საქართველოს უნიკალური ნაკრძალები

0
616

საქართველო მდიდარია დაცული ტერიტორიებით. ქვეყნის ტერიტორიაზე 15 ნაკრძალია, რაც ჯამში 141,000-მდე ჰექტარის ფართობის ტერიტორიას მოიცავსაქაური ფლორა და ფაუნა ინახავს ათეულობით ცხოველისა და მცენარის ჯიშს, რომელიცწითელ წიგნშიაშეტანილი.

საქართველოში არსებულ ნაკრძალებს შორის ყველაზე დიდია ლაგოდეხის ნაკრძალი (24, 451 ჰა). ის 1912 წელს დაარსდა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს.

ის საქართველოში არსებულ დაცულ ტერიტოერიებს შორის ყველაზე ძველიცაა. ეს ნაკრძალი განსაკუთრებულია იმითაც, რომ საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3-ს აქ იხილავთ.

ნაკრძალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდია ბორჯომის ნაკრძალიც, რომელიც 1935 წელს უნიკალური ტყის მასივებისა და კავკასიური კეთილშობილი ირმის ჯიშის გადარჩენის მიზნით დაარსდა. მისი ფართობი 14,820 ჰექტარს მოიცავს.

იგი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია და 2007 წლიდან ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN პარკის წევრია, რაც მის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს.

ბორჯომის ნაკრძალის გარდა, ასევე ყველაზე ცნობილი და დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი ვაშლოვანის ნაკრძალიც (10,143 ჰა). იგი 1935 წელს დაარსდა. გადმოცემის თანახმად, ვაშლოვანი მას ამ ტერიტორიაზე გავრცელებული საკმლის ხის ტყის გამო დაერქვა, რომელიც ვაშლის ბაღებს ჰგავს.

ნაკრძალის შექმნა უკავშირდება იშვიათი სახეობის მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების დაცვასა და აღდგენას.

ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეთა სახეობების ისეთი სწრაფი ცვლა, როგორც ამ ნაკრძალის ტერიტორიაზე შეინიშნება, საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ არის.

დაცულ ტერიტორიებს შორის განსაკუთრებულია ასევე თუშეთის ნაკრძალი, რომლის ფართობი 12 627,2 ჰექტარს შეადგენს. იგი დაარსებულია 1961 წელს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტიურ მცენარეთა სახეობების დაცვის მიზნით.

ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი,გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე. ეს ნაკრძალი შედის თუშეთის დაცულ ტერიტორიებში, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. აქ საქართველოს მთიანეთისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა მცენარე და ცხოველია. მათ შორის წინააზიური ლეოპარდი, ჩვენებურად ჯიქი.

კიდევ ერთი ნაკრძალი, რომელსაც დიდი ტერიტორია უკავია, არის კინტრიშის ნაკრძალი (10 703 ჰა). იგი ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში მდებარეობს. ეს ნაკრძალი 1959 წელს დაარსდა მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. აქ მდინარეებში ბევრია კალმახი.

კინტრიშის ნაკრძალთან ხლოს მდებარეობს ქობულეთის ნაკრძალი, რომელიც წყლის ფრინველთა საბინადროდ უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემის გადარჩენის მიზნით შეიქმნა. ამ ნაკრძალის სტატუსი აღიარებულია რამსარის კონვენციით. აღნიშნული ტორფნარები მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს.

ლიახვის ნაკრძალი (6 388 ჰა) კი 1977 წელს დაარსდა ლიახვის სუბალპური ტყეების დაცვის მიზნით. აქ ბინადრობს კეთილშობილი ირემი, რომელიც კავკასიონის ტერიტორიაზე მხოლოდ აქ გვხვდება.

განსაკუთრებულია მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალიც (1040 ჰა). იგი მდებარეობს ცივ-გომბორის ქედის კალთებზე. მის შექმნას სოსნოვკის ფიჭვის ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვა დაედო საფუძვლად. მათი ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება.

კიდევ ერთი უნიკალური ნაკრძალია ბაწარას ნაკრძალიც (2,986 ჰა), რომელიც კახეთში, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1935 წელს შეიქმნა.

აქ ვხვდებით მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის ტყის 270 ჰექტრიან კორომებს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ბაბანეურის ნაკრძალი (862,1 ჰა) კი ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ეს ნაკრძალი საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ძელქვის თითქმის 240 ჰექტრიანი კორომების დაცვის მიზნით, 1961 წელს შეიქმნა.

სათაფლიის ნაკრძალი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და იგი 1935 წელს დაარსდა. მისი ფართობია 330 ჰექტარი და მოიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს.

 

ეს ნაკრძალი მდიდარია კარსტული მღვიმეებით. აქ აღმოჩენილია ბალახისმჭამელი დინოზავრების ნაკვალევი.

საქართველოს სახელმწიფო ნაკრძალიდან 6 ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მათ შორისაა ფსხუგუმისთის ნაკრძალი (40,734 ჰა), რომელიც ფსხუსა და გუმისთის ნაკრძალებს აერთიანებს. ფსხუს ნაკრძალი დაარსდა 1978 წელს და მისი მიზანია აფხაზეთში ხელუხლებელი წიწვოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა.

გუმისთის ნაკრძალი კი აფხაზეთში არსებული ხელუხლებელი ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დასაცავად დაარსდა.

აფხაზეთის ტერიტორიაზეა ასევე რიწის ნაკრძალიც (13, 893 ჰა), რომელიც ქალაქ გაგრიდან 60 კმ-ს დაშორებით რიწის ტბის გარშემო მდებარეობს.

 

 

იგი 1957 წელს შეიქმნა, რიწის ტბისა და მის გარშემო არსებული რელიქტიური ტყეების დაცვის მიზნით.

ბიჭვინთამიუსერის ნაკრძალის (1, 679 ჰა) დათვალიერების შესაძლებლობა კი მსურველს 1966 წლის შემდეგ აქვს. აქ საქართველოსწითელი ნუსხისმცენარეებიდან წარმოდგენილია: ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, ლაფანა უთხოვარი, კოლხური ლეღვი, კავკასიური ხურმა, ხემარწყვა და ხისმაგვარი მანანა.

ფართობით ყველაზე პატარა სკურჩის ნაკრძალი (85 ჰა) ოჩამჩირის რაიონში მდებარეობს.აქ შეხვდებით კოლხურ ბზას, კოლხურ ლეღვს, ჰართვისის მუხას, ლაფანს, კოლხურ ჯონჯოლს და ველურ ვაზს. იგი აკადემიკოსი ვასილ გულისაშვილის ინიციატივით დაარსდა 1971 წელს. მისი მიზანი კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი, სუბტროპიკული ტიპის ტელიქტიური ტყეების დაცვაა.

 

SHARE