უძველესი ცივილიზაციების გაქრობის საიდუმლოებანი

0
48

კაცობრიობის ისტორია სავსეა უცნაური მტკიცებულებებით მისტიურად გამქრალ ცივილიზაციებზე. თანამედროვე არქეოლოგიას არ შეუძლია ლოგიკურად ახსნას მაიას განვითარებული კულტურის სიკვდილი, გლევილვის ტომის გაქრობა და სხვა ათეულობით მსგავსი შემთხვევა. რა მოხდება, თუ ძველი ცივილიზაციის ბედს ჩვენც გავიზიარებთ?

როანოკი

როანოკი დაკარგული ამერიკული კოლონიაა. 1587 წელს გუბერნატორმა ჯობ ვაიტმა დაარსა დასახლება ჩრდილოეთ კაროლინაში. მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა ას ადამიანამდე, რადგან გარშემო არავითარი საფრთხე არ არსებობდა, ხოლო ბუნება საშუალებას აძლევდათ უპრობლემოდ ეცხოვრათ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მთელი კოლონია უბრალოდ გაქრა. სამთავრობო ძალებმა მთელი სოფელი სრულიად უვნებელი იპოვეს, მხოლოდ ერთ სახლზე იყო უცნაური წარწერა Croa. დღესდღეობით, მკვლევარები ფიქრობენ, რომ კოლონიას თავს დაესხა ინდიელთა ტომი კროატონი. შამანებმა ჰიპნოზი გაუკეთეს კოლონიის მოსახლეობას და აიძულეს ჩასულიყვნენ სანაპირო წყლებში.

ნანმადოლი

დაკარგული ქალაქი ნან-მადოლი გადაშენებული ცივალზაციის, მიკრონეზიის ერთადერთი ძეგლია. არქეოლოგებს არ შეუძლიათ ახსნან, თუ როგორ შექმნეს ადგილობრივმა ტომებმა ასეთი შენობები: გიგანტური ფილები სასახლეების ასაშენებლად მოტანილი იყო მეზობელი კუნძულებიდან. ასეთ სამუშაოებთან გამკლავება უბრალოდ შეუძლებელი იყო იმ დროისათვის. ამასთან აუხსნელია ისიც, თუ რატომ დატოვა მოსახლეობამ ასეთი შრომის შედეგად აშენებული ქალაქი. ადგილობრივი ლეგენდა ამბობს, რომ ნან-მადოლას ქურუმებმა კუნძულის  წყლისქვეშეთის ღმერთისათვის ადამიანის მსხვერპლთშეწირვა შეწყვიტეს, რის საპასუხოთაც ღმერთი წყლიდან ამოვიდა და ყველაფერი გაანადგურა.

ანგკორვატი

გიგანტური ქალაქი აშენდა 800- 1100 წლებში ჩვენს წელთაღრისცხვამდე, ინდური ღმერთის ვიშნუს საპასუხისმგებლოდ.  ანგკორ-ვატი იმ დროისთვის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად ითვლებოდა, სადაც არქეოლოგების შეფასებით მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა. ცივილიზაციის წარმატებული განვითარების მიუხედავად, მე-15 საუკუნის შუა პერიოდში ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქი დატოვა, ყოველგვარი აშკარა მიზეზების გარეშე. თანამედროვე მსოფლიოსთვის ქალაქი მხოლოდ 1860 წელს გაიხსნა და დღესდღეობით, ის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად ითვლება.

ფორტბჰანგარი

 

ქალაქის ნარჩენები დელიდან ჯაიპურისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ადგილობრივი მცხოვრებნი გვერდს უვლიან ფორტის კედლებს. ითვლება, რომ ის შექმნა ძველმა ცივილიზაციამ, რომელსაც განდეგილის წყევლა შეეხო. საოცარია, რომ აჩრდილების არსებობის ინდოელ არქეოლოგებსაც სჯერათ. ამ მიზეზით ფორტ-ბჰანგი ჯერჯერობით საფუძვლიანად არ არის გამოკვლეული.

ფრიგიული ველი

ფრიგიული ველის გამოკვლევებმა არქეოლოგებს საკმაოდ მოულოდნელი შედეგი უჩვენა. საქმე იმაშია, რომ მთელს ამ ტერიტორიაზე აუხსნელად უზარმაზარი, ღრმა კვალებია გავლებული. ისინი 14 მილიონი წლის წინ წარმოიქმნენ. ბევრად ადრე, რომელიმე ჩვენთვის ცნობილი ცივილიზაციის წარმოშობამდე. რუსი გეოლოგი ალექსანდრ კოლტიპინი ხაზს უსვამს რაიმე უძველესი კულტურის არსებობას, რომელიც წარმოუდგენლად განვითარებული იყო ტექნოლოგიური კუთხით. გეომეტრიულად მკაცრი წყობა გამორიცხავს კვლების ბუნებრივად შექმნას. ამას გარდა, მსგავსი რამ იპოვეს მალტაშიც, პრეისტორიული მეგალითური ძეგლი Misr Ghar Il-Kbir ასევე რჩება ერთ-ერთ საიდუმლოებით მოცულ ადგილად  თანამედროვე ისტორიაში.

მიკენე

ძლიერი ცივილიზაცია იყო, რომელმაც ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. გავიხსენოთ სკოლის პროგრამა: ლეგენდა ტროას ომზე, რომელშიც ხშირადაა მოხსენიებული მიკენელები და მათი მეფე აგამემონი. მშობლიური ქვეყანა ვერ უზრუნველყოფდა მიკენეს მოსახლეობის ყველა მოთხოვნას, რის გამოც, ისინი მოვაჭრენი გახდნენ და საკმაოდ ნიჭიც აღმოაჩნდათ ამ საქმეში. როგორ და როდის მოხდა ცივილიზაციის შემცირება, რომელიც დამაჯერებლად იდგა მიწაზე? ისტორიკოსებს ჯერაც არ შეუძლიათ ეს საიდუმლო ამოხსნან. რაღაც მომენტში მიკენები “დაეცნენ”, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები მიმდინარე ქალაქებში გაიქცნენ.

ტრიპოლია

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია იყო. ტრიპოლის კულტურა რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში არსებობდა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5500 წლიდან 2750 წლამდე. დიდი ხნის განმავლობაში არქეოლოგთათვის მათი წესჩვეულებები თავსატეხი იყო. ისინი ყოველ ას წელიწადში მთლიანად წვავდნენ ქალაქს და იგივე ადგილას თავიდან აშენებდნენ ახალს. ბოლო ხანძარი მოსახლეობის ქალაქიდან წასვლის მიზეზი გახდა, თუმცა რატომ გაჩნდა ხანძარი, ჯერაც არ არის ცნობილი.

ქმერის იმპერია

ქმერელებმა შექმნეს დიდებული იმპერია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-9 საუკუნეში. თანამედროვე კამბოჯის ტერიტორია ცივილიზაციის აკვანი იყო, მათ სამხრეთ აზიაში ტერორი შემოიტანეს. მამაცი მეომრებისა და ჭკვიანი მხედართმთავრების მეშვეობით, ქმერის იმპერია სწრაფად გახდა რეგიონის ლიდერი. თუმცა, ხანგრძლივი არსებობა ცივილიზაციის ბედი არ იყო, გარეგნულად წარმატებული ერი დაეცა.

ცივილიზაცია ანასაზი

გამორჩეული კულტურა უფრო პატარა ცივილიზაციის ინდური Pueblo-ს წინამორბედი იყო. ანასაზის ერმა შეიმუშავა საცხოვრებლების მშენებლობის საკუთარი სისტემა, ისინი სახლებს პირდაპირ კლდეებიდან კვეთდნენ. სავარაუდოდ, ცივილიზაცია გარშემო მყოფი აგრესიული ტომების თავდასხმის გამო შემცირდა.

Harappan-ის ცივილიზაცია

Harappan ძველ ინდურ, ეგვიპტურ და შუმერულ ცივილიზაციებთან ერთად ერთ-ერთ უძველესად ითვლება. ის  ორ კონტინენტზე უზარმაზარ ტერიტორიას იკავებდა. სამწუხაროდ, Harappan-ის კულტურაც გაქრა. არქეოლოგებმა იპოვეს ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ უეცრად მოწყდა ხალხი საცხოვრებელ დიდ ქალაქებს და გადაინაცვლა უნაყოფო მიწებისკენ.

Minoan-ის ცივილიზაცია

გახსოვთ ლაბირინთი, რომელშიც ჩაკეტილი იყო მითიური მინოტავრი? მთლიან კულტურას არქეოლოგებმა მეტი მოხერხებულობისთვის, კრიტის ცნობილი მეფის მინოსას სახელი უწოდეს. Minoan-ის კულტურა ევროპაში პირველი ცივილიზაცია იყო. მის დანგრევას ისტორიკოსები ვულკანის ამოფრქვევას უკავშირებენ. თუმცა საინტერესოა, თუ რატომ უნდა გაეკვირვებინა ვულკანს ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც იცნობდნენ თავის ტერიტორიას? რატომ ვერ გადარჩნენ მრავალრიცხოვანი გემების საშუალებით, როცა ისინი შესანიშნავ მეზღვაურებად ითვლებოდნენ?

კლოვის ცივილიზაცია

ათასი წლის წინ სამხრეთ ამერიკის ცენტრალური დაბლობი დასახლებული იყო პრეისტორიული ცივილიზაციით. კლოვის ხალხი უბადლო მონადირეები იყვნენ და მარტივად უმკლავდებოდნენ სხვა, უფრო პატარა და არაორგანიზებულ ტომებს. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო უცნაურია ასეთი ძლიერი ცივილიზაციის გაქრობა. თუმცა, ზოგიერთმა არქეოლოგმა, ეს უეცარ აციებას დაუკავშირა.

 

SHARE