10 შესაძლო ცხელი წერტილი 2017 წელს

0
324

 

ძველი და ახალი მიზნები. ძველი და ახალი იმპერიალისტები. Prime.ge გთავაზობთ 2017 წლის განმავლობაში შეიარაღებული კონფლიქტების შესაძლო წარმოქმნის თვალსაზრისით 10 პოტენციურად ცხელ წერტილს.

  • ფილიპინები.ფილიპინების დღეს მოქმედი არაორდინალური პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს მმართველობის პირობებში მანილა გამოვიდა აშშ-ს გავლენის ორბიტიდან და სწაფად მიიჩქარის ჩინეთის ორბიტისკენ, რამაც შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. აშშ არანაირ შემთხვევაში არ შეეგუება გავლენის დაკარგვას ფილიპინებზე და ზოგადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე.
  • მიანმარიტაილანდილაოსი.ჩინეთი იცილებს დასავლეთიდან თავის ისტორიულ მტერსა და შტატების ახალ მოკავშირეს ვიეტნამს, რათა დაამყაროს პირდაპირი კომუნიკაციები ინდოეთის ოკეანის ქვეყნებთან.
  • პაკისტანიირანი.აშშ-ს განზრახული აქვს გაწყვიტოს ჩინეთის კომუნიკაციები პაკისტანით და გაავრცელოს არასტაბილურობა ირანში. ასე გაიხსნება მეორე “მეორე ფრონტი” ჩინეთის წინააღმდეგ ცენტრალურ აზიაში.
  • ლიბია.მუამარ კადაფის რეჟიმის დაცემის შემდეგ ლიბიაში ფაქტიურად ერთიანი სახელმწიფო ხელმძღვანელობა აღარ არსებობს. ქვეყანა განაწილებულია სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის, რაც საბოლოო ჯამში გაუთავებელ კონფლიქტებს და სისხლიან შეტაკებებს იწვევს. ევროკავშირს და აშშ-ს განზრახული აქვთ დაიმორჩილონ ლიბია, რათა შეამცირონ მისგან მომავალი საფრთხე იტალიის, საბერძნეთისა და ტუნისის წინააღმდეგ.
  • სირია.სირიაში უკვე მიმდინარეობს საშინელი ომი, თუმცა შესაძლებელია ამ კონფლიქტში სხვა სახელმწიფოებიც აღმოჩნდნენ ჩართულნი. აქ თავიანთი ინტერესები აქვთ აშშ–ს და რუსეთს. სირიის გაყოფასა და დამორჩილებას ასევე ცდილობენ თურქეთი, ირანი და ისრაელი.
  • იემენი.იემენში მიმდინარე მოვლენები დაჩრდილა მის სამეზობლოში მიმდინარე, უფრო სასტიკმა  სირიის კონფლიქტმა. საუდის არაბეთი არ შეაჩერებს ომს იემენში მანამ, სანამ ის დაქვემდებარებული იქნება მასთან პროტექტორატის უფლებებით. ამან კი შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს და კონფლიქტი უფრო სისხლისმღვრელი გახადოს.
  • დასავლეთ საჰარა.მაროკოს სამეფოს გადაწყვეტილი აქვს ბოლომდე დაიმორჩილოს თითქმის მთლიანად მათ მიერ ოკუპირებული საჰარის არაბულ-დემოკრატიული რესპუბლიკა (დასავლეთ საჰარა), რომელიც სარგებლობს ალჟირის სრული მხარდაჭერით.
  • ვენესუელა.კოლუმბიის ხელმძღვანელობის პარტიზანებთან შერიგება ანთავისუფლებს ათასობით პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც ადრე ვენესუელის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. სამოქალაქო ომის საფრთხე და პროამერიკული რეჟიმის დადგომა აღმოცენდება კოლუმბიელი პარტიზანების დახმარებით.
  • კუბა.კუბა ხდება აშშ-ს მრავალპროფილური ექსპანსიის მიზანი, რომლის ფინალიც პროამერიკული რეჟიმის აღდგენა იქნება ბატისტას სულისკვეთებით, რომელიც მართავდა ქვეყანას ფიდელ კასტრომდე.
  • კალინინგრადის მხარე რუსეთში.“რბილი” გერმანიზაცია რუსული რეგიონისა მისი ეკონომიკური ბლოკადის საშუალებით თავის მიზნად ისახავს, რეგიონის სტატუსის ამაღლებას მის ავტონომიურ ოლქამდე ევროკავშირის ქვეყნების გარემოცვაში, მომავალში მისი დამოკიდებულების გაზრდით ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში და რეგიონის პოლიტიკური ელიტის გადაბირებით.

 

SHARE