ყველაზე საშიში ადგილები ჩვენს პლანეტაზე

0
47

ჰოლივუდური ფილმები გვაშინებენ გამოგონილი ამბებით, მოგზაურობა ჯოჯოხეთში და შემზარავი უცხოპლანეტელები მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია. რეჟისორებს ვურჩევდით, ჩამოიხედონ ნამდვილ სამყაროში, სადაც შეხვდებით ისეთ ადგილებს, რომელთაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გააგიჟოს.

თქვენს წინაშეა 10 ყველაზე საშიში ადგილი, რომელიც რეალურად არსებობს!

დიდი ცისფერი ხვრელი – ბელიზი

ამ გასაოცარ კრატერს აქვს 305 მ დიამეტრი, ხოლო სიღრმე 120მ. ძველად, დიდ გამყინვარებამდე, ამ ტერიტორიაზე კარსტრული გამოქვაბულები იყო, რომლებიც შემდეგ წყლით დაიფარა და გადაიქცა ნამდვილ კტულხუს პორტალად.

თოჯინების კუნძული – მექსიკა

Isla de las Munecas ერთი შეხედვით ავადმყოფი გეიმ-დიზაინეის მიერ შექმნილ თამაშად გამოიყურება. კუნძულის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტულია თოჯინების ნაწილები, ზოგიერთი მათგანი ხეებზეც კი არის ჩამოკიდებული.

Beelitz-Haylshtetten – გერმანია

ეს მიტოვებული სამხედრო ჰოსპიტალი ნამდვილად იწვევს შიშს. მეორე მსოფლიო ომის დროს, აქ ცდილობდნენ ემკურნალათ  შხამიანი გაზით მოწამლული ჯარისკაცებისთვის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჰოსპიტალში ასევე იწვა იმ დროს ჯერ კიდევ კაპრალი ადოლფ ჰიტლერი.

თვითმკვლელების ტყე – იაპონია

 

 

ერთი შეხედვით მშვიდი ტყე, რომელიც მთა ფუჯის ძირში მდებარეობს, საშინელ საიდუმლოებებს მალავს. სწორედ აქ მოდიან არასრულწლოვნები თავის მოსაკლავად. მხოლოდ 2010 წელს ამ ტერიტორიაზე 340 ადამიანი დაიღუპა.

გველის კუნძული – ბრაზილია

სან-პაულოს ოქროს პლიაჟიდან 200 მეტრის დაშორებით, მდებარეობს საშინელი ადგილი Queimada Grande, რომელსაც გველების კუნძულსაც უწოდებენ. გავრცელებულია აზრი, რომ ამ ადგილას ქვეწარმავლების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია.

Pripyat – უკრაინა

სისხლის გამყინავი ჩერნობილის კატასტროფის ისტორია საუკუნეების განმავლობაში დარჩება კაცობრიობის მეხსიერებაში. ქალაქი პრიპიატი, სადაც სულ ცოტახნის წინ დაიწყო ექსკურსიები, გამოიყურება როგორც ნებისმიერი მოზარდის კოშმარი.

ვულკანი იჯენი – ინდონეზი

ეს აქტიური ვულკანი, ცნობილია თავისი საშინელი გოგირდის შემცველი გაზის ამოფრქვევით. გადაჭარბებულმა ფლურორესცენტის ლავის ჩრდილებმა, შეიძლება ნებისმიერი შეაშინოს.

ცენტრალინააშშ

ეს არის ქალაქი, რომელიც ლეგენდარული Silent Hill-ის პროტოტიპი გახდა. პატარა სოფლის მცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ სახლები დაეტოვებინათ, რადგან მათ ახლოს მწველი ქვანახშირის შახტები იმყოფებოდა. ეს ადგილი დღემდე რჩება საშინელ მაგალითად, თუ როგორ მოქმედებს კაცობრიობა ბუნებაზე.

კაპუჩინის კატაკომბებიიტალია

ზალცბურგიდან პარიზამდე, არც ერთი კატაკომბა არ გამოიყურება ისე საშიშად, როგორც სიცილიური Catacombe dei Cappucini. ამ რელიგიურ სასაფლაოზე მუმიფიცირებულია მრავალი ათასი ბერის ნაშთები.

Haw par-ის ვილასინგაპური

ეს თემატური პარკი ასოცირდება დისნეილენდის საპირისპირო პოლარულ გასართობ ადგილად, სადაც ყველა სივრცეში განთავსებულია ირეალური ქანდაკებები. ისინი ახალ დამთვალიერებლებს უჩენს გრძნობას, თითქოს ჩინურ ჯოჯოხეთში იმყოფებიან.

 

SHARE