2017 წლის ყველაზე ახალგაზრდა და მდიდარი ქალები

0
185

Prime.ge წარმოგიდგენთ 40 წლამდე მყოფ ახალგაზრდა და მდიდარ ქალებს.

მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ალექსანდა ანდრესენია 1.2 მილიარდი დოლარით, რომელიც მხოლოდ 20 წლისაა. ყველაზე მდიდარი 35 წლის ჩინელი იან ჰუეიანი, ჩინური დეველოპერული კომპანიის, Country Garden Holdings-ის 55% აქციები, რომლებიც მამამისმა 2007 წელს გადასცა, ახლა 9 მილიარდი დოლარი ღირს.

ყველაზე ხშირად, ახალგაზრდა მილიარდერები მემკვიდრეობას მამისგან, ან ბაბუისგან იღებენ. მაგალითად, სიაში შედის ლუდვიგ ჯორჯ ბრაუნის სამი მემკვიდრე, რომელმაც შექმნა სამედიცინო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია B.Braun. ასევე სიაში მოხვდა იოჰან ანდრესენის ორი მემკვიდრე, რომელიც საინვერსტიციო ჯგუფ Ferd-ის ლიდერი იყო, ასევე ლარს ლუნდბერგის ორი მემკვიდრე, რომელმაც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარა კომპანიას L.E. Lundbergforetagen.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, 40 წლის ჩენ სიაოინი, რომელმაც თავის ძმასთან ერთად დაარსა ლოჯისტიკური კომპანია STO.

  1. ალექსანდრა ანდრესენ

ასაკი20

მდგომარეობა$1,2 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში1678

სიმდიდრის წყაროFerd

ქვეყანანორვეგია

ოჯახური მდგომარეობადაუოჯახებელი

ალექსანდრა ანდრესენი მსოფლიო მილიარდელებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. მან და მისმა დამ, რომელიც ერთი წლით უფროსია, თავისი 10 ნიშნა სტატუსი მას შემდეგ მოიპოვეს, რაც მისმა მამამ, იოჰან ანდრესენმა თითოეულს ოჯახური საინვესტიციო კომპანია Ferd-ის აქციების 42% გადასცა. თავად დები კომპანიაში არ მუშაობენ. Ferd-ს იოჰანი მართავს, ის სააქციო საზოგადოების 70% ხმათა რაოდენობას აკონტროლებს, მათ შორის ორი კლასის აქციების.

  1. კატერინა ანდრესენ

ასაკი21

მდგომარეობა$1,2 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში1678

სიმდიდრის წყაროFerd

ქვეყანანორვეგია

ოჯახური მდგომარეობადაუოჯახებელი

ალექსანდრა ანდრესენის უფროსი და კატერინა ოჯახის კომპანიის 42%-ით ფლობით, ასევე მოხვდა Forbes-ის რეიტინგში. ახლა ის ამსტერდამის უნივერსიტეტში სწავლობს.

ზოგადად, ანდრესენების ოჯახი ნორვეგიაში 100 წელზე მეტია, რაც საკმაოდ ცნობიალია, განსაკუთრებით, მათი თამბაქოს ბრენდის Tiedemanns-ის გამო. თავიანთი წილი თამბაქოს ბიზნესში მათ 2005 წელს მიყიდეს Skandinavisk Tobakskompagni-ს $480 მლნ.

  1. იან ჰუეიანი

ასაკი35

მდგომარეობა$9 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში140

სიმდიდრის წყარო: Country Garden Holdings

ქვეყანაჩინეთი

ოჯახური მდგომარეობადაქორწინებელი

იან ჰუეიანი ჩინური დეველოპერული კომპანიის Country Garden Holdings-ის 55% აქციებს ფლობს. კომპანიის წილი მას მამამ 2007 წელს გადასცა. კომპანია მალაიზიის მთავრობასთან ერთად მუშაობს პროექტზე Forest City, რომელიც $36 მლრდ ღირებულებისაა. იანის უმცროსი და ასევე შედის დირექტორთა საბჭოში.

 

 

  1. იოჰანა ბრაუნი

ასაკი37

მდგომარეობა$1,1  მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში1795

სიმდიდრის წყაროB. Braun

ქვეყანაგერმანია

იოჰანა ბრაუნი, ლუდვიგ ჯორჯ ბრაიუნის უმცროსი ქალიშვილი, რომელიც სამედიცინო პროდუქტების მწარმოებელ კომპანია B. Braun-ს მართავს. კომპანიის დღევანდელი მაჩვენებლებია: 54000 თანამშრომელი და წელიწადში დაახლოებით $ 6.5 მილიარდი შემოსავალი. იოჰანა ბრაუნს კომპანიის აქციების 10% ეკუთვნის.

  1. ლუიზა ლინდი

ასაკი37

მდგომარეობა$1,1  მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში1795

სიმდიდრის წყარო: L.E. Lundbergforetagen

ქვეყანაშვედეთი

ოჯახური მდგომარეობადაქორწინებული

ისევე, როგორც მისი და კატერინა მარტინსონი, ლუიზა ლინდი საინვესტიციო ფირმის L. E. Lundbergforetagen-ის აქციების 14%-ს ფლობს და არის დირექტორთა საბჭოს წევრი, ისევე როგორც მისი მამა ფრედერიკ ლუნდბერგი, რომელიც კომპანიას 1981 წელიდან მართავდა. თავად ლინდი მართავს კომპანიის დეპარტამენტს, რომელიც უძრავი ქონების საკითხებზე მუშაობს.

  1. ანა მარია ბრაუნი

ასაკი38

მდგომარეობა$1,1  მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში1795

სიმდიდრის წყაროB. Braun

ქვეყანაგერმანია

ოჯახური მდგომარეობადაოჯახებული, ჰყავს 2 შვილი.

ანა მარია ბრაუნი ლუდვიგ ჯორჯ ბრაუნის ქალიშვილია და კომპანია B. Braun-ის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში პრეზიდენტი. ახლანდელი მონაცემებით, ის კომპანიის 10%-ს ფლობს. თავისი პოზიცია მან 2016 წლის აპრილში დაიკავა.

7. ჟოუ იფენი

ასაკი38

მდგომარეობა$1 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში1940

სიმდიდრის წყაროOriental Energy Co.

ქვეყანაჩინეთი

ოჯახური მდგომარეობადაოჯახებული

ჟოუ იფენი კომპანია Oriental Energy Co-ის დირექტორთა საბჭოს 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. კომპანია დაკავებულია თხევადი ნავთობის გაზის იმპორტითა და დისტრიბუციით. იფენმა დაამთავრა პეკინის უნივერსიტეტი ტრადიციული ჩინური მედიცინის განხრით და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი ნანკინში.

8. ჩენ სიაოინ

ასაკი40

მდგომარეობა$1,7 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში1234

სიმდიდრის წყაროSTO

ქვეყანაჩინეთი

ოჯახური მდგომარეობა

ჩენ სიაოინ – ჩინური კომპანია STO-ს პრეზიდენტი, რომელიც დაკავებულია ექსპრეს-მიწოდებით. მისი ძმა ჩენ დეიჯუნი, მილიარდელი, თავმჯდომარე და თანადამფუძნებელია ლოჯისტიკური კომპანიის.

  1. შარლოტა სოდერსტომი

ასაკი40

მდგომარეობა$1,7 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში936

სიმდიდრის წყაროH&M

ქვეყანაშვედეთი

ოჯახური მდგომარეობადაოჯახებული, ჰყავს სამი შვილი.

შარლოტა სოდერსტომი – შვედეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, სტეფან პერსონის, ქალიშვილია, რომელიც მასობრივი საცალო გაყიდვების კომპანიის H & M-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. კოპანია 1947 წელს მისმა ბაბუამ ერლინგ პერსონმა დაარსა. მისი ძმა, მილიარდელი კარლ-ჯონ პერსონი 2009 წელს H & M-ის გენერალური დირექტორი გახდა. მეორე ძმა ტომ პერსონი და მამიდა ლოტი ტამი ასევე კომპანიის წილის მფლობელები არიან. სოდერსტომი ჩართულია H & M-ის სპონსორებთან დაკავშირებულ საკითხებში.

  1. მარი ბენე ბოვალო

ასაკი36

მდგომარეობა$4,1 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში441

სიმდიდრის წყაროLactalis

ქვეყანასაფრანგეთი

ოჯახური მდგომარეობადაოჯახებული

მარი ბენე ბოვალო, ასევე მისი ძმები ემანუელ და ჟან მიჩელი კომპანია Lactalis-ის დამფუძნებლის, ევროპაში რძის პროდუქტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლის მემკვიდრეები არიან. მარი ბენე ბოვალოს მამამ ბიზნესი მათ მშობლიურ ქალაქში ლავალში, დასავლეთ საფრანგეთში დაიწყო. დღესდღეობით, კომპანიის ყოველწლიური გაყიდვები $18 მლრდ შეადგენს. პროდუქტებს შორის, რომელსაც Lactalis ამზადებს, არის ყველი President და იოგურტი Milkmaid. კომპანიას მართავს ემანუელ ბენე. Lactalis ასევე ფლობს იტალიური Parmalat-სა და ფრანგული Frommageries Bel-ის აქციებს.

SHARE