მიკრონეზიის კუნძულები

0
303

Prime.ge იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა წავიდეს ტურისტი მიკრონეზიაში და როგორ უნდა გააკეთოს ეს.

მიკრონეზიის ფედერალური შტატები 607 კუნძულისგან შედგება, რომელთაგან მხოლოდ 65-ია დასახლებული და 40 საკმარისად დიდი. აქ სულ დაახლოებით 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მიკრონეზიის დედაქალაქი ქალაქი პალიკირია, რომელიც კუნძულ პონპეიზე მდებარეობს და გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. მოსახლეობა 7 ათასზე ნაკლებია. 1986 წლამდე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა; მაშინ დედაქალაქი იყო კოლონია, ქალაქი რომელიც ამავე კუნძულზე მდებარეობს.

მიკრონეზიის მთავარი ქონება მისი ბუნებაა. ტროპიკული ტყეები, სავანეები და ოკეანის წყლები, რომლებშიც მრავალი ცხოველი ბინადრობს, რომელთაც მსოფლიოს სხვა ქვეყანაში ვერ შეხვდებით.

ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა ქალაქი ნან-მადოლის ნანგრევები, რომელიც ხელოვნურ (წარმოიდგინეთ იმ დროს) კუნძულზეა აგებული 1285-1485 წლებში. 2016 წლიდან ქალაქი იუნესკოს დაცვის ქვეშ არის, თუმცა არქიტექტურული მონუმენტები კვლავ განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

მიკრონეზია ტურისტებისთვის, პირველ რიგში დაუსრულებელი მიტოვებული პლაჟებია თეთრი ქვიშით. კუნძულები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება დაივინგისთვის და წყალქვეშა ცურვისთვის, მარჯნის რიფებთან შეგიძლიათ ნახოთ არა მხოლოდ სხვადასხვა უცნაური თევზი, არამედ ჩაძირული გემების ნაშთები და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავები.

ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 26-დან 33 ° C-მდეა. აქ ხშირად არის წვიმებიც, წელიწადში მიკრონეზიის ტერიტორიაზე 25-მდე ტაიფუნი ფიქსირდება.

ქვეყანას საკუთარი ვალუტა არ აქვს, თუმცა მიმოქცევაშია ამერიკული დოლარი.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისურ ენაზე ლაპარაკობს, თუმცა აქ ასევე გავრცელებულია 8 ადგილობრივი ენა. დაახლოებით, ქვეყნის მოსახლეობის 50 პროცენტს ტრუკები წარმოადგენენ, 24 – პონაპე, ხოლო 6 – კოსრაე. მიკრონეზიის მოსახლეობის ნახევარი კათოლიკეა, 40 პროცენტი პროტესტანტი, ასევე არსებობს მორმონებისა და ბაპტისტების თემები.

მიკრონეზიის სამზარეულო კუნძულებზე განსხვავებულია, თუმცა ყველგან ფართოდ გამოიყენება ზღვისპროდუქტები, ყველაზე პოპულარულია სხვადასხვა მოლუსკები და კიბორჩხალები. ეროვნული ალკოჰოლური სასმელები მზადდება ჰიბისკუსის ქერქის წვენისგან.და საკუ ეწოდება. მისი გასინჯვა ყველგან შეგიძლიათ, გარდა ტურკის კუნძულზე, აქ ალკოჰოლი აკრძალულია.

მიკრონეზიის რეგიონი შეიცავს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცა ნაურუ, მარშალის კუნძულები, მიკრონეზიის ფედერალური შტატები, პალაუ, ასევე გუამის (აშშ) განსაკუთრებულ ტერიტორიებს, ჩრდილოეთ მარიანის კუნძულებს (აშშ) და გილბერტის კუნძულებს (კირიბატი). ამ ეტაპზე, ტურისტებს ვიზები სჭირდებათ მხოლოდ მიკრონეზიის ფედერალურ შტატებსა და გილბერტის კუნძულებზე გასამგზავრებლად.

კუნძულზე შემორჩენილია ბევრი შენობა, რომლებიც აშენდა ასი და მეტი წლის წინ. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, მათი უმეტესობა ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

პირდაპირი რეისები საქართველოსა და მიკრონეზიას შორის არ არის. იმისათვის, რომ კუნძულამდე მიაღწიოთ, მოგიწევთ ორი გადაჯდომა გააკეთონ. მაგალითად, ფრენა სამხრეთ კორეამდე და შემდეგ გუამამდე დაახლოებით მინიმუმ 3000 ლარი დაგიჯდებათ (ორივე მიმართულება), ხოლო მგზავრობის დრო 30 საათს შეადგენს.

მიუხედავად დამოუკიდებლობისა, მიკრონეზიის ფედერალური შტატები თავისუფალ ასოციაციაშია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ კუნძულ სახელმწიფოს თავდაცვაზე ვაშინგტონია პასუხისმგებელი და რაიმე შემთხვევის დროს აღმოუჩენს ფინანსურ დახმარებას.

ცივილიზაციიგან დამალვა ასეულიდან ერთ-ერთ კუნძულზე შეგიძლიათ. აქ ნამდვილად არ არის რაიმე კომფორტი.

 

SHARE