10 საუკეთესო ქვეყანა მარტო მოგზაურობისათვის

0
168

არაფერი გსურს სადმე წასვლის გარდა? გჭირდება თავგადასავალი, რომელიც რეალობას მოგწყვეტსზღაპრული ადგილები, რომლებიც გაფიქრებინებს, მართლაც რეალური ხომ არ არის ჰარი პოტერისეული სამყარო? თუ თავგადასავლები გიზიდავს, აქ 10 საუკეთესო ადგილია მარტო მოგზაურობისთვის .

  1. ირლანდია

ირლანდია მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში რიგით მე-11 ადგილასაა, ასე რომ, თუ შენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, მაშინ ყოყმანს აზრი არ აქვს. კლიშეები, რომლებიც ირლანდიასთანაა დაკავშირებული – სიმწვანე, წვიმები, ბევრი ღია სივრცე. საუკეთესო შეთავსებაა ხეტიალი ირლანდიის გზებზე და მისი შეუფასებელი პეიზაჟების პირადად ნახვა.

  1. შოტლანდია

უხეში, უსწორმასწორო და მსოფლიოში ყველაზე განსაცვიფრებელი პეიზაჟი. ასევე უამრავი შუასაუკუნეების ისტორიული ციხე-სიმაგრე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს დამთვალიერებელზე. შოტლანდია უდიდესი თავგადასავალია ადამიანისთვის, ვინც მარტო მოგზაურობს.

  1. ფიჯი

ალბათ ფიქრობ, რომ ისეთი მშვენიერი და მიმზიდველი კუნძული, როგორიც ფიჯია ძალიან ძვირი უნდა იყოს, განსაკუთრებით კი მარტოხელა მოგზაურებისთვის, თუმცა ეს ასე არაა. ეს კუნძული შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ზურგჩანთამოკიდებული მოგზაურობს თითქმის უფულოდ და უნდა კუნძულის ცხოვრებით ტკბობა.

  1. ავსტრალია

ავსტრალია მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, თუმცა ის, ამავდროულად, მსოფლიოში ყველაზე მეტი, სიცოცხლისთვის საშიში ცხოველის სამშობლოცაა. ეს ქვეყანა ასევე, საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ინგლისურად საუბრობს.  ავსტრალიელები ძალიან უდარდელ  ადამიანებად ითვლებიან.

  1. ჩილე

ჩილე ამ სიაში? ეს შეიძლება შენთვის სიურპრიზიც იყოს, თუმცა, წელს ჩილეში მოგზაურობის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის შესანიშნავი ქვეყანაა მარტო სამოგზაუროდ. უამრავ განსხვავებულ რაღაცას შეხვდები პატაგონიიდან ატაკამის უდაბნოსკენ მიმავალ გზაში და გზად  აღდგომის კუნძულისკენ.

6.ტაილანდი

ცნობილია, როგორც „ღიმილიანი მხარე“ და არაოფიციალურად ითვლება, რომ ტაილანდში მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხალხი ცხოვრობს. სანაპიროები, თავგადასავლები, ადგილობრივი საკვები… შეუძლებელია არ შეგიყვარდეს ტაილანდი. ტაილანდში ბევრ მარტოხელა მოგზაურს აღმოაჩენთ, ასე რომ, ეს ქვეყანა ფანტასტიური არჩევანია თუ გსურთ ახალი ხალხის გაცნობა და მეგობრების შეძენა გზაზე…

  1. კოსტა რიკა

კოსტა რიკა თავგადასავლების დედაქალაქად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ერთ რამეში შეგიძლია დარწმუნებული იყო – თუ კოსტა რიკას აირჩევ, მთელ შენს დროს გამოიყენებ გარემოს უკეთ შესწავლაში, მზის აბაზანების მიღებასა და პეიზაჟებით ტკბობაში. ვფიქრობ,  თბილი წყაროები, ლაშქრობა, ნაოსნობა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რითაც კოსტა რიკაში გაერთობი. ის ასევე, არის ერთ-ერთი (თუ არა ყველაზე) უსაფრთხო ქვეყანა მთელს ცენტრალურ ამერიკაში.

  1. კანადა

უსაფრთხო, შთამბეჭდავი და საუკეთესო ზამთრის ხედების სამშობლო. კანადა საუკეთესო არჩევანია მოგზაურისთვის, რომელიც ეძებს ულევ შესაძლებლობებს აქტიურად დასვენებისთვის.

  1. ფინეთი

როდესაც პირველად ვესტუმრე ლაპლანდიას, მაშინვე გამოვაცხადე ინსტაგრამზე, რომ ნამდვილი სამყარო აღმოვაჩინე „ნარნიას ქრონიკებიდან“. ფინეთი ულამაზესი ქვეყანაა მთელი თავისი სხვადასხვაგვარობით – დაწყებული ზამთრის საოცრებათა ქვეყნიდან – ლაპლანდიიდან, გაგრძელებული შემოდგომის უმდიდრესი ფერებით, რომელიც სავოლინაში აღმოვაჩინეთ და დამთავრებული რუსეთის საზღვრით. ფინეთი საუკეთესოა თავგადასავლების მოყვარული მარტოხელა მოგზაურებისთვის და საოცრად უსაფრთხო უცხოელებისთვის.

  1. ნორვეგია

მსოფლიო მშვიდობის ინდექსის თანახმად ნორვეგია მე-9 ადგილზეა, ასე რომ, აქ თავი საკმაოდ უსაფრთხოდ უნდა იგრძნო. 21 ნაციონალური პარკით და ცნობილი ფიორდებით გამორიცხულია სიმშვიდე და სიწყნარე არ აღმოაჩინო. ეს საუკეთესო ადგილია მოგზაურობისთვის.

 

SHARE