნულ (ზესახელმწიფო) ინსტიტუტებზე. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ზღუდავს ეროვნულ მთავრობათა სუვერენიტეტის ხარისხს, ავიწროებს მათი ავტონომიურობის სივრცეს და წარმოშობს ცალკეულ ქვეყნებში მარეგულირებელ ღონისძებათა უნიფიცირებისა და შეთანხმების აუცილებლობას. ცხადია, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზრის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების განხორციელების მამოძრავებელი წყარო დამდეგ წლებში მისი ევროკავშირის მიდგომებთან ჰარმონიზების საჭიროებაა.

თანამედროვე პირობებში სახელმწიფოსა და ბაზრის ურთიერთმიმართების მნიშვნელოვანი ასპექტია მათი თანამშრომლობა:

  • წარმოების რეგულირება იმ დარგებში, რომლებშიც წარმოიშობა ბუნებრივი მონოპოლის პირობები (ელექროენერგიის წარმოება და განაწილება, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, წყალმომარაგება და ა.შ.);
  • საბაზრო ეკონომიკის არახელსაყრელი სოციალური შედეგების კორექტირება, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს სოციალური უთანასწორობის გაღრმავებას, უმუშევრობისა და სიღარიბის ზრდას;
  • ეკონომიკის სტაბილიზაცია მაკროეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ეკონომიკა კრიზისული დაცემისა და ფასების ინფლაციური ზრდისაგან;

მოკლედ რომ ვთქვა, სახელმწიფოს კონსტრუქციულიჩარევაეკონომიკურ პროცესებში აუცილებელია, ოღონდ ერთი პირობითთუ ეს ჩარევა იქნება დოზირებული და კვალიფიციური!

 ავტორი : ფინანსისტი, ნანა ახალაია

 

 

SHARE