ყავა და სხვა პროდუქტები რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს ხანმოკლეს ხდის

0
60

ორგანიზმის დაბერების პროცესი უამრავი ფაქტორითაა გამოწვეული. ჩვენი ცხოვრების სტილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარია მათგან – უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე წლები. ზოგიერთი საკვები თქვენ უბრალოდ ცუდ გარეგნობას გძენთ, ზოგიერთი კი პირდაპირ პროვოცირებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.

ნახშირწყლები

შეიძლება ტერმინი გლიკემიქსის ინდექსი მეცნიერულად ჟღერდეს თუმცა ის სრულიად უბრალოდ აიხსნება. ზოგიერთი პროდუქტი სისხლში შაქრის დონეს კრიტიკულამდე მაღლა სწევს. შაქარი აზიანებს კოლაგენს-პროტეინს რომელიც აუცილებელია კანის ელასტიურობისათვის. გლიკემიქსის მაღალი ინდექსი აქვს ნებისმიერ შაქრისშემცველ და სხვა სახის პროდუქტებს.

ალკოჰოლი

არავინ დაობს იმაზე, რომ ალკოჰოლს უდიდესი წვლილი შეაქვს ამ პროცეში. თუ თავად დააკვირდებით ნასვამ ადამიანს გამოცდილი თვალით, ამაში მარტივად დარწმუნდებით. ალკოჰოლი ანგრევს ოგანიზმს და ამას სხვადასხვა სიმფტომები ხსნიან :კოლაგენის დაკარგვა, დაავადებები, ორგანიზმში A ვიტამინის დონის კლება (რომელსაც სასიცოცხლო მნიშვენლობა აქვს ) და სხვა.

ფრუქტოზა

ის ხშირად გამოიყენება, როგორც ბუნებრივი დამატკბობელი თუმცა ისეთივე ზიანს აყენებს ოგანიზმს როგორსაც ჩვეულებრივი შაქარი. იგი ასევე იწვევს სისხლში ინსულინის დონის ზრდას და უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე,  ხშირად წონაში მატების მიზეზიც ხდება . არანაკლებ სერიოზული პრობლემაა სწრაფი კვებაც.

სწრაფი კვება

სიურპრიზი! სწრაფი კვება მავნებელია. ის არა მხოლოდ იწვევს ჭარბწონიანობას არამედ დამანგრეველი ეფექტი აქვს თქვენს ოგანიზმზე. მისი შემადგენელი ტრანსცხიმები და შაქარი უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზე. შედეგად თქვენი კანი უფრო ხანდაზმულად გამოიყურება, თქვენ კი უსიამოვნო ტკივილი გაწუხებთ.

ტკბილი პროდუქტი

ტკბილი პროდუქტი და გაზიანი სასმელები ისევე ვნებენ თქვენს ორგანოებს, როგორც მოწევა. მხოლოდ ერთი ბოთლი გაზიანი სასმელი თქვენს სასიცოცხლო ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

მარილიანი საკვები

ნატრიუმის ჭარბი დოზა თქვენს კანს წითელს და გაღიზიანებულს ხდის. მენციერებმა დაადგინეს, რომ მარილი პირდაპირ აჩქარებს დაბერების პროცესს და ზრდის გულსისხლძარღვთა დაავდებების რიცხვს. მარილის ნაკლებ მოხმარებას კი საპირისპირო შედეგი აქვს-კანი ხდება რბილი, ელასტიური და რეგენერაციის უნარიანი.

 

SHARE