როგორ მოვიშოროთ სტრესი

0
405

ჩვენს ცხოვრებაში არც ისე ცოტა სტრესის გადატანა გვიწევს. მაშინაც კი, როცა რთული სიტუაცია ჩაივლის, ჩვენ მაინც გვიჭირს მისგან განთავისუფლება. ამისთვის საჭიროა მოქმედება! ქვემოთ მოცემულია რამდენიმე სასარგებლო რჩევა.

გაანალიზეთ ვითარება

ეცადეთ, რომ მომხდარ ამბავს შეხედოთ სხვა მხრიდან, გაანალიზოთ, თუ რა იყო პრობლემის გამომწვევი მიზეზები. იქნებ შეძლოთ შეცვალოთ რაიმე? დაფიქრდით ამ ყველაფერზე, მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირება მოახდინოთ მომავალზე. შეეგუეთ იმას, რომ წარსულს ვეღარ შეცვლით, თუმცა მომავალზე ზემოქმედება ნამდვილად შეგიძლიათ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რა შესაძლებლობებიც ახლა გაგაჩნიათ.

დაიწყეთ თავიდან

ტრავმული სიტუაცია მიიღეთ, როგორც საშუალება, დაიწყოთ ცხოვრება ახალი ფურცლიდან. რთულ პერიოდში შეიძლება გეჩვენოთ, რომ ყველაფერი ცუდადაა, თუმცა იმ ურთიერთობის დარღვევამ, რომელიც გამძიმებდათ, ან იმ სამსახურიდან წამოსვლა რომელიც არ გიყვარდათ, სტიმულს გაძლევთ იპოვოთ ახალი, უფრო ბედნიერი ურთიერთობები.

გქონდეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომელთაც ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი სიტუაცია უნიკალური იყოს. ეცადეთ იპოვოთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონიათ თქვენნაირი პრობლემა. გაეცანით მათ ისტორიებს, გამოიყენეთ მათი გამოცდილება და სიტუაციიდან გამოსვლის გზები. ამ დროს შეიძლება გააცნობიეროთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა და იმედი არის.

არ უარყოთ ის, ვინც თქვენს გვერდითაა

ზოგჯერ ადამიანი ცდილობს, რომ ჩაიკეტოს თავის უბედურებასთან და იცხოვროს იზოლირებულად. არ ღირს უარყოთ დახმარება მათგან, ვინც მზად არის მხარი დაგიჭიროთ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ არ შეუძლიათ გადაწყვიტონ თქვენი პრობლემა, თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს.

შეზღუდეთ კონტაქტი მათთან, ვისთანაც ურთიერთობა არ გსიამოვნებთ

თუ თქვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მუნდმივად გამცირებენ და შეურაცხყოფას გაყენებენ, ან უბრალოდ არ გაძლევენ საშუალებას განვითარდეთ და შეიცვალოთ, ეცადეთ თავი დაიჭიროთ რაც შეიძლება შორს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ გაავლოთ ზღვარი და საერთოდ შეყვიტეთ კონტაქტი, თუ სიამოვნებას არ განიჭებთ.

შეცვალეთ სიტუაცია

რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი ნამდვილად მუშაა. არსებულ გარემოში, ფაქტობრივად ყველაფერი გახსენებთ თქვენს მწუხარებას. არ არის აუცილებელი სამუდამოდ დატოვოთ ქალაქი, ან ქვეყანა, თუმცა ეს ერთ-ერთი გამოსავალია. საკმარისია ცოტახნით დაისვენოთ, მოინახულოთ მეგობრები ან ნათესავები და თქვენ იგრძნობთ, რომ უწინდელმა პრობლემებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს.

იყავით ფორმაში

სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, სასარგებლოა რთული სიტუაციიდან თავის დაღწევისთვის. როგორც ცნობილია, ჯანსაღ სხეულში – ჯანსაღი სულია. ირბინეთ დილაობით, აკონტროლეთ თქვენი წონა და კალორიების რაოდენობა საკვებში, თავი აარიდეთ ჩვევას, ცუდ ხასიათზე ყოფნისას მიირთვათ ბევრი ტკბილეული. თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ, თავს ფსიქოლოგიურად ბევრად უფრო კარგად იგრძნობთ.

გაიჩინეთ ახალი მეგობრები

ეს დაგეხმარებათ გაექცეთ, ან დაივიწყოთ წარსულში წარუმატებელი ურთიერთობები. არ არის აუცილებელი ეძებოთ სერიოზული ურთიერთობები, საკმარისია ამ ადამიანებთან ფსიქოლოგიურად კარგად იგრძნოთ თავი. გაცნობა შეიძლება ნებისმიერ ადგილას: საბავშვო მოედანზე, სადაც თქვენ სეირნობთ ბავშვთან ერთად, სავარჯიშო დარბაზში, ან უარეს შემთხვევაში ინტერნეტშიც კი.

გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტი

შეგიძლიათ ჩააბაროთ და ისწავლოთ მეორე პროფესია, გაიაროთ რაიმე კურსები. ეს ყველაფერი არა მხოლოდ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იქნება თქვენი ცხოვრებისთვის, არამედ ის შეცვლის თქვენს ხედვას და პერსპექტივას. თქვენ სრულიად სხვა რაღაცეებზე იფიქრებთ, უწინდელთან შედარებით. ძალიან მალე კი თქვენს წარსულს განსხვავებულად შეხედავთ.

 

SHARE