როგორ ვმართოთ ფინანსები და გავხდეთ დამოუკიდებლები

0
403

დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს სურს, მიაღწიოს ფინანსურ დამოუკიდებლობას, ალბათ რაღაც თანხაც გაქვთ გადანახული, რომლითაც გეგმავთ თქვენს მომავალს.

თუ გნებავთ, რომ გადადგათ ნაბიჯი წარმატებისკენ, არ იყოთ დამოკიდებული ხელფასზე და მიაღწიოთ ფინანსურ თავისუფლებას, გირჩევთ გააგრძელოთ სტატიის კითხვა.

არ მისცეთ ფულს უფლება გაკონტროლოთ

თუ გნებავთ, რომ აკონტროლოთ თქვენი ფინანსური ცხოვრება, არ მისცეთ უფლება ფულს გახდეთ მასზე დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ფიქრი ყველაფერ იმაზე, რაც გბოჭავთ და შეძლოთ, არ აღელდეთ, არ გამოიწვიოს თქვენში სტრესი, უმნიშვნელო, პატარა ამბებმა, თუ საგნებმა.

შექმენით ბიუჯეტი

თუ უჩივით უფულობას, ხარჯავთ თქვენს შემოსავლებზე მეტს ან გაქვთ ვალები, ანუ აუცილებლად გჭირდებათ ბიუჯეტი.

თუ გნებავთ, რომ მიაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობას, თქვენი ხარჯები უნდა განსაზღვროთ რეალური შემოსავლების მიხედვით, ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რატომ გაქვთ ფინანსური პრობლემები, რა გჭირდებათ განვითარებისთვის და ასე შემდეგ. ხარჯების კონტროლით, შეძლებთ დაზოგოთ ფული.

შექმენით დამატებითი შემოსავალი

დამატებითი შემოსავალი, მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას დადებითისკენ. შეძლებთ არ იყოთ დამოკიდებული ხელფასზე, გადაიხადოთ ვალები და გახდე უფროთ თავისუფალი.

მრავალი ადამინი მუშაობს დამატებით, რამდენიმე საათი კვირაში, რათა გამოიმუშავონ ფული. შეიძლება, ერთი შეხედვით რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ მოინდომებთ, აუცილებლად მოახერხებთ  ამისთვის დროის მოძებნას.

დაფარეთ ვალები

თუ გაქვთ ვალები, აუცილებლად უნდა მოინდომოთ, რომ შეამციროთ ისინი. ამის მისაღწევად, უნდა იმუშავოთ ბევრი და გამოიყენოთ ყველა უპირატესობა. ვალების დაფარვის შემდეგ თავს აღარ იგრძნობთ შებოჭილად.

საგანგებო სიტუაციების ფონდი

ყოველთვის უნდა გქონდეთ შენახული თანხა, რომელსაც განსაკუთრებულ სიტუაციებში დახარჯავთ. ასე შეძლებთ გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი, რადგან აღარ მოგიწევთ ნერვიულობა, თუ რამე  გაუთვალისწინებელი  მოხდა.

 

SHARE