7 საუკეთესო წიგნი ტვინის განვითარებისთვის

0
250

ქვემოთ მოყვანილია წიგნების ჩამონათვალი, რომელიც სიამოვნებას მიანიჭებს თქვენს გონებას და წესრიგში მოიყვანს თქვენსნაცრისფერ ნივთიერებას”.

როჯერ საიპი – “ტვინის განვითარება

ყველა ჩვენგანს შეუძლია იყოს 3-ჯერ უფრო უკეთესი, ვიდრე ახლა, თუმცა როგორ მივაღწიოთ ამას? პროფესიონალი მწვრთნელი როჯერ საიპი მიიჩნევს, რომ ჩვენ გჭირდება ტვინის ეფექტურად გამოყენება და გვთავაზობს დავკავდეთ მისი განვითარებით. რა თქმა უნდა, მარტივი ჭეშმარიტების გარეშე აქ ვერას გავხდებით, იმისათვის, რომ გახდეთ პროდუქტიულობის მაგალითი, საჭიროა მოიშოროთ უსარგებლო საქმიანობა, თავი დაანებოთ მუდმივად წვრილმანებზე ფიქრს, თქვენი თავისათვის კომფორტის ზონის შემცირება. ამის შემდეგ, ავტორი გადადის კონკრეტულ პრაქტიკაზე, გვიჩვენებს, ინფორმაციის დამახსოვრების უმჯობეს გზებს, სწრაფად კითხვის ტექნიკას, შევასრულოთ თვალის სავარჯიშოები და დავეხმაროთ ტვინს სწრაფად გაუმკლავდეს დავალებებს.

ჯონ მედინა – “ტვინის წესები

ბიოლოგი ჯონ მედინა დარწმუნებულია, რომ ტვინის განვითარებისთვის თქვენ არ გჭირდებათ სპეციალური სავარჯიშოები, საკმარისია გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი, რისთვისაც ავტორმა მოგვიყვანა 12 წესი. მაგალითად, ტვინს რაიმეზე ყურადღების გამახვილება 10 წუთით შეუძლია, შემდეგ მას შესვენება, სხვა ობიექტზე გადართვა სჭირდება. ქალებს უკეთ შეუძლიათ მომხდარის დამახსოვრება, ხოლო მამაკაცები სწრაფად მიდიან პრობლემის არსამდე. მხოლოდ 26 წუთით ძილი სამჯერ გაზრდის თქვენს ეფექტურობას. წიგნი დაგეხმარებათ გესმოდეთ თქვენი თავის და მოძებნოთ მასთან საერთო ენა.

არტურ დუმჩევი – “გახსოვდეთ ყველა

“გახსოვდეთ ყველა”-ს ავტორი ნამდვილად იმახსოვრებს ყველაფერს. მაგლითად, რიცხვ პ-ის მძიმის შემდეგ 22528 ნიშანს. ასეთ ადამიანს, ნამდვილად შეგვიძლია ვენდოთ ტვინის განვითარების საკითხში. თავდაპირველად, ავტორი არკვევს, თუ როგორ მუშაობს ის, მაგალითად, პირადი გამოცდილება, ენთუზიაზმი და სურვილი გაუზიარო ინფორმაცია სხვა ადამიანებს, გეხმარებათ დაიმახსოვროთ უმნიშვნელო დეტალებიც კი, ხოლო ზედმეტად ემოციურობა და ინტერესის ნაკლებობა ამცირებს ჩვენს ეფექტურობას. შემდეგ თქვენ ისწავლით კონკრეტული პრაქტიკით, დაიწყებთ სიტყვების უკეთესად დამახსოვრებას, შეისწავლეთ უცხო ენებს, დაიმახსოვრებთ სიებს და ლექციებს, არ დაგავიწყდებათ ახალი ნაცნობები და მნიშვნელოვანი თარიღები. იმისათვის, რომ დაიმახსოვროთ რთული სიტყვების მნიშვნელობა, საკმარისია აირჩიოთ სწორი ასოციაცები.

დიმიტრი ჩერნიშევი – “როგორ ფიქრობს ხალხი

რატომ “აწუხებს” ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას უჩვეულო იდეათა მოზღვავებული ნაკადი და რატომ ეგუებიან დანარჩენნი ერთფეროვნებასა და უღიმღამობას? დიმიტრი ჩერნიშევი მთავარ პრობლემას ხედავს იმაში, რომ ჩვენ ცხოვრებას ავტომატურად მივყვებით, არ ვაძლევთ საკუთარ თავს ფიქრის საშუალებას. იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ ტრანსიდან, ჩვენ გვჭირდება, რომ დავისახოთ მიზნები და ჩავრთოთ ტვინი, მაგალითად ამოხსნათ თავსატეხები. არ იფიქროთ, რომ ავტორი აზვიადებს პრობლემას, თანამედროვე ცხოვრება ნამდვილად არ გვიტოვებს სივრცეს ჩაფიქრებისათვის: ფილმები აღგვაფრთოვანებენ კაშკაშა ეფექტებით, ვიდეოთამაშები წარმოუდგენელი გრაფიკით. “როგორ ფიქრობს ხალხი” ვიზუალური მოგზაურობაა თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში, სადაც თითოეული თავი ცდილობს მოახდინოს მკითხველის ბალანსში მოყვანა და ასწავლოს ფიქრი.

მარკ უილიამსი და დენი პერმანი – “ცნობიერება

ჩვენ ვტვირთავთ ტვინს მრავალი ინფორმაციით, რომელიც იწვევს სტრესს, რომელიც თავის მხრივ, უფრო ძლიერად გვტვირთავს. ფსიქოლოგ მარკ უილიამსისა და ბიოქიმიკოს დენი პერმანის აზრით, მანკიერი წრიდან  გამოსვლაში დაგვეხმარება მედიტაცია, თუმცა არა ბუდისტური, არამდემ თანამედროვე, რომელიც შემუშავებულია მეცნიერთა ჯგუფის მიერ და დამტკიცებულია ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. თუ სხვა წიგნები ჩვენს ჩამონათვალში გასწავლით, თუ რიოგორ იფიქროთ ახლებურად, “ცნობიერება” პირველად გთხოვთ, რომ გამორთოთ გონება, დამშვიდდეთ და გაუმკლავდეთ შემთხვევითი იდეების ნაკადს. სავარჯიშოები “ცნობიერებიდან” გეხმარებათ მოახდინოთ გონების სტრუქტურირება და არ მისცეთ თქვენს ტვინს კონტროლის დაკარგვის საშუალება. დაიწყეთ მარტივი მედიტაციით, ანუ უბრალოდ მიჰყევით სუნთქვას, ავტორები თანდათან გადადიან უფრო რთულ დავალებებზე, რომელიც გამოიყვანს თქვენს ცხოვრებას ავტომატური მდგომარეობიდან.

ალექს ლიკერმანი – “დაუმარცხებელი გონება

ცხოვრება – ტკივილია, თქვენ კი არაფერი შეგიძლიათ მოიმოქმედოთ. მაგრამ, თუ ნაწილს ტეხს მცირე პრობლემა, სხვები უძლებენ ბედის სერიოზულ დარტყმებს და ძლიერდებიან. ”დაუმარცხებელი გონება” გვიჩვენებს, თუ როგორ მოვხვდეთ ასეთთა რიგებში. ეს წიგნი გვეუბნება არა იმას თუ როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას, არამედ როგორ არ გადავუხვიოთ მისკენ მიმავალი გზიდან. ამ საქმით დაკავებული ექიმი ალექს ლიკერმანი გთავაზობთ მოახდინოთ თქვენი ტვინის რეორგანიზაცია, არ გაექცეთ პრობლემებს და მიიღოთ ის, როგორც სიძლიერის წყარო.

კაროლ დუკი – “მოქნილი გონება

“მოქნილი გონება” დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შეცდომა, ფიქრი იმაზე, რომ თქვენი შესაძლებლობები განისაზღვრება დაბადებისას. სურვილით შეაქონ თქვენი შვილები, მშობლები ადრეულ ასაკშივე ეუბნებიან მათ, რომ ისინი ძალიან ნიჭიერები არიან, ამით ხელს უშლიან პიროვნების განვითარებას. მოგვიანებით საქმეს სკოლის მასწავლებლები აფუჭებენ, წარმატებულთა და საყვარელთა გამორჩევით. კაროლ დუკი მიიჩნევს, აუცილებელია ადამიანებს ვასწავლოთ, რომ არ ჩაიციკლონ არსებულ მოცემულობაზე, რადგან ჩვენი გონება მუშაობს სხვაგვარად, მიეცით საშუალება და ის განვითარდება, გაძლიერდება, იმის შეგნებით, რომ ნებისმიერი უარყოფითი მხარე, შეიძლება ჩვენს სიძლიერედ იქცეს.

 

SHARE