სამი პლანეტა, სადაც პოტენციურად სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს

0
219

 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ არც თუ ისე დიდი ვარსკვლავის ირგვლივ, რომელიც შედარებით ახლოსაა ჩვენს გალაქტიკასთან, მოძრაობს შვიდი პლანეტა, რომლებიც დედამიწის მსგავსია. ციური სხეული საკმარისად შორს არის წითელი ჯუჯისგან, რათა ტემპერატურა არ აღემატებოდეს 100 გრადუს ცელსიუსს და მასზე შეიძლება თხევადი წყალიც კი არსებობდეს. Prime.ge მოგითხრობთ იმ აღმოჩენის შესახებ, რომელიც საერთაშორისო ასტრონომების ჯგუფმა გააკეთა.

ეკზოპლანეტებს უწოდებენ ისეთ პლანეტებს, რომლებიც ბრუნავენ სხვა ვარსკვლავების გარშემო. თანამედროვე ასტრონომიის ერთ-ერთი ამოცანაა, მოძებნონ მსოფლიო, რომელიც დედამიწის მსგავსი იქნება. მეცნიერთა შეფასებით, ირმის ნახტომის გალაქტიკაში 5-20 მილიარდი ჩვენი პლანეტის ტყუპი არსებობს. მათი მოძიებისთვის მეცნიერები სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. ერთ-ერთი მათგანია ტრანზიტი, რომელიც დაფუძნებულია ციური სხეულის დაკვირვებაზე ვარსკვლავის ფონზე.

2016 წელს Michaël Gillon-მა ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა გვამცნეს, რომ მათ მოახერხეს აღმოეჩინათ სამი ეკზოპლანეტა, რომლებიც გადიოდნენ TRAPPIST-1 ერთადერთ ფონზე (მათთან დაშორების მანძილი 39 სინათლის წელია). თავისი დასახელება ამ ვარსკვლავმა იმიტომ მიიღო, რომ ის აღმოაჩინეს 0.6 მეტრიანი ტელესკოპის TRAPPIST-ის (Transiting Planets and PlanetesImals Small Telescope) საშუალებით ESO La Silla-ს ობსერვატორიაში ჩილეში. ეს წითელი ჯუჯა მხოლოდ 11 პროცენტით აღემატება იუპიტერს.

სამიდან ერთ-ერთი ეკზოპლანეტა TRAPPIST-1d  რეგისტრირებული იყო ორი სატრანზიტო სიგნალის საფუძველზე, უფრო სწორედ, ასტრონავტები აკვირდებოდნენ ამ პლანეტის ორ გამოჩენას წითელი ჯუჯის დისკზე. მეორე ჩავლა დაფიქსირებული იყო “ძალიან დიდი ტელესკოპის” (VLT) დახმარებით ჩილეში. როდესაც მკვლევალრებმა გაანალიზეს მიღებული შედეგები, აღმოჩნდა, რომ დაბნელება მოხდა სამჯერ.

ამ ფაქტის შემდეგ საჭირო გახდა ჩაეტარებინათ საფუძვლიანი ფოტომეტრიული დაკვირვება ვარსკვლავზე. ასტრონომები აკვირდებოდნენ TRAPPIST-1d-ის 6 შესაძლო ტრანზიტს, 2016 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე, გამოყენებული იყო კოსმოსური ობსერვატორია “სპიტცერი” და რამდენიმე სახმელეთო ტელესკოპი, მათ შორის TRAPPIST. ახალმა ცნობებმა საშუალება მოგვცა უკუგვეგდო მანამდე შემოთავაზებული 11 შესაძლო ბრუნვის პერიოდები ეკზოპლანეტების ვარსკვლავების გარშემო. ამას გარდა, გაირკვა, რომ ორი ტრანზიტი, რომელზეც დაკვირვება მიმდინარეობდა, სხვა ობიექტს ეკუთვნოდა.

“სპიტცერი”-ს ობსერვატორია, რომელიც ვარსკვლავს 20 დღის განმავლობაში აკვირდებოდა 2016 წლის შემოდგომაზე, მიიღო რკალისებრი ბრწყინვალება, რაც 34 ტრანზიტზე მიუთითებს. ახალი მონაცემები, უკვე არსებულთან გაერთიანებით საშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ ოთხი ტრანზიტული სიგნალი 4,04 დღის, 6,06 დღის, 8,1 დღის და 12,3 დღის პერიოდის განმავლობაში. ისინი შეესაბამებოდნენ, როგორც უკვე აღმოჩენილ ეკზოპლანეტებს TRAPPIST-1d, ასევე ახლებს – TRAPPIST-1e, TRAPPIST-1f და TRAPPIST-1g. ამას გარდა, იყო დაფიქსირებული კიდევ ერთი ტრანზიტული სიგნალი, რომელიც ეკუთვნიდა ვარსკვლავისგან ყველაზე შორს მდებარე პლანეტა TRAPPIST-1h-ს, რომლის პერიოდიც ჯერ არ არის ცნობილი.

რკალისებრი ბრწყინვალების სტატისტიკური ანალიზისას გათვალისწინებული იყო რამდენიმე ინფორმაცია შვიდი სამყაროს აღმოჩენისა და მათი ორბიტების ტრაექტორიის შესახებ. მეცნიერებმა დინამიური სიმულაციის დახმარებით განსაზღვრეს, თუ როგორი ფორმები უნდა ჰქონოდა ორბიტას, რათა ჩამოყალიბებულიყო დაკვირვების სურათი. აღმოჩნდა, რომ ექვსი შიდა ეკზოპლანეტა მოძრაობს დაახლოებით წრიული ტრაექტორიით. მეშვიდე პლანეტის ორბიტის შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ასტროფიზიკოსებმა შეძლეს გაეგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ პლანეტები ერთმანეთთან, გამოთვალეს ექვსი შიდა პლანეტის სავარაუდო მასა და ქიმიური შემადგენლობა. ამრიგად, ხუთი პლანეტა (b, c, e, f და g) ზომით დაახლოებით დედამიწის ტოლია, ხოლო ორ მათგანის (d და h) დიამეტრი დედამიწაზე ნაკლებია, თუმცა უფრო დიდი, ვიდრე მარსიანული. ექვსი შიდა პლანეტა რკინაქვის შემადგენლობის არის, ამასთან შედარებით ნაკლები სიმკვრივის TRAPPIST-1f-ის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ის გარშემორტყმულია ძლიერი გაზის გარსით, ან სქელი ყინულის ზედაპირით.

ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქიმიური შემადგენლობის განმარტებისთვის საჭიროა გრძელვადიანი დაკვირვება ისეთი კოსმოსური ტელესკოპების გამოყენებით, როგორებიცაა “ჰაბლი” და “ჯეიმს უებბ”, ეს უკანასკნელი 2018 წელს გამოვა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ b, c, e, f, g და d ეკზოპლანეტებს შორის ყველაზე გრძელ რეზონანსულ ჯაჭვს აყალიბებენ, რა თქმა უნდა მათ შორის რაც ჯერჯერობით ცნობილია. ორბიტალური რეზონანსი ხდება, როცა ერთი ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი ორი ობიექტი ერთმანეთზე გრავიტაციულ გავლენას ახდენს. შედეგად, მათი ბრუნვის პერიოდი შეესაბამება ერთმანეთს, როგორც პატარა ნატურალური რიცხვები და პლანეტები დროდადრო ერთმანეთს უახლოვდებიან, როდესაც იმყოფებიან ორბიტის ერთი და იგივე წერტილში. მაგალითად, მზის სისტემაში სატურნის ორი წრე დროით თითქმის შეესაბამება იუპიტერის ხუთ წრეს.

c/b, d/c, e/d, f/e და g/f წყვილი პლანეტების ბრუნვის პერიოდის ურთიერთობა შესაბამისად შეადგენს 8/5, 5/3, 3/2, 3/2 და 4/3. აქამდე, გრძელი რეზონანსურლი ჯაჭვი აღმოჩენილი იყო კომპაქტურ სისტემებში, რომლებშიც ვარსკვლავების გარშემო მზის მსგავსი სუპერმიწები და ნეპტუნი ბრუნავს.

დადგენილია, რომ შიდა პლანეტების ზედაპირზე იგზავნება იმდენივე მზის რადიაცია, რამდენიც ვენერაზე, დედამიწაზე, ან მარსზე. თუმცა, ყველა შვიდი პლანეტა სავარაუდოდ იმყოფება მიმოქცევის ტყვეობაში მშობლიურ ვარსკვლავთან, ეს ნიშნავს რომ, ზეციური სხეულები შებრუნებული არიან წითელი ჯუჯის მიმართ ყოველთვის ერთი მხრიდან, რაც აუარესებს პირობებს მათ ზედაპირზე.  TRAPPIST-1 გამომავალი გამოსხივების გათვალისწინებით, მხოლოდ e, f და g ეკზოპლანეტებს შეუძლიათ იყვნენ დაფარული წყლის ოკეანეებით და მათი ატმოსფერო კი დედამიწის მსგავსი. პლანეტებზე  b, c და d, რომლებიც განთავსებულნი არიან წითელ ჯუჯასთან უფრო ახლოს, სავარაუდოდ მეფობს სიცხე ძლიერი პარნიკური ეფექტის გამო, რაც მათ ვენერის მსგავსს ხდის.

რაც შეეხება ყველაზე შორეულ პლანეტას, მის ზედაპირზე ტემპერატურა სავარაუდოდ არის ყინულის დნობის წერტილზე ქვემოთ, თუმცა მაინც შესაძლებელია, რომ მასზე არსებობდეს თხევადი წყალი მიმოქცევის პროცესებისგან მიღებული სითბოს გამო, ან წყალბადით გაჯერებული ატმოსფეროსგან, რომელიც ხელს უშლის სითბოს დაკარგვას.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღევანდელ დღეს ეკზოპლანეტის სისტემების TRAPPIST-1 ორბიტალური მაჩვენებლები საკმაოდ გაურკვეველია, რათა ასი პროცენტით დარწმუნებით ვთქვათ მათ ზედაპირზე არსებული პირობების შესახებ. მიუხედავად ამისა, ეს სამყაროები ასტრონომებისთვის  წარმოადგენენ უნიკალურ შესაძლებლობას გამოიკვლიონ სისტემა, რომელიც მოგვაგონებს მზის სისტემას, მაგრამ უფრო ცივი ვარსკვლავით.

 

SHARE