როგორ გამოხატავს ლექსიკა და ლაპარაკის მანერა ადამიანის თვითშეფასებას

0
184

ადამიანის თვითშეფასების განსაზღვრა, შესაძლებელია არა ლაპარაკით, არამედ საქციელით, რადგან ხშირად სამეტყველო ინსტრუმენტები თქვენს მოქმედებებზე, გამონათქვამებსა ან თუნდაც მანიპულირებაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ემსახურება და არაფრით არ მიუთითებს თვითშეფასებაზე.

პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ფლობენ სიტყვიერი მანიპულაციების უნარს, გაუცნობიერებლად, თავის გამართლებით, თვითკრიტიკითა და სხვა ხერხებით ცდილობენ მათ მიმართ დადებითად განაწყონ ადამიანები. ვის არ სიამოვნებს იგრძნოს უპირატესობა თანამოსაუბრეზე! გარწმუნებთ, ბევრი ამით სარგებლობს კიდეც!

როდესაც ლექციებზე გამოვდივარ სტუდენტების წინაშე და მაქვს უფრო მაღალი სტატუსი ვიდრე მათ, ხშირად ვხუმრობ ჩემს თავზე, ან ჩემს ცხოვრებაზე, ისინი ამით იხსნებიან ჩემთან ურთიერთობისას, თუმცა მე საკმაოდ თვითდაჯერებული ვარ.

თუ თქვენ ნამდვილად გესაჭიროებათ განსაზღვროთ ადამიანის თვითშეფასება, მაშინ უმჯობესია ეცადოთ მის პროვოცირებას და ნახოთ, რამდენად თვითდაჯერებულად დაიცავს ის საკუთარ აზრს, მისთვის ცნობილ თემაზე.

ქვემოთ მოცემულია 3 ძირითადი თვისება, რომელიც დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს ახასიათებთ.

  1. თავის გამართლება. ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს თავის მართლება, მიუხედავად აშკარა ფაქტებისა, მოსაუბრის ნებისმიერი ფრაზა, შეუძლიათ მიიღონ როგორც პრეტენზია ან კრიტიკა და დაიწყონ თავის დაცვა. ხშირად ეს ჰგავს საკუთარ მესთან თავის მართლებას.
  2. დამამცირებელი ლექსიკა საკუთარი თავის მიმართ.  ზოგიერთი ადამიანი მუდმივად ხუმრობს თავის თავზე. პიროვნებამ ეს იუმორით შეიძლება გააკეთოს, თუმცა როდესაც გარკვეულ საზღვრებს სცილდება, უკვე დაბალი თვითშეფასების მაჩვენებელია. მაგალითად, გოგონები, რომლებიც ხშირად დიეტობენ, თავის თეძოებს “ბარკლებს” უწოდებენ, ხოლო იმის მაგივრად რომ თქვან “მივირთვით საჭმელი”, ამბობენ “ვჭამეთ”. ზოგიერთნი ასეც ხუმრობენ – “ჩემს სულელურ თავში დამებადა გენიალური იდეა” და ასე შემდეგ. როცა თვითირონია ერთადერთი საშუალება გამოავლინო საკუთარი თავი, მგონია, რომ პრობლემებზე დაფიქრება ღირს.
  3. პროექცია. ძალიან ხშირად, ადამიანებს უყვართ თავისი აზრების სხვებზე მიკუთვნება.  “მთელი საზოგადოება ასე ფიქრობს”, “უმეტესობა ხალხისა ასე მიიჩნევს”, “ყველა ვერ იტანს” – ეს პროექციის მაგალითებია. საზოგადოება თვლის, რომ თუ  დედა მარტოხელაა, ეს ქალი მეორე ხარისხოვანია.

ამდენად, მიაქიეთ ყურადღება ახლობლებს, გაუგეთ მათ, ყველას ერთი საზომით ვერ გაზომავთ და ზოგჯერ ერთი შეხედვით სანდო ადამიანი, შეიძლება ტრაგედიის ზღვარზე აღმოჩნდეს.

 

SHARE