15 ფილმი, რომელიც ინტელექტუალმა უნდა ნახოს

0
508

კინომოყვარულების საყვარელ ფილმებს შორის ეს ჩამონათვალი ალბათ ვერ მოხვდება, თუმცა ინტელექტუალებს ის აუცილებლად დააინტერესებს.

  1. იმიტაციის თამაში/The Imitation Game 
    ეს არის ბრიტანელი მათემატიკოსის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საიდუმლო შიფრის გამოცნობას ცდილობს. მან ისეთ გონებრივ შესაძლებლობებს მიაღწია, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელია.

 2. გოგონა მატარებელში/The Girl on the Train

მატარებლამდე მისასვლელად რეიჩელს ყოველდღიურად კოტეჯის გავლა უწევს, თუმცა ერთ დღეს ეს იდილია დაირღვევა, როცა ის შეყვარებული წყვილის წამების მომსწრე გახდება. რეიჩელი ერთდაერთია, ვინც ამ ფაქტს შეესწრო.

 3. ახლა მხედავ/Now You See Me საუკეთესო ილუზიონისტების გუნდი ხალხს პირდაპირ შოუს დროს ქურდავს.

 4. მოსამართლე/The Judge
წარმატებული მოსამართლის ისტორია, რომელიც მშობლიურ ქალაქში დედის დაკრძალვაზე მიდის და იგებს, რომ მკვლელი, შესაძლოა, მამამისია, რომელიც ასევე ქალაქის მოსამართლის პოზიციას იკავებს.  მოსამართლე ქალაქში რჩება, რათა სიმართლეს ფარდა ახადოს.

 5. ტყვეები/Prisoners
კევინ დოვერი ყველა მშობლის კოშმარში ხვდება: მისი 6 წლის ქალიშვილი მეგობართან ერთად გაუჩინარდა. დრო გადის, თუმცა გოგონები უკან არ ბრუნდებიან.

 

6. დიდი აფიორა/The Big Short
ფილმი რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული და 2008 წლის კრიზისის დროს უოლ სთრითზე მიმდინარე პროცესებს აღწერს. ადამიანები, რომლებიც კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებენ, საბოლოოდ ფულის შოვნის გზებს მიაგნებენ.

7. მის პერეგრინის სახლი განსაკუთრებული ბავშვებისთვის/Miss Peregrine’s Home For Peculiar Children ჯეიკობი ადრე დაობლდა და ბაბუასთან იზრდებოდა. ის უჩინარ ბიჭსა და ტყუპებს ხვდება, რომლებსაც საუბარი სიტყვების წარმოქმნის გარეშე შეუძლიათ. როდესაც ბაბუა სახლიდან გადის, 16 წლის ჯეიკობი ჯადოსნურ წერილს იღებს და მიდის იმ კუნძულზე, სადაც მოხუცი ბაბუა გაიზარდა.

  1. საუკეთესო შეთავაზება/La Migliora Offerta  ვირჯილ ოლდმენი აუქციონის სახლის მენეჯერია. ერთ დღეს, მას საიდუმლოებით მოცული ქალი ოჯახის საკუთრებაში არსებული ანტიკვარული ნივთების გაყიდვას სთხოვს. ამ ნივთებში ოლდმენი აღმოაჩენს ნაწილებს, რომლებსაც არამხოლოდ ანტიკვარული ღირებულება გააჩნია.

9. მისტერ ჰოლმსი/Mr. Holmes
მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი პატარა, წყნარ სოფელში ცხოვრობს და ფუტკრებს უვლის, თუმცა მუდმივად თავს ახსენებს ერთი ქალის საიდუმლოებით მოცული ისტორია, რომლის გახსნაც ვერ შეძლო. ჰოლმსი 30 წლის შემდეგ ამ შემთხვევაზე მუშაობას იწყებს.

10. უვეს მეორე სიცოცხლე/En Man Som Heter Ove
უვე მოხუცი კაცია, რომელსაც წუწუნი უყვარს და მეზობლებს მუდმივად აწუხებს. მის სახლსა და ავტოფარეხში ყველაფერი სუფთაა და ბრწყინავს, თუმცა სარდაფში საძილე აბებსა და იარაღს ინახავს.

11. ამერიკული აფიორა/American Hustle ეს 1980-იანი წლების ისტორიაა, რომელიც FBI-ს ოპერაციის შესახებ მოგვითხრობს. მისი მიზანი მოპარული ნივთების საქმის გამოძიებაა, რის შედეგადაც დიდ კორუფციულ გარიგებებს მიაკვლევენ.

  1. დროის მარყუჟი/Time Lapse
    ჯინი, კელი და ჯასპერი მეგობრობენ და ერთად ცხოვრობენ. ისინი ნათელ მომავალზე ოცნებობენ. ერთ დღესაც კი უცნაურ მოწყობილობას აღმოაჩენენ, რომელიც იღებს ფოტოებს და აჩვენებს, ხვალ რა მოხდება. მათი ოცნებები ნელ-ნელა სრულდება, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ სურდათ.

13. უსაზღვრო/Limitless
ედი ნიუ იორკელი მწერალია, რომელიც ნარკოტიკების მიღებას იწყებს, რაც მის ცხოვრებას ცვლის. მოკლე დროში კი დიდი რაოდენობით თანხის მფლობელი ხდება და ნარკოტიკების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

14. ინფერნო/Infernoპროფესორი რობერტ ლენგდონი იტალიაში მდებარე საავადმყოფიში იღვიძებს და მეხსიერება დაკარგული აქვს. საავადმყოფოს ექიმი, სიენა ბრუკსი კი რობერტს წარსულის გახსენებაში ეხმარება და იკვლევს იმ მიზეზებს, რომლებმაც პროფესორს მეხსიერება დააკარგვინა.

15. ბუღალტერი/The Accountant  კრისტიან ვულფი გენიოსი მათემატიკოსია, რომელიც კრიმინალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დიდ თანხსებს გამოიმუშავებს. როდესაც მის სიახლოვეს ფინანსთა მინისტრი ჩნდება, კრისტიანი კანონმორჩილი კლიენტის ძებნას იწყებს და რობოტების მწარმოებელი კომპანიის აუდიტის სამსახურში პოზიციაზე ინიშნება, თუმცა მისი ძველი საქმიანობა თავს მაინც ახსენებს.

SHARE