ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი

0
54

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მკვლევარებმა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნეს. 141 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ფინეთი აღმოჩნდა.

მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებენ კატარი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები. მეოთხე ადგილზე ისლანდიაა, ხოლო მეხუთეზე ავსტრია.

რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ: ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, სინგაპური, ომანი და პორტუგალია.

126ე ადგილს იკავებს რუსეთი, ხოლო უკანასკნეს ნიგერია.

რეიტინგის შედგენისას, მკვევარებმა გაითვალისწინეს ქვეყნებში არსებული კრიმინალური მდგომარეობა, მათ შორის ტერორიზმი, ასევე საზოგადოების ნდობა სამართლებრივი ორგანოების მიმართ, როგორი უნარი გააჩნიათ სამართალდამცავებს დაიცვან თავიანთი მოქალაქეები და სხვა მრავალი პარამეტრი.

აღნიშნულ კვლევამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეიტინგში უსაფრთხოებისა და კლიმატის კომფორტულობის მიხედვით პირველ ადგილს კოსტა-რიკა იკავებდა. მეცნიერები მრავალი წელი მუშაობდნენ, რათა გამოეკვლიათ, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის განწყობასა და შეგრძნებებზე ამინდი. ხანგრძლივი კვლევებისა და 14000 რესპონდენტის გამოკითხვის შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უმეტესობას უბრალოდ სურდა ეცხოვრა კოსტა-რიკაში, მეორე და მესამე ადგილებს კი საბერძნეთი და კვიპროსი იკავებდა, მეოთხეს – მალტა, ხოლო მეხუთეს კი ესპანეთი.

 

SHARE