5 გზა, თუ როგორ შეწყვიტოთ ტანჯვა და დაიწყოთ ცხოვრება სრული დატვირთვით

0
362

 

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ხანდახან თქვენ თავს გრძნობთ მსხვერპლად, რაიმეს შეცვლის შესაძლებლობის გარეშე: აღიქვათ თავი, როგორც ბედის მსხვერპლი, ან როგორც თქვენი რეალობის მფლობელნი. უილიამ იური წიგნში “შეთანხმდი საკუთარ თავთან” ამბობს, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანის საშუალება. აუცილებელია გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობას თქვენი თავის წინაშე, არაფერი აქვს საერთო თვითდადანაშაულებასთან. როცა შენ ადანაშაულებ საკუთარ თავს, თქვენ ეწევით თვითგვემას და თვითგანსჯას: “როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ასეთი სულელი სამსახურში!” პასუხისმგებლიანობა ნიშნავს, რომ მომავალში იპოვოთ პრობლემის გადაწყვეტის გზა: “რა შემიძლია გავაკეთო, რომ გავხდე უკეთესი?”

არ ჩამოჰკიდოთ საკუთარ თავს მსხვერპლის იარლიყი

ერთხელ სტუდენტმა, რომელიც იერუსალიმში გოლანის მაღლობზე მიდიოდა, ფეხი დააბიჯა ნაღმს, რომელიც ექვსდღიანი ომის შემდეგ იყო დარჩენილი. ის ცოცხალი ძლივს გადარჩა, დაკარგა ფეხი. საავადმყოფოში საკუთარი თავი ეცოდებოდა, ბოღმით სავსეს, გაბრაზებულს ჯარისკაცმა მეზობელი საწოლიდან უთხრა: “ჯერი, ეს შეიძლება იყოს ყველაზე უარესი რაც  ოდესმე დაგმართნია, ან ყველაზე კარგი. თავად გადაწყვიტე”.

ამის შემდეგ, ჯერიმ საკუთარ ცხოვრებაზე თავად აიღო პასუხისმგებლობა, შეწყვიტა სინანული და მიიღო, როგორც გარემოების მსხვერპლი. “ჩემთვის სრულიად არ არის მისაღები საწყალი-უბედური ჯერის იმიჯი, რომელმაც ერთ წარუმატებელ სიტუაციას საშუალება მისცა შეეცვალა მთელი ცხოვრება”. – დაწერა თავის წიგნში “მე არ წავქცეულვარ”. ის გახდა დამფუძნებელი ერთ-ერთი გლობალური კომპანიის, რომელიც ომისა და ტერორიზმის მსხვერპლთ ეხმარება. მისი ნამუშევარი დაეხმარა მას მიეღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, საერთაშორისო კამპანიისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წინააღმდეგ.

აკონტროლე გამოცდილება

მართალია შენ ნაწილობრივ ირჩევ გარემოებებს, თუმცა შენი გამოცდილება სრულიად შენი კონტროლის ქვეშაა. უბრალოდ შენ ირჩევ მომხდარის ინტერპრეტაციას. თუ მოლაპარაკება ან გარიგება მარცხად გადაიქცა, შენ შეგიძლია დაადანაშაულო სხვები, ან ისწავლო, გააკეთო დასკვნები და მიიღო ახალი გამოწვევა. განქორწინების შემთხვევაში, შენ შეგიძლია დაადანაშაულო ნებისმიერი, თუმცა არა საკუთარი თავი და ამ მოვლენას საშუალება მისცე განსაზღვროს შენი გამოცდილება, ან მოუსმინო შენს გრძნობებს, მიიღო ის და გააგრძელო ცხოვრება.

ფლობდე შენს ურთიერთობებს

როდესაც შენს თავზე იღებ ურთიერთობის პასუხისმგებლობას, შენ ყველაფერი კონტროლის ქვეშ გაქვს. იფიქრე ურთიერთობებზე, რომლებმაც დისკომფორტი მოგიტანა. შენ ოდესმე გიგრძვნია, რომ ამისთვის ვინმე დაგიდანაშაულებია და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოგიდგენია? ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა ყველა კონფლიქტს შეიძლება შევხედოთ სხვადასხვა კუთხიდან. ეცადე საკუთარი თავი გააცნობიერო, როგორც ამ პრობლემის ნაწილი. იმისათვის, რომ შეიქმნას უწესრიგობა, საჭიროა ორი ადამიანი, ხოლო დაიწყო სიტუაციის შეცვლა უკეთესობისკენ, საკმარისია მხოლოდ ერთი.

მაგალითად, თუ შენ გირეკავს ყოფილი ცოლი, შენ უნდა ეცადო უკუაგდო აზრები: “ო, არა, ეს ის არის. ის ახლა მეტყვის, რომ მე საერთოდ არ ვზრუნავ ბავშვებზე, მე კი ისევ გავბრაზდები და გავნაწყენდები მასზე. ის ყოველთვის ასე იქცევა!” ამის ნაცვლად, შენ შეგიძლია შექმნა პირობები ახალი ისტორიის განვითარებისთვის, მიიღო ადამიანის როლი, რომელიც პასუხს აგებს თავის პრობლემებზე, თუმცა არ იღებს სხვის პრობლემებს. შენ შეგიძლია შეცვალო ეს ლაპარაკი. ყოფილი არ დაგესხმებათ თავს, რადგან თქვენ არ იქნებით მისი სამიზნე.

ტექნიკა (...)

ძალის ყველაზე მთავარი წყარო – განხილვადი შეთანხმების უკეთესი ალტერნატივა. გამოიყენე ის, როცა არ შეგიძლია მიიღო ის, რასაც ელოდები. მაგალითად, თუ შენ გაქვს გასაუბრება და წარმატებით ვერ გაივლი მას, შენი საუკეთესო ალტერნატივა იქნება მოძებნო ახალი ვაკანსია (გშუა)შეგმატებს თავდაჯერებულობას: მიუხედავად ნეგატიური შედეგისა, შენ გაქვს კარგი ალტერნატივა. ასეთ შემთხვევაში, შენ ნაკლებად დამოკიდებული ხარ ოპონენტზე.

ასევე იფიქრე შინაგან ალტერნატივაზე. შენ უნდა შეგეძლოს იზრუნო საკუთარ თავზე,
მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გარშემო. მაგალითად, ინტერვიუს მსვლელობისას გარეგანი გ.შ.უ.ა – სამსახურის შესახებ ახალი შემოთავაზების ძებნაა, ხოლო შინაგანი გ.შ.უ.ა – აუცილებლობა იმისა, რომ შენ ყველაფრის და მიუხედავად მოუვლი შენს თავს. საკვანძოდ გვესახება ფრაზა “ყველაფრის და მიუხედავად”. გ.შ.უ.ა – ეს არის შენი მოვალეობა, შეწყვიტო საკუთარი თავის დადანაშაულება, შენი დაუკმაყოფილებლობიდან გამომდინარე მდგომარეობა, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე  და მიიღო საკუთარი თავი ყველაფრის მიუხედავად.

შექმენი საკუთარი ბედნიერება

როცა შეცვლი მსოფლიოს აღქმის ხედვას, მაშინვე იგრძნობ თავს უკეთ. შენ უფრო მყარად ხარ შოკის დროს, ვიდრე გგონია. შენი სურვილები და ზრუნვა, როგორც წესი გადაჭარბებულია, რადგან საკუთარ თავს შეუსრულებელ მიზნებს უსახავ. ზოგჯერ შენ ეძებ ბედნიერებას გარშემო, თუმცა ის სინამდვილეში შენშია. აბრაამ ლინკოლნი იყო სრულიად სწორი, როდესაც დაწერა: “მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ადამიანები იმდენად არიან ბედნიერები, რამდენადაც ამის უფლებას საკუთარ თავს აძლევენ”.

ვინ იღებს პასუხისმგებლობას შეხვდეს მთავარ ფსიქოლოგიურ საჭიროებებს? თუ შენ თვლი, რომ ეს ვინმე სხვა უნდა იყოს, შენ გადასცემ მას საკუთარ ძალას. თვითდაჯერებულობა გაძლევს უზარმაზარ ენერგიას. ბრალდების თამაში შენგან მსხვერპლს ქმნის. აღიარე ეს და შეძლებ მთელი სიძლიერით ცხოვრებას.

 

SHARE