მეცნიერების ისტორია: რორშახის ლაქა

0
372

1884 წლის 8 ნოემბერს დაიბადა შვეიცარელი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტესტის – პიროვნების ტესტის ავტორი, ჰერმან რორშახი. ადამიანთა უმრავლესობისთვის, რორშახის სახელი დაკავშირებულია ტესტთან და ლაქასთან. სწორია კი ეს კავშირი? თავად ტესტის ავტორი უპასუხებდა, რომ როცა საქმე ეხება ასოციაციას, სწორი პასუხი არ არსებობს.

რორშახის ბიოგრაფიის შესწავლისას, რატომღაც ჩნდება ფიქრები, რომ მთელი მისი ხანმოკლე ცხოვრება (მან მხოლოდ 37 წელი იცოცხლა) თავისი უცნაური ნახატების გარშემო ტრიალებდა.

ჰერმანის მამა ხელოვნების მასწავლებელი იყო. სწორედ ის უჭერდა მხარს შვილის ხელოვნებისადმი გატაცებას. ასე რომ, ის ბევრს ფიქრობდა, რასთან დაეკავშირებინა მისი ბედი – მეცნიერებასთან თუ ფერწერასთან. თუმცა, სანამ ასეთ არჩევანს გააკეთებდა, საჭირო იყო სკოლის დამთავრება. ჰერმანი გულმოდგინებდ სწავლობდა და არ თაღლითობდა, მიუხედავად ამისა, ძალიან უყვარდა იმ დროს ბავშვებში ძალიან პოპულარული გასართობი: ქაღალდზე ცოტაოდენი მელნის დასხმა, რათა მიეღოთ ლაქა. ასევე შესაძლებელი იყო გადაგეკეცათ ფურცელი შუაზე, რის შემდეგაც მიიღებდოდა უცნაური სიმეტრიული ლაქა. როცა ჰერმანი შეუერთდა სტუდენტთა კავშირს, ამ გასართობის სიყვარულისთვის, მას მიეკუთვნა მეტსახელი “ლაქა”. თუმცა, იმისთვის რომ მოძიებული ტესტის ფორმას მიეღო მეთოდიკის სახე, შედეგების გააზრებისთვის საჭირო იყო წლები.

ჰერმანი ციურიხში მედიცინას სწავლობდა, სადაც ის შეხვდა რუსული საზოგადოების წარმომადგენლებს, ხოლო შემდეგ ცოტახნით მოინახულა კიდეც ეს ქვეყანა. ციურიხში სწავლის პერიოდში, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. უნივერსიტეტის გარემოცვაში გავრცელდა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის სწავლება. ცნობილი გვირგვინოსნის იდეებმა ახალგაზრდა ჰერმანზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. რორშახის ბევრი ნამუშებარი სწორედ უგონო მდგომარეობას მიეძღვნა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჰერმანი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობდა. ამ სამსახურმა მის აზრებს ძალიან ბევრი “საკვები” მისცა. აქვე მოამზადა მან თავისი ნაშრომი “რეფლექსური ჰალუცინაციები და მასთან დაკავშირებული მოვლენები“. დაახლოებით ამ პერიოდში გამოჩნდა დადასტურება იმისა, რომ რორშახი იწყებდა თავის განთქმულ ტესტებზე მუშაობას. ამის შესახებ მან თავის მეგობარს, მასწავლებელს უამბო, რომელიც მახლობლად ცხოვრობდა. ჰერმანმა განაცხადა, რომ მან გამოსცადა ახალი მეთოდი პაციენტებზე, ხოლო მეგობარმა შესთავაზა, ტესტი გამოსაცდელად მოსწავლეებისთვის მიეცათ. რორშახი ცდილობდა ეპოვნა კავშირი, თუ როგორ ჩააბარებდნენ მოსწავლეები ტესტს და რამდენად ნიჭიერებად ითვლებოდნენ ისინი. სავარაუდოდ, ჰერმანმა სასურველი შედეგები ვერ მიიღო, რადგან მან მალე მიატოვა ეს ექსპერიმენტი.

კლინიკაში ოთხ წლიანი მუშაობის შემდეგ, როგორც ჰერმანი დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა, რუსეთში გაემგზავრა. მას იმედი ჰქონდა, რომ იქ კარგ კარიერას აიწყობდა. თუმცა, მოსკოვის მახლობლად მდებარე სანატორიუმში რამდენიმე თვის ცხოვრების შემდეგ, ჰერმანი შვეიცარიაში დაბრუნდა. კვლავ დაიწყო მუშაობა კლინიკაში და განაგრძო კვლევა. ამჯერად, მისი ყურადღება რელიგიური სექტის ლიდერებმა და მათმა მიმდევრებმა მიიპყრო, თუ როგორი პიროვნული თვისებები ჰქონდათ “წინასწარმეტყველებს” და როგორ აღიქვამდნენ მას მორწმუნე ადამიანები.

მალე მან მიატოვა ეს თემა და დაუბრუნდა მივიწყებულ მელნის ლაქას. ტესტი აღწერილი იყო ნაშრომში “ფსიქოდიაგნოსტიკა: აღქმაზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური ტესტი, ”. მასში გამოქვეყნებულია ცნობილი ათი ცხრილი ლაქებით, რომლებიც გვთავაზობდნენ გვეპოვნა გამოსახულებები. ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, რორშახის ზოგიერთი დებულება მოძველებულად მიიჩნიეს. კოლეგებსა და მიმდევრებს იმედი ჰქობდათ, რომ ავტორი გააუმჯობესებდა თავის ნაშრომს, თუმცა ამაოდ, რორშახი “ფსიქოდიაგნოსტიკის” გამოცემის შემდეგ, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

რორშახის ტესტმა დიდი გავრცელება ჰპოვა, განსაკუთრებით 1940-50 წლებში, თუმცა ცალსახა აღიარება ტესტს მაინც არ მიუღია. მის სუსტ მხარედ ხშირად ასახელებენ პასუხების მკაფიოდ გამოხატული შეფასების კრიტერიუმების არარსებობასა და სუბიექტურობას, თუმცა ეს პროექტული მეთოდის საერთო პრობლემად ითვლება. რორშახის ტესტის გამოყენებასა და მის დადებით, თუ უარყოფით მხარეებზე კამათი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

 

SHARE