ჯონ ფორბ ნეშის გამონათქვამები

0
298

-მე გავაკეთე ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა. მხოლოდ სიყვარულის მისტიკური განტოლებაა ის, რომ ნებისმიერი ლოგიკური ახსნა შესაძლოა იყოს ნაპოვნი.

-ადამიანები ყოველთვის ფიქრონებ, რომ მენტალური დაავადების მქონენი იტანჯებიან. ჩემი აზრით, სიგიჟე შესაძლოა იყოს გამოსავალი. თუ საქმე არც ისე კარგადაა, თქვენ შეიძლება რაიმე უკეთესის წარმოდგენა მოგინდეთ.

-ისევე როგორც მრავალცვლადიან განტოლებაში, ნებისმიერი მოცემული პრობლემის გადაჭრის უამრავი გზა არსებობს.

-ფიქრების რაციონალურობა ადგენს ლიმიტს პიროვნების კონცეფციაზე, მის კოსმოსთან ურთიერთობის შესახებ.

-მე ვერ გავბედავ ვთქვა, რომ მათემატიკასა და სიგიჟეს შორის პირდაპირი კავშირია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ დიდი მათემატიკოსები იტანჯებიან მანიაკალური მახასიათებლებით, დელირიუმის სინდრომით და შიზოფრენიის სიმპტომებით.

-იმის მიუხედავად, რომ წარმატებას სიგიჟესა და მის საწინააღმდეგო მდგომარეობაშიც მივაღწიე, ვიგრძენი, რომ ჩემი ნაშრომი უკეთ იქნებოდა დაფასებული, თუ მე ვიფიქრები და მოვიქცეოდი, როგორც “ნორმალური” პიროვნება.

-სტატისტიკურად, შეიძლება დაუჯერებელი ჩანდეს, რომ ნებისმიერმა მათემატიკოსმა, ან მეცნიერმა 66 წლის ასაკში ისევ გააგრძელოს კვლევა და რაიმე მნიშვნელოვანი შესძინოს თავის წინა მიღწევებს. თუმცა, მე კვლავ ვცდილობ და გასაგებია, რომ 25 წლიანმა ნაწილბრივ ფუჭმა ფიქრმა წარმოქმნა ერთგვარი შვებულება, რომელიც ჩემი სიტუაციისთვის ტიპიურია,  თუმცა, მე ვიმედოვნებ, რომ მივაღწევ რაიმე ღირებულს ჩემი მიმდინარე კვლევებით, ან რაიმე ახალი იდეით, რომელიც მომავალში გამიჩნდება.

-მე თანდათან დავიწყე ინტელექტუალური ფიქრის იმ ზოგიერთი, ბოდვით ზეგავლენილი მიმართულებების უარყოფა, რომლებიც ჩემი ორიენტაციისთვის იყო სახასიათო. ეს ყველაზე მეტად ამოიცნობოდა პოლიტიკურად ორიენტირებული ფიქრის, როგორც ინტელექტუალური ძალისხმევის არსებითად ფუჭი ხარჯვის უარყოფაში.

-უმჯობესია იყო მკვდარი, ან სრულყოფილად კარგად, ვიდრე იტანჯებოდე ბოროტი დაავადებით. კაცს რომელსაც აქვს ართრიტი ავიტამინოზის წლებში, ისეთივე მარტოსულია, როგორც ქალი გასული თვის კაბაში.

-ოცნებებში არ იყო რაციონალური, ეს ტიპიურია.

-მე ვიცი, რომ თუ შევძლებდი გამეგო გონებრივი დაავადებების ნამდვილი რაობა, შესაბამისად მექნებოდა დიდი კარიერული ცვლილება. მე გავხდებოდი თერაპევტი და ლიდერი გონებრივი დაავადებების ტერმინებში, თუმცა ეს ასე არ არის.

-დღესდღეობით, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ კომპიუტერული ექსპერიმენტები მათემატიკის გამოყენებით, და ამოვხსნათ 42 განტოლებიანი სისტემა. ეს გვთავაზობს სხვა გზას ცოდნისკენ, არა იდეების ტბას.

-არსებობს რაღაცეები, რაც ასაკთან ერთად იცვლება. შიზოფრენიაც რაღაც მსგავსია.

-სიგიჟისას, ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი.

-მეჩვენებოდა, რომ ვფიქრობდი ისევ რაციონალურად იმ სტილში, რომელიც დამახასიათებელია მეცნიერებისთვის. თუმცაღა, ეს მთლიანად ისეთივე სიხარულის საბაბია, როგორიც ინვალიდისთვის, რომელიც გამოჯანმრთელდა.

-რაღაც თვალსაზრისით, ხალხი, რომლებიც არიან შეშლილები არიან დისიდენტები და საზოგადოებას, ისევე როგორც მათ ოჯახებს სურთ, რომ ისინი ე.წ. “საჭირო” “მნიშვნელობით დატვირთული” ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

-მთავაზობდნენ ჩავრთულიყავი საამხანაგო კავშირებში როგორც კურსდამთავრებული სტუდენტი, ჰარვარდსა და პრინსტონში. თუმცა პრინსტონის კავშირი მეტად გულუხვი აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ -რეალურად მე არასდროს მომიგია პუტნამის შეჯიბრება… პრინსტონი კი ჩემს აღჩევნად იქცა.

-მე არასდროს მინახავს ბაბუა, რადგან ის ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, თუმცა კარგი მოგონებები მაკავშირებს ჩემს ბებიასთან, როგორ უკრავდა ის პიანინოზე ძველ სახლში.

-შემდგომში, 5-დან 8 თვემდე New Jersey-ში საავადმყოფოში გავატარე, ყოველთვის იძულებითი საფუძვლით და ყოველთვის ვცდილობდი გამოსაშვებად ლეგალური არგუმენტის პოვნას.

 

SHARE