როგორ დავიცვათ თავი “ენერგო ვამპირებისაგან”?!

0
341

სტატია იმის შესახებ, თუ რატომაა მნიშვნელოვანი საკუთარი ფსიქოლოგიური საზღვრების დაცვა, რათა არ გავხდეთ იმ ადამიანთა მსხვერპლნი, რომელნიც პროვოცირებას უკეთებენ სხვების ნეგატიურ ემოციებს. ამისათვის საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა.

ხალხში მიჩნეულია, რომ “ენერგო ვამპირი” ესაა ადამიანი, რომელიც ართმევს სხვებს ენერგიას. როგორ განსაზღვრავენ ფსიქოლოგები “ენერგო ვამპირიზმის” გაგებას. როდესაც საუბარი იწყება “ენერგო ვამპირებზე”, მთელი ეს აკულტური ტერმინოლოგია, რბილად, რომ ვთქვათ არც თუ ისე მიმზიდველ სურათს გვიხატავს. ესეთი ადამიანები მიზანდასახულად აყენებენ ვნებას, გამოსწოვენ თავიანთ მსხვერპლთ სასიცოცხლო წვენებს და რომ ასეთი მონსტრებისგან თავის დაცვა ადვილი საქმე არაა. ამიტომ ადამიანებს ზოგჯერ ეშინიათ სხვა ადამიანებთან კონტაქტისა, ზოგჯერ კი თითქმის ყოველ მეორეს ვამპირობაში ადანაშაულებენ.

მოვლენა, რომელზეც მიდის საუბარი არსებობს, მაგრამ მოდით ამ თემას შევხედოთ ფსიქოლოგის თვალთახედვით. ვამპირები თავიანთ გარშემო ქმნიან უარყოფით ემოციურ დონეს, ხშირად ამის გაუაზრებლად. ასეთი ადამიანების თანამგზავრი სამუშაოზე და ოჯახში არის: სკანდალები, ინტრიგები, ჭორები, ჩხუბი, წყენა და ჩივილები. მათთან ურთიერთობის შედეგად ადამიანები გრძნობენ დაღლას, სიცარიელეს და იმას, რომ ცხოვრება არაა ტკბილი, მაგრამ თავად ვამპირებიც ძალიან ხშირად არანაკლებად იტანჯებიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც მათ “ენერგია წაართვეს”.

ეს რაღაც მონსტრი-დემონები კი არ არიან, არამედ სინამდვილეში უბედური, რაღაცით დანაკლულებული, ფსიქოლოგიურად არამდგრადი ადამიანები, რომლებიც შეიძლება შეგვეცოდოს და გავერიდოთ. როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს ასეთი ადამიანები საზრდოობენ სხვისი ტკივილითა და გაღიზიანებით, ანუ ქმნიან თავიანთ გარშემო ნეგატიურ ფონს და კმაყოფილები არიან. მაგრამ, თუკი ეს ასეცაა, ესაა დამახინჯებული, ავადმყოფური სიამოვნება, ქრონიკული ავადმყოფობისა და ავბედობის გამოვლინება. გაიაზრო შენი თავი ასეთ ადამიანად საკმაოდ რთულია.

უფრო ადვილია იცხოვრო ნეგატივში, ვერც კი ხვდებოდე, რომ სულიერ ძალისხმევათაგან შემსუბუქება და სიხარული ცხოვრებისაგან შეგვიძლია მივიღოთ, როგორღაც სხვანაირად. ამიტომ “ვამპირები” ხშირად ზიდავენ თავის ჯვარს, არწმუნებენ თავის თავსაც და სხვებსაც, რომ ძალა არ შესწევთ რაიმე შეცვალონ: “მე ესეთად დავიბადე”, “მე ესე აღმზარდეს” და ასე შემდეგ.

ჩვენ ვკარგავთ ენერგიას, როდესაც განვიცდით მეტისმეტად ბევრ არასასურველ ემოციას, როდესაც მათ ვახშობთ დიდი ძალისხმევით. ხოლო რაც შეეხება ბიოენერგეტიკას… ადამიანში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. მაგალითად, თუკი ჩვენ რაიმე გვტკივა ზარალდება ფსიქიკაც. ვინმე, “ვამპირთან” ურთიერთობის შემდეგ სასიცოცხლო ძალების უკმარისობას გრძნობს, ვიღაც კი ემოციონალურ დაღლილობას. ამიტომ თვალი უნდა მივადევნოთ ემოციურ ფონს ჩვენს შიგნით. თუკი რომელიმე ადამიანი თქვენ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს გიქმნით – ეს ნიშანია, რომ როგორც მინიმუმ დაფიქრდეთ, თუ რა ხდება. მაგალითად, არ შეიძლება ოჯახში იყოს ერთი ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი, ხოლო მეორე არაჯანმრთელი. ჯანმრთელი დროთა განმავლობაში დაავადდება, დაკარგავს ცხოვრების ინტერესს, აქ ან ოჯახი ინგრევა ან მივიღებთ ორ ავადმყოფს.

ამასთანავე ჩვენს გარშემო საკმაოდ ბევრი ადამიანია მუდამ უკმაყოფილო, აგრესიული, უტიფარი, თავის თავის ზედმეტად თავსმომხვევნი და ასე შემდეგ. მაშ რომელი ნიშნით გამოვარჩიოთ მათგან “ვამპირი”? გამოსავალი ცალსახაა, თუკი თქვენ განიცდით რაიმე ნეგატიურ გრძნობებს ადამიანის მიმართ, ის თქვენთვის უბრალოდ არასიამოვნოა, თქვენ ყოველთვის კარგავთ ენერგიას, დამნაშავე თქვენი დაღლილობისა “ვამპირია”. ასეთი ადამიანებისაგან უმჯობესია თავი შორს დაიჭიროთ.

საერთოდ თუკი გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენ განიცდით ბევრ არასაჭირო გრძნობებს თქვენთვის არც თუ ისე ახლობელი ადამიანის მიერ, თუკი ვინმე ახდენს თქვენს პროვოცირებას გადაჭარბებული დახმარების შეთავაზებით, თავს გახვევთ მეგობრობას – იყავით ყურადღებით, ეს შესაძელებელია იყოს ფსიქოლოგიური საზღვრების დარღვევა.

ზოგადად ადამიანი, სტაბილური ფსიქიკით, ზუსტად გრძნობს თავის საზღვრებს. მას ესმის: “აქ მე ვარ, ხოლო აქ – გარეშე ადამიანები და ისინი მე არ უნდა მეხებოდნენ. მათი ემოციები, ისტორიები – არაა ჩემი საქმე, თუკი მე ეს არ მინდა”.

ხდება ისეც, რომ ადამიანები არღვევენ ფსიქოლოგიურ საზღვრებს. ჩვენ თითქოსდა ვურთიერთობთ, როგორც კოლეგები, თანამშრომლები, ხოლო ვიღაცა კვეთს პირად საზღვრებს და იწყებს ამ პირადულში დაუკითხავად შემოჭრას – ეს უკვე ნიშანია იმის თაობაზე, რომ თქვენს დაცვას უტევენ და ისევე როგორც ვამპირი ასეთი ადამიანი, თუკი ნახა ხინჯი დაცვაში, ჩაღვრის შიგ თავის წყენებს, გაბოროტებას, მრისხანებას… ესაა მანკიერი წრე არაჯანმრთელი ურთიერთობებისა, რომელიც შესაძლებელია აღმოცენდეს როგორც სამუშაოზე, ასევე ოჯახში და მეგობრებს შორის.

და რატომ იქცევიან ადამიანები ასე? იქნებ ისინი ამას აკეთებენ გაუთვიცნობიერებლად?საქმე იმაშია, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ შეიცავს, როგორც გათვიცნობიერებულის, ასევე გაუთვიცნობიერებელის წილს. ყოველთვის რაღაც ქვეცნობიერიდან გვკარნახოვს გავაკეთოთ არჩევანი. ფსიქოლოგიური საზღვრები – ეს პირადული და ძალიან პირობითი კრიტერიუმია. ერთი ანალოგია: ინგლისში სახლებს შორის მწვანე კორტებია, მათ გარშემო არაა ღობეები, მაგრამ ყველა ადამიანმა იცის, რომ ეს სხვისი ტერიტორიაა და ის არ გაივლის იქ იმიტომ, რომ მასაც აქვს ასეთი შემოუღობავი ტერიტორია და მას არ უნდა, რომ მასზე ვიღაცამ იაროს. ესაა არავერბარული კულტურა დაუწერელი კანონებით. ჩვენს ყოფაში ასეთი რამ არაა. ზოგიერთებს რაღათქმაუნდა აქვს შიდა საზღვრები, მათ შორის სხვა ადამიანებთან მიმართებაში: ისინი ზედმეტად არ დარეკავენ, ტაქტიანად დააკაკუნებენ კარებზე… მაგრამ არსებობს ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომელმაც კომუნალურ ბინებში და იტალიურ ეზოებში იცხოვრა, სადაც პირადი სივრცე საერთოდ არ არსებობდა, იგი ყოველნაირად ნადგურდებოდა. ადამიანები, რომლებთაც არ აქვთ თავიანთი საზღვრები, უცოდინარობის გამო არღვევენ თქვენს საზღვრებსაც და ამით გაყენებენ თქვენ უამრავ უხერხულობას, მაგრამ ისინი ასე მიეჩვივნენ და სხვაგვარად არ შეუძლიათ.

თქვენი ამოცანაა – სწორად რეაგირებდეთ და ზედმეტად არ შეხვიდეთ თქვენთვის არაკომფორტულ ურთიერთობებში. შეგეძლოთ თქვათ “არა”, დაიცვათ თქვენი ტერიტორია ისე, რომ არ აწყენინოთ და არ მისცეთ ზედმეტი იმედები, მაგრამ ამავე დროს დაიცვათ თქვენი პირადი სივრცე.

ხშირად, ადამიანები კონფლიქტში შედიან იმის გამო, რომ მათ განსხვავებული წარმოდგენები აქვთ ფსიქოლოგიურ საზღვრებზე და იმაზე არსებობენ თუ არა ისინი საერთოდ. ისინი ვისაც “ენერგო ვამპირებს” უწოდებენ სინამდვილეში ძლიერ საჭიროებენ დახმარებას, მაგრამ დახმარების მისაღებად ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ვამპირებს წარმოადგენენ გარშემომყოფთათვის. ეს კი ძალიან რთულია, აღიქვა შენი თავი ადამიან-პრობლემად. უფრო ადვილია “ვამპირები” ეძებო გარშემომყოფთა შორის, ინადირო მათზე, მოახდინო კატეგორირება. აი იმის თქმა კი – “მე თვითონ ენერგო ვამპირი ვარ” და შეეკითხო შენს თავს “როგორ ვიცხოვრო მე ამით და რა გავაკეთო, რათა ადამიანები ჩემს გარშემო არ იტანჯებოდნენ?” – ბევრად უფრო ძნელია. და მაინც, განკურნება შეიძლება, შექმნა ჰარმონია შენს შიგნით და შენს ცხოვრებაში.

ყოველივე ამას კი კავშირი აქვს ადამიანის შეხედულებასთან ცხოვრებაზე – პესიმისტურზე ან ოპტიმისტურზე. ესაა მიზეზი ჩვენს თავზე მუშაობისა, ყოვლად მიუღებელია ისეთი განცხადებები როგორიცაა: “აი ასეთი ადამიანი ვარ მე” – როდესაც რომელიმე ხელებს გაშლის და უარზეა რაიმე შეცვალოს თავის თავში. თუნდაც თუკი ადამიანებს ჩემში არაფერი არ მოსწონთ, მე ასევე ვიცხოვრებ მომავალშიც და ჩემს გარშემო მხოლოდ ცუდს დავინახავ, იმიტომ რომ მე ასეთად გავჩნდი – ამგვარ “ნეხვის ბუზად” და არა “ფუტკრად”, რომელიც ყვავილის მტვერს აგროვებს თაფლისათვის, მაგრამ იყო ნეხვის ბუზი ეს არაა სვებედი. ადამიანს შეუძლია გააკეთოს არჩევანი – იყოს ვამპირი, მისი მსხვერპლი, “ვამპირების” გადამრჩენი თუ მათზე მონადირე. ან უთხრას თავის თავს, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და არანაირი “ვამპირები” ჩემზე არ ზემოქმედებენ, იმიტომ, რომ მე – ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება ვარ.

აგრეთვე სოციალური ქსელები იდეალური ადგილია “ენერგოვამპირიზმისათვის”. არ მოგვწონს და ვპასუხობთ კომენტარებს, რეაგირებას ვახდენთ ვიღაცის ანონიმურ და არამოტივირებულ ნეგატივზე, ჩვენ ტყუილ-უბრალოდ ვხარჯავთ ძალიან დიდ ენერგიას… სოციალურ ქსელებში რამდენადაც ცნობილია, ბუდობენ ტროლები. ვირტუალური ტროლი – ეს არაა აუცილებელი იყოს სამუშაო ხელფასზე. ხშირად ეს მოწოდებაა. ზოგიერთი ამით დაკავებულია ცხოვრებისეულად, უბრალოდ იმიტომ, რომ ამისაგან სიამოვნებას იღებს. ადამიანები გადმოისვრიან თავიანთ ნეგატიურ ემოციებს, ჰქმნიან “ფეკალიებს” კომენტარებში. ამით პოსტის რეიტინგი მატულობს და მათთვისაც კარგია. ზოგიერთს უყვარს პოპკორნით ყოველივე ამის კითხვა – ყველა საქონელს თავისი მომხმარებელი ჰყავს.

მაგალითად, ტელესერიალების მოყვარულები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ განიცდიან მათთვის აუცილებელ ემოციებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებთანაც ყველაფერი იმდენად ნაცრისფერია, რომ ისინი თავიან-ფეხებიანად იძირებიან სერიალების ვნებებში: ვინ ვისზე დაქორწინდა, იმშობიარა მთავარმა გმირმა თუ არა, უღალატა თუ არა ტელეგმირმა თავის ცოლს და მან კი მას. ამით ისინი თითქოს აზავებენ მოსაწყენ სინამდვილეს სერიალში წარმოჩენილ ცხოვრებასთან. ანუ თავად ცხოვრებას კი არ აფერადებენ ან უფრო საინტერესოდ გადაქცევას ცდილობენ, არამედ მოიხმარენ სუროგატს და კმაყოფილები კვლავ უბრუნდებიან ნაცრისფერ ყოველდღიურობას.

ქსელური ტროლები ამგვარად მკვიდრდებიან – ზრდიან თვითშეფასებას, სხვა ადამიანთა “დაშავებით”. მაგრამ აქ არის პოზიტიური მხარე. ისინი სოც-ქსელებში, რომ არ იჯდნენ ალბათ ივლიდნენ ქუჩებში და წესიერ მოქალაქეებს აეტორღიალებოდნენ – მოკლედ, თავიანთ შავ საქმეს ოფლაინში გააკეთებდნენ. ხანდახან გებადება აზრი: რა იქნებოდა ყველა ხულიგანი და ბანდიტი ინტერნეტში შეგვერეკა, ხო და იქ დატკბნენ ნეგატიური ემოციებითა და ჩხუბებით. მათთვის ცალკე ქსელის გაკეთებაც შეიძლება. სამაგიეროდ ნაკლები დანაშაული იქნება ქუჩებში. საერთოდ, არაა საჭირო ტროლების მოწყვეტა კომპიუტერიდან – წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიწყებენ ჩვენს პროვოცირებას რეალურ ცხოვრებაში.

და აი მთავრი კითხვა, როგორ არ მივცეთ ჩვენი წონასწორობიდან გამოყვანის საშუალება, არ შევიდეთ კონტაქტში და მითუმეტეს კომფლიქტში “ენერგო ვამპირთან”? აქ დაგვეხმარება მხოლოდ პრაქტიკა. პირადული ზრდა, ფსიქოლოგიური კარკასის ზრდა, გამომუშავებელი საზღვრები დაგვეხმარება შეუღწევადნი გავხდეთ “ვამპირთათვის”, ავსულებისა და ბოროტი არსებებისთვის. როდესაც ადამიანი მუშაობს თავის თავზე, უმჯობესდება არა მხოლოდ მისი პირადი მდგომარეობა, არამედ იმ ადამიანების ცხოვრების ხარისხიც, რომლებიც მის გვერდით იმყოფებიან. ეს არასოდეს არ გავნებთ.

ასევე თვითოეული ჩვენგანი დრო და დრო განიცდის ენერგო შიმშილობას – მაგალითად, ავადმყოფობის დროს ან ძლიერი სტრესის შემდეგ. როგორ არ ვიქცეთ, ამ პერიოდში, ჩვენ თვითონ “ვამპირებად”? არავინაა დაზღვეული ავადმყოფობისაგან, მაგრამ რაც უფრო ძლიერია იმუნო სისტემა, მით უფრო ადვილია ორგანიზმისათვის თავდაცვა და აღდგენა. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ხანგრძლივი სტრესის დროს კარგად განვითარებული ფსიქოლოგიური იმუნიტეტი დაგვეხმარება შევინარჩუნოთ საზრიანობა, არ შევიდეთ არასასურველ ურთიერთობებში, არ გავხდეთ “ვამპირი” ან მისი მსხვერპლი.

 

SHARE