“ტროიკის“ როლი ევროკავშირის ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში

0
355

პოლიტიკურად შეუძლებელი რომ შესაძლებელი გავხადოთ, ამისათვის კრიზისია საჭირო“ – ჯორჯ სოროსი.

“ტროიკა“, მოგეხსენებათ, რუსული სიტყვაა და ტრიოს, სამთა კავშირს ნიშნავს. მაგრამ ვინც არა მარტო რუსული ენა იცის, არამედ რუსეთის ისტორიაც, გაახსენდება, რომ “ტროიკა“ საბჭოთა კავშირში, 20-იან და 30-იან წლებში სამი პირისგან შემდგარ კომისიას ერქვა, რომელიც სასამართლო პროცესის გარეშე ხალხს მასობრივად აგზავნიდა გულაგებში, ან ასევე მასობრივად ხვრეტდა. ამ ფონზე ცინიკურად ჩანს, რომ ევრო-კრიზისის პირობებში შექმნილი “ტროიკა“ მთელი სახელმწიფოების და ეკონომიკების ბედს წყვეტს.

“ტროიკა“ არის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ევროკომისიის, ეცბ–სა (ევროპის ცენტრალური ბანკი) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებისაგან შედგება და ევროკავშირის წევრ კრიზისულ ქვეყნებთან ფინანსური დახმარების თაობაზე და პირობებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეცბ-ს “ტროიკაში ნომინალურად მხოლოდ მრჩევლის ფუნქცია აკისრია, ხოლო ხელშეკრულებებს ევროკომისია და სსფ აწერენ ხელს, თუმცა პრაქტიკაში სწორედ რომ “მრჩეველი“ ეცბ  გვევლინება “ტროიკას“ პოლიტიკის მთავარ წარმმართველ ძალად. (Hulverscheidt 05.03.2013).

2008-9 წლების ფინანსურმა კრიზისმა მრავალი სახელმწიფოს დავალიანების გაზრდა გამოიწვია, რაც სახელმწიფო დავალიანების კრიზისში გადაიზარდა. ეს კრიზისი ევროპაში განსაკუთრებით ე.წ. PIGS- ქვეყნებს შეეხო (პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი). აღსანიშნავია, რომ PIGS ინგლისურად ღორებს ნიშნავს. რაოდენ ცინიკურია, რომ დასავლეთის მეინსტრიულმა მედიამ ევროკავშირის ოთხ წევრ ქვეყანას „ღორები“ უწოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მსოფლიო ფინანსური კრიზისის  და თავსმოხვეული ნეოლიბერალური პოლიტიკის „წყალობით“ ეკონომიკურ ჩიხში აღმოჩნდნენ და ევროკავშირისგან დახმარება ითხოვეს. შედეგად  ამ ქვეყნების გაკოტრების თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა მაშველი რგოლის სახით ე.წ. “ევროპარაშუტი “, დამხმარე ფონდი შექმნა. მაგრამ მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად დაუშვებელი იყო ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას პასუხი ეგო სხვა ქვეყნის დავალიანებაზე. ამიტომაც სახელმწიფო დავალიანების კრიზისი “ევროკრიზისად“ მოინათლა და მისი დაძლევის მენეჯმენტი ევროპის ცენტრალურ ბანკს დაევალა, რომელიც ნომინალურად ევროს გადასარჩენად იღწვის. გამოდის, რომ სახელმწიფოთა გაკოტრების რისკები ევროპის ცენტრალურმა ბანკმა აიღო თავის თავზე.
საერთაშორისო სააგენტოების (მსოფლიოში სამი დიდი სარეიტინგო სააგენტო არსებობს და სამივე ა.შ.შ.-ს ტერიტორიაზე მდებარეობს. ესენია: Standard&Poor’s, Moody’s und Fitch) მიერ ევროზონის წევრი ქვეყნების კრედიტუნარიანობის ინდექსის და შესაბამისად, ამ ქვეყნების ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციების) ჩამოქვეითება ევროპის ცენტრალურ ბანკს ყოველთვის დილემის წინაშე აყენებს. საკუთარი წესების მიხედვით ევროპის ცენტრალურ ბანკს უფლება აქვს მხოლოდ მაღალი ხარისხის სახელმწიფო ობლიგაციები მიიღოს გარანტიად. კრედიტუნარიანობის ჩამოქვეითება სახელმწიფოებისთვის ართულებს მათი ობლიგაციების თავისუფალ ბაზარზე განთავსებას, და ხშირად ახალი კრედიტების და ინვესტიციების მიღებას შეუძლებელს ხდის, რაც ევროპის ცენტრალურ ბანკს აიძულებს, ევროს გადარჩენის ეგიდით და პაროლით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთაგან დიდი რაოდენობით “დაბალხარისხიანი“ობლიგაციები შეისყიდოს. ამ ქმედებით იგი ფაქტიურად არღვევს სახელმწიფო ბიუჯეტის თვითკმარობის პრინციპს და საკუთარ წესებსაც უგულვებელჰყოფს. დღეისათვის ევროპის ცენტრალური ბანკი ნებისმიერი სახის და რაოდენობის სახალმწიფო ფასიან ქარალდებს შეისყიდის, ისე რომ რეიტინგის სააგენტოების შეფასებებს მნიშვნელობას აღარც კი ანიჭებს. რადგანაც თავისუფალ ბაზარზე ეს ობლიგაციები არ გაიყიდებოდა, მათი შესყიდვა ე.ც.ბ.-ს მიერ შეფარულ სახელმწიფოთა დაფინანსებას ნიშნავს, რისი უფლებაც ე.ც.ბ.-ს არა აქვს. (Schachtschneider 2011, S. 140142).

დღეისათვის “ტროიკა“ აკონტროლებს და ზედამხედველობას უწევს დახმარების პაკეტებს საბერძნეთის, ირლანდიის, პორტუგალიის და კვიპროსის ეკონომიკებისათვის. და არც ერთი ინსტიტუცია არაა სამხრეთ ევროპაში ისეთი არაპოპულარული და რბილად რომ ვთქვათ, დაბალრეიტინგიანი, როგორც ევრო-ტროიკა. მას ბრალად სდებენ რომ ის მოქმედებს, როგორც ნეოლიბერალური ინკვიზიცია და ევროპულ ქვეყნებს თავს ახვევს დრაკონულ შეზღუდვების პროგრამებს და აიძულებს მათ მასობრივი შემცირებების განხორციელებას, რითიც ისინი საბოლოოდ სოციოეკნომიკურ კატასტროფას ღებულობენ. ეს ბრალდება მთლად უსაფუძვლოც არაა, რადგანაც „ქამრების შემოჭერის“ დიქტატის წნეხის ქვეშ აღმოჩენილი ქვეყნები კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან რეცესიაში და უმუშევრობაც მატულობს, მაშინ როცა სახელმწიფო ვალი არამცდაარამც არ იკლებს (Konicz 20.06.2013).
ჯერ კიდევ 2012 წლის მიწურულს აღიარა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომ კრიზისული ქვეყნები “ტროიკის“ მოთხოვნათა განხორციელების პირობებში მეტ შემოსავლებს კარგავენ, ვიდრე დანახარჯების დაზოგვა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, სსფ დღემდე იგნორირებას უკეთებს საკუთარ დასკვნებს და დაზოგვის და შემცირებების მოთხოვნის პილიტიკას აგრძელებს.

“ტროიკის“ უდიდესი პრობლემა კომპეტენციათა გადანაწილების არასრულფასოვნებაშია. არც ერთი ამ სამი ინსტიტუციიდან ცალკე აღებული  არ ატარებს კონკრეტულ პასუხისმგებლობას მიღებულ გადაწყვეტილებებზე არც ერთს არ ეთხოვება პასუხი შესაძლო შეცდომების დაშვების შემთხვევაში. “ტროიკას“ იგივე ემართება, რაც სხვა ცნობილ სამეულს – გედს, კიბორჩხალასა და ქაშაყს კრილოვის იგავიდან, რომელნიც ასევე ნაკლებად წარმატებული იყვნენ, რადგანაც თითოეული მათგანი ურიკას თავის მხარეს ექაჩებოდა. ასევე, ევრო-ტროიკის ხელოვნურად შექმნის გრემიებში არც ერთს ამ სამი ორგანიზაციიდან არ აქვს ლიდერის როლი, რითაცუთანხმოებანი და კონფლიქტები გარდაუვალი და წინასწარ დაპროგრამებული ჩანს. უთანხმოების საბაბი სწორედ მცდარ გადაწყვეტილებათა მთელი კასკადი გახდა. ასე მაგალითად, “ტროიკამ“ 2009-2013 წლებში ბერძნული მშპ-ს 3,5 %-ით კლება იწინასწარმეტყველა. შედეგად მივიღეთ 22.5%! ასევე უმუშევრობაც 14,8% ით ძალიან დაბალ დონეზე იყო ნავარაუდევი, ნაცვლად 27%-ისა. ეს ციფრები ცხადჰყოფენ, რომ “ტროიკა“ მაინცდააინც ეფექტიურად არ მუშაობს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ “ტროიკის“ წევრები მასმედიაში ერთმანეთზე გადაბრალებასაც აღარ ერიდებიან. ასე მაგალითად, სსფ-მ არიარა, რომ ეკ-ს და ეცბ-სთან ერთობლივად “შეალამაზა“ ეკონომიკური პროგნოზები საბერძნეთისთვის, თუმცა თავიდანვე მშვენივრად უწყოდა, რომ საბერძნეთის დავალიანება ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის სშუალებას არ იძლეოდა. ეცბ-მ თავის მხრივ კომენტარი გააკეთა სსფ-ს ამ განცხადებაზე, და მას “შეცდომაში შემყვანი“ უწოდა. (Deutsche Wirtschaftsnachrichten 12.06.2013).

გრაფიკი> საბერძნეთის მშპ-ს პროგნოზები და რეალობა, წყარო http://deutsche-wirtschafts-nachrichten.de/2013/06/12/insider-troika-ist-zerstritten-zerfall-droht/

როდესაც “ტროიკის“ დამკვირვებლები 2010 წელს პირველად ეწვივნენ საბერძნეთს, ისინი შოკირებულნი იყვნენ სახელმწიფო და სასამართლო აპარატის არაეფექტურობით და ეკონომიკის ჰიპერრეგულირებით. ექვსი შეზღუდვის დადაზოგვის პაკეტის გატარების შემდეგ სახელმწიფო დეფიციტი შემცირდა, მაგრამ ამ შედეგისთვის საბერძნეთმა, და განსაკუთრებით მშრომელა ხალხმა, დიდი ფასი გადაიხადა. ოჯახების შემოსავლები კრიზისის დაწყებიდან დღემდე 40% ით შემცირდა, ხოლო უმუშევრობამ ახალგაზრდებში 64% ს მიაღწია. გაპარტახებულია ჯანდაცვის და განათლების სისტემები.

„ქამრების შემოჭერისა“დამომჭირნეობისპოლიტიკამ (Austerity Policy) გააჩანაგა არამარტოსაბერძნეთი, არამედესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, იტალია, კვიპროსი… ამ ქვეყნებში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობამ 50 %-ს მიაღწია და ამ თაობას სოციოლოგები “დაკარგულთაობას” უწოდებენ, ისევე როგორც ეს უწოდეს ახალგაზრდებს I მსოფლიო ომის შემდეგ. „ტროიკის“ და გერმანიის კანცლერის,  მერკელი სპოლიტიკაზე საბერძნეთთან და ზოგადად ევროპასთან მიმართებაში საინტერესო სტატია მიუძღვნა “Spiegel”-მა2015 წლის ივნისის ბოლო გამოცემაში, სადაც მერკელი “ევროპის მესაფლავედაა” მოხსენიებული და პირდაპირ წერია, რომ ქნ. მერკელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში “დიდაქტიკური იმპერიალიზმის” პოლიტიკას ატარებდა და ატარებს, ხოლო ამ პოლიტიკის “აღმზრდელობითი” მეთოდები ბიუჯეტის დისციპლინირება, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და პრივატიზებაა.

2007 წლის საბანკო კრიზისი, რომელიც ამერიკიდან წამოვიდა, მთელს მსოფლიოს მოედო და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნები აზარალა. ბანკების გადასარჩენად ევროკავშირის ქვეყნებმა უზარმაზარი თანხები გამოყვეს ბიუჯეტებიდან, ის ფული, გადასახადების გადამხდელებმა, რომ შეიტანეს თავიანთი ქვეყნების (დაარაბანკების) საკეთილდღეოთ. შედეგად ქვეყნები აღმოჩნდნენ გაკოტრების საფრთხის წინაშე, მაგრამ მათ გადასარჩენად ბანკებმა ფული კი არ გაიღეს, არამედ გაასესხეს მათთვის მომგებიანი ნიხრით.ჯოზეფ სტიგლიცმა, ნობელის პრემიის ლაურიატმა და მსოფლიობანკის ყოფილმა შეფმა თავის ერთერთ ინტერვიუში გერმანულ გამოცემასთან განაცხადა, რომ დაუშვებელია საბერძნეთის გაწირვა, ხოლო კითხვაზე, ჩვენ ხომ ამდენი ხანია საბერძნეთს ვეხმარებოდითო, პირდაპირ მიუგო, ეს ფული ბერძნების კი არა, გერმანული და ფრანგული ბანკების გადასარჩენად იყო მიმართულიო(!)

„ტროიკის“ ქმედებებს აკრიტიკებს ასევე ფრანგი ეკონომისტი თომას პიკეტი, ისევე როგორც გერმანიის ქმედებას და გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ვოლფგანგ შოიბლეს ხისტ პოზიციას საბერძნეთთან გამართულ მოლაპარაკებებზე 2015 წლის ზაფხულში. შოიბლე საბერძნეთის ახლადარჩეულ, მემარცხენე მთავრობას პირდაპირ დაემუქრა, რომ თუკი იგი ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეასრულებდა და Austerity პოლიტიკას და პრივატიზებას არ გააგრძელებდა, საბერძნეთს დეფოლტი და ევროზონიდან გარიცხვა არ ასცდებოდა. მიუხედავად ასეთი წნეხისა, საბერძნეთის ხელისულებამ 2015 წლის ივლისის დასაწყისში რეფერენდუმი ჩაატარა თემაზე, უნდა მიეღო თუ არა საბერძნეთს „ტროიკის“ პირობები. რეფერენდუმს წინ უძღოდა დიდი ზეწოლა ბერძნულ ბანკებზე ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან. საბერძნეთის მოქალაქეებს დღეში მაქსიმუმ 50 ევროს ანგარიშიდან მოხსნა შეეძლოთ. მიუხედავად ამ ზეწოლისა და ფსიქოლოგიური წნეხისა, რეფერენდუმზე 60 % ზე მეტმა ხმა რეფორმების და შემდგომი შეკვეცების წინააღმდეგ მისცა. ამის შემდეგ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ კიდევ უფრო გაზარდეს თავიანთი მოთხოვნები საბერძნეთის ხელისუფლებისადმი და საბოლოოდ, რეფერენდუმზე მიღებული უარის მიუხედავად, მათ ბერძნული მთავრობისაგან სრული კაპიტულაცია და ახალი მომჭირნეობის პაკეტის უპირობო გარანტიები მიიღეს. მოხდა უპრეცედენტო რამ, როცა ევროპულ დემოკრატიებიდან ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამავე ქვეყნის ბედი გადაწყვიტა არა რეფრენდუმმა, ანუ პირდაპირი დემოკრატიის გამომხატველმა მექანიზმმა, არამედ ბანკებისა და „ტროიკის“ დიქტატმა.

აღმოჩნდა, რომევროკავშირმაშეიძლებათავისიწევრიქვეყანაგაწიროსდეფოლტისთვის, თუკიიგიბრიუსელისტექნოკრატებისდიქტატსარდაემორჩილება და ამგვარად შანტაჟი მოუწყოს მას. „დახმარების“ ახალი პაკეტის მიღების შემდეგსაბერძნეთი აიძულეს კიდევ უფრო მეტი, სახელმწიფო ბალანსზე არსებული სტრატეგიული ობიექტი გამოეტანათ გასაყიდად „პრივატიზაციის“ და „ვალების შემცირების“ ეგიდით. სკანდალური აღმოჩნდა საბერძნეთის რეგიონული აეროპორტების შესყიდვა გერმანული „ფრაპორტის“ მიერ, რაც გერმანული მემარცხენე პარტიის ლიდერის, გრეგორ გიზის ბუნდესტაგში გაკეთებული შეფასებით ნეოკოლონიალიზმის დაუშვებელი გამოვლინებაა.

“ტროიკას” დღეს სახელიიმდენადაქვსგატეხილი, რომგერმანულიმედიები “ტროიკად” აღარმოიხსენიებენდაახლაუბრალოდტერმინ “ინსტიტუციებს” იყენებენ. სხვათა შორის, ამ სამ ინსტიტუციას საბერძნეთისთვის მინიჭებული ახალი „დახმარების პაკეტის“ შემდეგ მეოთხე ინსტიტუციაც, ESM (European Stability Mechanism) „ევროპული სტაბილურობის მექანიზმი“ დაემატა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ „ტროიკა“ 2015 წლიდან „კვადრიგად“ გადაიქცა. „ევროპული სტაბილურობის მექანიზმი“ როგორც ხელშეკრულება, ჯერ კიდევ 2012 წლის 27 სექტემბერს შევიდა ძალაში და მიზნად ისახავდა დეფოლტის (გაკოტრების) საფრთხის წინაშე მდგომი ევროზონის წევრი ქვეყნების კრედიტებით და გარანტიებით უზრუნველყოფას მათი გადახდისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით. შეიქმნა აქტიურად ახალი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის შტაბ-ბინა ლუქსემბურგში მდებარეობს და რომლის პირველი აღმასრულებელი დირაქტორიც კლაუს რეგლინგი გახდა. 2015 წლის 19 აგვისტოს ESM- მა საბერძნეთისთვის ახალი, 85 მილიარდიანი „დახმარების პაკეტის“ გადაწყვეტილება მიიღო.

მიმდინარე, 2016 წელი ევროკავშირისთვის ყველაზე კრიზისული აღმოჩნდა. ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც გაძლიერდა რუსეთთან დაპირისპირების და სანქციების ომის ფონზე, დაემატა სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, აფრიკის ქვეყნებიდან წამოსული ლტოლვილების მილიონიანი ნაკადი, რამაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მორიგი განხეთქილების ვაშლის როლი ითამაშა. მერკელის გერმანიამ ერთპიროვნულად დაარღვია ლტოლვილთა განაწილების მარეგულირებელი ევროპული ხელშეკრულება „დუბლინ 2“, რამაც უნგრეთის, სლოვენიის, ჩეხეთის და მრავალი სხვა ევროპული ქვეყნის აღშფოთება გამოიწვია. ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ, 2016 წლის იანვრის დასაწყისშიგანაცხადა, რომ ევროზონამ ნიშვნელოვანი ფინანსური თუ საიმიგრაციო კრიზისების დასაძლევად მზად არ აღმოჩნდა. ჯერჯერობით ამ პროცესების კულმინაცია ბრიტანული რეფერენდუმით, „ბრექსიტით“ დაფიქსირდა, სადაც ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. საბერძნეთის რეფერენდუმისგან განსხვავებით დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების იგნორირება ელიტას უკვე აღარ ხელეწიფება. დამდეგი, 2017 წელი კიდევ უფრო მეტ საფრთხეებს უმზადებს ევროკავშირის ერთიანობას. მემარჯვენე და ევროსკეპტიკური ძალების გამარჯვებაა მოსალოდნელი ნიდერლანდების, საფრანგეთის,  ავსტრიის და რიგი სხვა ქვეყნების არჩევნებზე.

მანამდე კი, სულ რამდენიმე დღეში, კერძოდ, ა.წ. 4 დეკემბერს იტალიაში დაგეგმილ რეფერენდუმზე გადაწყდება, დაუჭერს თუ არა ხალხი მხარს მატეო რენცის მიერ შემოთავაზებულ კონსტიტუციის რეფორას. თუ შედეგი უარყოფითი დადგა, წნეხის ქვეშ მოექცევა არა მარტო იტალიის სახ. ობლიგაციების კურსი, არამედ თვით ევროც, როგორც საერთო ევროპული ვალუტა. (http://www.zeit.de/2016/49/italien-verfassungsreform-matteo-renzi)

რა გამოსავალი არსებობს ევროპული ფინანსურ-ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისებიდან? შეუძლიათ კი ევროპელ ერ-სახელმწიფოებს „ხალხთა ციხედ“ ქცეული ევროკავშირის ბრიუსელურ ტექნოკრატიისგან და სუპრანაციონალური ფინანსური ოლიგარქიის დიქტატისგან თავის დაღწევა? შეუძლიათ! და ამისი საუკეთესო მაგალითი უკვე აჩვენა ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე მცირერიცხოვანმა ერმა- ისლანდიამ. ეს კუნძულოვანი სახელმწიფო საბანკო „კრიზისის“ პირობებში გაკოტრების პირას აღმოჩნდა. ევრო-ტროიკამ მისგანაც იგივე მოითხოვა, რაც ე.წ. „ღორებისგან“, კერძოთ, საბანკო ვალების სახელმწიფო ბალანსზე აყვანა, საჯარო ქონების მაქსიმალური პრივატიზება და მომჭირნეობის პოლიტიკა. ამ ვალდებულებების თავის თავზე აღების პირობებში ისლანდია კაბალურ მდგომარეობაში, ისლანდიელი ხალხი კი ათწლეულობით ნეოკოლონიალურ მონობაში აღმოჩნდებოდა. მაგრამ ამაყი და მოხერხებული ისლანდიელი ხალხის ერთიანი ძალისხმევით გაიმართა რეფერენდუმი, რომლის შედეგებით ისლანდიამ საბანკო ვალები ბათილად ცნო, კორუფციულ და აფიორულ სქემებში მხილებული ბანკირები დააპატიმრა, ხოლო ვინაც ქვეყნიდან გაასწრო, ინტერპოლის საშუალებით ძებნილად გამოაცხადა, მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც ისლანდიის მთელი წიაღისეული და ბუნებრივი რესურსები მთლიანად საზოგადოების საერთო საკუთრებად გამოცხადდა და მოხდა კრიზისული ბანკების ნაციონალიზაცია. (https://newstopaktuell.wordpress.com/2015/05/29/von-den-lugenmedien-totgeschwiegen-island-setzte-korrupte-regierung-ab/) აღსანიშნავია, რომ ისლანდიის ახალი კონსტიტუციის შემუშავებაში მთელმა კუნძულის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა „ვიკიპედიას“ პრინციპით, ანუ მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით, კომენტარების და შესწორებების შეტანით და გათვალისწინებით ინტერნეტ-ფორუმების მეშვეობით. სკანდალური და ცინიკურია ის, რომ ისლანდიის პრეცენდენტი დესავლური მედია საშუალებების მიერ სრულიადაა იგნორირებული და ამ ფაქტზე ინფორმაციის მოძიება მხოლოდ ინტერნეტ-წყაროებითაა შესაძლებელი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეინსტრიმული მედია მთლიანად საბანკო ოლიგარქიის (გნებავთ, ფინანსური მაფიის) მიერ კონტროლირდება, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სწორედ პატარა ისლანდიის პრეცენდენტი შეიძლება გადაიქცეს მისაბაძ მაგალითად ევროკავშირის უფრო მსხვილი ქვეყნებისთვის, რამაც შეიძლება დომინოს ეფექტი და არსებული სისტემის სრული კოლაფსი გამოიწვიოს.

 

კობა კუპრაშვილი,  პოლიტოლოგი, გერმანისტი

“საერთაშორისო ურთიერთობათა გერმანულ-ქართული ცენტრის” (გელზენკირჰენი) მდივანი

 

 

SHARE