8 სუნი, რომელიც კოღოს აიძულებს უარი თქვას თქვენს სისხლზე

0
262
  1. 100 გრამი ქაფური ან ვალერიანი, გაცხელებით აორთქლებისას სპობს ბუზებსა და კოღოებს. დიდ ოთახებშიც კი.
  2. წვრილად დაჭრილი ველური ალუბლის ახალი ფოთლები, ან ცირცველი შეიზილეთ კანზე.
  3. მიხაკის, ანისულისა და ევკალიპტის ეთერზეთი: წაისვით კანის ღია ნაწილზე (5-10 წვეთი ერთ ჭიქა წყალში), ან ცეცხლის წყაროზე – ბუხაეში, კოცონზე, სანთელზე ან გაცხელებულ ტაფაზე. დაასველეთ ბამბა ამ მცენარეების ზეთით და დადეთ ფანჯრის რაფაზე
  4. დააწყვეთ მაგიდაზე ანწლის ახალი ტოტები, ის ისევე იგერიებს კოღოებს, როგორც პომიდვრის ფოთლების სუნი.
  5. თუ ბუნებაში პიკნიკზე წასვლა გადაწყვიტეთ, ჩააგდეთ კოცონში ღვიის ტოტი.
  6. კედარის ზეთის სუნი აფრთხობს არა მხოლოდ კოღოებს, არამედ ბუზებსა და ტარაკნებსაც.
  7. არცერთი მწერი არ შეგეხებათ სახეზე, თუ თქვენ დაიბანთ აბზინდას ფესვების ნახარშით. (ერთ მუჭა დაჭრილ ფესვებს დაასხით 1,5 ლიტრი წყალი.მიიყვანეთ ადუღებამდე და დააყენეთ 20-30 წუთი)
  8. როდესაც დაგიმთავრდებათ ელექტრო ფუმიგატორის სითხე, არ გაიქცეთ მაღაზიაში ახლის საყიდლად. ჩაასხით პატარა ცარიელ ბოთლში 100% ევკალიპტის ექსტრაქტი. კოღოები სამუდამოდ დაივიწყებენ თქვენს სახლს.

 

SHARE