10 მეცნიერული მტკიცებულება უცხოპლანეტელების არსებობაზე

0
280

წყალი მარსზე

სწავლულთა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ წითელი პლანეტის ერთი მეხუთედი მთლიანად გადაფარული იყო თვით ნამდვილი H2O-თი. სიცოცხლის ყველა ნიშანი, რომლებიც სავარაუდოდ ოკეანეში არსებობდნენ, მარსის ქვიშებშია ჩაფლული. საინტერესოა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე დაიბადა სწორედ მაშინ, როდესაც მარსზე ბოლო ტბები გაშრა.

ნაკვალევი ქვიშაზე

ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ზონდმა Curiosity-მ მარსის ზედაპირზე აღმოაჩინა აზოტის, წყალბადის, ჟანგბადის, ფოსფორისა და ნახშირბადის ნაკვალევი. 2014 წელს NASA-მ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც  ეწერა ზონდის მიერ აღმოჩენილი ორგანული მინაერთების არსებობაზე. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მარსზე ნამდვილად იყო სიცოცხლე.

ასტეროიდიები და კომეტები

სწავლულნი ასტეროიდებს და კომეტებს მიიჩნევენ საკვანძო ფაქტორებად ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენაში. აგვისტოში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, კომეტებმა ჩვენს პლანეტაზე მოიტანეს ამინომჟავა, რის გარეშეც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. კოსმოსში კომეტების სიუხვის გათვალისწინებით, არის შანსი, რომ მათ იგივეს გაკეთება სხვა პლანეტისთვისაც შეუძლიათ.

იუპიტერის თანამგზავრი

იუპიტერის მომცრო ზომის თანამგზავრი ევროპა გადაფარულია პატარა ნატეხებით. ასტრონომები დარწმუნებულნი არიან: ეს აჩვენებს იმ ადგილებს, სადაც წყალი თანამგზავრის კორისკენ წავიდა. სწორედ ამიტომ, ინვესტირებს NASA ასობით მილიონს სამომავლო გაფრენებში, იმ იმედით რომ ევროპის ზედაპირის ქვეშ სიცოცხლე აღმოჩნდება.

სატურნის თანამგზავრი

ასეთივე პერსპექტივებს მოიცავს ენცელადი – ამ თვის დასაწყისში სწავლულებმა დაადასტურეს, რომ ამ გიგანტის ყინულოვანი ნაწილის ქვემოთ ოკეანე იმალება. ეს თუ სიმართლეა, მაშინ ენცელადი გვევლინება სიცოცხლისთვის საუკეთესო ადგილად.

უცნაური ობიექტები

ენცელადისა და ევროპის შესახებ უკვე დადასტურებული ფაქტების გარდა სწავლულთ წყლის არსებობის ეჭვი აქვთ კიდევ 10 პატარა ზომის ობიექტზე, ჩვენს მზის სისტემაში. პრობლემა აქაც იგივეა: წყალი შესაძლოა პლანეტის მანტიის ქვეშ იმალებოდეს.

ტიტანის სიურპრიზი

ამას გარდა, სატურნის უდიდესი თანამგზავრი, ტიტანი, გვევლინება ერთადერთ ობიექტად, სადაც ტბები ზედაპირზეა განგლაგებული. თუმცა აქ შეუძლებელია დაიბადოს ჩვენი მსგავსი სიცოცხლე, რამდენადაც ეს ტბები შედგება არა წყლისგან არამედ თხევადი მეთანისგან. თუმცაღა, ამ წლის დასაწყისში, კორნელის კვლევითი ცენტრის სწალულებმა დაამტკიცეს, რომ სიცოცხლის არსებობა მეთანის უჟანგბადო საფუძველზეც არის შესაძლებელი.

ხედვის არის მიღმა

თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ სიცოცხლეს წარმოშობა მხოლოდ დედამიწაზე არსებულ პირობებში შეეძლოს. ეს მხოლოდ ერთზე მეტყველებს: უცხოპლანეტური სიცოცხლის აღმოჩენის ერთადერთი შანსი მხოლოდ მზის სისტემის საზღვრებს მიღმაა. წინა წლის ივლისში სწავლულებმა 1400 სინათლის წელიწადის დაშორებით, აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც დედამიწას ძალიან ჰგავს. მისი ზომა, ორბიტა, მზე და წლოვანებაც კი მთლიანად იმეორებს ჩვენს პირობებს. ამ სახით, არ არსებობს არანაირი სირთულე, ამ პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობისა.

სად არიან უცხოპლანეტელები?

ბევრი მოჭრილად კითხულობს: თუკი არსებობს არამიწიერი ცივილიზაცია, მაშინ რატომ არაფერი არ გვსმენია მათზე? ასტრონომებს ამ კითხვაზეც აქვთ პასუხი. საქმე იმაშია, რომ “ირმის ნახტომი” არც თუ ისე შესაფერისი ადგილია სიცოცხლის წარმოშობისათვის. თუმცა, რომოდენიმე სხვა უკვე აღმოჩენილი გალაქტიკები შეიძლება შეიცავდნენ მაგალითად, 10 000 -ზე მეტ დედამიწის მსგავს პლანეტას.

სიცოცხლის მარცვლები

ჩვენ და ყველაფერი ჩვენს გარშემო მყოფი შევდგებით მძიმე ატომებისაგან, რომლებიც უზარმაზარი ვარსკვლავების გახლეჩვითაა წარმოშობილი. ეს არა მხოლოდ გვაკავშირებს მთელს სამყაროსთან, არამედ ხაზს უსვამს არამიწიერი სიცოცხლის არსებობასაც. ამაში უკიდურესად დარწმუნებულია ცნობილი ასტროფიზიკოსი ნილ დე გრას ტაისონი, რომლის ცოტა ხნის წინ გამოსული ნამუშევარი, სწორედ ამ თემაზე იქცა ნამდვილ ჰიტად სამეცნიერო საზოგადოებაში.

 

SHARE